საზამთროს ნიმუშებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ საზამთროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტორებმა, საბითუმო და სავაჭრო ობიექტებიდან იმპორტირებული საზამთროს ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. კვლევის შედეგებით, აღებული 12 ნიმუშიდან, ყველა მათგანში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება. დარღვევებთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა. ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის განთავსების აღკვეთა/ამოღება/განადგურება.

მეტი...

სტუდენტები „სირცხვილიას“ ემიჯნებიან და პროცესების მართვას საკუთარ თავზე იღებენ

გაერთიანება „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“  აცხადებს, რომ „სირცხვილიასთან“ არ თანამშრომლობენ. მათი თქმით, აქციაზე ხალხი თავისი სურვილით გამოვიდა და ის „სირცხვილიას“ არ გამოუყვანია. „20 ივნისის პროტესტზე “სირცხვილიამ” კი არ გამოიყვანა ხალხი, ხალხი თვითონ გამოვიდა. საჭიროა ამ ხალხის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა! სტუდენტებს ევროპული მომავლისათვის, რომელიც აერთიანებს მრავალი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტს და ახალგაზრდას, მიგვაჩნია, რომ მიმდინარე წლის 3 ივლისის აქციის ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები, ისევე როგორც ბოლო 3 წლის მანძილზე გამართული რამდენიმე ხალხმრავალი დემონსტრაციისას, ნებსით თუ უნებლიეთ, ახერხებს საპროტესტო დემონსტრაციების მასშტაბის, მუხტისა და სულისკვეთების გახლეჩასა და შესუსტებას. ლეგიტიმურია ყველა ის კითხვა თუ პრეტენზია, რომელიც საზოგადოებას და განსაკუთრებით…

მეტი...

პრემიერის განცხადებით, უკრაინის აღდგენას 750 მილიარდი დასჭირდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით,  უკრაინას რეკონსტრუქციას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება. მისივე ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 100 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი ზიანი მიაყენა. „აღდგენის დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა იყოს რუსეთის და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები. რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ეს სისხლიანი ომი. მათ გამოიწვიეს მასობრივი განადგურება და მათ უნდა აგონ პასუხი ამაზე“, – აღნიშნა დენის შმიგალმა ლუგანოში მიმდინარე კონფერენციაში, რომელშიც 40-ზე მეტი სახელმწიფო მონაწილეობა. ზელენსკიმ უკრაინის აღდგენის საკუთარი გეგმა წარადგინა

მეტი...

ზელენსკიმ უკრაინის აღდგენის საკუთარი გეგმა წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის აღდგენის ის საკვანძო პრინციპები წარადგინა რაც აუცილებელია. უსაფრთხოება; ტექნოლოგიურობა, გარემოსდაცვითი სტანდარტების მაქსიმალური დაცვა; მწვანე ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება და ბარიერების გარეშე პრინციპების დანერგვა – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაც ზელენსკის შეფასებით, ქვეყნისთვის აუცილებელია. წარდგენა კი შვეიცარიაში, უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოხდა. „რუსეთის ომი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაპყრობის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების, ჩვენი დამოუკიდებლობის გატეხვის მცდელობაა, არამედ ეს უფრო ფართო მსოფლმხდედველობრივი წინააღმდეგობაა, რომელიც აშენებულია რუსეთის მიერ და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის თითქოს უფრო ძლიერია ვიდრე ჩვენ ყველა – უკრაინა, ევროპა და დემოკრატიული სამყარო“,- აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკის…

მეტი...

ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციის ვიზიტი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში

მიმდინარე წლის 4 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციას უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაში არიან ნიდერლანდების ვეტერანების ინსტიტუტის დირექტორი, ბრიგადის გენერალი, პოლ ჰოფსლოტი, ნიდერლანდების საზღვაო ძალების რეზერვის კომანდერი, სამხედრო ვეტერანი, სესილია ჯოანა ვან პესკი, ვეტერანების ინსტიტუტის მკვლევარი, გიელტ ალგრა და პროფესორი, ფსიქიატრი, სამხედრო მენტალური ჯანმრთელობის სტრატეგიული მრჩეველი, თადარიგის პოლკოვნიკი, ერიკ ვერმეტენი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, კობა კობალაძემ, სტუმრებს გააცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა. სახელმწიფოსა და სამსახურის მიერ, ვეტერანთათვის ერთობლივად შემუშავებული ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პროგრამები, საკანონმდებლო ინიციატივები, გამოწვევები, რომელთა დასაძლევად, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.…

მეტი...

