„ვითხოვ ისეთ რამეს, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს“, – უკრაინის პირველი ლედი კონგრესში

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა უკრაინაში იმყოფება. მან დღეს კონგრესში შეხვედრა განმარტა, სადაც, მისი მეუღლის, უკრაინის პრეზიდენტის ანალოგიურად, ამერიკას მეტი იარაღი სთხოვა. „სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება.  მოგმართავთ ყველას სახელით, ვინც დაიღუპნენ, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც დაკარგეს ხელები და ფეხები, მათ სახელით, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები და კარგად არიან და ვინც ელოდება ოჯახების დაბრუნებას ფრონტიდან. ვითხოვ ისეთ რამეს, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს“, – განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. ოლენა ზელენსკას განცხადებით, მეტი იარაღი იქნება მეტი იმედი იმისა, რომ ომი მალე დასრულდება. „არ ვიცი, შეძლებს თუ…

მეტი...

ევროპარლამენტარი დეოლიგარქიაზე საუბრობს და მეტ განმარტებებს იძლევა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ  დეოლიგარქიზაცია უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემური საკითხი. „ვფიქრობ, დეოლიგარქიზაცია  უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემური საკითხი. ეს ასევე მოიცავს ინკლუზიურობას. მნიშვნელოვან პოზიციებზე მნიშვნელოვანი დანიშვნები უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ იყოს გამჭვირვალე და არავის, არც რომელიმე ინსტიტუციას ან პოლიტიკურ პარტიას, ჯგუფს, არ აძლევდეს პროცესის მონოპოლიზების საშუალებას. ვფიქრობ, ეს არის სისტემური საკითხი“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა პარლამენტში. მან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი პროცესია. „როგოც მმართველ პარტიას აქვს გეგმა, როგორც ჩანს, გეგმა აქვს ოპოზიციურ პარტიასაც.…

მეტი...

„აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავრთოთ“ – ევროპარლამენტარი

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ ვალდებულებები შესასრულებელია. როგორც ევროდეპუტატმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, აქ იმყოფება ქვეყნის მხარდასაჭერად და არა ომში ჩასართავად, როგორც ამას მმართველი გუნდის წევრები მიანიშნებენ. „არსებობს კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მაგიდაზე დევს. ჩვენ ყველამ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ თქვენს ქვეყანაში, პერსონალურად, პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად. გვსურს, რომ ის, რაზედაც შეთანხმება მოხდა, მაგალითად შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, შესრულდეს, ეს არის ევროკავშირთან ურთიერთობების საფუძველი. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მხარდამჭერები. ჩვენ აქ ვართ არა იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავრთოთ,…

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ევროპარლამენტის დელეგაციის კითხვის პასუხად, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შესრულების პროცესი და რომ საქართველოს პარლამენტი შემდეგი ექვსი თვის მანძილზე მათ განხორციელებაზე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.  

მეტი...

„ჩამოვედით არა მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების შესაფასებლად, არამედ, პოლიტიკური მოვლენების დასაკვირვებლად“ – ევროპარლამენტარი

საქართველოში ვიზიტად მყოფი ერთ-ერთი ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ დელეგაციის ვიზიტის მიზანი მხოლოდ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების შეფასება არ არის. როგორც სვენ მაქსერი აცხადებს, ქვეყანაში  პოლიტიკურ ვითარაბასაც სათანადო შეფასება სჭირდება. „საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტამ გამართოს ყოველდღიური პოლიტიკური მსჯელობა და იმუშაოს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის ლეგიტიმური მისწრაფების განხორციელებაზე, რომ ოცნება, ევროკავშირის წევრობაზე ასრულდეს. აქ ვიმყოფებით არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულების შესაფასებლად, არამედ საქართველოში არსებული სიტუაციისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების დასაკვირვებლადაც. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენ მზად ვართ, ამ კუთხით, საუკეთესო რჩევის მისაცემად“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა. დელეგაცია, ამ წუთებში, შეხვედრას პარლამენტში მართავს.  

მეტი...

