აქვს თუ არა გვარამია-სააკაშვილის პატმრობას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან კავშირი?! – ელჩის პასუხი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გვარამია-სააკაშილის პატიმრობის საკითხზე დასმულ კითხვას პასუხობს. როგორც ელჩი აცხადებს, გვარამიასა და სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც, უნდა მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. „ცალკეულ საქმეებზე საუბარი ჩემი მანდატის მიღმაა. ზოგადად, კანონის უზენაესობის დაცვას, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისათვის. იგივე ეხება საქართველოსაც. ადამიანები ფართოდ უნდა იზიარებდენენ შეხედულებას და შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო თავისუფალი და სამართლიანია და რომ მართლმსაჯულება საფუძვლიანად და მიუკერძოებლად ხორციელდება. ეს საქმეები დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ურჩევდა უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებას, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობასთან…

მეტი...

„ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, ყველაფერი საქართველოს ხელშია“ – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად დროა  საჭირო და ეს ერთ ღამეში არ ხდება. როგორც ევროპელი დიპლომატი აცხადებს, სტატუსის მისაღებად სიღრმისეული მუშაობაა საჭირო და ყველაფერი საქართველოს ხელშია. „ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. ის  წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალურიპროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით.გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან,მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე. ამჟამად, ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ   პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად“ – აცხადებს ელჩი. მისივე შეფასებით, მკაფიო ვადები, საქართველო უფრო ადრე მიიღებს სტატუსს თუ თურქეთი, განსაზღვრული არ არის. „წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ვადები რომელიმე პოტენციური კანდიდატის, ან ამჟამინდელი კანდიდატი ქვეყნისთვის არ არსებობს. ის ტემპი, რომლითაც საქართველო  წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულია შემდგომი ნაბიჯები და ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს რეაგირება და რომელთა შესრულება სავსებით შესაძლებელია. ევროპული გზა რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც  ზედმიწევნით მიყვება საკვანძორეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს. წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს: მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი. გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებს, კვლავაც მისი წევრი სახელმწიფოების ხელშია და მათი მისაღებად – პროცედურის მიხედვით – ერთსულოვნება აუცილებელია“ – აცხადებს კარლ ჰარცელი.

მეტი...

“ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოსთვის ეროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ჰარცერმა მიიღო, შემდეგია: შეესაბამება თუ არა სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე? როგორც ელჩი აცხადებს, ეს კატეგორიული სიცრუეა. „კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში…

მეტი...

უმკაცრესი სასჯელი ანასტასია შატალოვას მკვლელობისთვის

სასამართლოს პირველ ინსტანციაში დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმეზე, რომელიც ანასტასია შატალოვას მკვლელობას ეხება. მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში გინება, შეურაცხყოფა და მოსამართლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა მოჰყვა. ბრალდებულმა ბექა ლატარიამ, რომელსაც სასამართლომ 17 წელი მიუსაჯა, მოსამართლეს სასამართლოს დარბაზში აგინა და დაემუქრა, რო მასაც იგივე უწერია, რაც შატალოვას. ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებული  ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მკვლელობის ნაწილში ლატარიას  მაქსიმალური სასჯელი 17 წელი მიესაჯა, 3 წელი კი მანამდე არსებული პირობითი მსჯავრი დაემატა. ბიძინა ხასიას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლევან რაჯავის კი პოლიციელების წინააღმდეგობის…

მეტი...

ნიტრატები და ნიტრიტები საზამთროსა და ნესვში – ეკოტოქსიკოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

​ეკოტოქსიკოლოგმა, გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალაიამ სეზონური ხილის დაბინძურებაზე „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შესამჩნევია საზამთროსა და ნესვში. „თავად სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სეზონურ ხილში, როგორიც არის საზამთრო და ნესვი, აღმოჩნდა ნიტრატების მაღალი კონცენტრაცია. საუბარია იმაზე, რომ  3-4 ჯერ იყო ნორმას გადაჭარბებული, რაც თავისთავად პრობლემას ქმნის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ნიტრატები და ნიტრიტები არის ის ნივთიერება, რომელიც ბავშვებშიც და მოზრდილებშიც იწვევს ანემიას. ამის შედეგად კი თავს იჩენენ მეორადი დაავადებები. ვინაიდან ჰემოგლობინთან მყარ ბმას იწვევს“ – აღნიშნა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავართან.“ ეკოტოქსიკოლოგის შეფასებით,  მთავარია, მსგავსი პროდუქტების შეძენა მოხდეს ცივილურ გარემოში…

მეტი...

„დამანგრეველი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ“ – კლიჩკო ვინიცას დაბომბვაზე

რუსეთის მხრიდან ვინიცას დაბომბვასთან დაკავშირებით კიევის მერი განცხადებას ავრცელებს და მსოფლიოს მეტი სანქციებისკენ მოუწოდებს. „ტერორისტები მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდს გააფთრებით აგრძელებენ. დღევანდელი შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის დასტური, რომ რუსეთი ბარბაროსობის შეჩერებას არც აპირებს. დამანგრეველი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ, არანაირი დაშოშმინება. მხოლოდ თანამედროვე და მძლავრი იარაღი უკრაინისთვის და ცივილიზებული სამყაროს პოზიციის ერთიანობა!” – წერს ვიტალი კლიჩკო. შეგახსენებთ, რომ ქალაქ ვინიცას ცენტრზე მიტანილ იერიშს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

მეტი...