„ხალხი და აქციის ორგანიზატორები ერთმანეთს ავცდით“ – აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე  

აქციის – „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე გუშინდელ დრეს აფასებს და აცხადებს, რომ უკან დასახევი გზა არ არის, რადგან წინ ევროკავშირია. „საქართველოს ისევ არ აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამის მიღების პერსპექტივაც დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ეჭვქვეშ დგება. ქვეყანას ისევ ძალაუფლებითა და შიშებით შეპყრობილი ოლიგარქი მართავს, როგორც საკუთარ შპს-ს. მართავს დიტო სამხარაძეების ხელით და ლექსიკით. დღეს ნათლად ჩანს, რომ ის არ აპირებს რაიმეს დათმობას ნებით, რადგან მას მხოლოდ ძალის ენა ესმის. ის იანუკოვიჩზე უარესს ჩაიდენს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ხალხი როგორც ბატონს ყმები ისე “უყვარს” და…

მეტი...

უკრაინის რეკონსტრუქციისთვის კოორდინაციის პლატფორმა იქმნება  

ევროკავშირის ინიციატივით,  უკრაინის აღდგენის კოორდინაციისთვის პლატფორმა შეიქმნება, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი გეგმებით იმოქმედებს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, პლატფორმას ევროკავშირი უხელმძღვანელებს. „უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა ფინანსური დახმარების სახით 6.2 მილიარდი ევროს მობილიზება მოახდინა.  კიდევ მეტი იქნება. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით საშუალოვადიან და გრძელვადიან რეკონსტრუქციაში. უკრაინის რეკონსტრუქციის კოორდინაციის პლატფორმა გააერთიანებს ქვეყნებს, ინსტიტუტებს, კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას“ – აცხადებს ფონ დერ ლაიენი. მისივე შეფასებით, ევროკავშირი უკრაინას არასდროს მიატოვებს. „დიდი ხანია, უკრაინასთან მჭიდროდ ვმუშაობთ. მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება, როდესაც უკრაინა ფორმალურად გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი. კრემლის მიზანი ცხადია –…

მეტი...

ევროკავშირი უკრაინის რეკონსტრუქციის პლატფორმას შექმნის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის კოორდინაციისთვის პლატფორმას შექმნის. ლაიენის თქმით, პლატფორმა გამოყენებული იქნება საინვესტიციო საჭიროებების, მოქმედებებისა და არხის რესურსების კოორდინაციისთვის. ,,ომის დაწყებიდან ევროკავშირმა მოახდინა დაახლოებით 6,2 მილიარდი ევროს (6,48 მილიარდი დოლარი) ფინანსური მხარდაჭერის მობილიზება. რეკონსტრუქციის პლატფორმის საშუალებით ევროკომისიას შეუძლია, შესთავაზოს თავისი ფართო გამოცდილება პროგრამების განხორციელებაში, რომლებიც მოიცავს რეფორმებსა და ინვესტიციებს. ამასთან ერთად, ჩვენ დიდი ხანია, უკრაინასთან მჭიდროდ ვმუშაობთ. ეს მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება ახლა, როდესაც უკრაინა ფორმალურად გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი,”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, პლატფორმა აერთიანებს ქვეყნებს, ინსტიტუტებს, კერძო სექტორს…

მეტი...

,,წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს”- შალვა პაპუაშვილი

,,სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფაქტობრივად პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ, რაც მათი დისკრედიტაციით სრულდება. „დიდი ხანია, ვაფრთხილებდით ამ კონკრეტულ არასამთავრობოებს, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში და არიან მონაწილე ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგის.…

მეტი...

,,მათ ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო”- ლაშა ხუციშვილი მიკრობანკების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ახალი საფინანსო ინსტიტუტების გაჩენას ითვალისწინებს. მინისტრის თქმით, მათ ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო და ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი გაუწევს. „ესენი იქნებიან საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ზედამხედველობას სრულად გაუწევს საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც სხვა ბანკებთან მიმართებაში. უბრალოდ, მათ ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის საწესდებო-საზედამხედველო კაპიტალის მინამალური ოდენობა, მაგალითისთვის, თუ ბანკების შემთხვევაში არის 50 მილიონი ლარი, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში 1 მილიონი ლარი, მიკრო ბანკის შემთხვევაში ეს…

მეტი...

