გოგაშვილზე განხორციელებულ ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებისას მასზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. სოსო გოგაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. აღნიშნული ადვოკატებმაც დაადასტურეს და სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც. ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

მეტი...

პროკურატურა აცხადებს, რომ გოგაშვილის სახლიდან საიდუმლო მასალები ამოიღეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით,  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის –  სოსო გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია ამოიღეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ასევე ამოღებულია პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები. სოსო გოგაშვილს ხვალ სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. სასამართლო პროცესი  13:00 საათზეა ჩაინიშნა.  პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.  

მეტი...

სოსო გოგაშვილს ბრალი სამ ეპიზოდზე წაუყენეს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა დასრულდა. როგორც ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, ბრალი გოგაშვილს სამ ეპიზოდზე წაუყენეს. „მოხდა ოფიციალურად ბრალის წარდგენა. სწორედ ამ მუხლებით მოხდა ბრალის წარდგენა, რა მოლოდინიც გვქონდა. პირველი – პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება და ის ეხება 2015-1018 წლებში ბატონი გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდს და თითქოს, მას ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე ისე პერსონალურ მონაცემებეზე. მას ედავებიან 2021 წლის თებერვლის თვეში 2 პირთან მიმართებაში პერსონალური მონაცემების  გავრცელებას და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, რომელიც 2 პიროვნების პერსონალური მონაცემების გავრცელებაზეა საუბარი. საქმის მასალები ჯერ არ…

მეტი...

1 საათია, სუს-ის შენობაში სოსო გოგაშვილს ბრალს აცნობენ

ამ წუთებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალს ოფიციალურად უყენებენ. „მოდულის“ შენობაში დაკავებულის ადვოკატები იმყოფებიან. ისინი ბრალის წაყენების შემდეგ, სს სრულ მასალებს ელოდებიან, რის შემდეგაც გადავლენ კონკრეტულ ქმედებებზე. ბრალის წარდგენის პროცედურა რამდენიმე წუთში უნდა დასრულდეს.  

მეტი...

თუ ყირიმზე თავდასხმა მოხდება, რუსეთი უკრაინას „განკითხვის დღეს“ მოუწყობს

რუსეთი უკრაინას ისევ ემუქრება და აფრთხილებს. ამჯერად მუქარას რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აჟღერებს. „ეგზალტირებული, სისხლიანი კლოუნები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან რაღაც განცხადებებით და ცდილობენ, დაგვემუქრონ, გულისხმობენ რა თავდასხმას ყირიმზე და ა.შ. როგორც ჩანს, მათ სრულად ესმით ასეთი განცხადებების შედეგები. შედეგები კი აშკარაა, რომ თუ რაიმე მსგავსი მოხდება, ყველა მათგანისთვის მომენტალურად დადგება განკითხვის დღე, ძალიან სწრაფი და მძიმე. დამალვა ძალიან რთული იქნება“, – აცხადებს მედვედევი.

მეტი...

მეზობელი ნადირში აერია და 2 გასროლით მოკლა

აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. მან მეზობელი სანადირო თოფით, 2 გასროლით მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეზობელს მეზობელი ნადირი ეგონა და ამიტომ ესროლა, შემდეგ კი პოლიციას თავად ჩაბარდა. შსს-ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით,1986 წელს დაბადებული გ.კ.სასიკვდილოდ დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში – ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი…

მეტი...

სოსო გოგაშვილის საქმის გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალს რამდენიმე საათში გააცნობენ, როგორც ადვოკატი მედიასთან აცხადებს, საქმის გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. „ვართ ბრალდების მოლოდინში, რომელსაც ველოდებით რამდენიმე საათში. დაზიანებებთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზა, რომელიც დღეს უნდა ჩაუტარდეს. მიმდინარე გამოძიების შესახებ მისთვის ცნობილი იყო, მაგრამ არ მოელოდა დაკავებას, დაკავების ოქმის თანახმად გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და პერსონალური ინფორმაციის ხელყოფა. სავარაუდოდ, ეს შეეხება მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს“ – აცხადებს გოგაშვილის ადვოკატი.

მეტი...

