მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელბახიანი დაიცავს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში კიდევ ერთი ადვოკატი – ვალერი გელბახიანი ჩაერთო. გელბახიანი დღეს კლინიკაშიც იმყოფებოდა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მესამე პრეზიდენტი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსულმა გელბახიანმა მედიასთან განაცხადა, ის სააკაშვილის სასჯელის გადავადების მიმართულებით იმუშავებს. „ძალიან გამხდარია, რუსთავის შემდეგ არც მინახავს, ფერი დაკარგული აქვს, საერთოდ აღარ აქვს ადამიანური ფერი, ცარცის ფერია და სასიამოვნო არ არის ვიზუალური აღქმისთვის. უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე. არასასიამოვნოა, რომ პრეზიდენტი ასეთ დღეშია“ – აღნიშნა გელბახიანმა. მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს.  

მეტი...

„აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის“ – კელი დეგნანი გაკვირვებულია

„წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი“ – აცხადებს ამერიკის ელჩი „ქართული ოცნებიდან“ წასული მიხეილ ყაველაშვილის წერილზე. როგორც კელი დეგნანი მედიასთან აცხადებს, უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ ყოფილი დეპუტატების ნარატივი ძალიან ახლოს მიჰყვება მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს. „წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო. ის ცხადად ვერ იგებს, რომ აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. ჩვენ აქ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, რომელიც დაფუძნებულია თქვენი კონსტიტუციით, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი“ – აცხადებს ელჩი.…

მეტი...

„სირცხვილია“ შეცდომებს აცნობიერებს და ბოდიშს იხდის

ორგანიზაცია „სირცხვილია“ რომელმაც პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ დააორგანიზა, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.  როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, მოძრაობის წევრები აცნობიერებენ შეცდომებს, რის გამოც ვერ მოხერხდა სამოქმედო გეგმის აქციის მონაწილეებთან მიტანა. „3 ივლისის მასშტაბურმა პროტესტმა საზოგადოების ნაწილს სამართლიანი კითხვები გაუჩინა დემონსტრაციის მიზნებსა და გეგმასთან დაკავშირებით. მაინც რა მოხდა მესამე აქციაზე? კამპანია “შინ, ევროპისკენ” მაისის მიწურულს დავიწყეთ, მაშინ, როდესაც ჯერ თითქმის არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ხელოვნურად ნაკვები განზიდულობის მიუხედავად, ათი ათასობით განსხვავებულ ადამიანს ძალისხმევა გაგვეერთიანებინა. ვიაზრებდით რა, რომ ეროვნული იდეა ნებისმიერ საინიციატივო ჯგუფზე დიდია, ჩვენ ფართოდ გავხსენით კარი სხვადასხვა სამოქალაქო…

მეტი...

„ადვილი გამოსაცნობია ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი – რადგან ამერიკა ჩვენი მტერია, რუსეთს უნდა შევუერთდეთ“ – კახა ოქრიაშვილი 

„დღეს, 8 ივლისს, ყაველაშვილის მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს, კერძოდ, მის ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს ვრცელი წერილით და მთავარი შინაარსით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს ომი საქართველოში. არ სჭირდება ამერიკის ელჩს ჩემი ადვოკატობა – ვფიქრობ, ის თავად მოახდენს რეაგირებას ამ ბრალდებაზე“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი. დეპუტატის შეფასებით, ხალხმრავალი პროტესტი უნდა გაგრძელდეს. „რას გვეუბნება ამ წერილით  ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილი: 30 წელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები არიან და დღეს, რვა ივლისს ვიგებთ, რომ ჩვენს მთავარ პარტნიორებს სურთ ომი საქართველოში და…

მეტი...

ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორი, ბრიგადის გენერალი, პოლ ჰოფსლოტი, ნიდერლანდების საზღვაო ძალების რეზერვის კომანდერი, სამხედრო ვეტერანი, სესილია ჯოანა ვან პესკი, ვეტერანთა ინსტიტუტის მკვლევარი, ჰიელტ ალჰრა და პროფესორი, ფსიქიატრი, სამხედრო მენტალური ჯანმრთელობის სტრატეგიული მრჩეველი, თადარიგის პოლკოვნიკი, ერიკ ვერმეტენი, საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მარო მაყაშვილის სახელობის წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ, გაეცნენ ცენტრის მმართველობას, პერსონალს, ინფრასტრუქტურას, დაჭრილ-დაშავებული მეომრების ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის, საგანგებოდ შერჩეულ როგორც საერთო, ასევე, ინდივიდუალურ პროგრამებს. გამოხატეს პატივისცემა ქართველი ჯარისკაცების მიმართ, იმ…

მეტი...

,,პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, საუბარი, თითქოს სანქციის სახით ივანიშვილის უფლებები შეიბოჭება, საფუძველს მოკლებულია. კობახიძის შეფასებით, მიუხედავდ იმისა, რომ ოპოზიციის მთვარის მესიჯი დეოლიგარქიზაციაა, ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქები მხოლოდ ოპოზიციის მხარეს არიან. „ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია დეოლიგარქიზაცია, თუმცა პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს. ესენი არიან: სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე. სადმე თუ არის ოლიგარქიზაცია, ეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა გვექნება, მათ შორის შესაბამისს კანონპროექტზე და საჭიროებისამებრ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. რაც…

მეტი...

,,საქართველოს მწარე გამოცდილება აქვს კონფლიქტების თვალსაზრისით, თუმცა რეგიონში აღიქმება, როგორც სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის”- ავსტრიის კანცლერი

,,რუსეთის ომმა ევროპა შეცვალა. თუკი გადახედავთ ევროპას, ევროპის არქიტექტურას, ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა შეუერთდნენ ნატოს, შვედეთზე და ფინეთზეა ლაპარაკი,” – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ორივე სახელმწიფოს რუსეთთან საზღვარი აკავშირებს და ამ ყველაფრის ფონზე დაჩქარდა, უფრო დინამიური გახდა დისკუსია, თუ როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება, თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს ნატოში გაწევრიანება. „იცით, 3 ქვეყანა ნეიტრალურია –  ავსტრია, ირლანდია და მალტა და  არის კვიპროსი, რომელიც ალიანსებში არ ერთიანდება. ამ თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, ხედვები…

მეტი...

ქმარმა 58 წლის ცოლი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული ზ.ვ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან -1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რის შედეგადაც ზ.ვ.-მ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მას. მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს,…

მეტი...

,,სისუსტე ისევ არის, გამოსავალი პირველ რიგში ნორმალური გამოკვლევაა”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში” დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და კვლავ აღენიშნება სისუსტე. “მდგომარეობა დაახლოებით იგივეა. ისევ რჩება ის პრობლემები, რომელიც ჰქონდა. სისუსტე ისევ არის. გამოსავალი პირველ რიგში ნორმალური გამოკვლევაა, რომელიც როგორც ჩანს, არ ჩატარებულა ბოლომდე. გაიჟღერა, რომ დამატებითი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს, ესე იგი არ ჩატარებულა, არადა საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩატარებული იყოს. სწორი იქნება მისი გაყვანა აქედან და შესაფერის კლინიკაში მოთავსება. ჩატარება პირველ რიგში ნორმალური მკურნალობის. ყველაფერი რაც საჭიროა, უნდა იყოს გამოკვლეული, დაესვას სწორი დიაგნოზი და შემდეგ შესაბამისი მკურნალობა…

მეტი...

,,ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს საქართველოს”- კარლ ნეჰამერი

,,მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა, საქართველოს მივეცი გარანტია, რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ შევქმნათ ერთობლივი სივრცე, რომელიც სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემს უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით შექმნილ ამ ურთულეს ვითარებაში,” – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრისას კარლ ნეჰამერმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში კიდევ დიდი პოტენციალი. „დავუბრუნდეთ კვლავ საქართველოსთან ურთიერთობებს. ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენცია, თუმცა,…

მეტი...

,,პოლიტიკოსების მხრიდან მედიაზე თავდასხმა აღიქმება ზეწოლად და ხელს უწყობს ძალადობასა და აგრესიას ჟურნალისტების მიმართ”- ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკისქარტია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ნუ ახალისებენ ძალადობასა და აგრესიას. ქარტიის განცხადებაში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის სატელევიზიო ეთერებზეა საუბარი. “2022 წლის 7 ივლისს, „ქართული ოცნების” ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, “მთავარ არხს” და მის ჟურნალისტს, თენგო გოგოტიშვილს რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის გავრცელებაში დასდო ბრალი. მან თენგო გოგოტიშვილი “ომში ჩართვისკენ” მოწოდებებში დაადანაშაულა და იქვე დასძინა, რომ მსგავსი “პროპაგანდის გავრცელებით” სხვებიც გამოირჩევიან და პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან ერთად, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაიაც დაასახელა. გუშინვე, საზოგადოებრივი…

მეტი...

,,საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, ავსტრიისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა”- ავსტრიის კანცლერი

,,საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა” – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. კარლ ნეჰამერის თქმით, საქართველო ევროპულ ღირებულებებს აღიარებს და მიისწრაფვის ევროპისკენ. ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ ავსტრია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავსტრიაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ მოხერხდა ამ შეხვედრის  ასე სწრაფად დაორგანიზება. ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ  გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ავსტრიიდან წამოსულიყო მოსაწვევი იმ ქვეყნისადმი, რომელიც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი…

მეტი...

,,მთელი ევროპა და მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველო, მთელი ევროპა და მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება ყველას ინტერესში უნდა იყოს და მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. „რა თქმა უნდა, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ…

მეტი...

,,გოგა ხაინდრავა FSB-ს აგენტია”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით,  რეჟისორი, გოგა ხაინდრავა FSB-ს აგენტია და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს. ვაშაძემ, მისი სიტყვების დასამოწმებლად, ჯაბა იოსელიანის წიგნი, სადაც აღნიშნულია, რომ 1996 წლის 6 იანვარს, ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხაინდრავა “დევიატკამ” და გია სავანაძის “ბიჭებმა” ცეცხლი გაუხსნეს ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს. “ვაპირებ დავასახელო პირველი სახელი და გვარი, იმ ადამიანის, რომელიც ჩართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში. ეს ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი, არიან ადამიანები, რომლებიც 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან იბრძვიან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მე მინდა დაგისახელოთ ის სახლი და გვარი, ადამიანის, რომელიც…

მეტი...

 ,,დემონსტრაციები, სხვა დემონსტრაციების მსგავსად, უშედეგოდ დასრულდა, მთავრობა არის სტაბილური, ძლიერი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. ამით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ქვეყანამ ადამიანის უფლებების მიმართულებით,” – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოში არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური ტელეარხები. მისივე ცნობით, სიტუაცია არის რადიკალურად გაუმჯობესებული. „მინდა, კითხვის ავტორს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწვევთ მას საქართველოში. თქვენ ალბათ არ ყოფილხართ…

მეტი...

,,თურმე ქართველი ხალხისთვის მას სიკეთე უნდა და ომში ჩართვა ყოფილა ქართველი ხალხის ოცნება”- გია ვოლსკი არახამიაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება. ვოლსკის თქმით, არახამიას განცხადებები, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იდეას უკავშირდება. „ფორმულა რომ პრიმიტიული გავხადოთ, ასეთია მოწოდება – ქართველი ხალხისთვის სიკეთე გვინდა, ამიტომ უნდა მოვიდეს სააკაშვილი და მან უნდა უზრუნველყოს მეორე ფრონტის გახსნა. ეს არის მთავარი ფორმულა, ამ ფორმულას ხანდახან სხვადასხვა სიღრმისეული აზრებით ავსებს არახამია, მაგრამ მთავარი საკითხი ეს არის, რომ თურმე ქართველი ხალხისთვის მას სიკეთე უნდა და ომში ჩართვა ყოფილა ქართველი ხალხის ოცნება და ყოველდღიური ფიქრის საგანი. ეს რჩება მშრალი ნაშთი იმისგან, რა ინსინუაციებსაც ის…

მეტი...

,,ქართველები ვიზიარებთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, თუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველები იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „მინდა ასევე აღვნიშნო სიამაყით,  სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავს, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბატონო კანცლერო, მოწვევისთვის. როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ჩვენ ველოდებოდით ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასებულ იქნას, როგორც ისტორიული, როგორც ეს თავად ევროპელებმა…

მეტი...

,,საშინელი ტრაგედია, მთელი საქართველო შოკირებულია”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, შინძო აბე საქართველოს მეგობარი და ძლიერი საერთაშორისო ფიგურა იყო. “საშინელი ტრაგედია. მთელი საქართველო შოკირებულია. შინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, მაგრამ ასევე ძლიერი საერთაშორისო ფიგურა. ჩემი ღრმა მწუხარება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. შეგახსნებთ, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

მეტი...

,,ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია, საპატიმრო პირობებში იმყოფება”- ოთარ თოიძე

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია, ის საპატიმრო პირობებში იმყოფება, განსხვავება არ არის, იქნება რუსთავში თუ კლინიკაში,”- ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. „დასკვნის გაფორმება ფინალურ სტადიას უახლოვდება, ამიტომ აუცილებელია პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსი აღიწეროს. ბოლო ვიზიტიდან გასულია უკვე თითქმის 2 კვირაზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, რაც უნდა ვნახოთ და ისტორიაში ჩაიწეროს, ასევე დასკვნაშიც. ამიტომ ჩვენი დღევანდელი ვიზიტი არის მორიგი საექსპერტო ვიზიტი“, – განაცხადა თოიძემ. ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნევროლოგი, ოთარ თოიძე და ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი შევიდნენ.

მეტი...

,,სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ქალაქი სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. „ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა – არ არის წყალმომარაგება, გაზი, ელექტროენერგია. თებერვლის ბოლოდან ოკუპანტებმა დაბომბეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტები, თითქმის მთლიანად გაანადგურეს. ისინი მათ აღდგენას ვერ შეძლებენ,”, – აღნიშნა გაიდაიმ. გაიდაიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქს საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებით დიდი პრობლემები აქვს. “კანალიზაციის პრობლემა დიდია. არ მუშაობს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები, ასევე სატუმბი სადგურები. კანალიზაცია გროვდება. ამას დაუმატეთ ჰაერის ტემპერატურა და ასევე ცხედრები სუნი – ისინი, ვინც ეზოებში დამარხეს და ბევრი რჩება ბინებსა და სადარბაზოებში, მაგალითად, ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში ახალ…

მეტი...

,,არახამიაა დღეს, თავის ქვეყანას გაშმაგებით ებრძვის”- გია ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას შესახებ განცხადებას აკეთებს. ცაგარეიშვილის თქმით, როდესაც არახამია საქართველოს მისამართით ბრალდებებს აყენებს, მტკიცებელებებიც უნდა წარმოადგინოს. „ბრალდებები როცა ისმის, სად არის მტკიცებულებები? რაიმე მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, რომ აქედან პუტინისთვის რაღაცებს ვაგზავნით, რომ შემდეგ მან უბედურ უკრაინელ ხალხს ესროლოს? ამას ვინ აკეთებს? ამას ე.წ. ქართველი აკეთებს. ასეთი ქართველი იყო სერგო ორჯონიკიძეც, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინიც, ასევე ის ქართველები, რომლებმაც საქართველო ამოაგდეს და მოსპეს. სწორედ ასეთი ქართველები იყვნენ, როგორიც არახამიაა დღეს, რომელიც თავის ქვეყანას გაშმაგებით ებრძვის. არახამიამ ქართულად ერთი…

მეტი...

,,ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციური განცხადებები მაგიდის აყირავებაა ევროკომისიისთვის”- ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-ვე პუნქტის შესასრულებლად ინტენსიური მუშაობა დაიწყო. ოხანაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროკომისიას საჭიროდ რომ ჩაეთვალა, შესაბამის პუნქტს რეკომენდაციებში მიუთითებდა. „ჩვენი მხრიდან ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში 12-ვე პუნქტი შესრულდება და ამ მიზნით ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ. ხალხი, ვინც ცდილობს, რომ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ბოიკოტი გამოუცხადონ, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად ასოცირების დღის წესრიგი მოიპოვა, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, უვიზო მიმოსვლა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ობიექტურად და დამსახურებულად მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციური განცხადებები უფრო მაგიდის…

მეტი...