,,სააკაშვილი ციხეში არის დაძაბულობის წყარო”- იაგო ხვიჩია

პარტია ,,გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებში  ინტერესი ორი საკითხის მიმართ არის გამოკვეთილი. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს პროპორციული არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი აწუხებს, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას”  მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხი. „იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია, ის მოთხოვნები შევასრულოთ, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის ნაწილში და ეს აღიაროს ოპოზიციამ, თუ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, რადგან სააკაშვილი ციხეში არის დაძაბულობის წყარო. ამიტომ მე ვთავაზობდი ჩემს კოლეგებს, რომ გვქონდეს პროპორციული არჩევნები. ზოგადად უნდა ვიცოდეთ ამ პროცესში რა მიგვაჩნია, რომ ექვსი თვის თავზე იყოს გაკეთებული, ერთი უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და მეორე…

მეტი...

პრემიერის ხელმძღვანელობით გაიმართა მთავრობის სხდომა, სადაც განხილულ იქნა „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი

მთავრობის სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა,  განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მიკრობანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას განახორციელებს იმ სექტორში, რომელშიც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია. მიკრობანკის კანონით განსაზღვრული მანდატი იქნება დააკრედიტოს სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორი, რითაც გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით  – რეგიონებში. ასევე,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა „საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა”. სტრატეგიის ძირითადი ამოცანებია  საგზაო უსაფრთხოების მართვის ეფექტიანობის …

მეტი...

,,თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული არ არსებობს”- ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული. ხუციშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოდან ბელარუსში რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გასვლას ეხება. მისი თქმით, საქართველოში განხორციელებული ყველა ოპერაცია იყო ლეგალური. „შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ამ ოპერაციასთან მიმართებაში ძალიან დეტალურად განაცხადა, თუ რასთან გვქონდა საქმე და შესაბამისად, ეს გადაცემა და ეს სიუჟეტიც ცალსახად აჩვენებს იმას, რომ თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული არ არსებობს, ხოლო მეორე მხრივ, მოწოდება ნამდვილად სამართლიანია, რომ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყოს…

მეტი...

,,პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით”- ირაკლი კობახიძე

,,სადაც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, უმჯობესია, იყოს მაღალი ბარიერი, სადაც არის პოლარიზაციის დაბალი ხარისხი, იქ შესაძლებელია დაბალი ბარიერი,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ  საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც მიიღება, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით. „საკონსტიტუციო ცვლილებები არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. ეს არის ის თემა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტას გულისხმობს და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო – სადაც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, უმჯობესია, იყოს მაღალი ბარიერი, სადაც არის…

მეტი...

„ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა”- ლაშა ხუციშვილი

,,პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა გასული წლის ბოლოს,”- ამის შესახებ  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სამთავრობო ბრიფინგის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, მაისის თვესი 11.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რამაც მოლოდინებს გადააჭარბა. „მაისის თვეში დაფიქსირდა 11.6%-ის ეკონომიკური ზრდა, ხოლო 5 თვის ეკონომიკური ზრდა 11.2 პროცენტია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია იმ პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებით, რომელიც გაცხადებული გვქონდა. თქვენ იცით, რომ მიმდინარე წელს ნავარაუდევი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს იყო იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ იყო ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც შეიქმნა რეგიონში, კერძოდ…

მეტი...

კუნძული ზმეინი უკრაინის იურისდიქციას დაუბრუნდა

უკრაინის სამხრეთის სამხედრო სარდლობის სპიკერის,  ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღმართეს ქვეყნის დროშა  კუნძულ ზმეინზე, მას შემდეგ რაც აიძულეს რუსეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიიდან გასვლა. ,,უკრაინის დროშა დამონტაჟდა კუნძულზე… ოპერაცია დასრულდა, კუნძული დაუბრუნდა უკრაინის იურისდიქციას”,- განაცხადა ჰუმენიუკმა. ცნობისთვის, კუნძული მდებარეობს უკრაინის სანაპიროდან დაახლოებით 30 მილის (48 კილომეტრის) დაშორებით და ახლოს არის ბოსფორისა და ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალ საზღვაო ხაზებთან.

მეტი...

