მეტროში, არასრულწლოვან შშმ  პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.

დაკავებული პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 12 ნაფიცი მსაჯულიდან 8 ნაფიცმა ნუკრი ბაქრაძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა.

სასამართლომ მას სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც მეტროს ერთ-ერთ სადგურზე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არადამიანური მოპყრობა იყო ასახული.

მსგავსი თემები