მარნეულის გზაზე ავარია მოხდა, არიან დაშავებულები   

თბილისიდან მარნეულისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსი მარნეული-კოდას ავტომაგისტრალზე “ფორდ ფიუჟენის” მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

ოკუპანტებმა გალში 24 წლის გოგო დააკავეს, რომელსაც „შპიონაჟში“ ადანაშაულებენ

24 წლის ქრისტინა თაკანაძე ოკუპანტებმა გალში, საკუთარ სახლში დაკავეს. ავტომატიანები მის სახლში ღამით შეცვივდნენ, მშობლებს თავზე ავტომატებთ დადგნენ, მცირეწლოვანი შვილი არაფრად ჩააგდეს და „ჯაშუში“ ავტომატებითა და ხელბორკილებით ოკუპირებულ აფხაზეთში გადაიყვანეს. ქართველი „ჯაშუშის“ დაკავების ვიდეომასალა ოკუპანტებმა ტავად გაავრცელეს და ტექსტიც შესაბამისი დაადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ჯაშუშობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფორმაციას მოიპოვებდა და ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა. დაკავების დროს, გოგონა მშობლებთან იმყოფებოდა. ის გალში 20 ივლისს ჩავიდა. მანამდე კი თბილისში, ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა. მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ვერაფერი იპოვეს. სახლიდან ამოიღეს პირადი ნივთები პლასტიკური…

მეტი...

„საკუთარი ქალიშვილის საქმრო სუს-ის ზონდერებს გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე“ – გოგაშვილი გომელაურს

პატინრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სამიზნე ამჯერად შს მინისტრი ვახტანგ გომელაურია. ნათელმირონი ნათელმირონს „ცოდვებს“ უხსენებს და ყველაფერს საჯაროდ ყვება. „რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? კულულა პეტრუჩიო აღარ გიყვართ? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის? მთელი ღამე ნიღბიანების მიერ დადებული ლულების ქვეშ რომ გაათენებინეთ, მაგრამ არ მიკვირს, ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი  ამოიანი თუ  შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუსის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა. იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული  მე მეტენებოდა“ – აცხადებს გოგაშვილი…

მეტი...

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მორიგი მხილება – გოგაშვილი ციხიდან ინფორმაციას ავრცელებს  

პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი  მორიგ განცხადებას ავრცელებს. ის ამჯერად შს მინისტრ ვახტანგ გომელაურზე საუბრობს და აცxადებს, რომ მერცხელბს ხოცავდა, რადგანაც ბიძინა ივანიშვილს ნერვებს უშლიდა. „ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, ლილუაშვილისა და ვახოს მიერ, ახლა ჯერი შოთაძეზე და ჩინჩალაძეზეა. როგორ აკინძავენ ყალბ მტკიცებულებებსა და როგორ მომისჯიან უკანონო სასჯელს. სხვათაშორის უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოტოს მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო 1) როგორიც იყო გელა ხვედელიძის…

მეტი...

უკრაინაში ბორის ჯონსონის პრემიერად დაბრუნებას ითხოვენ

უკრაინელებმა პეტიციას მოაწერეს ხელი, რომელიც ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეხება. კერძოდ, უკრაინელები ითხოვენ, ბორი ჯონსონი პრემიერად დაბრუნდეს. „გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გადაწყვეტილების დადებითი ასპექტები: ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა; მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ; განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში“, – უკრაინის პეტიცია ამ შინაარსით უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტიცია ოფიციალურად რომ განიხილოს, საჭიროა 25 000 ხმის მოგროვება.  

მეტი...

თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს „კოვიდ-19“ პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა. ის სრულად არის აცრილი.

მეტი...

ევროსაბჭომ რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

2023 წლის 31 იანვრამდე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოქმედია. ცდის გასვლის შემდეგ კი ევროსაბჭო მის შემდეგომ გახანგრძლივებაზე ისევ იმსჯელებს. ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა. სანქციები 6 თვით გახანგრძლივდა. „ევროპის კავშირის საბჭომ გადაწყვიტა, 6 თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე, გაეხანგრძლივებინა შემზღუდველი ზომები, რომლებიც მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ“,- აცხადებენ საბჭოში.  

მეტი...