,,გუშინ რაც ვიხილეთ, ცხადყოფს, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა  მონაწილეობა არ მიიღონ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაში . მისივე განმარტებით, შესაძლოა ოპოზიციამ აღნიშნული პუნქტები გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველომ დეკემბერში არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „დღეს გვქონდა ნამდვილად შეხვედრა, სადაც განიხილებოდა დეტალები, რომელიც გეგმის რეალიზაციას უკავშირდება. მათ შორის კონკრეტული შეხვედრები, შესაძლო თარიღები და ასე შემდეგ დეტალურად გავიარეთ. ჩვენ ვიწყებთ უკვე ამ გეგმის აღსრულებას და ჩვენი შეთავაზებები რჩება ძალაში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პერსპექტივებს და დამოკიდებულებას, ოპტიმისტური, არაოპტიმისტური, ვნახოთ, ყველაფერს აჩვენებს მოვლენების განვითარება. გუშინ რაც ვიხილეთ, სამწუხაროდ ცხადყოფს…

მეტი...

,,ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული”- ალეკო ელისაშვილი

,,გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ “ქართულ ოცნებას” გაძლიერებაში, დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული,”- ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ელისაშვილის განცხადებით,  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლებამ 12 პუნქტი უნდა შეასრულოს. მისივე თქმით, ახლა ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის დრო არ არის. „მგონი, ყველა ნორმალური ქართველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანაა, რომ საქართველომ დეკემბერში, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. რა უნდა გავაკეთოთ და რა ვადაში, ძალიან მკაფიოდ გვითხრეს – დეკემბრის ბოლომდე უნდა შევასრულოთ 12 პუნქტად ჩამოწერილი დავალება. წესით, ყველა ნორმალური ქართველი უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ ვაიძულოთ ,,ქართული ოცნება” ეს 12 პუნქტი შეასრულოს. ჩემი…

მეტი...

,,თუ ხალხი ზურგს არ გიმაგრებს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შოთა დიღმელაშვილის აქციაზე გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. კობახიძის თქმით, თუ ხალხი ზურგს არ გიმაგრებს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ. „ეს არის ის, რაშიც ეს ადამიანები ბაკურიანში დაატრენინგეს, როცა აკერმანი იყო ჩამოსული, ის არის რევოლუციების ექსპერტი, თუმცა ისინი ერთ რამეს უშვებენ მხედველობიდან, ამ ყველაფერს მაინც სჭირდება ერთი რამ, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხის მხარდაჭერა ზურგს არ გიმაგრებს, ამ შემთხვევაში ვერანაირი ტრენინგი ვერ გიშველის. როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა იმაში, თუ როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია, თუ ხალხი ზურგს არ გიმაგრებს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ. ამას უშვებენ…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილმა, გამოხატა წყენა, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინდელი აქცია ჩაუვარდა”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას აფასებს. მისი თქმით, პრეზიდენტმა გამოხატა წყენა, რომ ,,რადიკალურ ოპოზიციას” გუშინ აქცია ,,ჩაუვარდა”. „როგორც ჩანს, ამით მან გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა, სხვა რაიმე სერიოზულ კომენტარს მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ, რას გულისხმობდა, მაგალითად, ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ, ჩაეკითხოთ, აი, რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა, ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, რაც მან გამოხატა, არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ, ეწყინა მათი წარუმატებლობა“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, …

მეტი...

,,რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა 12 პუნქტის შესრულების გეგმას დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს”- ირაკლი კობახიძე

,,საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი, ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალურს გეგმას, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. ,,როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი. ქვეყნის…

მეტი...

,,ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას”- სალომე სამადაშვილი

,,ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს,”-  ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. სალომე სამადაშვილის თქმით, ,,ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი, ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალურს გეგმა არაფრის მომცემია. „ვითარება ისეთია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი შესაძლოა კიდევ ერთხელ დაკარგოს. „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ე.წ. პროცესი რეალურად არაფრის მომცემია – ეს არის სიმულაციის შექმნა, თითქოს „ქართული ოცნება” ვალდებულებების შესრულებას აპირებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ერთი,…

მეტი...

,,გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება”- ირაკლი კობახიძე

,,ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით,  ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას ცდილობენ. ,,გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური…

მეტი...

უზბეკეთში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა – დაიღუპა 18 ადამიანი

ყარაყალპაკეთის რეგიონში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე არეულობისას 18 ადამიანი დაიღუპა, 243 კი დაშავდა. უზბეკეთში მასობრივი არეულობა ივნისის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ  საკონსტიტუციო რეფორმა განახორციელა.  ცვლილებების მიხედვით, ყარაყალპაკეთის რეგიონს, რომელიც უზბეკეთის ტერიტორიის 40%-ს იკავებს, ქვეყნიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ეზღუდება. პირველ ივლისს ყარაყალპაკეთის დედაქალაქ ნუკუსში და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.  2 ივლისს არეულობის გამო ყარაყალპაკეთში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. რესპუბლიკაში შეიზღუდა მობილური და ინტერნეტკავშირი.

