საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფასების სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ალექსანდრე რაქვიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. „ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მთავარი გამოძიების საგანი იქნება ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების შეთანხმებული მოქმედება. 2020-2021 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფულის მიწოდება, რაც 2021 წლის მეორე ნახევარში ორნიშნა ინფლაციაში გამოიხატა. გაზრდილი ფულის მიწოდების პირობებში, კომერციულმა ბანკებმა რეკორდული მოგება მიიღეს. იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული ბანკების და მათთან აფილირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ეს პერიოდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას…

მეტი...

,,საინტერესოა, შეხვედრაზე ელჩის მხრიდან ივანიშვილის მიმართ ხომ არ იყო შეთავაზება, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში”- გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. მისი თქმით, არსებობს ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ არ შესთავაზა აშშ-ის ელჩმა შეხვედრის დროს პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. „მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა  ბიძინა ივანიშვილის წერილი და პრინციპში, ეს შეხვედრა არ უარყო არც შეერთებული შტატების ელჩმა, არსებობს ძალიან ლეგიტიმური კითხვა, რომ ამ სამი საათის განმავლობაში ხომ არ ჰქონდა კითხვა ელჩს მაგალითად, მთავრობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ხომ არ გამოთქვა, მათ შორის ჩვენს ომთან დამოკიდებულებაზე, სანქციებთან დაკავშირებით, ხომ არ იყო კითხვა და ამის შემდგომ ხომ…

მეტი...

,,ჩვენ იმას მივაღწიეთ, რომ შვებულებაში გასარუჯად წასული „ქართული ოცნების“ წევრები უკან შემოვყარეთ”- გიორგი ვაშაძე

,,იმას მივაღწიეთ, რომ შვებულებაში გასარუჯად წასული „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები უკან შემოვყარეთ და ერთმანეთს მაინც ელაპარაკებიან იმისთვის, რომ თქვენ კადრები გადაიღოთ,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოლიტიკური მხარეები ერთად უნდა დასხდნენ კომიტეტებსა და სესიებზე, რომელსაც  ბოიკოტი „ქართულმა ოცნებამ“ გამოუცხადა. „ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს პარლამენტში რომ ვდგავართ, რიგგარეშე სესია მოწვეულად ითვლება, რომელსაც საბოტაჟს უცხადებს ჯერ კიდევ ამ ქვეყნის მმართველი „ქართული ოცნება“. როცა კონსტიტუციაზე საუბრობენ, სამწუხაროდ, კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, როდესაც სხდომათა დარბაზში შესვლაზე უარი თქვეს. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ჩვენ იმას მივაღწიეთ, რომ შვებულებაში გასარუჯად წასული „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები…

მეტი...

„ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

დახლების გაშლისა და საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით, გარემოვაჭრეებმა „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. გარემოვაჭრეები, ათი დღის წინ, მერიის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, აღნიშნული ტერიტორიიდან დახლები აეღოთ და მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილას გადასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმდებოდნენ. გარემოვაჭრეების მერიის შეთავაზებას არ დათანხმდნენ, რადგან მათივე თქმით,  მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილას არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა. არსებული ინფორმაციით, გარემოვაჭრეები პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

მეტი...

,,ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის საინტერესოა ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრის შინაარსი”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, იცოდეს აღნიშნული შეხვედრის შინაარსის შესახებ. „დღეს უკვე ვიცით, რომ მსგავს შეხვედრას არც თუ ისე დიდი ხნის წინ ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაგრამ საზოგადოებამ ამ შეხვედრის შინაარსის შესახებ არ იცის. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის შინაარსი ძალიან საინტერესოა. საინტერესო და ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ შინაარსზეც გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა. ვისაც ყოველთვის სურდა, რომ ჩვენს რეგიონში ყოფილიყო არეულობა, ვისაც ყოველთვის სურდა, ჩვენს რეგიონში სტაბილური განვითარება არ ყოფილიყო და ამას…

მეტი...

გურამ მაჭარაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და  პარტიიდან წასულ სამ დეპუტატს უერთდება

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა. როგორც გურამ მაჭარაშვილმა  აღნიშნა, „ქართული ოცნებიდან“ წასულ სამ დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარსა და მიხეილ ყაველაშვილს შეუერთდება.

მეტი...