გორელი შშმ ვეტერანები სარეაბილიტაციო კურსს დაბა ურეკში გაივლიან

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით და ა(ა)იპ ‘’სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის’’ თანადგომით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების 20 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანი, მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 4 აგვისტომდე, 10 დღიან საკურორტო-სარეაბილიტაციო კურსს, დაბა ურეკში გაივლიან. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ‘’სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის ამ ერთობლივ პროექტს, 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, ყოველ წელს ხორციელდება და მიმართულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და…

მეტი...

მესტიელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

მიმდინარე წლის 30 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ‘’თბილისის გულის ცენტრი,’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ. აქცია მოიცავს ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამას, ექო-კარდიოგრაფიას. იფორმაციას უწყება ავრცელებს. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: ილია გაბლიანის ქ. N 13; მესტიის საავადმყოფოს შენობა აღსანიშნავია, რომ ხორციელდება საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობის მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია. საკონტაქტო ნომერი: 599 38 44 47 საკონტაქტო პირი_ ვაჟა დალაქიშვილი_სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და “თბილისის გულის ცენტრს”…

მეტი...

უკრაინის 5 სტრატეგიული გეგმა დასახელდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა მიხაილო პოდოლიაკმა  უკრაინის კონტრ-ოპერაციის 5 ძირითადი  პუნქტი ჩამოაყალიბა. როგორც პოდოლიაკი წერს, „სპეციალური სამხედრო კონტროპერაცია აუცილებლად მიაღწევს თავის მიზნებს. ეს მიზნებია: რუსეთის გაძევება უკრაინიდან. კრიმინალური ანკლავებისა დ ანაცრისფერი ზონების აღმოფხვრა. რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია. „ბოროტების იმპერიის“ რეპუტაციის განადგურება. რუსეთის გადაქცევა იზოლირებულ „საკუთარ ბანაკად“, – წერს პოდოლიაკი.      

მეტი...

პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: „10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 1 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია“.  

მეტი...

„ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, როდესაც სიცრუის ტირაჟირება ხდება“ – კახა კალაძე კვლევაზე

“ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე და სიცრუე, როდესაც სიცრუის ტირაჟირება ხდება, არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლაში. შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები და შეფასებები. დარწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა”, – აღნიშნავს კალაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. ორგანიზაცია  ე.წ. ელიტურ კორუფციაზე საუბრობს და თბილისის მერიას ახსენებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსა საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი სავარაუდო…

მეტი...

სემეკმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ეფექტიანი რეფორმირებისათვის მორიგი რეგულაცია დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი)  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ეფექტიანი რეფორმირებისათვის „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები“ დაამტკიცა.  წესები ეფუძნება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, სრულად ასახავს  ევროპული კანონმდებლობით გათვალისწინებულ დირექტივებსა და რეკომენდაციებს, არეგულირებს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი სეგმენტს – ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე არსებულ ურთიერთობებს. სემეკის მიერ დამტკიცებული „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები“ უზრუნველყოფს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების მოწესრიგებას. წესებში მოცემული ნორმები შეეხება, როგორც პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ასევე შუამავლის (ბროკერის), მათ შორის, ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმის მეშვეობით დადებულ ხელშეკრულებებს.          

მეტი...

„როდესაც ჟურნალისტი ხარ და შეურაცხყოფას აყენებ რესპონდენტს…“ – კახა კალაძე

ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკაშვირებით განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძეც აკეთებს. როგორც კალაძე აცხადებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. „ვგმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არის გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან. ეს ძალიან საწყენია და ცუდია. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება, არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც ჟურნალისტი ხარ და შეურაცხყოფას აყენებ რესპონდენტს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკოსი მოგწონს, თუ არა, არ არის მისაღები. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. იქნება ეს პატივისცემა, მერწმუნეთ,…

მეტი...

ერთ კვირაში ვირუსით 5 ინფიცირებული გარდაიცვალა

​კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია. ქვეყანაში, ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების 10 253 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს,  გარდაიცვალა 5 ინფიცირებული. ქვეყნის მასშტაბით კი, ამ პერიოდში  74 245 ტესტი ჩატარდა.  

მეტი...

,,რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხმიანება. პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ,,იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში”. დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში – ასლან ბჟანია რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას აპირებს – (mcm.ge)

მეტი...

,,ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე”- სუს-ის განცხადება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის ქრისტინე თაკალანძის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, – ნათქვამია განცხადებაში.…

მეტი...

