რუსმა სამხედროებმა დონეცკში 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

,,რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. 28 ივლისს, რუსებმა დონეცკის რეგიონში 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 3 ბახმუტში, 2 ტორეცშკი, 1 ორლივკაში, 1 ჰირნიკში დ ა1 სოლედარში. დაშავდა კიდევ 19 ადამიანი”, – წერს კირილენკო Telegram-ზე.

მსგავსი თემები