,,ახლა უნდა ვცდილობდეთ თავი მოვაწონოთ ევროპელებს, რომ 6 თვეში მაინც მოგვეცეს შესაძლებლობა”- იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პოლარიზაციის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური ნაბიჯი საარჩევნო ბარიერის დაწევაა. მისივე თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა ცდილობდეს, ევროპისთვის თავის მოწონებას. “ჩვენ ახლა უნდა ვცდილობდეთ თავი მოვაწონოთ ევროპელებს, რომ 6 თვეში მაინც მოგვეცეს შესაძლებლობა, რომელიც ახლა არ მოგვეცა. ადამიანი, რომელსაც ვინმესთვის თავის მოწონება უნდა იმ წინადადებებით, ტონალობით შეიძლება ლაპარაკობდეს, როგორსაც ჩვენ ვისმენდით კობახიძისგან ევროინტეგრაციასა და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით?! მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ის არ არის, რასაც აცხადებენ, მიზანი შეიძლება საერთოდ სხვა იყოს, რომელიც ჩვენ არ ვიცით. ულტიმატუმი ჩვენგან არ არის, ევროპელებისგან არის…

მეტი...

,,მოვუწოდებ კოლეგებს, გაბუტვებს, კუთხეში დადგომას თავი დაანებონ, მობრძანდნენ და ვისაუბროთ”- გია ცაგარეიშვილი

,,კრისტალიზაცია ხდება ვიწროპარტიულ ინტერესებზე, მაგრამ საყოველთაო ინტერესია, რომ  სიტუაცია განიმუხტოს და ერთად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. ცაგარეიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, თავი დაანებონ ,,გაბუტვას” და ხელისუფლებასთან სასაუბროდ მივიდნენ. „აქ სხვა პროცესი ვერ წარიმართება და რეკომენდაციების შესრულების პროცესი უნდა იყოს ხელისუფლების მიერ წარმართული. სწორედ ხელისუფლების მისამართით არის ევროკომისიის და ევროსაბჭოს რეკომენდაციები და გიორგი ვაშაძემ რაც არ უნდა ტანზე შემოიხიოს, არ არის ხელისუფლება, ღმერთმა არ ქნას, ვერც იქნება ვერასდროს. ამიტომ, მოითმინონ, დაფიქრდნენ და ხელისუფლებასთან სასაუბროდ მოვიდნენ. პარლამენტში ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, მძიმე მდგომარეობაში მეც ვყოფილვარ, მაგრამ კოლეგებთან…

მეტი...

,,ვცდილობთ, ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, არ ვიცი იქნება თუ არა ეს რუსეთი”- სოსო ფხაკაძე

,,ძალიან გვინდა, რომ საწვავის ფასი ნაკლები იყოს, უფრო მეტი გაიყიდება. ჩვენ ვცდილობთ დღემდე, რომ ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება. ვნახოთ, არ ვიცი იქნება თუ არა ეს რუსეთი”,- ამის შესახებ კომპანია “ვისოლის” პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა. ფხაკაძის თქმით, თუ საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასის კლება დაიწყება, ეს  საქართველოს ბაზარზეც აისახება. მისივე განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომმა  მნიშვნელოვნად  გაზარდა ნავთობის ფასი და უცნობია, თუ როდის შემცირდება საწვავის ფასი. „ჩვენ ყოველთვის მივყვებით საერთაშორისო ფასს, გაიაფდება საწვავი? – ეს აისახება ავტოგასამართ სადგურებზე. სამწუხაროდ, იმასთან შედარებით, რა ფასიც იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პლატცები,…

მეტი...

,,უკრაინა არ არის თქვენი ქვეყანა, მისი მარცვლეული არ არის თქვენი მარცვლეული”- ენტონი ბლინკენი ლავროვს

,,Reuters-ის” ინფორმაციით, “დიდი ოცეულის” დახურულ შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რუსეთის სააგრეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიმართა. სააგენტოს ცნობით, ბლინკენმა ლავროვს უკრაინული პორტების განბლოკვისკენ მოუწოდა. ,,ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა არ არის თქვენი ქვეყანა. მისი მარცვლეული არ არის თქვენი მარცვლეული. რატომ ბლოკავთ პორტებს? მარცვლეული უნდა გაუშვათ,”- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მეტი...

,,აბე შინძოზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, ჩვენი ფიქრები  მისი და  ოჯახის გასამხნევებლად”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი ფიქრები და ლოცვები აბე შინძოს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული” -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაური იაპონიის ყოფილ პრემიერ- მინისტრ აბე შინძოზე მომხდარ თავდასხმას  ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო იაპონიის გვერდით დგას. „ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს აბე შინძოზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და  ოჯახის გასამხნევებლად. საქართველო იაპონიის გვერდით დგას!“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. იაპონიის ყოფილ პრემიერს საჯაროდ ესროლეს

მეტი...

,,სამ და ექვს თვეში კანდიდატის სტატუსის არმიღებით საქართველო არაფერს კარგავს”- მიხეილ ყაველაშვილი

პარტია ,,ქართული ოცნებიდან” წასული მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით და კითხვებით მიმართავს. ყაველაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ემიჯნება კელი დეგნანი, გარკვეული სუბიექტების მიერ, მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნებს. წერილში ყაველაშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ  სტატუსის არმიღებით საქართველო არაფერს კარგავს. ,,ასევე, სრულიად გაუგებარია კანდიდატის თემის ხელოვნური ფორსირება. როგორც ცნობილია, კანდიდატის სტატუსთან არავითარი მატერიალური პრივილეგიები არ არის მიბმული და შესაბამისად, სამ და ექვს თვეში ამ სტატუსის არმიღებით საქართველო არაფერს კარგავს. ანუ თუ სტატუსს მივიღებთ, პრაქტიკულად ხელში არაფერი გვრჩება, ხოლო თუ სტატუსს ვერ…

მეტი...

,,ირაკლი კობახიძის შენიშვნები, თითქოს ევროკავშირი ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, არის პოლიტიკური პროვოკაცია” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება. ევროპარლამენტარის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებს, არის სუფთა პოლიტიკური პროვოკაცია. “საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობების შესრულებაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შენიშვნები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, არის სუფთა პოლიტიკური პროვოკაცია”,- განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

მეტი...

,,დაუშვებელია, ხალხმა იფიქროს, რომ ხელისუფლებაში იმ ხალხის დაბრუნება გსურთ, რომელიც საქართველოს ომში თვალდახუჭული ჩართავს”- ყაველაშვილი დეგნანს

,,როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია,”- ამ სიტყვებით ,,ქართული ოცნებიდან” წასული მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს  მიმართავს. ,,ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებით იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც თქვენ აფინანსებთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი გაქვთ. როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს,…

მეტი...

,,ნარატივი, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“, არამედ თქვენგან დაფინანსებული ადამიანების განცხადებებში უნდა ვეძებოთ”- ყაველაშვილი კელი დეგნანს

,,ქართული ოცნებიდან” წასული  მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს. ყაველაშვილის თქმით, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ აშშ-ის მიერ დაფინანსებული თუ მათთან აფილირებული ადამიანების განცხადებებში უნდა ვეძებოთ. „ქალბატონო ელჩო, რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანეთ, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკას საქართველოში ომი უნდა, „ეფესბეს“ მზაკვრულ ნარატივს ახმოვანებსო. რა თქმა უნდა, სრულად დაგეთანხმებოდით, რომ არა იმ ადამიანების წარსული და ახლანდელი კავშირები, რომლებიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველოში ომის იდეის გაღვივებასა და რეალიზებას ცდილობენ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან…

მეტი...

“დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრების უარი სერგეი ლავროვს

“დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს დასწრებოდნენ ვახშამს, კუნძულ ბალიზე, რომელიც “დიდი ოცეულის” წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის იმართებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმი, სერგეი ლავროვიც ადასტურებს. “გუშინ გაიმართა მიღება, კონცერტით, ისინი  იქ არ მივიდნენ. ეს არის მათი გაგება პროტოკოლის მიმართ და უბრალოდ თავაზიანობა და ეთიკა”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. გავრცელებული ინფორმაციით, ”დიდი შვიდეულის”  ლიდერებმა ვახშამზე დასწრებაზე უარი, ლავროვის იქ ყოფნის გამო თქვეს. ამასთან,  მინისტრების ნაწილმა საერთო ფოტოს გადაღებაზეც უარი თქვეს.