„როგორ შეიძლება საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი?!“ – ევროპარლამენტარი საქარველოს პარლამენტში

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში იმყოფებიან და ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. როგორც დევიდ მაკკალისტერმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აღნიშნა, ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ახლა საქმე ეხება კითხვას – როგორ შეიძლება საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. „ევროკომისიამ შეადგინა დასკვნა, სადაც შემოთავაზებულია 12 რეკომენდაცია. ახლა საუბარია საქართველოს მიერ ამ 12 რეკომენდაციას შესასრულებლად მუშაობაზე. ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ჩვენი გზავნილი არის ის, რომ მოვუწოდებთ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, მთავრობას, მმართველ პარტიას და ოპოზიციურ პარტიებს, რომ იმუშაონ ერთად ამ 12 რეკომენდაციის სწრაფად შესასრულებლად. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს…

მეტი...

„ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს“ – გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე  გიორგი გახარია მმართველი გუნდის მხრიდან ევროკავშირის ელჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს. როგორც გახარია აცხადებს, ელჩების ბულინგი მიუღებელია. ‘ „აშშ-ს ელჩის შემდეგ, საქართველოს მმართველი პარტია თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, რომელიც ასრულებს თავის მისიას. ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს და მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ“, – აცხადებს გახარია. შეგახსენებთ, რომ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის მუშაობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში. ,,კარლ ჰარცელი მხოლოდ…

მეტი...

„არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს“ – პრეზიდენტი ევროპარლამენტარებთან

საქართველოს პრეზიდენტიმა და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპული გზა, ეს არის გადადგმული ნაბიჯი და უკან დახევა არ იქნება. „ეს ვიზიტი იმართება დღეს, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, რომლიც ჩვენი ევროპული მომავლისთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჩვენთვის, ალბათ, ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანია. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს დელეგაცია საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რაც ხაზს უსვამს ასევე, დღევანდელ მსოფლიოში რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. საქართველო და ევროკავშირი – ჩვენ უნდა გვესმოდეს (და ეს ალბათ,…

მეტი...

,,საქართველოს შეფასება გაგრძელდება მისი დამსახურებების შესაბამისად”- დევიდ მაკალისტერი

,,ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, რათა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში იცხოვროს. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა შეასრულონ ეს ლეგიტიმური სურვილები,”- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბრიფინგზე განაცხადა. ევროპარლამენტარის განმარტებით, ევროკავშირის გაფართოება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას. ,,მინდა ევროპარლამენტის პოზიცია გავიმეორო, გაფართოება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, რომელიც ეხება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკასა და  ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას. ეს პროცესი ეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს და არ ექვემდებარება ვაჭრობას.  საქართველოს შეფასება გაგრძელდება…

მეტი...

,,კარლ ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. „მე სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარების გაკეთება არ მიყვარს და არ მჩვევია. რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, მას შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დიპლომატიური მისია საქართველოში დაასრულა.

მეტი...

,,ევროპარლამენტარებს გავაცნობთ თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს ოლიგარქის ცნება და ვის არა”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებს გააცნობს რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ გაიმართება. „ყველა თემაზე გვექნება საუბარი, ყველა თემას შევეხებით, მათ შორის ჩვენს ხედვებთან დაკავშირებით 12 პუნქტის შესრულების გეგმაზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა ამაზე. ჩვენ გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს მაგალითად ოლიგარქის ცნება, ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა. რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ბიძინა ივანიშვილს რა…

მეტი...

,,ამერიკელებთან ახლოს დარჩი, დაიცავი უკრაინელები და დაიცავი თავისუფლება”- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მან მისია დიდწილად შეასრულა. „ჩვენ დავეხმარეთ, მე დავეხმარე ამ ქვეყანას პანდემიის გადალახვაში და დავეხმარე სხვა ქვეყანას, რომ ბარბაროსებისგან გადარჩენილიყო და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს საკმარისია გასაგრძელებლად. მისია დიდწილად შესრულებულია. აქ ყველას მადლობა მინდა გადავუხადო და Hasta la vista, baby”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა. გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას ჯონსონმა მომავალ პრემიერ-მინისტრს ასეთი რჩევა მისცა: ,,მინდა, გამოვიყენო ბოლო რამდენიმე წამი, რათა რამდენიმე რჩევა მივცე ჩემს მემკვიდრეს, ვინც იქნება ის. პირველი – ამერიკელებთან ახლოს დარჩი, დაიცავი უკრაინელები და დაიცავი თავისუფლება და დემოკრატია…

მეტი...

