რუსულმა ძალებმა დერგაჩევსკი დაბომბეს – არიან დაჭრილები

დერგაჩევსკის მერის, ვიაჩესლავ ზადორენკოს ინფორმაციით, ხარკოვში, დერგაჩევსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბავშვი. მისივე თქმით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,რუსულმა ჯარებმა კვლავ დაბომბეს უკრაინის მიერ კონტროლირებადი დერგაჩევსკის რაიონის დასახლებები. პრუდიანკაში საარტილერიო დარტყმების შედეგად სამმა ადგილობრივმა საშუალო სიმძიმის და მძიმე დაზიანებები მიიღო. მათ შორისაა 12 წლის ბიჭი და ორი შუა ხნის კაცი”, – განაცხადა ზადორენკომ.

მსგავსი თემები