მეტი...

,,7 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს”- პაველ კირილენკო

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში, რუსული დაბომბვის შედეგად 7 ივლისს, 6 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. ,,რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 7 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: კრამატორსკში, სლავიანსკში, ავდეევკაში, სევერსკში, პოკროვსკისა და ორლოვკაში. კიდევ 21 ადამიანი დაშავდა”, – განაცხადა კირილენკომ.

მეტი...

,,არ შეეცადოთ რუსეთის განადგურებას, რუსეთის განადგურება შეუძლებელია”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის გადადგომას ეხმიანება. ზახაროვას თმით, ჯონსონი თანამებრძოლებმა მიატოვეს და ჩაძირული გემიდან ,,გაიქცა”. ,,ჯონსონი გაიქცა ჩაძირული გემიდან და ფსონი დადო საკუთარ კარიერაზე. ამ ამბიდან გაკვეთილი შემდეგია, არ შეეცადოთ რუსეთის განადგურებას. რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები მოიტეხოთ და შემდეგ ამით დაიხრჩოთ… ბორის ჯონსონს თავისივე გაშვებული ბუმერანგი მოხვდა, ის მისმა თანამებრძოლებმა ის მიატოვეს”, – განაცხადა მარია ზახაროვამ. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა  მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა, თუმცა  პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს.  

მეტი...

,,რაც მეტი იქნება თავდაცვითი დახმარება, მით სწრაფად დასრულდება ომი ჩვენი გამარჯვებით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორის ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს უკრაინული ქალაქების დაბომბვას. ზელენსკის თქმით, რაც მეტ  თავდაცვით დახმარებას მიიღებს უკრაინა, მით სწრაფად დასრულდება ომი მათი გამარჯვებით. ,,რუსეთის არმიამ კვლავ დაარტყა კრამატორსკს, ისევ რაკეტებით. ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვისა და დონბასის ქალაქები. თითოეულ მიმართულებაზე ჩვენს პარტნიორებს აქვთ ზუსტი ინფორმაცია ჩვენს თავდაცვით საჭიროებებზე. ეს ეხება საჰაერო თავდაცვას, თანამედროვე რეაქტიულ არტილერიას. რაც მეტი იქნება უკრაინის თავდაცვითი დახმარება, მით სწრაფად დასრულდება ომი ჩვენი გამარჯვებით და ნაკლები იქნება მსოფლიოს ყველა ქვეყნის ზარალი,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,ქველმოქმედებამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში და სწორედ ამ ქველმოქმედებით მოპარა ქვეყანას 10 წელი”- დავით ჭიჭინაძე

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით,  ბიძინა  ივანიშვილი ქველმოქმედებამ მოიყვანა ხელისუფლებაში და სწორედ ამ ქველმოქმედებით მოპარა ქვეყანას 10 წელი. მისივე თქმით, თუ  ვინმეს  ქველმოქმედების სურვილი აქვს, კოვიდის დროს აღებული ვალი, 3 მილიარდი შეუძლია გადაფაროს. „ამ ე.წ. ქველმოქმედებამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში და სწორედ ამ ქველმოქმედებით მოპარა ქვეყანას 10 წელი. ასე, რომ ნურავის ნურაფერს აყვედრიან. მითუმეტეს, ბიუჯეტიდან იმდენი წაიღეს და ჯერ კიდევ იმდენი მიაქვთ… ვინმეს თუ მართლა ქველმოქმედება უნდა, კოვიდის დროს ქვეყანამ 3 მილიარდი ვალი რომ აიღო, ის გადაფაროს, ჩვენი შვილების გადასახდელი, რომ არ გახდეს. მოკლედ, დაასრულეთ ეს უსინდისო ვაჭრობა, თორემ შემოდგომაზე ხალხის…

მეტი...