,,როგორც არ უნდა „დაალაგო“ “ფეიკი”, საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს”- მამუკა მდინარაძე წერეთელი-ოხანაშვილის ინციდენტზე

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი,  მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც  აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მდინარაძის თქმით, წერეთელმა  კამერების გასაჯაროების შიშით ინციდენტის შესახებ თავდაპირველი ვერსია შეცვალა. ,,როგორც არ უნდა „დაალაგო“ “ფეიკი”, საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს! ალბათ გახსოვთ ორი ვერსია ამერიკის საელჩოში მომხდართან დაკავშირებით: პირველის მიხედვით, წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო ანრი ოხანაშვილს, ყურში ჩაჩურჩულებით (რაც მაშინ ზოგიერთისთვის სასაცილოდაც „ჩანდა“), მუქარითა და უბინძურესი ბილწსიტყვაობით, უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც შემდეგ ინციდენტი მოყვა. მეორე ვერსიით, დეპუტატები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უმიზეზოდ, თავს დაესხნენ წერეთელს. გუშინ წერეთელმა მის მიერ…

მეტი...

,,არ დავუშვებთ, უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდეს იარაღი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიებს”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმუქრება და აცხადებს, რომ უკრაინა დასავლეთისგან შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას თუ მიიღებს, სპეცოპერაციის გეოგრაფიული მიზნები შეიცვლება. მისივე თქმით, მარტის ბოლოს აღნიშნულ საკითხზე ვითარება არსებითად განსხვავებული იყო. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინის ამ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს ზელენსკი, ან ის, ვინც მას შეცვლის, არსებობდეს იარაღი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიებს და იმ რესპუბლიკების ტერიტორიებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ახლა კი გეოგრაფია სხვა არის. უკვე აღარ არის მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ახლა არის კიდევ ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები, სხვა ტერიტორიები და ეს პროცესი გრძელდება,”- განაცხადა სერგეი…

მეტი...

,,ვიცი, ვატო წერეთელმა რა ჩასჩურჩულა ყურში ანრი ოხანაშვილს”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მან იცის რა ,,ჩასჩურჩულა” ანრი ოხანაშვილს ვატო წერეთელმა. კობახიძის თქმით, ადგილი ჰქონდა უმძიმეს, პირდაპირს შეურაცხყოფას, რასაც   ეთიკის და კანონის ფარგლებში გასცა პასუხი ოხანაშვილმა. “მე ვიცი, მან (ვატო წერეთელმა) რა თქვა, რა ჩასჩურჩულა ყურში ანრი ოხანაშვილს. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში მან ტყუილი თქვა. მან უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, რასაც თავიდან უარყოფდა, შემდეგ მიხვდა, რომ მოუწევდა ამის გადათქმა, შესაძლოა, კამერების ჩანაწერები არსებობდეს, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პროვოკაცია მისი დაწყებულია. ამიტომ გადათქვა პირველი ტყუილი. მეორე შემთხვევაშიც ტყუილი თქვა, საერთოდ…

მეტი...

,,ახლა გვჭირდება მოქმედებები მიზნის მისაღწევად და არა დაყოფა, ურთიერთბრალდებები”- დევიდ მაკალისტერი

,,მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმებით. ის, რაც ახლა გვჭირდება, არის მოქმედებები მიზნის მისაღწევად და არა შემდგომი დაყოფა და ურთიერთბრალდებები,”- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბრიფინგზე განაცხადა. ევროპარლამენტარის თქმით, ახლა ხელისუფლების წარმომდგენლებისთვის საკვანძო მომენტია, აჩვენონ პოლიტიკური მზაობა იმ ევროპული ამბიციების განსახორციელებლად, რომელიც ქართველ ხალხს აქვს. ,,ევროპის კავშირი ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე, კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია. ის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს და ჩართულია ამ პროცესში,  თავისთავად აჩვენებს იმ უდიდეს მხარდაჭერას,…

მეტი...

