ქობულეთში სამკერვალო საწარმოში, სავარაუდოდ გაზმა გაჟონა – რამდენიმე ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

ქობულეთში, ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“  სამკერვალო საწარმოში,  სავარაუდოდ გაზმა გაჟონა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოიწამლა.

ამ დროისთვის, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

საწარმოში სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

მსგავსი თემები