უკრაინა ამერიკას შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ შეიარაღებას სთხოვს, რც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება. როგორც პოდოლიაკი აცხადებს, კრემლს საკუთარ ადგილს მხოლოდ ძლიერი შეიარაღება მიუჩენს.

„რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და უკრაინას, მაგრამ „ჩაყლაპა“ ფინეთის ნატოში გაწევრიანება. მოსკოვი ემუქრება მოლდოვას, მაგრამ თავს არიდებს დაპირისპირებას თურქეთთან. პუტინი თავს შეშლილად გვაჩვენებს, მაგრამ, არ არის. ის არის მოძალადე, რომელიც ჩაგრავს სუსტს და გაურბის ძლიერს. რა უჩენს მოძალადეებს თავის ადგილს? #ATACMS და შეიარაღებული უკრაინა“ – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

უკრაინა აშშ-ს შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას ითხოვს,  რომლის მოქმედების ვადა 310 კილომეტრია.

 

მსგავსი თემები