,,არის კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში”- მიხეილ სააკაშვილს კოვიდ-ტესტირება ჩაუტარდა

მიხეილ სააკაშვილს ექიმებმა კოვიდ-ტესტი აუღეს. ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექიმებმა ტესტის აღება საჭიროდ ჩათვალეს, რადგან  სააკაშვილს სავარაუდოდ გარკვეული სიმპტომები აღენიშნებოდა.

,,ამჟამად ვიცი, რომ გაკეთებული აქვს კოვიდ-ტესტი და ექიმი ელოდებოდა პასუხს. გვაქვს იმედი, რომ იქნება უარყოფითი… რაღაც გარკვეული სიმპტომატიკა ალბათ ჰქონდა, რადგან ექიმმა საჭიროდ ჩათვალა ამ ტესტის ჩატარება. თუმცა, ვიზუალური თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ან გაუმჯობესებისკენ ან გაუარესებისკენ არ შეინიშნება. ის არის კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში. კვლავაც უჩივის საერთო სისუსტეს და კვლავაც მასთან კომუნიკაცია არის გართულებული”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები