„მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების  მატების გამო, სან ფრანცისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სან ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების  მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

სან ფრანცისკოს მერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ადგილობრივ ხელისუფლებას მობილიზაციის მეტ საშუალებას მისცემს.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქალაქში მაიმუნის ყვავილის 260 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. გავრცელებული ცნობით, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ზრდის გამო აშშ-ში რეგულაციების დაწესება ჯერჯერობით არ იგეგმება.

მსგავსი თემები