„აქვს გარკვეული გეგმა და მასალების ეტაპობრივად გამოქვეყნებას დაიწყებს“ – ადვოკატი სოსო გოგაშვილის გეგმებზე

წინასწარ პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი მის ხელთ არსებული ე.წ. მაკომპრომატირებელი მასალების გამოქვეყნებას დაახლოებით 10 დღეში აანონსებს. როგორც მისმა ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გოგაშვილს საკუთარი გეგმა აქვს. „სოსო გოგაშვილს აქვს გარკვეული გეგმა და დაიწყებს მასალების ეტაპობრივად გამოქვეყნებას, რომელიც არ შეეხება მხოლოდ არჩევნებს, ის მოახდენს ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას, იმ უკანონო ქმედებებში, რასაც სჩადიოდნენ“ – აცხადებს ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე.

მეტი...

„ჩემს სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები“ – სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი აცხადებს, რომ მის სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ძალიან ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები. „როდესაც ამერიკაზე ვსაუბრობთ, ნუ გვავიწყდება, რომ 2008 წელს სწორედ ამერიკამ შეაჩერა ომი და გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფო. რომ არა მე-6 ფლოტი და ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა. გარდა ამისა, ჯო ბაიდენის ინიციატივით, მაშინ გამოიყო 1 მლრდ დოლარი, რითაც გადარჩა ქართული ეკონომიკა”,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე. მისივე თქმით,მსოფლიო გაიგებს რეალურ ფაქტებს. „მივესალმები, რომ ჩემს სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ძალიან ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები. რაც არ უნდა დაადგინოს სასამართლომ,…

მეტი...

ადვოკატი არ გამორიცხავს, სოსო გოგაშვილი დღეს ექსპერტიზაზე გადაიყვანონ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე დაზიანებები აქვს. რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, შესაძლებელია, სოსო გოგაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დღეს გადაიყვანონ. „დაზიანებები, რა თქმა უნდა, რეალურად აღენიშნება. სახის არეში საგრძნობლად შეიმჩნევა, რომ ლოყა აქვს შეშუპებული. ასევე, კიდურებზე აქვს დაზიანებები და ფეხებზე აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით. ფიზიკურად მოხდა დაზიანების ორჯერ მიყენება. ერთხელ სახის არეში, ხოლო მეორედ წელის არეში, ფეხის დარტყმით მოხდა მასზე დაზიანების მიყენება იმ მომენტში, როდესაც, როგორც გოგაშვილი აცხადებს, ცდილობდნენ მასზე უკან შებოჭილ ხელებზე მოეხდინათ დაფიქსირება იმ ცეცხლსასროლი იარაღებისა, რომლის ამოღებაც შემდეგ განხორციელდა მისი…

მეტი...

კობა კობალაძე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, რეზო ახვლედიანს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებას ეხება. ვეტერანებმა, მათთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღეს პასუხი. განსაკუთრებით გაესვა ხაზი რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებს და პერსპექტივებს. კობა კობალაძემ ისაუბრა სამსახურის მხარდაჭერით და გურიაში მცხოვრები ვეტერანების ინიციატივით, გურიის რეგიონსა და ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულ ვეტერან ფერმერთა ასოციაციაზე, მასში გაერთიანებული ფერმერების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და…

მეტი...

1 აგვისტოდან, უკრაინიდან შემოსული მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფა შეწყდება და ფულად დახმარებას მიიღებენ

თბილისის მერია, უკრაინიდან საქართველოში შემოსული ლტოლვილების დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  როგორც მერიაში განმარტავენ, 1 აგვისტოდან, საცხოვრებლით ურუნველყოფის პროგრამა შეწყდება და ნაცვლად ამისა, უკრაინის მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ინფორმაცია ვრცელდება არასწორად და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას. როგორც იცით, თბილისის მერიამ რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში აამოქმედა სპეციალური პროგრამა – საქართველოში შემოსულ უკრაინის  მოქალაქეებს, ვინც მოგვმართავს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით, დედაქალაქის მერია ათავსებს სხვადასხვა სასტუმროში, სამჯერადი კვებით. პროგრამის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2 300…

მეტი...

