„საქართველოს მიმართულება უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური გახდა“ – თურქეთის საგარეო მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები და საქართველოს მიმართულება აქტიური გახდა. მინისტრის თქმით, გარკვეულ პროცესებში სირთულეებიც გაჩნდა და იმედი აქვს, ეს სირთულეები დაიძლევა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია სახმელეთო ტვირთბრუნვა და ამ თვალსაზრისით განვიხილეთ ჩვენ წინაშე დღის წესრიგში არსებული საკითხები. მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად აქტიური გახდა. ზოჯერ ხდება გარკვეული დაგვიანებები ან გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება პროცესში. ვფიქრობ, ჩვენი ორმხრივი და ერთობლივი ძალისხმევით მსგავსი პრობლემები უაღრესად მოკლე ვადაში აღმოიფხვრება“, –  აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.

მსგავსი თემები