„ველოდები, რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე  

კლინიკაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი დედამ – გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ღებინება და სისუსტე აქვს და ძირითადად წევს. „მისი კარგად თუ ცუდად ყოფნა მაინც კვებასთან არის დაკავშირებული. არ მგონია, რაღაცას ეწყინა. კარგად ვერ იყო. მთელი დღე სუსტად იყო და იწვა. რომ შევედი, ხანდახან რაღაცას მეუბნებოდა.  ექიმებმაც ვერ მითხრეს, მარტო ის მითხრეს, რომ კარგად არ იყო და რატომ, არ ვიცი. თავს იმედიანად გრძნობს. მეც ველოდები, რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული” – აღნიშნა გიული ალასანიამ მედიასთან. მისივე ინფორმაციით, უცხოელი ექიმების ჩამოყვანასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.  

მეტი...

რა გავლენები აქვს რუსეთის საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოზე?!

კითხვაზე: რა გავლენა აქვს რუსულ საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოზე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს, რომ არავითარი. „არანაირი გავლენები რუსეთის საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოზე არ აქვს. არანაირი განსხვავებული დამოკიდებულება, ვიდრე სხვა ეკლესიებთან საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის საპატრიარქოსთან არ გააჩნია. ბოლო დროს იყო ამაზე მსჯელობა. მეც მაქვს კითხვა – რა ფორმატში გავრცელდა კრეფსები? შეიძლება თუ არა ვორდის ფაილი, რომლის წარმომავლობაც არის ბუნდვანი, გახდეს საფუძველი ვიღაცისთვის სასჯელის ან ბრალის წაყენების? გამოქვეყნდა ვორდის ფაილი, რომლის წარმომავლობაც არ ვიცით და შეიძლება ეს  ცარიელი ფურცელი გახდეს საფუძველი მტკიცებულებისა, რომ რაც იქ აისახა, ვინმესთვის დანაშაულის დასაბუთების საშუალებას იძლევა“ – აცხადებს დეკანოზი…

მეტი...

„რუსეთში 2 მილიონი ადამიანი გადაიყვანეს და აშინებენ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი საკუთარი მოქალაქეების უკრაინიდან იძულებით გაყვანაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი შანტაჟის ქვეშ არიან. „უკრაინის დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს. ეს მოხდა იძულებით.  მათ საბუთები წაართვეს და აშინებენ.მათ შორის რამდენიმე ათასი ბავშვია“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამხრეთ კორეაში კონფერენციაზე. მისი თქმით, რუსეთში მათ საბუთები ჩამოართვეს და ყველაფერს მოწყვეტილები არიან. „ცდილობენ, წაიყვანონ რუსეთის შორეულ რაიონებში, რომ რაც შეიძლება მეტად გაუჭირდეთ დაბრუნება. ახალგაზრდა ქალები საერთოდ ქრებიან იქ“ – აცხადებს ზელენსკი და მსოფლიოსგან რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას და იძულებას ითხოვს.

მეტი...

„ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა ვითარებამ საქართველოში, ბევრ ადამიანს მისცა გულისწყრომის საბაბი“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

​ევროდეპუტატებთან დაკავშირებით გარკვეული სასულიერო პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიის კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ მღვდელმთავარს აქვს საკუთარი შეხედულების გამოხატვის საშუალება. „ზოგადად, არაერთხელ გვითქვამს, რომ ოფიციალური პოზიცია ჩვენი ეკლესიისა, განისაზღვრება საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციით თუ განცხადებებით. ამა თუ იმ მღვდელმთავარს აქვს საკუთარი შეხედულება. ბოლოდროინდელმა ვითარებამ საქართველოში, ბევრ ადამიანს მისცა გულისწყრომის საბაბი ჩვენდამი დამოკიდებულების გამო. ჩვენ ვხედავთ რომ ძალიან დიდი ძალისხმევაა ხალხისგან და სახელმწიფოსგან მიმართული, რომ დავუახლოვდეთ ევროპას და განწყობა, გრძნობა უსამართლობისა, ამ ბოლოდროინდელ განცხადებებში თუ კომისიის დასკვნებში თუ რეკომენდაციებშიც იყო, თუმცა, მოვლენები ერთმანეთს ცვლის და ესეც შეიცვლება. ვფიქრობ,…

მეტი...

