,,მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, ელჩი გაემიჯნებოდა უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ელჩს თავიდანვე შეეძლო დაედასტურებინა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა.

კობახიძის თქმით, მათ შორის მეგობრული შეხვედრა რომ გამართულიყო, კელი დეგნანი გაემიჯნებოდა ,,ბიძინა ივანიშვილზე  უსამართლო შეტევას”.

,,სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია თავიდანვე არ დადასტურდა. მარტივად შეეძლო ელჩს რა თქმა უნდა პასუხის გაცემა. ამ კითხვაზე მას შეეძლო ეთქვა, რომ შეხვედრა შედგა ომის დაწყების შემდეგ. ასეთ დროს ბუნებრივია საზოგადოებას აღარ ექნებოდა რაიმე დამატებითი კითხვის ნიშნები, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. შემდეგ გავრცელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი რის შემდეგაც, ელჩმა, საბოლოო ჯამში დაადასტურა ეს შეხვედრა. ასეთ დროს, როდესაც მარტივად შეგიძლია გასცე კითხვას პასუხი და ამ პასუხს არ გასცემ, ბუნებრივია ჩნდება საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები და მითქმა-მოთქმა რაც ძალიან ცუდია.

ერთ რამეს გეტყვით, რომ პირადი შეხვედრა რა თქმა უნდა ეს ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის. და ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. აქ ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმის, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი, დასმულიყო კითხვები და გასცემოდა ამ კითხვებს პასუხი. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი მინიმუმ, ელჩი ასეთ შემთხვევაში გაემიჯნებოდა უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,მკაფიოდ ვიტყვი, არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე”- კელი დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები