მდინარე სუფსაში გადავარდნილი სატვირთოს მძღოლი გადარჩა

სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც მდინარე სუფსაში გადავარდა, ცოცხალია. მას დაზიანებები არ მიუღია. მამაკაცი მდინარიდან მაშველებმა და მეთევზეებმა ამოიყვანეს. რაც შეეხება ტრაილერს, მისი ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც ტრაილერის მძღოლი აცხადებს წინ მიმავალმა მანქანამ დაამუხრუჭა, მან კი საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. მძღოლი მანქანიდან თავად გადმოძვრა. „ჩემ წინ ავტომანქანების კოლონა მიდიოდა, სხვა გზა არ მქონდა დავამუხრუჭე და გადავვარდი. მაშველებმა გამომიყვანეს, მანქანის ამოყვანა ჯერ არ მოხერხდება. მოძრაობა რომ შენელდება, გვიან ღამით ამოვიყვანთ ,“ – განაცხადა ტრაილერის მძღოლმა, ალექსი მაისურაძემ.  

მეტი...

ეპისკოპოსი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავარი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) ავტოკასტასტროფაში გარდაიცვალა. ეპისკოპოსი სამთავისის და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. ის 62 წლის ასაკში დაიღუპა.  

მეტი...

ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 8 ადამიანი დააკავეს

პროკურატურამ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების,  დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით რვა პირს ბრალდება წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და  ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის  დ.ჯ. – დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა  დროსაც დ.ჯ.-მ მირიან კუკავას დანით ჭრილობები…

მეტი...

გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე „პარაგლაიდინგის ფედერაცია“ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს

დღეს, 20:00 საათზე, „საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის“ ხელმძღვანელები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.  ფედერაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ გუდაურში გუშინ მომხდარ ტრაგედიასა და ზოგადად, პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, რეგულაციებსა და წესებზე.  

მეტი...

გურიაში, ტრაილერი მდინარე სუფსაში გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა გურიაში. ტრაილერი, რომელი ხიდზე გადადიოდა, მდინარე სუფსაში გადავარდა. ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამაშველოს, სასწრაფო ბრიგადები და მიმდინარეობს შესაბამისი ოპერაცია. მოძრაობა პარალიზებულია.

მეტი...

რუსეთს სანქციებს ფინეთიც უწესებს

რუსეთის მოქალაქეები ფინეთის ტერიტორიაზე ვერ შევლენ. ეს იქნება ახალი სანქცია რუსეთის შესაჩერებლად, რომელსაც ფინეთის მთავრობა გეგმავს. ფინეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადა რუსეთის მოქალაქეების აქტიურად ჩადიოდნენ როგორც სამოგზაუროდ, ისე სავაჭროდ. მხოლოდ ერთ თვეში, ფინეთში 150 000-ზე რუსეთის მოქალაქის შესვლა ფიქსირდება. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვა უკრაინის მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნება, ფინეთის მხრიდან.  

მეტი...

„გთხოვთ, მაპატიეთ“ – ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანისტის დედა

გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ერთადერთი გადარჩენილი ჰყავს – 32 წლის  ნუგზარ რაზმაძე. რაზმაძე კლინიკაში იმყოფება, მან მოტეხილობა მიიღო, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. მუხლებზე დაჩოქილი დაშავებულის დედა დაღუპულთა ოჯახებს პატიებას სთხოვს. „ვინც იქ ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა, ჩემი შვილის გამო დაიღუპა. მათ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ. მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიონ. ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ. რა დღეში ჩაცვივდა ხალხი ჩემი შვილის გამო, ისინი მედარდება. გთხოვთ, მაპატიეთ“ – ამბობს დედა, რომლის შვილის სიცოცხლეს შემთხვევით გადაურჩა. პარაპლანისტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა ვერ ხერხდება. ოჯახის ადვოკატი კი აცხადებს, რომ სამართალდამცველებთან ითანამშრომლებენ. შეგახსენებთ,…

მეტი...

გუდაურიდან დაღუპულთა ცხედრები ამოასვენეს და პროზექტურაში გადაასვენეს

სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდნილი ვერტმფრენში მყოფი 8ვავე ადამიანის ცხედარი ხრამიდან ამოასვენეს და პროზექტურაში გადაასვენეს. ასევე ამოსვენებულია უცხოელი ტურისტის ცხედარი, რომელიც პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომელიც სამაშველო ოპერაციას ახორციელებდა, ხეობაში ჩამოვარდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი. ექსპერტიზა დაახლოებით 2 კვირაში დაადგენს მიზეზს.  

მეტი...

ვინ არიან ის ადამიანები, ვინც სამაშველო ოპერაციისას დაიღუპნენ?!

