,,არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე, ბუნებრივია, არის მათ შორის დაპირისპირება”- ირაკლი კობახიძე

,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელია განცხადებას ეხმიანება. კობახიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიას განხეთქილება და დაპირისპირება არსებობს, რისი  გარეთ გამოტანა ნიკა მელიას მოუწია.

„რეალურად, ეს არის შიდაპარტიული პრობლემების და განხეთქილების გარეთ გამოტანა. მოუწია ამის გაკეთება ფორმალურ თავმჯდომარეს. ყველამ ვიცით, რომ არსებობს რეალური ლიდერი, რეალური ბელადი ამ პარტიაში და არსებობს ფორმალური თავმჯდომარე. მათ შორის, ბუნებრივია, არის ასეთი დაპირისპირება და სინამდვილეში, ამის გარეთ გამომზეურება მოხდა დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით”- ნიკა მელია – (mcm.ge)

მსგავსი თემები