,,როდესაც კიევი იყო კულტურული დედაქალაქი, მოსკოვი ჭაობი იყო”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. „დღეს უკრაინა აღნიშნავს სახელმწიფოებრიობის დღეს და კიევის რუსეთის ნათლობის დღეს. დღეს 2 ათეული რაკეტა გაისროლეს ჩვენი ქალაქების მიმართულებით. რუსებს შეუძლიათ მოიპარონ მაცივრები, მაგრამ არა ჩვენი ისტორია. როდესაც კიევი იყო კულტურული დედაქალაქი, მოსკოვი ჭაობი იყო და ასეთივეა ახლაც“, – განაცხადა პოდოლიაკმა.    

მეტი...

,,არ დავნებდებით მანამ, სანამ ბოლო ოკუპანტს არ გავაძევებთ და არ დავიბრუნებთ ჩვენი მიწის ბოლო სანტიმეტრს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავცელებს. ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინა იცავს საკუთარ სახელმწიფოებრიობას იარაღით ხელში, რათა მსოფლიოში ყველამ გაიგოს, რომ უკრაინა არის თავისუფალი, თვითმყოფადი, სუვერენული, განუყოფელი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. „ჩვენი ქვეყნის ისტორია ათას წელს ითვლის, თუმცა სახელმწიფოებრიობის დღესასწაულს დღეს პირველად აღვნიშნავთ. ჩვენ არ გვჭირდება ფეიერვერკები იმისთვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის უკრაინა. ჩვენ სამშობლოს 155 დღეა იარაღით ხელში ვიცავთ. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთვის თითოეული დღე სახელმწიფოებრიობის დღეა. ჩვენი მებრძოლები დღეს უკრაინას იცავენ. ჩვენ პირველი არასოდეს ვისვრით, თუმცა თუ თავს ჩვენს სახლს  ესხმიან, ჩვენ…

მეტი...

,,ელჩის ინიციატივით ჩაინიშნა შეხვედრა და თან გრძელდებოდა სამი საათი, არ მგონია სპორტის განვითარებაზე ყოფილიყო საუბარი”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ საუბრობს. ზარქუას განმარტებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შეხვედრის თემა, სწორედ ომი იყო. ,,ფაქტია, ელჩის ინიციატივით ჩაინიშნა ეს შეხვედრა და თან გრძელდებოდა სამი საათი, არ მგონია სპორტის განვითარებაზე ყოფილიყო საუბარი. არც შეიძლება მეათე ხარისხოვან თემებზე ყოფილიყო, მთავარი გამოწვევა მსოფლიოში არის ომი, სადაც რუსეთია აგრესორი და იპყრობს უკრაინის ტერიტორიებს. სავარაუდოდ, გონივრულო ეჭვი არსებობს, რომ ამაზე იყო, თუმცა, ვერ ვადასტურებ,”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ. დეპუტატის თქმით, ,,მეორე ფრონტის” გახსნის თემა მმართველ პარტიას არ მოუგონია. ,,კონკრეტული…

მეტი...

,,ამ ხელმოცარულებს ცივი წყალი გადაასხა”- ირაკლი ზარქუა დეგნანის განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, სადაც ელჩი აცხადებს: ,,ცოტა დამაბნეველია, ზოგიერთი რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე”. ზარქუას შეფასებით, კარგი იქნება თუ ელჩი იმ პირებზე იქნება ფოკუსირებული, ვინც სანქციებზე დღე და ღამ საუბრობს. „ისინი უთმობენ სწორედ დიდ დროს სანქციების თემას და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქის, ჩვენი ქვეყნის მისამართით და თან ცრუ ბრალდებებს. კარგი იქნება, თუ ქალბატონი დეგნანი უფრო ფოკუსირებული იქნება რეალურ ავტორებზე, ვინც ამ სანქციებზე დღე და ღამ საუბრობს. მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და ვეთანხმები.…

მეტი...

,,როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით”- ნიკა მელია

,,დავფიქრდეთ და ადვილად მივხდებით, რატომაც თამაშობენ თქვენს გულწრფელ ემოციებზე. მათი მიზანი ერთადერთია – გაგვთიშონ და იბატონონ. მერწმუნეთ, ასე მხოლოდ გავუხანგრძლივებთ პატიმრობას მიხეილ სააკაშვილს,”- ამის შესახებ  ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, ვინც მას ებრძვის, მიხეილ სააკაშვილსაც ებრძვიან. ,,დავფიქრდეთ და ადვილად მივხდებით, რატომაც თამაშობენ თქვენს გულწრფელ ემოციებზე. მათი მიზანი ერთადერთია – გაგვთიშონ და იბატონონ. მერწმუნეთ, ასე მხოლოდ გავუხანგრძლივებთ პატიმრობას მიხეილ სააკაშვილს. მიშას სამკურნალოდ გადასაყვანად ბევრი კეთდება, ოღონდ მისი გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს – ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. სხვა მექანიზმი უბრალოდ არ…

მეტი...

