,,ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან იღუპებიან, იმედი გვაქვს, ამერიკული მხარე ამას კარგად ხედავს”- ჩინეთის პრეზიდენტი

,,ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან იღუპებიან, იმედი გვაქვს, ამერიკული მხარე ამას კარგად ხედავს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განუცხადა.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირევს შორის სატელეფონო საუბარი ორი საათი გაგრძელდა და განსაკუთრებული ყურადღება ტაივანის საკითხს დაეთმო.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,  ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და  მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევას.

 

მსგავსი თემები