ლაგოდეხის მთებში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ლაგოდეხის მთებში,  სოფელ ნინიგორის მკვიდრი, თამაზ კაპანაძე  გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ კაპანაძე რამდენიმე დღის წინ მთაში, სანადიროდ  წავიდა, რის  შემდეგაც გაუჩინარდა. კაცი სავარაუდოდ სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

„ერთი კულტურა გვაკავშირებს ევროპასთან და ხალხის არჩევანი მნიშვნელოვანია“ – ანდრია ჯაღმაიძე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე

„საპატრიარქოს მხრიდან ყოველთვის იყო ხაზგასმული, რომ ქართველი ერის არჩევანს ეკლესია პატივს სცემს დს რა გარემოებაშიც არ უნდა მოუხდეს ერს ცხოვრება, ეკლესია აღასრულებს, თავის მსახურებას“ – აცხადებს დეკანოზი დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. როგორც დეკანოზმა, სვეტიცხოვლის ეზოში, საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა, ეკლესია ყოველთვის ხალხის ნებას მიჰყვება. „ძალიან ბევრი განცხადება მოვიძიეთ ამ თემაზე, რაც გაკეთებული იყო პატრიარქის მხრიდან, საპატრიარქოს მხრიდან. აქ ყოველთვის იყო ხაზგასმული, რომ ქართველი ერის არჩევანს ეკლესია პატივს სცემს და რა გარემოებაშიც არ უნდა მოუხდეს ერს ცხოვრება, ეკლესია აღასრულებს, თავის მსახურებას. ასე…

მეტი...

,,თუ “ქართული ოცნება”უარს იტყვის რიგგარეშე სხდომაზე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან საქმე”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ “ქართული ოცნება”უარს იტყვის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნაზე, გამოჩნდება, რომ საქმე გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან. მისი თქმით, ახლა ჯერი ,,ქართულ ოცნებაზეა”. ,,თუ “ქართული ოცნება”უარს იტყვის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სასამართლო რეფორმაზე, ანტიკორუფციულ ბიუროს დაუყოვნებლივ შექმნაზე, რაც მოთხოვნილია ევროკავშირის მხრიდან, ეს ქართულ საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან საქმე და არა საქმის მკეთებელ ადამიანებთან. უნდათ ცრუ პროცესი შექმნან. ეს სიცრუე რომ დავამთავროთ, არის რიგგარეშე სესიის მოთხოვნაზე ოპოზიციის უპრეცედენტო რაოდენობის დეპუტატთა ხელმოწერა. ჯერი ქართულ ოცნებაზეა, ვიცი რას იზამენ, მაგრამ საზოგადოება…

მეტი...

გერმანია რუსული ნავთობის ყიდვას 31 დეკემბერს შეწყვეტს

1 აგვისტოდან გერმანია  რუსული ქვანახშირის, ხოლო 31 დეკემბერს ნავთობის ყიდვას შეწყვეტს. ერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, იორგ კუკისის განცხადებით, რუსულ ნედლეულზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება არაა მარტივი საქმე, თუმცა გერმანია ამას უმოკლეს ვადაში შეძლებს. ,,ნებისმიერმა, ვინც იცის Druzhba-ს მილსადენის ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის ინსტრუმენტი იყო, ასევე იცის, რომ ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება არაა მარტივი საქმე, თუმცა ჩვენ ამას რამდენიმე თვეში შევძლებთ“, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, იორგ კუკისიმ.

მეტი...

,,ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვისი ბრალია, რომ საქართველომ ვერ მიიღო იგივე სტატუსი, რაც უკრაინამ და მოლდოვამ”- მაიკლ გალერი

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას, მაიკლ გალერიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ,,ქართული ოცნება” კონცენტრირდეს დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე. მისი შეფასებით, ზოგიერი პოლიტიკოსის განცხადებები ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ვითარებას აუარესებს. ,,ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვისი ბრალია, რომ საქართველომ ვერ მიიღო იგივე სტატუსი, რაც უკრაინამ და მოლდოვამ. ვფიქრობ, ქართული ოცნების თავმჯდომარის სარკასტული გამონათქვამები, რომ თუ საქართველო დეკემბრისთვის ომში ჩაერთვება, ის აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, საქმეს არ შველის. პირიქით, აუარესებს სიტუაციას და გვაჩვენებს, რომ ქართული ოცნება სრულიად სხვა გზას ადგას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ,,ქართული ოცნება” კონცენტრირდეს კომისიის მიერ წარდგენილ…

მეტი...