„კავშირები, რომ არსებობდა გოგაშვილს  და „ნაცმოძრაობას“ შორის, ეს არის დღესავით ნათელი”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღესავით ნათელია, რომ სოსო გოგაშვილსა ,,ნაციონალურ მოძრაობას” შორის გარკვეული კავშირები არსებობდა. მისივე თქმით, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს „ნაცმოძრაობის კუთვნილ” მედია საშუალებებთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი. „კავშირები, რომ არსებობდა მასსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ეს არის დღესავით ნათელი. მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედია საშუალებებთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი. რას ეფუძნებოდა ეს არ ვიცოდით, ახლა რაღაც ეჭვები, როგორც ჩანს გაჩნდა, არის რაღაც მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ამით ყველა უნდა დაინტერესდეს მათ შორის, შეიძლება გამოძიებაც დაინტერესდეს ამ ყველაფრით“, – განაცხადა ირაკლი  კობახიძემ.

მეტი...

აგვისტოდან საქართველოში ქორწინების რიტუალის ჩატარება ძვირდება

პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება. კერძოდ,  ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი – 135 ლარი. სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაციის საფასური, ამ ეტაპზე 170 ლარს შეადგენს, აგვისტოდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.

მეტი...

,,საინტერესოა, აშშ-ის ელჩისგან მივიღოთ მკაფიო პასუხი, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, რომელზეც საუბრობს მოსამართლე”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,  აშშ-ის ელჩისგან ელოდებოდა მკაფიო განმარტებას და იმ ბრალდების უარყოფას, რომელზეც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ისაუბრა. მისივე განმარტებით, საინტერესოა გაეცეს მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა და განხორციელდა თუ არა ზეწოლა მოსამართლეზე. „სასამართლო რომ ზეწოლისგან თავს იცავს, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ამას რეალურად, ობიექტურად ვერავინ ვერ დაარქმევს ვინმეს წინააღმდეგ კამპანიას. თუ სასამართლოზე ხორციელდება ზეწოლა და სასამართლო ამისგან თავს იცავს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. სასამართლო არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ამ ინსტიტუტს წარმოადგენენ მოსამართლეები და შესაბამისად, როდესაც ისინი თავს იცავენ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი ლოგიკური…

მეტი...

,,ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს არ აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან”- კახა კალაძე

,,ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს რაც შეეხება, მას ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან საერთო არ აქვს,”- ასე უპასუხა თბილისის მერმა,  კახა კალაძე  კითხვას, თუ რა საკითხზე იმსჯელებს მმართველი გუნდი თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე იმ დროს, როდესაც ცალკეული ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ დეოლიგარქიზაცია დეივანიშვილიზაციას გულისხმობს. თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი განცხადებები კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი განცხადებებია. „მე არ ვიცი, რომელ ევროპარლამენტარებზე საუბრობთ. ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს რაც შეეხება, მას ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან საერთო არ აქვს. ევროპა და ევროპული ღირებულებები სხვანაირად წარმომიდგენია. განცხადებები, რომლებსაც ვისმენდით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი განცხადებებია და არა საქართველოს მეგობრების მხრიდან გაკეთებული…

მეტი...

,,კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში”- ირაკლი კობახიძე

,,თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე იმედოვნებს, რომ საქართველოში ევროკავშირის მომავალი წარმომადგენელი განსხვავებულად იმოქმედებს. ,,ჩვენ ვერიდებოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო მოქმედი ელჩი ევროკავშირის, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში, ეს იყო მიმდინარე პროცესი და ასე შემდეგ. თუმცა, დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის…

მეტი...

,,12 პუნქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელშიც და ველოდები იქ ხელისუფლების წარმომადგენლების წასვლას”- სალომე ზურაბიშვილი

,,12 პუნქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელშიც და კიდევ ველოდები იქ ხელისუფლების წარმომადგენლების წასვლას”,- ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით,  დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქვეყანამ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა. მისივე თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. ,,ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგიერთი ნაწილი. მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტში და ამისთვის მოვაწერე ხელი განცხადებას,…

მეტი...

,,სამწუხაროდ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია”- დევიდ მაკალისტერი

,,სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის – პოლარიზაცია და ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით, რომ დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად,”- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ევროპარლამენტარის განცხადებით,  საქართველოსთვის ევროპუსი პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის პარლამენტმა გამოხატა მხარდაჭერა ქართველ ხალხის მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველო დაუახლოოს ევროპულ კავშირს. „წინა თვეში გადაწყვეტილება ევროპის საბჭოსი გახლდათ მართლაც და ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს გახლავთ…

მეტი...

,,ბრალდებები, რომ ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია”- სალომე ზურაბიშვილი

,,ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში, ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. „ვიზიტი ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი…

მეტი...