,,დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციებისა და სხვისი ფულის განხილვაზე” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, დამაბნეველია, თუ რამდენ დროს ხარჯავენ  გარკვეული პირები სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობისკენ.. ,,შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. ფინანსური სანქციები ასე არ მუშაობს. მათ, ვინც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ, ეს იციან, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არის განთავსებული. სახაზინო დეპარტამენტი გამოსცემს პრესრელიზებს, არსებობს საჯარო საძიებო სია, რათა ეცნობოს ბანკებს და სხვა ინსტიტუტებს სანქციების დაწესების შესახებ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების, ან სხვის…

მეტი...

,,საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები უნდა იყვნენ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ”- კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები უნდა იყვნენ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. მისივე თმით, უკრაინას და საქართველოს შორის განხეთქილებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს. ,,საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები უნდა იყვნენ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ეს ხალხი კარგად იცნობს რუსეთს – მათი ისტორიები შეღებილია რუსეთის დარღვეული დაპირებებით, შემოსევებით, ომებითა და ოკუპაციებით. საქართველოსა და უკრაინის ხალხი მტკიცედ არის გაერთიანებული, რაც დავინახეთ ქართველების მხრიდან უკრაინელებისადმი ჰუმანიტარული მხარდაჭერით. რა უთანხმოებაც არ უნდა არსებობდეს პოლიტიკოსებს შორის, უნდა მოგვარდეს მედიის გარეთ, თანაგრძნობისა და იმ კრიზისის გააზრებით, რაც დღეს უკრაინაშია. მხოლოდ რუსეთი სარგებლობს,…

მეტი...

,,არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები”- კელი დეგნანი

,,როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია,”- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის განმარტებით, საელჩო არ ერევა საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და მართავს ფარულ შეხვედრებს. ,,ჩვენც გვაქვს კითხვები საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტიდან – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან ყურადღების გადატანის მოტივებზე და დაჟინებით იმის გამეორებაზე, რაც უკვე არაერთგზის ითქვა, რომ დეზინფორმაციაა. ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ კითხვებს საქართველოში ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შესახებ. რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ…

მეტი...

,,დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა, ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ”- კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების (მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი) განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, ელჩი არ ემიჯნება ომისკენ მიმართულ რიტორიკას. კელი დეგნანის განცხადებით, დასავლეთს „საქართველოს ომში ჩათრევა“ არ უცდია და ის ადამიანები, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ. ,,დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ…

მეტი...

საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 10:39 საათზე საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან დღეს უკვე მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით,  ბიძგების სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მიწისძვრა მოხდა – (mcm.ge)

მეტი...

„უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში სულ უფრო ძლიერდება. უწყების ინფორმაციით, უკრაინამ გამოიყენა მისი ახალი, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია მდინარე დნეპროზე არსებული სამი ხიდის დასაზიანებლად. „უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება. მათმა ძალებმა დიდი ალბათობით, მდინარე ინგულეცის სამხრეთით შექმნეს ხიდი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის. უკრაინამ მათი ახალი, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია გამოიყენა, რათა მდინარე დნეპრის გადაღმა სულ მცირე, სამი ხიდი დაეზიანებინა, რომელსაც რუსეთი მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მომარაგებისთვის ეყრდნობა,”- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. ამასთან, დაზვერვის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი, 1 000-მეტრიანი ანტონივსკის ხიდი…

მეტი...

,,მკაფიოდ ვიტყვი, არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე”- კელი დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ივანიშვილი  ადასტურებს, რომ მასსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა. ელჩის განმარტებით, შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ან „შანტაჟზე“, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ,,როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით…

მეტი...

სპეცოპერაციის შედეგად ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს

ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება სავარაუდოდ,  ნარკორეალიზაციას უკავშირდება. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით,  სპეცოპერაცია ფონიჭალის გარდა კიდევ რამდენიმე ადგილზე ტარდება. დაკავებები ამ შემთხვევაშიც ნარკოდანაშაულს ეხება.    