,,უკრაინის მიზანი ამ ომში არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სრული სუვერენიტეტი”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით,  მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკეებბი არ მიმდინარეობს. საგარეო უწყების ხელმძვანელი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე, რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს. ,,უკრაინის მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სრული სუვერენიტეტი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. ეს არის ჩვენი პოზიციის საბოლოო წერტილი მოლაპარაკებებზე. ამჟამად არ მიმდინარეობს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განგრძობითი აგრესიის გამო,”- განაცხადა დმიტრო კულებამ.

მეტი...

„ქართულ ოცნებას” ასპინძისა და ადიგენის საკრებულოს წევრები ტოვებენ

„ქართული ოცნებას“ კიდევ ორი წევრი ტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის ყოფილი წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ამჯერად პარტიას, ასპინძის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე გია ჭელიშვილი და თელავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ტოვებენ. გია ჭელიშვილის განცხადებით, პარტიიდან წასვლის შემთხვევაში უფრო თავისუფლად და ღიად ისაუბრებს არსებულ გამოწვევებზე. „ძალიან რთულია, ჩუმად უყურო, როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი უცხოელი ლობისტები. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი „ნაცმოძრაობის“ მფარველი – იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, გრეგორევები თუ ფოტიგები. იყო „ნაცმოძრაობის“ მფარველი და ეხმარებოდე მას რამენაირად ძალაუფლების…

მეტი...

გორში ქალი მოთხე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა გორში – 60 წლამდე ასაკის ქალი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა სტალინის ქუჩაზე მოხდა,  დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის მნიშვნელობის შესახებ კიდევ ერთხელ აღნიშნა. სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას დედაქალაქის მერმა ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმის შესახებ და სხვადასხვა ურბანულ საკითხზე, მათ შორის, ნარჩენების მართვის მიმართულებით შვეიცარიული გამოცდილების გაზიარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ბერნი ულამაზესი ქალაქია, ყველანაირად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, ძალიან მწვანე. ზოგადად, შვეიცარია განვითარებული ქვეყანაა თავისი ქალაქებით. ბერნთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული, სატრანსპორტო მიმართულება, კულტურა, სპორტი და განათლება, ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებებით ბერნს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს და მისი…

მეტი...

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების ანგარიშს 2023 წლისთვის მოამზადებს

ევროკომისიის წარმომადგენლის, მიხეილ ჰოპერის განცხადებით, ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს. ჰოპერის განმარტებით, მათ  არ სურთ დააჩქარონ ქართული პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის საკითხსა და რეფორმებზე სიღრმისეულად მუშაობაში. ,,მოხარული ვართ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, როდესაც გადაწყდება რიგი პრიორიტეტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებული ვართ იმით, რომ საქართველო მუშაობს ბევრს, ღრმად და ზედმიწევნით ამ პრიორიტეტებზე. ამიტომ ფრთხილად, განსჯის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში ქვეყნის დეპოლარიზებისთვის, რათა დასხდნენ იგივე მაგიდასთან, რათა ზედმიწევნით იმუშაონ რეფორმებზე. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ…

მეტი...

ასლან ბჟანია რუსეთს საქონლის იმპორტისთვის აფხაზეთის პორტებს სთავაზობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, დასავლური სანქციების შემოღების ფონზე,  რუსეთს საქონლის  იმპორტისთვის აფხაზური პორტებს სთავაზობს. ე.წ. პრეზიდენტი აცხადებს, რომ  აფხაზეთს არ ეშინია სანქციების დაწესების. ,,მას შემდეგ რაც სახელმწიფოების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ რუსეთის მიმართ სანქციები გამოაცხადა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, ჩვენი ტერიტორია და ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობები გამოყენებული იყოს პარალელური იმპორტისთვის. ჩვენ ორი პორტი გვაქვს და სხვა სახელმწიფოებთან გასასვლელი. აფხაზეთი რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ რუსეთმა გვაღიარა. სანქციების არ გვეშინია, ისინი ჩვენ მიმართ არასოდეს გაუქმებულა. პირიქით, ეს სირთულეები გვაახლოებს კიდეც”,- განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მეტი...

,,მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, აჩვენეთ პროგრესი, იმუშავეთ ყველასთან ერთად პარლამენტში”- მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვის მიმდინარეობისას, ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ ახლა საქართველოსთვის კრიტიკულად ისტორიული მნიშვნელოვანი პერიოდია. მისი თმით, საჭიროა საარჩევნო რეფორმის დასრულება და საარჩევნო კამპანიის ხარვეზების აღმოფხვრა ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მან ასევე  მთავრობას მოუწოდა, იმუშაონ პარლამენტში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად. ,,საქართველოსთვის კრიტიკულად ისტორიული მნიშვნელოვანი პერიოდია. საქართველომ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რეფორმები 2022 წლის დასასრულამდე და ეს არ არის ამოცანა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, პოლიტიკური პარტიებისა და ადმინისტრაციისთვის, არამედ ეს ეხება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დემოკრატიულ ზედამხედველობას. საჭიროა საარჩევნო რეფორმის დასრულება და საარჩევნო კამპანიის ხარვეზების აღმოფხვრა ოდირის…

მეტი...

,,ოლიგარქი არის პერსონა, რომელსაც აქვს ბევრი ფული, რომელიც იტაცებს სახელმწიფოს – ასეთი ბიძინა ივანიშვილია”- ანდრიუს კუბილიუსი

,,ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ავუხსნათ მმართველ პარტიას რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია, როგორც ჩანს, მათ ეს არ ესმით,”- ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა,  ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. კუბილიუსის განცხადებით, ოლიგარქი არის პერსონა, რომელსაც აქვს ბევრი ფული და რომელიც იტაცებს სახელმწიფოს, ასეთი კი ევროპარლამენტარის თქმით, ბიძინა ივანიშვილია. ,,პირველი პუნქტი მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას დეპოლარიზაციასა და შარლ მიშელის შეთანხმებასთან თანხვედრისკენ. თუმცა ჩანს, რომ მთავრობა საპირისპიროს აკეთებს. მათ პარლამენტში დეპოლარიზაციის კომისია შექმნეს, მაგრამ თუ გამოსვლებს მოვუსმენთ, ჩანს, რომ ისინი დეპოლარიზაციის ტემპერატურის აწევას ცდილობენ, ირგვლივ ყველას…

მეტი...

,,საქართველოს განსხვავებულ სიტუაციაში ჩაყენება არასწორი გადაწყვეტილებაა და გაზარდა პოლარიზაცია”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვის მიმდინარეობისას, ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ  საქართველოს განსხვავებულ სიტუაციაში ჩაყენებამ პოლარიზაცია გაზარდა. ევროპარლამენტარის თქმით, მთავრობა და ოპოზიცია უნდა დასხდნენ პრობლემების გადასაწყვეტად, რათა შემცირდეს პოლარიზაცია. „არჩევნები აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ და მაშასადამე, არის ლეგიტიმური მთავრობა. რეფორმები ნიშნავს, რომ საქართველო იყო მოწინავე. ამ კომიტეტის მოხსენებამ მარტში ცხადად თქვა ეს. სამ კანდიდატთან დაკავშირებით საქმე გვაქვს გეოპოლიტიკურ ოპერაციასთან და ამას საერთო არაფერი აქვს ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან. ასე არ უნდა მომხდარიყო. არ შეგვეძლებოდა რომელიმე კანდიდატთან საუბარი, რადგან ამ სამიდან არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს.…

მეტი...

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. კონკურსი ცხადდება 2022 წლის აგვისტოში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული პოზიციებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 26 ივლისის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@president.gov.ge ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის…

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაა, რამენაირად საქართველოს ავნონ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამნეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ხატია დეკანოიძისა და პეტრე ცისკარიშვილის  რუსეთში აშშ-ის ყოფილ ელჩთან და  უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორ მაიკლ მაკფოლთან შეხვედრას ეხმიანება. პაპუაშვილის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკაა რამენაირად საქართველოს ავნონ. მისივე თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს არანაირი ევროპა არ აინტერესებთ. „როგორც ჩანს, მათი პოლიტიკაა, რომ რამენაირად საქართველოს ავნონ. ამას აკეთებენ იმით, რომ არ მონაწილეობენ 12 რეკოემენდაციის შესრულების პროცესში. მათი დღის წესრიგი მხოლოდ ისაა, რომ საქართველოს რამენაირად ზიანი მიაყენონ სანქციით თუ ა.შ. ისინი არიან ავტორები საკუთარ ქვეყანაზე დეზინფორმაციის, თითქოს საქართველოში სანქიცებისთვის გვერდის ავლა ხდება.…

მეტი...