,,თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს დერეფნის გამოყენებით, ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა”- ლევან დავითაშვილი

,,თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები,” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, თურქმენეთში განაცხადა. მისი თქმით, თურქმენეთთან ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას იძლევა, აშხაბადთან პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. „ორმხრივი შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება ეკონომიკაში. ასევე ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აშხაბადთან ჩვენ პირდაპირი ფრენები დავნიშნოთ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ის,…

მეტი...

,,რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს”- ბენ ჰოჯესი

ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ  რუსეთი უკრაინაში დამარცხდება. მისივე თქმით. მარცხის შემდეგ რუსეთი მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს და საქართველო ამ შესაძლო სცენარისთვის მზად უნდა იყოს. ,,რუსული ძალები დაიღალნენ და ადამიანური ძალის დეფიციტს განიცდიან. ვფიქრობ, იქნება დინების ცვლილება ადგილზე – ეს არ იქნება უზარმაზარი, მაგრამ იქნება შესამჩნევი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, დასავლეთი უკრაინელებს მივაწვდით ყველაფერს, რასაც დავპირდით, გვექნება შანსი, რომ უკრაინამ რუსული ძალები 23 თებერვლის ხაზზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნოს”, – განაცხადა ჰოჯესმა. გენარალ ჰოჯესის თქმით, რუსებს ცოცხალი ძალის სერიოზული პრობლემა აქვთ. “ისინი ფაქტობრივად…

მეტი...

,,მერია გარემოვაჭრეებს მოწესრიგებულ ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერია გარევაჭრობის აღკვეთის ღონისძიებებს განაგრძობს და გარემოვაჭრეებს მოწესრიგებულ ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობენ. „ბოლო პერიოდში თბილისის მერიამ განახორციელა ღონისძიებები მეტროების მიმდებარე ტერიტორიებზე გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით, რაც კანონით დაუშვებელია. ქალაქში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც გარევაჭრობა ხდება. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. იგივე იყო სამგორში, გლდანში. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეებს…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის  სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი სააკაშვილის  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა. პროცესზე მოსამართლეს  დაცვის მხარემ კლინიკის ცნობა წარუდგინა, რომლის თანახმადაც , სააკაშვილს აღენიშნება ძლიერი საერთო სისუსტე და უჭირს გადაადგილება, რის გამოც მიზანშეწონილი არ არის მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესში. მოსამართლემ მომდევნო სხდომა 24 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩანიშნა.  

მეტი...

,,არც ერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრებელი ფართის გარეშე არ დარჩება”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის პროცესს განაგრძობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში 53 ბინაა შესყიდული. „მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია უსახლკაროთა საცხოვრებელებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. 53 ბინა არის შეძენილი და ხდება ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. უსახლკაროს სტატუსი, დაახლოებით, 400-მდე ოჯახს აქვს. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არც ერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრებელი ფართის გარეშე არ დარჩება.   ყველას გვერდით დავუდგებით და მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა ასეთი ოჯახი ბინებით იქნება დაკმაყოფილებული. ვისაც სტატუსი ჯერ…

მეტი...

წისქვილკომბინატები ამუშავებას ითხოვენ, სანაცვლოდ კი ე.წ. სოციალურ ფქვილს ქარხნებს არსებულ ფასად მიაწვდიან

წისქვილკომბინატები, რომლებიც დღეს გაჩერებულები არიან, ხელისუფლებას ორ შეთავაზებას უკეთებენ. იმისათვის, რომ ქვეყანაში ხორბალი შემოვიდეს და წისქვილომბინატებმა მუშაობა შეძლოს, ისინი ფქვილი დაბეგვრას ითხოვენ. სანაცვლოდ კი, პირობას იძლევიან, რომ ქარხნებს ფქვილს იმ ფასად  მიაწვდიან, რომ „სოციალური პური“ არ  გაძვირდეს. „ჩვენ ვკითხეთ პურის მწარმოებლებს, რამდენი ტონა ფქვილი სჭირდებათ მათ იმისთვის, რომ თვეში გამოაცხონ ე.წ. სოციალური მოხმარების პური, რომელზეც არის მოსახლეობის ოპერირება, რომ ის არ გაძვირდეს. პასუხი არის შემდეგი:  იმისთვის, რომ ყოველდღიური სოციალური პური გამოაცხოს, პურის მწარმოებელს სჭირდება 7 ათასი ტონა ფქვილი. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება არის ასეთი – 7 ათასი ტონა ფქვილი, რომელიც სჭირდებათ…

მეტი...