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალის წარდგენას დღეს ელოდება

„მოდულის“ შენობაში მყოფ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესთან ადვოკატები შეხვდებიან. ბრალდების ერთ-ერთი ნაწილი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას შეეხება. სხვა ბრალთან დაკავშირებით დაცვის მხარისთვის ინფორმაცია უცნობია. თავად გოგაშვილი კი იარაღის არსებობას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის სპეცოპერაციისას ჩაუდეს.

მეტი...

ენერგომატარებლების შესყიდვით ევროკავშირმა რუსეთს იმაზე მეტი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას

​ლიეტუველი დიპლომატი ევროკავშირს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის დაფინანსებისთვის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ  ენერგომატარებლების შესყიდვით ევროკავშირმა რუსეთს იმაზე მეტი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას. „მზადდება სანქციების მე-7 პაკეტი. ვინმეს აინტერესებს? ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვით ევროკავშირმა ექსპონენტურად რუსეთს უფრო მეტი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით. ნავთობზე ფასები იზრდება. რუბლი უფრო გამყარდა. ვიღაც-ვიღაცები კვლავ შეშფოთებული არიან „პროვოკაციული“ შეზღუდვებით. სამწუხაროა“, – აცხადებს ლინას ლინკევიჩუსი.  

მეტი...

„რუსეთი ვერ შეძლებს რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალების წარმოებას“ – ევროკომისარი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სანქციები რუსეთს სწორედ იქ დაარტყამს, რაც მის ქვეყანას დიდ წაგებას მოუტანს. საუბარია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განადგურებაზე. „ენერგეტიკული დამოკიდებულების განადგურებით, ევროკავშირი აცნობიერებს, რომ ურთიერთდამოკიდებულება ყოველთვის არ არის ნეიტრალური ინსტრუმენტი, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს ან უზრუნველყოფს მშვიდობიან საერთაშორისო ურთიერთობებს. რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები მნიშვნელოვნად დაარტყამს ელექტრონიკას, კომპიუტერებს, თვითმფრინავების, ავტომობილებისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ომის დროს. შედეგად კი რუსეთი ვერ შეძლებს რაკეტების და სხვა მაღალტექნოლოგიური საბრძოლო მასალის თუ იარაღის დამზადებას. რუსეთის მეცნიერული, ტექნოლოგიური და ეკონომიკური იზოლაცია ქვეყნისთვის ყველაზე დიდი…

მეტი...

„რუსეთი იძულებული გახდება, საკუთარი ნავთობი ბევრად იაფად გაყიდოს სხვაგან“ – ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ერთ-ერთი უძლიერესი სანქცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ წლის ბოლომდე ამოქმედდება, მას სერიოზულად დაარტყამს. „ერთ-ერთი სანქცია ევროკავშირის მხრიდან 2022 წლის ბოლომდე რუსეთისგან ნავთობის 90%-ით შესყიდვის აკრძალვას გულისხმობს. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის შემოსავალს და ის იძულებული გახდება, საკუთარი ნავთობი ბევრად იაფად გაყიდოს სხვაგან. რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია ევროკავშირისთვის. პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ევროკავშირი არასოდეს დაუწესებდა სერიოზულ სანქციებს რუსეთს, რომელიც მასზე ენერგეტიკულად იყო დამოკიდებული. ეს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც მან დაიწყო ეს ომი“, – აცხადებს ბორელი.  

მეტი...

„სანქციები, რომელიც აზარალებს პუტინს და მის გარემოცვას, გაგრძელდება“ – ჯოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იმ სანქციების შედეგებზე საუბრობს, რომელიც ევროპამ და ამერიკამ რუსეთს დაუწესეს. როგორც ბორელი აცხადებს, სანქციები მუშაობს და ის რუსეთს, პუტინს და მის გარემოცვას სერიოზულად აზარალებს. „სანქციები, რომლებიც მიღებულია ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მიერ, ძლიერ აზიანებს ვლადიმერ პუტინს და მის ახლო გარემოცვას. სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე კიდევ გაგრძელდება. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სტრატეგიული მოთმინება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიას და უკრაინა არ შეძლებს, სრულად აღადგინოს თავისი სუვერენიტეტი. როდესაც ომი გახანგრძლივდა და ენერგიის ფასები იზრდება, ხალხი ფიქრობს, მოქმედებს თუ არა სანქციები და ძალიან მძიმე ხომ…

მეტი...