,,საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ისევ ახასიათებს ღრმა პოლარიზაცია”- სვენ მიქსერი

ევროპარლამენტში,  ესტონელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა  საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია წარადგინა. მიქსერის განცხადებით, რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას კვლავ  ახასიათებს ღრმა პოლარიზაცია და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება კვლავ რჩება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების გზად. ამასთან, ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ სტატუსის მინიჭებისათვის საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც მითითებულია კომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ დასკვნაში ,,საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ისევ ახასიათებს ღრმა პოლარიზაცია. აღნიშნულია, რომ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების შესრულება კვლავ რჩება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების გზად. ამასთან, რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს…

მეტი...

,,დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს, ვარშალომიძე თითქმის ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამნეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ეხმიანება. მისი თქმით, დეპუტატი თითქმის ორი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოჩენილა პარლამენტში, რაც  უპასუხიმგებლობაა და  არ უნდა წახალისდეს. „ლევან ვარშალომიძე თითქმის ორი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოჩენილა პარლამენტში. ამ პრობლემის გადაწყვეტა პარლამენტში ადგილმონაცვლეების შემოსვლა კი არ არის, ამის გადაწყვეტაა, რომ დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში. ეს არის მისი სამსახური, რომ ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ამ შენობიდან და სამსახურში უნდა იაროს. არ მივიჩნევ, რომ უპასუხიმგებლობა უნდა წახალისდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტში ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ

მეტი...

,,ბევრ პარტიას არ აქვს ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია, სწორედ ამის დანახვას იმედოვნებს საქართველოში ევროკავშირი”- ჰუბერტ ქნირში

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა არის დიდი პროგრამა, ამოცანა და ფაქტობრივად, გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსებისთვის. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური პარტიებს ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია არ აქვთ. „მესმის, რომ ეს რთულია სხვადასხვა პარტიისთვის. ბევრ პარტიას არ აქვს ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია. სწორედ ამის დანახვას იმედოვნებს საქართველოში ევროკავშირი. ვიმედოვნებ, რომ ბევრი პარტია გამოძებნის გამბედაობასა და ძალას, რომ გააგრძელოს ამ სახის თანამშრომლობა. თუ გსურს, იყო პროევროპული პარტია, უნდა გაითვალისწინო ეს 12 პუნქტი“, – განაცხადა განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. ამასთან, ელჩმა მიხეილ ყაველაშვილის მიერ გავრცელებულ ღია წერილთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც კელი დეგნანს შეეხება. „მე…

მეტი...

,,მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს რიგგარეშე სესია”- საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს აწერენ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე. ოპოზიციის წარმომადგენლები, რიგგარეშე სესიის დანიშვნას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ  რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს. მათივე განცხადებით, ეს იქნება მაჩვენებელი რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება. „ჩვენ, ხელმომწერი საპარლამენტო ოპოზიცია, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა…

მეტი...

,,ოპოზიციამ ჯერ თავად არ იცის, რა უნდა და ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს”- იაგო ხვიჩია

 „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან მისივე თქმით,  ჯერ ოპოზიცია მზად არ არის, ასეთი სხდომისთვის. ხვიჩია აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ ჯერ თავად არ იცის, რა უნდა და ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს გაურკვეველია. „ჯერ ბევრ რამეზეა სამუშაო და ბევრი კონსენსუსია მისაღები იმაზე, რას ვაკეთებთ. ოპოზიციამ ჯერ თავად არ იცის, რა უნდა და ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს. ამ დროს ითხოვენ პარლამენტის სხდომას, რომელიც პერმანენტულად ტარდება და არ დადის არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, არ მესმის, რა ხდება და მეორე არგუმენტი, რატომაც ხელს…

მეტი...

,,მოვუწოდებ ევროპარლამენტის წევრებს, ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები”- შალვა პაპუაშვილი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის წევრებს მოუწოდებს, არ შეუწყონ ხელი რადიკალურ ოპოზიციას  დღის წესრიგის განხორციელებაში და ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. „ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას. თავის მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში რომ პოლარიზაცია პრობლემაა, ამას ყველა ვხედავთ. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის იმისთვის, რომ…

მეტი...