,,ეს რუსული ტერორის აქტია, ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი ვინიცას დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ვინიცას დაბომბვას ეხმიანება, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზელენსკიმ საოკუპაციო ძალების ქმედება ტერორისტულ აქტად შეაფასა. ,,რუსული რაკეტები დღეს დილით ჩვენს ქალაქ ვინიცაში ჩამოვარდა. ეს ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ქალაქია. საკრუიზო სარაკეტო დარტყმა ორ შენობაზე განხორციელდა. დაინგრა სახლები, სამედიცინო ცენტრი, დაიწვა მანქანები. ეს რუსული ტერორის აქტია. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან. რვა რაკეტიდან ორის სამიზნე ქალაქის ცენტრი იყო. ამ დროისთვის ოცი ადამიანია დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია

მეტი...

,,სურსათის ნიმუშებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლინდა” – ,,სეს”

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის  ნიმუშებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლინდა. მათივე ინფორმაციით,სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, გურიის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში  ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. შედეგად, გამოკვლეულია ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზის პროდუქტების, ბავშვთა კვების 118 ნიმუში, საიდანაც   ტყვიის შემცველობა ყველა შემთხვევაში ნორმას შეესაბამებოდა. ,,დარღვევების მინიმუმამდე შემცირება ბოლო წლებში გააქტიურებული კონტროლის, სააგენტოს მიერ მიღებული სპეციალური ზომებისა და ბიზნესსექტორთან აქტიური  კომუნიკაციის შედეგია. 2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბმობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ…

მეტი...

საგარეო უწყებაში განმარტავენ, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელს. საგარეო უწყების განმარტებით, საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში და ასეთი ვალდებულების აღებამ, შესაძლოა აღნიშნული პროცესები დააზარალოს. „ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში.…

მეტი...

სოზარ სუბარი კელი დეგნანს მიმართავს

პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი კიდევ ერთხელ მიმართავს დამატებითი კითხვით, საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს. ამჯერად, საქმე ეხება ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს. სუბარის თქმით, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადების საუძველზე, ჩნდება განცდა, რომ შესაძლოა , მართლა ჰქონოდა ადგილი არაფორმალურ სანქციას ლაშა ჩხიკვაძის მიმართ. „კიდევ ერთხელ მივმართავთ დამატებითი კითხვით საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს, თუ ადგილი ჰქონდა, ვისგან მოდიოდა, ხომ არ მოდიოდა ეს პირადად საელჩოდან, ელჩი დეგნანისგან, თუ ეს ყველაფერი ტყუილია, არანაირი საფუძველი ამ ეჭვებს არ აქვს და იყო მართლა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც საბუთების მოწესრიგება ვერ მოგვარდა. ეს მეორე ვარიანტი, რომლის…

მეტი...

გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, გიორგი გაბუნია განცხადებას აკეთებს

გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ საგანგებო განცხადება გააკეთა. გაბუნია სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს, ელჩებს,  ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მიმართავს თხოვნით,  აუცილებლად დაინტერესდნენ “მთავარ არხში” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით, ,,გუშინ საღამოს ხელისუფლებამ მის მიერ კონტროლირებადი მედიის, “მაესტროს” საშუალებით და თავისი აგენტის, უცნობის ხელით გამოაქვეყნა უკანონო ჩანაწერი, რომელიც გაკეთებულია აქ, “მთავარი არხის” შენობაში, გვერდით ოთახში, სადაც იკრიბებიან “პოსტ-ფაქტუმის” ჟურნალისტები და პროდიუსერები და გეგმავენ გადაცემებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანაში არ დარჩა სივრცე, სადაც არ გვითვალთვალებენ ან არ გვისმენენ. მათ…

მეტი...

ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია

ბოლო მონაცემებით, ვინიცას ცენტრში რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო იუწყება. მისი თქმით, გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია. სამედიცინო დაწესებულებებს დახმარების თხოვნით, კი  90-მა ადამიანმა მიმართა. ვინიცის საოლქო პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე, რაც განზრახ მკვლელობას უკავშირდება (სსკ-ის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი. უკრაინის კოდექსი). სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შემთხვევის ადგილზე პროკურორები, გამომძიებლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ვინიცაზე  სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის მისაღწევად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს”- ლევან იოსელიანი

„შეიძლება, პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის მისაღწევად (ორივე 12 პუნქტის ნაწილია) ვიღაცისთვის ოლიგარქი, ვიღაცისთვის პოლიტიკური ლიდერი, ვიღაცისთვის მეცენატი – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, ესაა ერთდერთი სწორი გამოსავალი დღეს შექმნილ სიტუაციაში,”- ამის შესახებ  პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს. იოსელიანის თქმით, დეოლიგარქიზაციის მიზნის მიღწევასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ესაჭიროება მის პოლიტიკურ გუნდსაც, რომლისთვისაც მასთან კომუნიკაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. ,,როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და რიტორიკა გახდა არაპროგნოზირებადი და დამაბნეველი მისივე მომხრეებშიც კი. იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პასუხისმგებელი პროცესებზე უნდა იყოს ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს…

მეტი...