მეტი...

,,უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია”- კვლევა

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა 84% არ ემხრობა ტერიტორიების დათმობას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ,,უკრაინის ყველა რეგიონში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია. აღმოსავლეთში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მოსახლეობის პატრიოტული განწყობა მხოლოდ გაძლიერდა: მაისიდან ივლისამდე, აღმოსავლეთის რეგიონებში ნებისმიერი დათმობის წინააღმდეგი ადამიანების რიცხვი გაიზარდა 68%-დან 77%-მდე (დათმობებისთვის მხოლოდ 16% მზადაა). სამხრეთელებს შორის 82% ეწინააღმდეგება დათმობებს (დათმობისთვის მხოლოდ 10% არის მზად). სხვა რეგიონებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა”, – წერს უკრაინული მედია კვლევაზე დაყრდნობით. აღნიშნული გამოკითხვა 6-20 ივლისის პერიოდში ჩატარდა.

მეტი...

,,ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს?! იმ ქვეყნისთვის ვერ უშველია, რომელმაც იშვილა”- თეა წულუკიანი არახამიაზე

,, სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, გამოირჩევა ზიზღით, ლანძღვით და ა.შ. ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს?,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას შესახებ საუბრისას განაცხადა. „ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული გვარის ადამიანი ასე იქცევა იმ ქვეყანაში, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს მსოფლიოში. ამავდროულად, სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, გამოირჩევა ზიზღით, ლანძღვით და ა.შ. ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს? ამიტომ, თუ მოახერხა, თავის თავს უშველოს. იმედი მაქვს, კიდევ ძალიან ბევრი წელი აქვს წინ სიცოცხლეში. ამ დროში თუ მოახერხებს,…

მეტი...

ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

უკრაინის არმიის ჩრდილოეთის სარდლობის ინფორმაციით, გამთენიისას, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. სარდლობის ცნობით,  9 რაკეტა ჩერნიგოვის რაიონში, საზღვართან ახლოს ტყეში ჩავარდა. კიევის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსი კულებას განცხადებით,  რაკეტები რეგიონის ვიშგოროდის რაიონში გარკვეულ “ინფრასტრუქტურულ ობიექტს” მოხვდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მეტი...

,,საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდება, მაგრამ ის ჩვენს გვერდით აღარ გვყავს”- თეა წულუკიანი

,,საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ ის ჩვენს გვერდით აღარ გვყავს,”- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანა დააზიანა. ,,პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოვსულიყავით მაქსიმალურად დაზიანებულები ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც 3 ქვეყანა ე.წ. ვერდიქტს ველოდებოდით, რომელსაც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივისთვის უფრო ფართოდ უნდა გაეღო კარი. ამაში პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი შეასრულა და ამაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მაგალითისთვის, ქვეყნის შიგნით ის ამბობდა, რომ რეფორმები არ ტარდება, რაც ტყუილია; ამბობდა, რომ მთავრობა არაფრის მაქნისია, რაც ტყუილია. აყენებდა შეურაცხყოფას, ვისაც კი შეეძლო. მანამდე, თორემ ახლა…

მეტი...

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ დროისთვის, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორის დაკავების მიზნით ტარდება. ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება. ზელენსკის თქმით, პრეზიდენტის  ადმინისტრაცია კვირის მიწურულისთვის ემზადება მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური მოვლენებისთვის. „ვემზადებით ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ევროკავშირის მომხმარებლებისთვის. მიუხედავად ასეთი ომისა, ჩვენ რეკორდულ ვადაში უზრუნველვყავით უკრაინის ენერგოქსელის ევროპის მთელ ენერგოსისტემასთან მიერთება. ჩვენი ექსპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, არამხოლოდ გვქონდეს სავალუტო შემოსავალი, არამედ დაეხმარება მათ, გაუძლონ რუსულ ენერგეტიკულ ზეწოლას. ეტაპობრივად გავხდით უკრაინას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტორად“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,არათუ სამი საათით, სამი წუთით არ შევხვედრილვართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს”- თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ივანიშვილი  ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში აშშ-ის  ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა. წულუაკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკური პროცესიდან, მინისტრებს და გუნდის წარმომადგენლებს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცემიათ. ,,მთავარი ისაა, რომ თავად ამ შეხვედრის მონაწილემ (ბიძინა ივნიშვილი) ეს დღეს დაადასტურა, ამავე შეხვედრის მეორე მონაწილემ (კელი დეგნანი) ეს შეკითხვა აიცილა თავიდან. პირველ რიგში, როგორც მეორე მონაწილეს, მას (აშშ-ის ელჩი)  ეკუთვნის პირველი სიტყვა, მით უმეტეს, როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, თავად ელჩს მოუთხოვია ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, მისდამი…

მეტი...