,,საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა, ახლა კი ჩვენ ვხედავთ ბევრ ნეგატიურ პროცესს”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსანმა აღნიშნა, რომ საქართველოში პროდემოკრატიული რეფორმები არ განხორციელებულა. „საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა, ახლა კი ჩვენ ვხედავთ ბევრ ნეგატიურ პროცესს, რომელიც გავლენას ახდენს ამ ქვეყანაზე. ეს ქვეყანა იყო მოწინავე პოზიციაზე , მაგრამ ახლა ვერ მიიღეს ევროკავშირში წევრობის სტატუსი მოლდოვასთან და უკრაიანსთან ერთად. ამას კი აქვს რამდენიმე მიზეზი, როლმელიც ძალიან მკაფიოდ არის მოყვანილი ანგარიშში . მმართველი პარტია აგრძელებს იგნონირება მოახდინოს 19 აპრილის შეთანხმების. ერთი ოლიგარქი აგრძელებს მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ გარემოზე. სასამართლო რეფორმის გატარება ისევ არ ხდება. ჩვენ…

მეტი...

,,საჭიროა საარჩევნო რეფორმა”- მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ხაზი გაუსვა საარჩევნო რეფორმის საჭიროებას და ეფექტური ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა ,,საჭიროა საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო კამპანიების დროს მუდმივად დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა, ასევე მართლმსაჯულების სფეროში იმ რეფორმების გატარება, რომელთა რეკომენდაცია გასცა ვენეციის კომისიამ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეფექტური ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა, რომლებიც მიუკერძოებლად გამოიძიებს ყველა საქმეს და უზრუნველყოფს ნორმებისა და პრინციპების დაცვას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი კორუფციასთან, დეოლიგარქიზაციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან ბრძოლის საქმეში”,- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

მეტი...

,,რაღაც ხდება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც ოპტიმისტურ განწყობაზე არ გვაყენებს”- პეტრას აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტში, სვენ მიქსერის მიერ, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.  სიტყვით გამოსვლისას, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა, რომ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულება, პირველ რიგში საქართველოსთვის არის კარგი და არა ვინმე სხვისთვის ,,რაღაც ხდება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც ოპტიმისტურ განწყობაზე არ გვაყენებს. მმართველმა პარტიამ უნდა შეასრულოს კომისიის მიერ ჩამოთვლილი 12 პრიორიტეტი. ეს ძალიან მარტივია და ამაზე მარტივი დავალება ვერ იქნება. იდეალური დროა ახლა საქართველოსთვის, რომ აღმოფხვრას დაპირისპირება, რადგან ეს საქართველოსთვის არის კარგი და არა ვინმე სხვისთვის” – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

მეტი...

,,დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას”- რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ,,დებიძინიზაციას”. ,,საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ ,,ქართულ ოცნებას” არ ესმის რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, მე მათ ავუხსნი – ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას.  ჩვენ ვლაპარაკობდით სანქციებზე და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ამ იდეის წინ წაწევა და ჩვენს უნდა მივმართოთ რეზოლუციაში ამ საკითხს კიდევ ერთხელ. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს ღიად ვიტყვი, პროკრემლისტური პოლიტიკისგან,”- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მეტი...

,,სჯობს, გეგმებზე ილაპარაკონ ტრიბუნიდან, ვიდრე კოლეგები ლანძღო”- იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე

„ოპოზიცია ცდება. მათ რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეთ, სჯობს, ამ გეგმებზე ილაპარაკონ ტრიბუნიდან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ამ საქმისთვის აქვს შექმნილი, ვიდრე კოლეგები ლანძღო, ცალკე გახვიდე, ოთახში ჩაიკეტო და იმ გეგმებზე ილაპარაკო, რაც შენ გარდა, არავის აინტერესებს“, –  ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია თქმით, სასამართლო რეფორმების განხორციელებას 6 თვე არ ეყოფა. ,,მე ვუსმენ ჩვენი სასამართლოს წარმომადგენლებს და ისინი ამბობენ, რომ უკვე დანერგილი აქვთ ევროპული სტანდარტი და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე წინაც კი ვართ და ვფიქრობ, ამ სტანდარტის დაკმაყოფილება პრობლემა არ უნდა იყოს. ამ პუნქტს  ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ შეასრულებს…

მეტი...

საბერძნეთში 23 წლის ქართველი დაჭრეს

საბერძნეთში, არისტოტელეს უნივერსიტეტის კამპუსში  23 წლის ქართველი დაჭრეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა წარმოშობით ქართველია. მედიის ცნობით, 23 წლის ქართველი, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოტიკების საქმეებში ფიგურირებდა. დაშავებული ამბობს, რომ მას მოულოდნელად ორი უცხოელი დაესხა თავს და ფეხებში ესროლეს. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. შემთხვევის ადგილზე ტყვიის 7 მასრა იპოვეს. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 8 პირი დააკავა.

