პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია და თამარ ალფაიძე.

ამასთან, 7-მა კანდიდატმა გამოთქვა სურვილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის: ქრისტინე ქაჯაიამ, სიმონ პარუნაშვილმა, ლევან ისაკაძემ , თამაზ ფოლადაშვილმა, მაია ზარიძემ, გია ცაცაშვილმა და რუსუდან ქურდიანმა.

მსგავსი თემები