„ეკლესია ვერასდროს შეეგუება ამ ფერად-ფერად ცხოვრებას, კაცზე კაცის  გათხოვებას და ქალზე ქალის“ – მეუფე

მიტროპოლიტი სტეფანე ევროკავშირის მიერ 12 პუნქტიანი დავალების შესრულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი პუნქტი „ფერად-ფერად ცხოვრებას“ ანუ ლგბტ თემის თავისუფლებას გულისხმობს. როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, ეს არის სოდომური ცოდვა, რომელსაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს. „იმ 12 პუნქტში ეს „ფერად-ფერადი ცხოვრება“ პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და ყველა, ვინც ხმას ამოიღებს, უნდა მოიშთოს. ეკლესია ვერასდროს შეეგუება ამ ფერად-ფერად ცხოვრებას. კაცზე კაცის  გათხოვებას და ქალზე ქალის, ვინც უჭერს მხარს, ის არის სოდომური ცოდვის დამმკვიდრებელი და რაც სოდომური ცოდვისთვის ეწევა ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე არის ეს წყევლა. არა ჩემგან, არამედ ბიბლიიდან არის…

მეტი...

„წმინდა ნინოს გზაზე წავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე…“, – მეუფე პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის

„მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, რომ მე მას ხმა მივეცი.  ეს არის ჩემი სირცხვილი, რომ ვერ გავითვალისწინე შედეგი რა იქნებოდა. სხვისთვის ხმა არც ერთხელ მიმიცია, მას მივეცი, წმინდა ნინოს გზაზე წავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე…“, – აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. მეუფე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ნეგატიური კუთხით, დღევანდელ ხელისუფლებასაც არაფერი დაუკლია ქვეყნისთვის, როგორც წინას. „ცოცხალი თავით იბრძვიან, ერთ ამბავში არიან. ხელისუფლებაში ერთი ნაწილი ცდილობს, მოიყვანოს ყოფილი ხელისუფლება, რომელმაც უამრავი უკეთურება გააკეთა და დღევანდელ დღემდე ძალიან მძიმე პერიოდი მოიყვანა. არსებულმა ხელისუფლებამაც ასევე არ დააკლო. ერთია,…

მეტი...

მომღერალი მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა

მომღერალი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი და სხვა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მასთან ერთად, მანქანაში კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ყველა დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს და დახმარება უტარდებათ. მამუკა ონაშვილს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია უკვე ჩაუტარეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ავარია ნატახტართან მოხდა. ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.  

მეტი...

ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში ორმა ჯგუფმა იჩხუბა და ყველაფერი დალეწა (ვიდეო)

ვიდეო, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული, შემზარავია. რესტორანში ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა. იყო ხელჩართული დაპირისპირება. რესტორანში ყველაფერი დალეწეს. კადრებში ჩანს, რომ  ჩხუბში ჩართულები, ერთ-ერთი მოჩხუბრის რესტორნიდან გადაგდებასაც ცდილობდნენ. ჩხუბი რესტორნის ბოლო სართულზე მოხდა, რომელიც გამჭვირვალე შუშებით იყო შემინული და გამვლელები ყველაფერს ხედავდნენ. დაპირისპირების მიზეზი კი რესტორანში მუსიკის ჩართვა გახდა. საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მეტი...

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა საკუთარ გამონათქვამს ქალაქის ცენტრში ძეგლი დაუდგა

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა, ყოფილმა ძალოვანმა ჯუმბერ იზორიამ ქალაქის ცენტრში ძეგლი დადგა. ძეგლი კი საკუთარ გამონათქვამებს დაუდგა, რომელსაც, როგორც თავად თვლის, ბრძნული გამონათქვამია. ძეგლის მთავარი მოტივატორი „კოჩანა“ ანუ „კაცობაა“. მის გამონათქვამს კი ავტორის ინიციალებიც მიყვება. ჯუმბერ იზორია დღეს ჩხოროწყუს საკრებულოს წევრია. მანამდე კი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენდა, იყო  შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის უფროსი; ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსი;  საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. როგორც იურისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ ირგებს რიგითი ჩინოვნიკი საკუთარ შეხედულებებსა და სურვილებზე ქალაქს.…

მეტი...