​მფრი­ნა­ვე­ბი: ანდრო ქუჯოშვილი,​ ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმიტრი ქა­ა­ძე; მაშ­ვე­ლე­ბი:  კახა ტორ­ჩი­ნა­ვა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; სასწრაფოს დახმარების ექი­მები:  ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და  გიორგი ვე­ნეც­კი – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც გუდაურში, პარაპლანით ჩამოვარდნილი ტურისტის საშველად მიფრინავდნენ, თუმცა, ეს საბედისწერო ფრენა სიცოცხლის ასად დაუჯდათ. შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისას,  სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ის ადგილზე აფეთქდა. დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი. გარდაიცვალა უცხოელი პარაპლანისტიც. გადარჩა მხოლოდ ერთი ქართველი, რომელიც უცხოელთან ერთად პარაპლანზე იმყოფებოდა. ის კლინიკაში იმყოფება. მომხდარის გამო, საქართველოში დღეს გლოვის დღეა.  

მეტი...

„მოღალატეები“ – ასეთია მათი სტატუსი, ვინც რუსეთი დატოვა

რუსეთის მხრიდან უკრაინასთან დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაცია ათასობით ადამიანმა დატოვა. იმ დისკომფორტისა და სანქციების გამო რაც ფედერაციას მსოფლიომ დაუწესა, რუსეთს მოქალქეები ქვეყანას ტოვებენ. გარბიან იქ, სადაც შეუძლიათ და თან გადააქვთ თავიანთი ბიზნესი. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეები შექმნილი დისკომფორტის გამო ათასობით შემოდიან, საქართველოა. დუმის სპიკერი ამ ადამიანებს მოღალატეებს უწოდებს. „ისინი, ვისაც ამ დროს დალოდება სურდათ, წავიდნენ თბილ ქვეყნებში და იქიდან უყურებენ ამ ყველაფერს, უნდა იცოდნენ, რომ მოღალატეები არიან“, – ასეთია რუსეთის დუმის სპიკერის,  ვიაჩესლავ ვოლოდინის შეფასება.  

მეტი...

რუსეთი ამერიკისგან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გადაცემას ითხოვს

რუსეთი ამერიკას საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში პატიმრობაში იმყოფებიან, მაშინ დაუბრუნებს, თუ აშშ რუსეთს რუს იარაღით მოვაჭრის – ვიქტორი ბუტისა და საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელის – ვადიმ კრასიკოვს გადასცემს. რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის გაცვლას ითხოვს. კრასიკოვი ის ჯაშუშია, რომელსაც  ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მან  ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს, ბერლინის ცენტრში მოკლა. ის სასჯელს გერმანიაში იხდის. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გერმანელებს მიმართეს, რამდენად აქვთ კრასიკოვის „ვაჭრობაში ჩართვის“ მზაობა.

მეტი...

8 გარდაცვლილი და ერთი გადარჩენილი

გუშინ, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას მხოლოდ ერთ გადარჩენილი ჰყავს. პარაპლანისტი ხრამიდან ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს, მას მხოლოდ მოტეხილობები აღენიშნება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. რაც შეეხება ტურისტს, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა, ადგილზე გარდაიცვალა. ადgილზე გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი 8 ადამიანიც, რომლებიც ჩამოვარდნილი ტურისტის გადასარჩენად მიფრინავდა.

მეტი...

დღეს გლოვის დღეა

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღეს საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები ყველა ადმინისტრაციული შენობიდან დაეშვება. შეგახსენებთ, რომ გუდაურში მომხდარ ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი ტურისტია, რომლის გადასარჩენადაც სამაშველო ბრიგადა მიფრინავდა, თუმცა, შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა.  

მეტი...

გუდაურში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

გუდაურში ჩამოვარდნილი სამაშველო ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების ამოსაყვანად შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდაცვლილთა ოჯახები კი ცხედრებს ელოდებიან. როგორც გარდაცვლილი პოლოტის, პოლიციის პოლკოვნიკ ზაზა ლორიას მეუღლე აცხადებს, მისი მეუღლე შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, სამაშველო ოპერაციის გამო გამოიძახეს. შს მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილების ამოსვენების სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გაგრძელდება, სანამ რვავე გარდაცვლილს არ ამოიყვანენ. შემდეგ კი მათ პროზექტურაში გადაასვენებენ. შეგახსენებთ, რომ გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი უცხოელი ტურისტის დასახმარებლად თბილისიდან სამაშველო ჯგუფი გაფრინდა. ვერტმფრენი კი სამაშველო ოპერაციის დაწყებისას ხრამში ჩავარდა და აფეთქდა.  

მეტი...