,,როცა ადამიანს აქვს ორი სამშობლო, კაცმა არ იცის რომელი უფრო სტიკვა”- სოზარ სუბარი პრეზიდენტზე

,,პრეზიდენტი რას ამბობს საერთოდ არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში ჩვენზე რას იტყვის ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, გაურვეველია რა ,,თამაშს თამაშობს”  საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი. ,,როცა ადამიანს აქვს ორი სამშობლო როგორც ჩანს, მაინც კაცმა არ იცის რომელი უფრო სტიკვა და სტკივა თუ არა ის სამშობლო, რომელიც მისი მეორე სამშობლოა და სადაც ის არ დაბადებულა და რომლის კულტურაც ბოლომდე ვერ გაითავისა და კაცმა არ იცის რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს. ეს არის ძალიან სამწუხარო, რაზეც მწყდება გული მე სალომე ზურაბიშვილის მიმართ.…

მეტი...

 ,,იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, შესაძლებელია, საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შევქმნათ”- მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აანონსებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას, გულშემატკივართა დიდი რაოდენობით ხსნის. მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა ქვეყანა რომ მათ ეკუთვნით. „ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა ქვეყანა რომ მათ ეკუთვნით და ამ სიტუაციაში მათაც სჭირდებათ ღირსეული პარტნიორი და პასუხი, ვინც კი ჩვენი გულშემატკივარია, რომ რასაც ღიად ესაუბრება ვთქვათ ტელეეკრანებიდან და ბრიფინგებიდან, ისევე იყოს განწყობილი კულუარებშიც. ეს ქვეყანა ყველა ჩვენგანისაა და აქ რომელიმე ერთ, ორ ლიდერზე, ან ხელისუფალზე, ან პრემიერ-მინისტრზე ვერ განხორციელდება ზეწოლა და ის ვერ იქნება ამის განმხორციელებელი, რადგან ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს, ყველა დგას…

მეტი...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 03:48 საათზე საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგების სიძლიერემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

„ეს არის ტერორისტული ომი“ – ემანუელ მაკრონი უკრაინაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის მხარდამჭერ მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსეთის მიერ წარმოებულ ომს „ტერორისტულ ომს“ უწოდებს. „რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. ეს არის ტერიტორიული ომი, რომელიც გვეგონა, რომ ევროპული მიწიდან გაქრა. ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის, თუნდაც მე-19 საუკუნის ომი. მე ვსაუბრობ კონტინენტზე, რომელიც  კოლონიური იმპერიალიზმისგან დაზარალდა. რუსეთი არის ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალა, რომელმაც თავის ინტერესების დასაცავად, მეზობელ ქვეყანაში შეჭრა გადაწყვიტა“, – ასეთია პრეზიდენტ მაკრონის გზავნილი.  

მეტი...

მომავალი წლიდან, წამლის ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება

ჯანდაცვის სამინისტრო 2023 წლიდან  მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას  გეგმავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  დაწესებული ზედა ზღვრის ზევით, წამლებს ვერავინ გაყიდის. როგორც სამინისტროში განმარტავენ, პირველ ეტაპზე, ფასების ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება. „თავდაპირველად, ზედა ზღვარს ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის განვსაზღვრავთ, რადგან სწორედ ისინი იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით და არის ყველაზე ძვირადღირებული. ახლა სწორედ მეთოდოლოგიის შერჩევის ეტაპზე ვართ. პროცესში ჩართულები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, ვისაც ნამუშევარი აქვს ამ რეფორმაზე ბულგარეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ა.შ.“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა…

მეტი...