,,რაც გუშინ ვიხილეთ, იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. პაპუაშვილის თქმით, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია. ,,როგორც გახსოვთ, ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მედია ქცეულია პოლიტიკურ აქტივისტად. ეს არის, რასაც საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ბოლო ორი დღე ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ, სწორედ იმ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც, ყველაფერი, ეს იყო ალბათ მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით. რაც ჩვენ…

მეტი...

,,დასავლეთმა თავი შეირცხვინა რუსეთის წინააღმდეგ “ჯვაროსნული ომის” გამოცხადებით”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განხადებით, დასავლეთის „ჯვაროსნული ომი“ რუსეთის იზოლირების მცდელობით, ,,ჩავარდა”. მისივე თქმით, დასავლეთმა რუსეთთან ომის გამოცხადებით ,,თავი შეირცხვინა”. „იზოლაციასთან დაკავშირებული ამ ისტორიის დასასრულს, რომელიც დასავლეთისთვის თვითიზოლაციად იქცა, მინდა შეგახსენოთ: ამერიკელებმა, როდესაც გაიგეს, რომ იწყებოდა სერგეი ლავროვის ტურნე აფრიკის ქვეყნებში, დაიწყეს სხვადასხვა ქვეყანაში სირბილი თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობების დონეზე და ეხვეწებოდნენ არ გადაეღოთ ლავროვი და არ გადაეღოთ ფოტო ლავროვთან: ეს არის ე.წ. იზოლაციის დონე. იზოლაციის თემით ახლა დაკავებულები არიან საინფორმაციო ჯარები – პრეს-მდივნების ყველანაირი ტიპი, თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი, სპეციალური კოორდინატორები. მათ თავი შეირცხვინეს მსოფლიო მასშტაბით ჩვენი…

მეტი...

,,ნებისმიერი ვინც საქართველო-უკრაინის უთანხმოების ინიციატორია, რუსეთის საქმეს აკეთებს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებებს ეხმიანება. პაპუაშვილის განცხადებით, უთანხმოება საქართველოსა და უკრაინას შორის ერთადერთი ვისაც აწყობს, ეს არის რუსეთი და ებისმიერი ადამიანი, რომელიც არის ამ უთანხმოების ინიციატორი, აკეთებს რუსულ საქმეს. „გავიმეორებ ამერიკის ელჩის შეფასებას, რომ ნებისმიერი უთანხმოება უკრაინასა და საქართველოს შორის აწყობს მხოლოდ რუსეთს. აქედან დასკვნები გამოვიტანოთ, ვინ არის უთანხმოების ინსპირატორი, ვის საქმეს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი. სამწუხაროდ, ვნახეთ ბევრი შემთხვევა, როდესაც დეზინფორმაცია მოდიოდა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ვიცით პირდაპირი კავშირები რაც არსებობს საქართველოს შიგნით რადიკალურ ოპოზიციასთან. ასე რომ, ეს…

მეტი...

 ,,ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ერთობლივი მუშაობის ნაცვლად საკუთარი პარტიული ფორმატი შექმნა და სექტემბრიდან ქუჩის აქციებს აანონებს”- შალვა პაპუაშვილი

„მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა, ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.  შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე სამუშაოდ შექმნილ სამუშაო ჯგუფებზე ისაუბრა და ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობის ნაცვლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საკუთარი პარტიული…

მეტი...

ილონ მასკის “SpaceX” საქართველოში საქმიანობის დაწყებას 2023 წლიდან გეგმავს

“SpaceX” საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას 2023 წლიდან გეგმავს- აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.  არსებული ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებსა და კომპანია “SpaceX”-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ მენეჯერს ბენ მაკ უილიამსს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას შემდეგ, რაც ილონ მასკის დაარსებული კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა,  კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში კვლავ ჩამოვიდა და კომისიის წევრ ეკატერინე იმედაძეს და კომისიის წარმომადგენლებს კომპანიის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. “SpaceX” საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას 2023 წლიდან გეგმავს, კერძოდ,  Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას გაუწევს სხვადასხვა…

მეტი...

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი “ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა”- შალვა პაპუაშვილი

,,ნათელია, რომ „ტექნიკური მთავრობის“ ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის“ პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილებასთან სახიფათო თამაში,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით,  პარლამენტში უკვე სამი კვირაა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე. „პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად კომიტეტებმა, შესაბამისი მიმართულებებით, შექმნეს სამუშაო ჯგუფები. საზოგადოებას შევახსენებ, რომ სამუშაო ჯგუფი გახლავთ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო საქმიანობის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების ჩართვისთვის. დღეის მდგომარეობით, ჩატარდა კომიტეტების და სამუშაო ჯგუფების 17 სხდომა.…

მეტი...