,,აშშ-ზე თავდასხმა იმ ანტიდასავლური ისტერიის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მხრიდან”- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების” წევრი, ლევან იოსელიანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადებას ეხმიანება, რომლითაც საბჭოს წევრები ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს მხარდაჭერას უცხადებენ. ლევან იოსელიანის განცხადებით, აშშ-ის მიმართ პრეტენზიები და თავდასხმა იმ ანტიდასავლური ისტერიის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მხრიდან. „არავის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც აშშ-მა გააკეთა ბოლო 30 წლის მანძილზე. ყველას გვესმის, რა სავალალო მდგომარეობაშია სასამართლო, მაგრამ ის, რომ ინფრასტრუქტურა არსებობს, ბევრი მოსამართლე ბევრად ერუდირებულია, აშშ-ს დამსახურებაა, ამიტომ მათ მიმართ პრეტენზიები და მათზე თავდასხმა იმ ანტიდასავლური ისტერიის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდია მიმდინარეობს…

მეტი...

„ქარხნებში ფქვილის მარაგი არის, 2 თვე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

მსოფლიოსა და საქართველოში ბლის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე  „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარება საკმაოდ რთულია. მისი თქმით, ახლა ყველა უკრაინული ნავსადგურების განბლოკვას ელოდება, რომ უკრაინული ხორბალი ბაზარზე გავიდეს. „პურის ქარხნებში ფქვილის გარკვეული მარაგი არის. საქართველოში ხორბლის ახალი მოსავლის აღება მიმდინარეობს. ეს, მართალია მცირეა, მაგრამ გარკვეულ დადებით ტენდენციას იძლევა. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ჯამში, შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში შეიძლება ამ მხრივ მშვიდად ვიყოთ იმიტომ, რომ ადგილობრივი ხორბალიც არის და ფქვილიც. ეს თვეები სტაბილური იქნება, თუმცა, შემდგომში წინ…

მეტი...

,,არავის მივცემთ შესაძლებლობას, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერია გარევაჭრობის აღკვეთის ღონისძიებებს განაგრძობს და გარემოვაჭრეებს მოწესრიგებულ ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობენ. „ბოლო პერიოდში თბილისის მერიამ განახორციელა ღონისძიებები მეტროების მიმდებარე ტერიტორიებზე გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით, რაც კანონით დაუშვებელია. ქალაქში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც გარევაჭრობა ხდება. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. იგივე იყო სამგორში, გლდანში. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეებს…

მეტი...

მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, მოქალაქე 5 000 ლარით დაჯარიმდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი დარღვევებისთვის, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი. „არაერთხელ გვითქვამს, რომ დედაქალაქში მწვანე ნარგავების მოვლა, შენარჩუნება, მათი განახლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლებში, 2017 წლიდან დღემდე, საზოგადოება ხედავს, თუ რამდენი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ყურადღება უნდა მივაქციოთ მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, რადგან ჯანსაღი და მწვანე…

მეტი...

,,მე გამიხარდებოდა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოღვაწეობდეს და ჩართული იყოს პოლიტიკურ საკითხებში”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პირადად მას გაუხარდება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოღვაწეობდეს და რაღაცნაირად ჩართული იყოს პოლიტიკურ საკითხებში. მისივე თქმით, ივანიშვილი არც ერთი ფორმით აღარ ერევა პოლიტიკაში „საკითხი მარტივად დგას. სიმართლე გითხრათ, პირადად მე მართლაც გამიხარდებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოღვაწეობდეს და რაღაცნაირად ჩართული იყოს პოლიტიკურ საკითხებში, თუმცა მისი პირადი გადაწყვეტილებაც, რომ უარს აცხადებს ამისგან, რა თქმა უნდა, მოითხოვს პატივისცემას. შესაბამისად, არც ერთი ფორმით აღარ ერევა პოლიტიკაში, მოუხედავად იმისა, ჩვენს ოპონენტებს უნდათ ამის დაჯერება თუ – არა,”- აღნიშნა სარჯველაძემ. დეპუტატის თქმით,  არ არის ისეთი კითხვა,…

მეტი...