რა კავშირშია ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქის ტახტთან?! – გოგაშვილის მორიგი გზავნილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მორიგი წერილი ციხიდან  საპატრიარქოს და პატრიარქის ტახტს ეხება. როგორც გოგაშვილი წერს, ყველაფერს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აკონტროლებდა. „ჩემთან შეხვედრა ითხოვა ვანო ჩხარტიშვილმა, საპატრიარქოს ტახტის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით სასაუბროდ. მე დავალებული მქონდა მისთვის მიმეწოდებინა ყველა ინფორმაცია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა მეუფეებთან დაკავშირებით, ახასიათებდა სხვადასხვანაირად ყველა მათგანს როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს. მან მთავარი აქცენტი გააკეთა მეუფე შიოზე, რომ ის იყო ყველაზე მისაღები კანდიდატი, რომ ეს იყო შეთანხმებული უფროსთან”, – წერს გოგაშვილი.  

მეტი...

„მეუფემ გამაფრთხილა, რომ ჩემი ლიკვიდიაცია დავალებული ჰქონდა ქისტ „ქილერს“  – სოსო გოგაშვილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი სუს-ის მაღალჩინოსანი მისი ლიკვიდაციის გეგმაზე ისევ საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ ის მეუფემ გააფრთხილა. „მინდა შევეხო მეუფე იაკობის გაფრთხილებასაც, რის შესახებაც თეამ შეცდომით თქვა დრო, ეს იყო არა 5-6 თვის წინ, არამედ წელიწადნახევრის წინ. მან გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ჩემს ლიკვიდაციას. ეს დავალებული ჰქონდა ქისტ ,,ქილერს” და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს ,,ქილერი” იმყოფებოდა პანკისში. მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და არ თქმა…

მეტი...

,,იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები” – რა უთხრა პატრიარქმა გოგაშვილის – მორიგი წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ამჯერად, წერილი საპატრიარქოსა და ხელისუფლების ურთიერთობას ეხება. როგორც გოგაშვილი წერს, პატრიარქი ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენა. როგორც გოგაშვილი ყვება, 2020 წელს პირადად შეხვდა პატრიარქს და დეტალებში მოუყვა მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ, დაანახა მზაობა შეეჩერებინა ეს ყველაფერი, რაზეც პატრიარქმა მას უთხრა: ,,იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები”. „საქმის ირგვლივ მოგახსენებთ შემდეგს: ჩემთვის უცნაურია ხელისუფლებამ რატო გადაწყვიტა ჩემი დასჯა ამ საქმით, რომელიც არის შეკერილი, როდესაც ვითომდა დაზარალებულები რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან, ამით პირდაპირ…

მეტი...

„ვკრძალავთ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტს“ – ევროკავშირის ახალი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის საპასუხოდ, ახლახან ევროკავშირმა შემზღუდველი ზომების „შენარჩუნებისა და ჰარმონიზაციის“ პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას, მათი განხორციელების სრულყოფას და ეფექტიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. „დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობები, გააგრძელოს და დააფინანსოს თავისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ფაქტობრივად ვკრძალავთ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტს ენერგომატარებლების შემდეგ – რუსეთის ოქროს. ასევე გამონაკლისს ვაკეთებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვისა და ნავთობის მესამე ქვეყნებში გადატანის ტრანზაქციებზე იმის გამო, რომ ევროკავშირს თავის მხრივ შეაქვს წვლილი მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად. ახლა რუსეთის გადასაწყვეტია, რომ შეწყვიტოს უკრაინის მინდვრებისა…

მეტი...

„არასწორი და შეურაცხმყოფელი იყო მისი პირველი პასუხი“ – ყაველაშვილი ამერიკის ელჩს ისევ აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც მმართველი გუნდა ახლახან დატოვა, აცხადებს, რომ მედიამაც უნდა დაუსვას კელი დეგნანს ის კითხვები, რასაც თავად სვამს. დეპუტატი ელჩს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას სხვა მიზნები ჰქონდა. „ჩემი ვარაუდით, იმას, რასაც ვფიქრობდი, ჩემთვის ეს დადასტურდა, მაგრამ თუ თქვენ გააგრძელებთ, რომ ვერ მიხვდით და გინდა თუ არა სიტყვა-სიტყვით რაზე იყო საუბარი, გვაქვს ამის შესაძლებლობა ჩვენც და თქვენც, მოვითხოვოთ როგორც ქალბატონი კელი დეგნანისგან, ასევე ბიძინა ივანიშვილისგან ტექსტუალურად, რა დონის შეხვედრა იყო და რაზე იყო ზუსტად საუბარი. ეს ხომ ჩემი პირადი ახირება არ არის, დარწმუნებული ვარ, თქვენც…

მეტი...