მეტი...

ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიცია გეგმავს, პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართოს. მისი თქმით, რიგგარეშე სესიის საკითხები უკვე განსაზღვრულია და შეეხება – საკონსტიტუციო ცვლილებას, სასამართლოებს და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას „ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, პრეზიდენტს მივმართოთ, რომ რიგგარეშე სესია მოიწვიოს. დღის წესრიგის საკითხები უკვე განსაზღვრულია, შეგვიძლია ვიმსჯელოთ – საკონსტიტუციო ცვლილებაზე, სასამართლოებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე. ეს ვალდებულებად არის მოთხოვნილი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მზად ვართ, ამ საკითხებზე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. 38 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო და ბევრად მეტი ხელმოწერა იქნება. თუ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დაიბლოკება საკითხი უმრავლესობის მხრიდან და კვორუმს არ შექმნიან, ჩვენ მუშაობას…

მეტი...

,,რიგგარეშე სხდომაზე არაფერი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა”- ალუდა ღუდუშაური

,,რიგგარეშე სამუშაო სხდომაზე არაფერი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა. ჩვენ მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ღუდუშაურის განცხადებით, დღეს მთავარი ამოცანა ევროკავშირის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესრულებაა და შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის აუცილებლობა და წინაპირობა არ დგას. „ვაპირებთ, სამუშაო წარვმართოთ ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ინკლუზიურად განვითარება. რიგგარეშე სხდომის აუცილებლობა და წინაპირობა არ არის. რა უნდა იყოს რიგგარეშე სხდომაზე. დღეს როცა მთავარი სასიცოცხლო ამოცანა გვაქვს რეკომენდაციების შესრულება, ამ პროცესში ჩართულობა და პროცესს უნდობლობას, ბოიკოტს უცხადებ და…

მეტი...

ტარიფებზე შეთანხმება და ინდექსაცია- 100 კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილით მიმართავს

“ჯანდაცვის ასოციაციის” წევრი 100 კლინიკა, რომელიც 23 000-ამდე თანამშრომელს აერთიანებს და 1 000 000 კაპიტაციურ ბენეფიციარს ემსახურება, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს ღია წერილით მიმართავს. წერილის თანახმად, კლინიკებს მძიმე ტვირთად აწვება 2013 წლის ტარიფებით ფუნქციონირება, რაც საბოლოოდ აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.  წერილის ავტორებისგანცხადებით, ტარიფების საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ჰოსპიტალური სექტორისთვის და ისინი ტარიფების ინდექსაციას ითხოვენ. ,,ბატონო ზურაბ, მოგმართავთ ააიპ „ჯანდაცვის ასოციაციის სახელით“, რომელიც 100-მდე კლინიკას, 23 000-ამდე თანამშრომელს აერთიანებს და 1 000 000 კაპიტაციურ ბენეფიციარს ემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, ასოციაციაში შემავალი კლინიკები, მეტნაკლებად, საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, რისი გადაჭრაც  სახელმწიფოს ჩართულობის…

მეტი...

გერმანია უკრაინას საბრძოლო მასალებს და შეიარაღებას გადასცემს

გერმანია უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს. როგორც გერმანიის მთავრობა იუწყება, უკრაინას შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს, საწვავს, სამედიცინო საშუალებებს, აღჭურვილობას, კარვებს და სხვა ტექნიკას გადასცემენ. არსებული ინფორმაციით,  იგეგმება სამი თვითმავალი ჰაუბიცას Panzerhaubitze, 43 სადაზვერვო დრონის, 54 ჯავშანტრანსპორტიორის M113, Gepard-ის ტიპის 30 თვითმავალ, შეჯავშნულ ანტისაჰაერო საზენიტო დანადგარის, MARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის სამ რეაქტიულ სისტემის და სხვა შეიარაღების გადაცემა. ცნობისთვის, გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა: Panzerfaust-3-ის სამი ათასს ერთეული 900 გამშვები დანადგარით, 14 900-ს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, STINGER-ის 500 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 2 700 საზენიტო-სარაკეტო კომპლექი „სტრელას“, შვიდ თვითმავალი ჰაუბიცა Panzerhaubitze-ს, 21,8 მილიონ ტყვიას, 50 ბუნკერსაწინააღმდეგო…

მეტი...