20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე რვავე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

მცხეთის საქალაქო სასამართლოში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი დასრულდა. მკვლელობისთვის ბრალდებულ დავით ჯიჯეიშვილსა და კიდევ 7 ადამიანს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ჯიჯეიშვილმა დანაშაული აღიარა და მოსამართლეს განუცხადა, რომ კუკავა მის მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. თუმცა, მან ხულიგნობის ნაწილში ბრალდება არ აღიარა. დანარჩენი 7 ბრალდებულიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით წარედგინა, რაც ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით. დავით ჯიჯეიშვილის ბრალდება – ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით, 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

„ვაღიარებ, ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“ – ბრალდებული 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ჭრილობები მან მიაყენა კუკავას. „ხულიგნობაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“, – განაცხადა  დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 8 პირი. სასამართლო მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა რვავე ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მეტი...

20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და მკვლელობას ინანიებს

20 წლის მირიან კუკავა ცხვარიჭამიაში, მეგობრის დაბადების დღეზე მოკლეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს კიდეც. ამ წუთებში,  დავით ჯიჯეიშვილი მცხეთაში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო პროცესი იმართება, მოსამართლემ მისი პატიმრობის საკითხი უნდა განსაზღვროს. „გულწრფელად ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას, რასაც მოჰყვა მირიან კუკავას გარდაცვალება. აღნიშნული ბრალეული ქმედება ჩავიდინე 2022 წლის 28 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში ქეთათო არაბულის წვეულებაზე“  – ასეთი აღიარებითი ჩვენება მისცა ბრალდებულმა გამოძიება. ბრალდებული იმასაც ამბობს, რომ ის მოკლულ პირს საერთოდ არც იცნობდა, „წვეულებამდე მე არ ვიცნობდი მირიან კუკავას და მასთან არანაირი შეხება და გადაკვეთა არ მქონია.  მისი…

მეტი...

პარაპლანის პილოტისთვის სერთიფიკატი სავალდებულო არ არის, არც გადასახადების გადახდა, არც სხვა რეგულაციები მოეთხოვება

„ის, რაც გუდაურში ხდება, სპორტიდან საკმაოდ შორსაა. ვფიქრობ, რეგულაციების შემუშავებაში ჩართული უნდა იყოს განათლების სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სამოქალქო ავიაციის სააგენტო, სპორტის სამინისტრო“ – აცხადებს  „მედიაცენტრ მთავართან“ პარაგლაიდინგის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი კაპანაძე. მისი თქმით, ფედერაციამ გარკვეული კრიტერიუმები და წესები შეიმუშავა, თუმცა, რადგანაც მას ოფიციალური სახე არ მიეცა და კანონმდებლობაში არ აისახა, ყველაფერი ჰაერში დარჩა. „რეგულაციები რომ შემოვიღოთ, საჭიროა ამ უწყებებიდან დაინტერესებული პირების ერთიანად დაჯდომა, მოსაზრებამდე მისვლა და მერე ამ მოსაზრების რეალურ ცხოვრებაში გატარების პოვნა. ეს ჩვენ გავაკეთეთ 7 წლის წინ, მაგრამ, რადგანაც სავალდებულო არ არის,…

მეტი...

„ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც აქამდე მომხდარა“ – უკრაინა ისევ დაიბომბა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაევი დაბომბეს. იერიშის მიტანა ისევ სამოქალაქო ობიექტებზე მოხდა. როგორც ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაინგრა შენობები.  არიან დაშავებულები. „მტერმა დღეს მიკოლაივზე მასიური იერიში მიიტანა. ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც  აქამდე მომხდარა. განადგურდა რამდენიმე ობიექტი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები“, – აცხადებს ქალაქის მერი. არსებული ინფორმაციით, დაბომბვისას რუსულმა ძალებმა კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენეს.  

მეტი...