მეტი...

,,ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ ნატო დაიწყებს კონკრეტულად რამის კეთებას უკრაინის ალიანსში შესვლის უზრუნველსაყოფად”- დმიტრო კულება

,,უახლოეს პერსპექტივაში მე ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ ნატო დაიწყებს კონკრეტულად რამის კეთებას უკრაინის ალიანსში შესვლის უზრუნველსაყოფად,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებას თქმით, სტრატეგიულად გადაწყდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ნატო არ იქნება წინა პლანზე. „მოველი, რომ უახლოეს პერიოდში ნატო-ს მხრიდან გაგრძელდება დადასტურება, რომ კარი ღიაა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. უკრაინა ასევე რჩება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში მე ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ ნატო შეიცვლის საკუთარ პოზიციას ევროკავშირის მსგავსად და დაიწყებს კონკრეტულად რამის კეთებას უკრაინის ალიანსში შესვლის უზრუნველსაყოფად. არსებობს ნატო, როგორც ქვეყნების გაერთიანება,…

მეტი...

,,ბევრი ადამიანის მიზანი, ვინც აქციას ხელმძღვანელობდა, იყო უბრალოდ აქციის დაშლა, საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გუშინ, თბილისში გამართულ აქციას აფასებს. ხვიჩიას განცხადებით, აქციის ორგანიზატორებს წარმატებით გამოუვიდათ საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა. „აქცია წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ თუ გინდოდა ადამიანებში საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა ისე, რომ 100 000-კაციანი მიტინგიდან 10 დღეში არაფერი დარჩენილიყო, ეს ირგანიზატორებს კარგად და წარმატებით გამოუვიდათ. ბევრი ადამიანის მიზანი, ვინც აქციას ხელმძღვანელობდა, იყო უბრალოდ აქციის დაშლა, საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და არა ის, რაც იყო გაცხადებული, ხელისუფლების შეცვლა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხალხს, რომელსაც უნდოდა სამართლიანი პროტესტი ჩაეცხრო, ადამიანებს იმედები გაცრუებოდა და სახლში წასულიყვნენ, წარმატებით გამოუვიდათ“, –…

მეტი...

სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს

გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს. ახლა ბრძოლა ქართულ სასამართლოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართ, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით გრძელდება. გასულ წერს გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე ჩასულ ქართველ მუშებს, დამსაქმებელმა გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმა. არცერთმა დასაქმებულმა აღნიშნული ენა არ იცოდა. ხელშეკრულების მიხედვით, მუშები საათში 9.35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა, სინამდვილეში დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია.  საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, იგი ნამუშევარს 3 მოკრეფილი მარწყვის ყუთის პროპორციულად ანგარიშობდა. გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებმა სარჩელით მიმართეს გერმანიის სასამართლოს…

მეტი...

,,ჩვენ ვაღრმავებთ პარტნიორობას აშშ-თან თითქმის ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ 4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის და  საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების სიმბოლო. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს უახლესი ისტორიაც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის ისტორიაა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქართველი ხალხი ყოველთვის გრძნობდა ერთგული მეგობრისა და პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერასა და გვერდში დგომას. „გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს. 4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების სიმბოლო. საქართველოს უახლესი ისტორიაც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის ისტორიაა. ამ გზაზე, განსაკუთრებით…

მეტი...

,,ვისაც არ ჰქონდათ ნანახი “ლიბერასტების” პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი”- თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე  გუშინ, თბილისში გამართული აქციას აფასებს. მისი თქმით, აქციის მონაწილეების ,,ახირებების” მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. „გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდათ ნანახი “ლიბერასტების” პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და ხალხის სამსახურს“, – განაცხადა  თორნიკე რიჟვაძემ.

მეტი...

2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა

საქსტატის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, შესაბამისმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე აისახა 0.1 პროცენტული პუნქტით. ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურების (5.5 პროცენტი) და საზოგადოებრივი კვების (2.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;…

მეტი...

ლეღვის ნახარშით 16 წლის გოგონა დაიწვა

საქართველოში წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით,  პაციენტს მესამე ხარისხის დაზიანება, ქიმიური დამწვრობა აქვს. “ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ პაციენტი აღარ გვეყოლებოდა წელს, მაგრამ შემოვიდა 16 წლის გოგონა გუშინ. რუჯის მიღების მიზნით წაისვა ლეღვის ფოთლის ნახარში. რამდენიმე დღის წინ წაისვა ლეღვის ფოთლის ნახარში, მდგომარეობის გართულების გამო მოხვდა ჩვენთან. მოთავსებულია სტაციონარში, ბავშვთა განყოფილებაში, მიმდინარეობს აქტიური მკურნალობა”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ ,,პრაიმტაიმთან”.