,,გაირკვა სინამდვილეში რამ გააცოფა კობახიძე,  როგორც ვხედავთ, მას არც მამა აღელვებდა, არც მამული”- ნიკა მელია 

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ირაკლი კობახიძის მიერ ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მელიას თქმით, ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. ,,დღეს გაირკვა სინამდვილეში რამ გააცოფა გუშინ კობახიძე. როგორც ვხედავთ, მას არც მამა აღელვებდა, არც მამული. დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო – არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში. უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს, ამოაგდოს ისტორიის დინებიდან და რუსეთის იმპერიის რიყეზე საფართხალოდ გასწიროს. დღეს აქტუალური არააა რას აკეთებდა მამამისი თუ მამიდამისი,დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კობახიძის და მისი…

მეტი...

სროლა კანადაში – დაიღუპა ორი ადამიანი

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ ლენგლიში მამაკაცმა ცეცხლი რამდენიმე ადგილას გახსნა, მათ შორის ავტობუსის გაჩერებაზე და ერთ-ერთი კაზინოს ავტოსადგომზე. გავრცელებული ცნობით, სროლაში ეჭვმიტანილი ადგილზევე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვა ორი და დაიჭრა ორი ადამიანი. ამ დროისთვის, უცნობია თავდასხმის მოტივი.

მეტი...

,,ანტიეროვნული ოპოზიციური ჯგუფი, უღირსი მეთოდებით ებრძვის ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს”- ანრი ოხანაშვილი კობახიძეზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი კობახიძის მიერ ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. ოხანაშვილის თქმით, “რადიკალური და ანტიეროვნული ოპოზიციური” ჯგუფი “ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს უღირსი მეთოდებით ებრძვის”. ,,უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას უღირსი განცხადება არის არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის, არამედ ჩვენი საზოგადოების ეროვნული ინტერესების შეურაცხყოფაც. პარტიული ტელევიზიის ჟურნალისტები კი წინასწარ დაგეგმილი სცენარით აგრძელებენ ამ აბსურდული და ღირსებისშემლახველი განცხადების მტკიცებით ფორმაში ტირაჟირებას. საბოლოოდ, ყველაფერი ნათელია: რადიკალური და ანტიეროვნული ოპოზიციური ჯგუფი, პარტიული ტელევიზიებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას მეშვეობით, უღირსი მეთოდებით ებრძვის ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს, რომლის სახელიც…

მეტი...

,,ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა პავლიკამოროზოვობას ნიშნავს, მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც გამოერია”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში, გუშინ  ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მისამართით  გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  ,,ნაციონალურ მოძრაობის“ აქტივისტობა უპირობოდ ,,პავლიკამოროზოვობას” ნიშნავს. მისივე თქმით, ,,მოროზოვებში” სალომე ზურაბიშვილიც გამოერია. ,,გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ „მთავარის“ ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაჰკვირვებია. მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ…

მეტი...

,,სიბინძურისგან ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირზე დუჟი მოადგა”- ირაკლი კობახიძე ჟურნალისტზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში, გუშინ  ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მისამართით  გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. კობახიძის თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობის“ აქტივისტობა უპირობოდ ,,პავლიკამოროზოვობას” ნიშნავს. „გუშინ „მთავარის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას „მთავარიდანაც“ კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს „რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა“ იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, „ნაცმოძრაობის“ ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც…

მეტი...

,,რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში უკრაინული არმიის კონტრშეტევისთვის ემზადებიან”- ,,ომის შემსწავლელი ინსტიტუტი”

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ინფორმაციით, რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში უკრაინული არმიის კონტრშეტევისთვის ემზადებიან და პოზიციებს აძლიერებენ. მათივე ცნობით, უკრაინული ძალები სამხრეთის მიმართულების გასწვრივ რუსეთის საყრდენი პუნქტების დაბომბვას განაგრძობენ. „ომის შემსწვალელი ინსტიტუტის“ განცხადებით, რუსეთის ძალები დაზიანებული საბრძოლო მანქანების შეკეთებასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდიან. რუსეთის დანაყოფებმა უმნიშვნელო წარმატებებს მიაღწიეს ბახმუტიდან სამხრეთით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიღწეული შედეგების ეფექტიანად გამოყენებას შეძლებენ ბახმუტზე კონტროლის დასამყარებლად.

