მკვლელობა დაბადების დღეზე – პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

ცხვარიჭამიაში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი 20 წლის  ბიჭის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ  7 პირი დააკავა.

ამ დროისთვის, უცნობია, არის თუ არა დაკავებულებს შორის პირი, რომელმაც მირიან კუკავას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, სასტიკი მკვლელობა  ცხვარიჭამიაში  გუშინ დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა. მკვლელობას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.  20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მსგავსი თემები