სენატორი საქართველოს მიმართავს, დიპლომატებზე თავდასხმები შეწყვიტოს

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს სენატორი ჯიმ რიში ეხმიანება. როგორც სენატის წარმომადგენელი აცხადებს, მათზე თავდასხმები უნდა შეწყდეს.

„ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური უთანხმოება დიალოგით უნდა მოგვარდეს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება საქართველოში მედიაში საჯაროდ მიმდინარეობს. ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი დიალოგით და არა მაპროვოცირებელი საჯარო რიტორიკით. ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს და იპოვოს საერთო საფუძველი რეალური პროგრესის მისაღწევად. მიზანმიმართული პოლიტიკური პოლარიზაცია ემუქრება ქართულ საზოგადოებას და მე სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი, თუ ის ამ დილემის გადალახვას ვერ შეძლებს“, – აცხადებს სენატორი.

 

მსგავსი თემები