მეტი...

,,დარწმუნებული ვართ, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს”- სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე

პარტია ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემუშავებული 12-პუნქტიანი გეგმის წარდგენის პირველივე წუთიდან ოპოზიციის მიერ გაჟღერებული შეფასებები მოწმობს, რომ კანდიდატის თემა მათთვის საინტერესო საერთოდ არაა. „როგორც მოგეხსენებათ, პარასკევს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა კონკრეტული გეგმა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ. გეგმაში დეტალურად არის ასახული რეფორმების განსახორციელებლად გადასადგმელი თითოეული ნაბიჯი, პასუხისმგებელი სუბიექტებისა და განხორციელების ვადების მითითებით. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილმა გეგმამ საბაბიც კი არ დატოვა იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება კანდიდატობის თემას გულგრილად ეკიდება და…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები, რომლებმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, დრამების, სიგნალებისა და სასტვენების გამოყენებით  პროტესტს რამდენიმე საათის განმავლობაში გამოხატავდნენ. გიგა მაქარაშვილის განცცხადებით, აქციის ორგანიზატორები იმსჯელებენ სამოქმედო გეგმაზე და მათი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. „იმდენი პოლიციელი მოიყვანეს, არ ვიცი, ამ ხალხს მუშაობის საშუალება რომ მისცენ, კრიმინალი ასეთ დღეში არ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” თავიდან ბოლომდე მარტო ძალოვნებზეა ჩამოკიდებული, მეტი არავითარი რესურსი არ დარჩათ. მთელი ღამის განმავლობაში არცერთი სამართალდარღვევა არ ყოფილა, დილითაც მხოლოდ ხმაური იყო ჩვენგან. კიბეებიდანაც ამოგვწიეს პოლიციის ძალით და არ მოგვცეს…

მეტი...

,,აშკარად დაინახა საზოგადოებამ, რომ რეალურად აქციის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა”- მიხეილ სარჯველაძე

,,აშკარად ჩანს, რომ თავიდან გაცხადებული დებულება, თითქოს ეს იყო სამოქალაქო მოძრაობა, ამან ყოველგვარი რესურსი ამოწურა,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ 3 ივლისს გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აქციის უკან ნაციონალური მოძრაობა და ის ადამიანები დგანან,  რომლებსაც სურთ ხელისუფლება მოიპოვონ არა არჩევნების გზით, არამედ დესტრუქციული სქემების გათამაშებით. ,,დღითიდღე ნაკლები და ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც თანაუგრძნობს აქციის ორგანიზატორებს. აშკარად ჩანს, რომ თავიდან გაცხადებული დებულება, თითქოს ეს იყო სამოქალაქო მოძრაობა, ამან ყოველგვარი რესურსი ამოწურა და შესაბამისად, აშკარად დაინახა საზოგადოებამ, რომ რეალურად ამის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა და…

მეტი...

სარაკეტო იერიში სლოვიანსკზე – დაიღუპა სულ მცირე ექვსი ადამიანი

დონეცკის ოლქის საჯარო ინფორმაციისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ტეტიანა ტიურინას განცხადებით, კვირას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლოვიანსკის დაბომბვისას სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. უკრაინის დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა კვირა დილით ახლომდებარე ქალაქ კრამატორსკს სამი სარაკეტო დარტყმა მიაყენა, რასაც  მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი კომპლექსი და საცხოვრებლის გზის ნაწილი. “მეორე დღეა, ოკუპანტები ბომბავენ კრამატორსკს SMERCH-ის საზენიტო რაკეტებით. ისინი ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას”, – განაცხადა კრამატორსკის მერმა, ალექსანდრე ჰონჩარენკომ.

მეტი...

,,დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს დაახლოებით 2 000 000 დოლარის გათეთრება”- პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურაში ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, 2 000 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ. „გამოძიებით დადგენილია, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, ე.წ. მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი კომპანიის დირექტორთან და იგი საყოველთაოდ ცნობილი საწარმოების აქციების შეძენის გზით, მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაში დაარწმუნეს. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებული კომპანიის საბანკო ანგარიშიდან აშშ-ში, მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 13 329 181.71 დოლარს,…

მეტი...