მეტი...

,,ვინც მხოლოდ პასუხზე “ბრაზდება”, ის “ტრენდს” აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის მიერ ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მდინარაძის თქმით, მსგავსი  კითხვები „უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეა” ,,კაგებეს” აგენტის შვილი არ ხართო? ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის შვილს კი არა, არავის შვილს და არავის უნდა კითხო საერთოდ, არასდროს, არცერთ შვილს, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ სხვა. უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეა, ამავდროულად. და თუ მაინც ასეთის მკადრებელი ხარ, პასუხი არ უნდა გაგიკვირდეს! ვინც მხოლოდ პასუხზე “ბრაზდება”, ის “ტრენდს” აყოლილი ბნელი სექტის…

მეტი...

ევროკავშირმა ,,მაიმუნის ყვავილის” საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

ევროკავშირმა ,,მაიმუნის ყვავილის” საწინააღმდეგო ჩუტყვავილას ვაქცინა დაამტკიცა. აღნიშნული  გადაწყვეტილება ევროკავშირმა  მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ვირუსის გავრცელების გამო, ჯანდაცვის სფეროში გლობალურ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. არსებული ინფორმაციით, ავტორიზაცია კომპანია Imvanex- ს მიენიჭა და დამკიცება ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში იმოქმედებს. ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსი ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა, ამის მიუხედავად, ის ნაკლებად მწვავეა და ინფიცირების შანსიც მცირეა. დაავადება ძირითადად აფრიკაში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს არსებულ ქვეყნებში გვხვდება. ამ დროისთვის კი ვირუსის ორი ძირითადი შტამი არსებობს – დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული. ცნობილია ისიც, რომ დასავლეთ აფრიკული შტამი შედარებით მსუბუქი…

მეტი...

,,არახამია გამოირჩევა უბინძურესი მესიჯებით – მიზანი არის საქართველოს დაზიანება, ქვეყნის ომში ჩართვა”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას გაფრთხილებას ეხმიანება, რომლის თანახმად, სანქციები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება. მდინარაძის თქმით, არახამია გამოირჩევა უბინძურესი მესიჯებით და მისი მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა. ,,სამწუხაროდ ჩემი უკრაინელი კოლეგა აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა უბინძურესი მესიჯებით და ეს თავდასხმა ხდება მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში ომია. რუსეთი ახორციელებს აგრესიულ ომს და ამ ადამიანს სცალია ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის და იმის მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს, თუ რა უნდა, კაცმა ვერ გაიგო. საქართველოს პიარით არის დაკავებული, თავისი უბინძურესი მესიჯბოქსით, ნაცმოძრაობის…

მეტი...

აშშ აზერბაიჯანს მოუწოდებს, ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროები გაათავისუფლოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლების თბილისში შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ ეს პოზიციური გზავნილია. ენტონი ბლინკენი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეხვედრები კიდევ გამართონ. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ორივე მხარეს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა მათთან განიხილა რეგიონში მშვიდობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობა და დაადასტურა, რომ მზად არის ხელი შეუწყოს რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გახსნას. ასევე, მზადყოფნა გამოხატა, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარებაში. სატელეფონო საუბრისას, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუწოდა, გაათავისუფლოს ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროები, ხოლო სომხეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თურქეთთან ურთიერთობის…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქე ქართული დაზვერვის დავალებით აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას. დაკავებისას, საქართველოს მოქალაქეს თან ჰქონდა, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ბარათი,ქართული აფთიაქების ფასდაკლების ბარათები და  ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტები.

მეტი...

თურქეთი ელოდება, რომ კიევი და მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ვალდებულებებს შეასრულებენ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ელოდება, რომ კიევი და მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ. „ჩვენ ველოდებით, რომ ისინი დაემორჩილებიან ხელმოწერილ შეთანხმებებს და იმოქმედებენ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობების შესაბამისად,”- განაცხადა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. შეგახსენებთ, 22 ივლისს რუსეთმა, უკრაინამ, გაერო-მ და თურქეთმა  ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც  უზრუნველყოფს უკრაინის შავი ზღვის ნავსადგურებიდან გემების მარცვლეულის ექსპორტს.

მეტი...