,,ღმერთმა არ ქნას ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო ყველაფერს ვიტყვით”- სოზარ სუბარი

საქართველოს პარლამენტის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ფლობს ინფორმაციებს სხვადასხვა სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ყველაფერს იტყვის.

,,ასეთ დროს, როცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, რომ კითხვები გვაქვს. არ გვინდა ამ წუთში ყველაფრის თქმა, ღმერთმა არ ქნას ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ მმართველი გუნდი, რომ ყველაფერს ვიტყვით. დეტალებში ვიცით შინაარსი საუბრების, რომელიც იყო სხვადასხვა სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

,,გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ”- სოზარ სუბარი – (mcm.ge)

მსგავსი თემები