აშშ-ის სენატი, ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს მისი ქმედებებისთვის საქართველოში, უკრაინაში, სირიასა და ჩეჩნეთში

აშშ-ის სენატმა  მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს მისი ქმედებების განო  ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ პუტინის მითითებით აღნიშნულ ქვეყნებში ხორციელდებოდა სამოქალაქო ცენტრების დაბომბვა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ პუტინის მითითებით რუსეთის ფედერაცია ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში სამოქალაქო ცენტრების მისამართით განურჩეველი ცეცხლის გახსნას ხელმძღვანელობდა და გასცემდა განკარგულებას, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი; ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მთელ უკრაინაში უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრებლები მასობრივად სიკვდილით დასაჯეს და თავიანთი სისასტიკეების მასობრივი სამარხებით დამალვა სცადეს, სენატი განიხილავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსეთის მთავრობის ქმედებებს, როგორც ტერორისტული აქტების დაფინანსებას; ასევე, მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, შეიყვანოს რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

მსგავსი თემები