მთავარია, ფული გადაიხადო – კანონმდებლობა პარაპლანის პილოტს ლიცენზირებას არ ავალდებულებს და არც არაფერს სთხოვს

გუდაურში, პარაპლანით ფრენისას, მიმდინარე წლის მხოლოდ 6 თვეში 3 ადამიანი გარდაიცვალა – 2 ტურისტი ერთი კი პილოტი. უამრავია დაზიანების შემთხვევები. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ეს არის სფერო, რომელიც არც ლიცენზირებას ექვემდებარება და არც არავინ აკონტროლებს, მთავარია, ფული გადაიხადო – გაფრინდე თუ არ გაფრინდე, ეს პარაპლანერისტის გადასაწყვეტია. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავართან“ პარაგლაიდინგის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პილოტმა  კაპანაძემ ისაუბრა. კითხვაზე: მე ვარ ტურისტი, არ ვარ ამ სფეროში გათვითცნობიერებული, მაგრამ მინდა ფრენა, არ ვერკვევი არც ამინდში, ქარში, აპარატში – თუ ფულს გადავიხდი, ყველაფერი მოსულა? შემდეგი პასუხი მივიღეთ: „სამწუხაროდ, ახლა, ამ წუთას პრიორიტეტი ის…

მეტი...

ფრენა სახელმწიფო კონტროლის, რეგულაციების, კანონმდებლობის გარეშე – პარაპლანით ფრენაზე კანონმდებლობა არ არსებობს  

„გამოდის, რომ თუ შს მინისტრმა  თქვა, დაფრინავენ –  თუ თქვა არა, არ დაფრინავენ“ – სწორედ ეს არის სფერო, რომელსაც არც მაკონტროლებელი გყავს და არც კანონმდებლობა ავალდებულებს რამეს. მას შემდეგ, რაც გუდაურში ტრაგედია დატრიალდა, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დღის წესრიგში ისევ დადგა საკითხი – აიკრძალოს თუ არა პარაპლანით ფრენა. აღმოჩნდა, რომ ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც რომელზეც არანაირი საკანონმდებლო რეგულაცია არსებობს, სახელმწიფო დონეზე არავინ არაფერს ითხოვს და არავინ არაფერს ავალდებულებს. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავართან“ პარაგლაიდინგის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ ისაუბრა. „ის ადგილი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა,…

მეტი...

„მთელი საქარველოს ტერიტორიაზე აიკრძალოს პარაპლანით ფრენა, ასეა? ზომიერი განცხადების მოლოდინი მქონდა“ – პარაპლანის პილოტი (ვიდეო)

„ყველაფერი ავკრძალოთ, ყველაფერ დავუშვათ – ახლა ეს მოცემულობა გვაქვს. გუშინ ეს მოცემულობა იყო“ –  ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“ პარაპლანისტმა პილოტმა, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ გააკეთა. როგორც პარაპლანის პილოტი აცხადებს, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება პარაპლანით ფრენს აკრძალვასთან დაკავშირებით ბევრი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და გაუგებარია.  ყველაფერი იკრძალება? – კითხულობს პილოტი. „შეგიძლიათ მითხრათ, რას გულისხმობდა ფრენები აიკრძალოს? ფრენა აიკრძალოს საერთოდ ყველაგან, საქართველოში? მე ვერ გავიგე. მთელ საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალოს პარაპლანით ფრენა, ასეა? მე მსგავსი გაცხადება ვერ ვნახე. მესტიაში, აიკრძალოს და არვინ იფრინოს მესტიაში? გუდაურში აიკრძალოს? თბილისის შემოგარენში აიკრძალოს?…

მეტი...

ტურისტმა ჩემოდანში მორიელების ოჯახი აღმოაჩინა

მოგზაურობიდან დაბრუნებული ტურისტი უჩვეულო ფაქტს წინაშე აღმოჩნდა. ხარვატიიდან შინ, ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ, როცა ქალმა ჩემოდანი გახსნა და ალაგებდა, მორიელების მთელი ოჯახი აღმოაჩინა – ერთი დიდი მორიელი და ბევრი პატარა, ახალდაბადებული. ეს არ არს იშვიათი შემთხვევა, როცა ტურისტები ადრიატიკის ქვეყნიდან მსგავსი „ხელდამშვენებულები“ ბრუნდებიან.

მეტი...