,,საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს”- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები დააზიანა.

„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდა, განსაკუთრებით მკვეთრი ზარალით ტურიზმის სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირველ ტალღას, ინფიცირების მაჩვენებელი 2021 წლის მეორე ნახევარში გაიზარდა, რამაც აიძულა მთავრობა, მიეღო მთელი რიგი შეზღუდვები, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ აქტივობაზე.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ 2022 წლისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა“,- ნათქვამია ანგარიშში.

 

მსგავსი თემები