თამარ მეფის გამზირზე 15 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

თამარ მეფის გამზირზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოები ძირითადად, თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება. სამუშაოების განმავლობაში, არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება განხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მხოლოდ ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში მოხდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.

მეტი...

სემეკმა შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის რეგულაციების უგულებელყოფა და შეუსრულებლობა. კერძოდ, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტმა“ არ შეასრულა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები და დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში სემეკში არ განახორციელა საქმიანობის ანგარიშგება. საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაეკისრება გაორმაგებული ჯარიმა.

მეტი...

ილონ მასკის ,,Starlink-ს” კომუნიკაციების კომისიამ ავტორიზაცია მიანიჭა

ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა – აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა. Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს. ,,SpaceX“-ის წარმომადგენელი გასული თვის ბოლოს კომუნიკაციების კომისიას სტუმრობდა, სადაც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებთან ერთად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიისა და Starlink-ის წარმომადგენლები ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ…

მეტი...

,,ექვსი თვეც მალე გავა და ერთი წელიც, მაგრამ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს”- ლევან იოსელიანი

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს – აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი ეხმიანება. იოსელიანის განცხადებით, ექვს თვეში ასე მარტივად ვერ მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რაც 30 წელში ვერ მოვაგვარეთ. მისივე თქმით, გარანტია იმისა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთ წელში ყველაფერზე შეთანხმდება არ არის. „როგორც ჩანს, ევროპაში დაინახეს, რომ მოკლე ვადაში შეთანხმების რესურსი არ არის და ეს ვადა გამოყენებული უნდა იყოდ წნეხისთვის. ექვსი თვეც მალე გავა და ერთი წელიც, მაგრამ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. რაზეც ექვს თვეში ვერ შევძლებთ შეთანხმებას, ერთ წელში მასზე შეთანხმების ალბათობა ცოტა მეტია,…

მეტი...

„ქართუ ბანკის“ყოფილ ან ახლანდელ თანამშრომლებს არ ჰქონდეთ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება”- ანა დოლიძე

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე პარლამენტის სამუშაო ჯგუფს, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხზე მუშაობს ინიციატივით მიმართავს. დოლიძის ინიციატივის მიხედვით, „ქართუ ბანკსა“ და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესებში მომუშავე ყოფილ ან ახლანდელ თანამშრომლებს არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება. „წინადადების მთავარი მიზანი წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის იმ ბერკეტების შეზღუდვას, რომლითაც ის მართავს სახელმწიფოს. კონკრეტულად კი, „ქართუ ბანკში“ და სხვა მის ბიზნესებში მომუშავე ყოფილ ან ახლანდელ თანამშრომლებს არ ჰქონდეთ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება. „ქართული ოცნების“ ვალდებულებაა, რომ შეიმუშაოს კანონები და დააკმაყოფილოს ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციები. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოგვისმინონ ამ სამუშაო ჯგუფებმა, რათა დავუსაბუთოთ კვლევებითა და…

მეტი...

,,ვინც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერია, საქართველოს მოღალატეა”- გიორგი ვაშაძე

,,ის, ვინც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერია, საქართველოს მოღალატეა,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის „ქართულ ოცნებას” ურჩევს, მაგალითი ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან აიღონ, რომლებმაც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მრავალი მილიარდი მიიღეს. „ქართულ ოცნებას” ვურჩევ, თვალის მოსკოვისკენ ცეცების ნაცვლად, ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ გაიხედონ, რომლებიც საქართველოს მსგავსად საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ. მათი დამოუკიდებლობაც რუსული იმპერიის მიერ იყო მიტაცებული. როგორც კი ისინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები გახდნენ, მრავალი მილიარდი მიიღეს, რომ სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემით გაგრძელებული და ტექნოლოგიებით და ეკონომიკის სხვა დარგებით დამთავრებული მაქსიმალურად სწრაფად ამოექაჩათ განვითარების დონე,…

მეტი...

,,არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იაფი გაზის სანაცვლოდ”- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, არ სურს ქვეყნის ნაწილის გაყიდვა „გაზპრომთან“ უფრო მომგებიანი, მაგრამ მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ. მისი თქმით,მოლდოვა, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, უნდა მოემზადოს რთული ზამთრისთვის. „არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლით იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. დიახ, ყველასთვის რთულია. და, რაც მთავარია, იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ ვეძებდით ალტერნატივებს, არ ვდებდით ინვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში, რადგან მაშინ ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა“, – განაცხადა მაია სანდუმ. სანდუს თქმით, მთავრობა მუშაობს კომპენსაციის მექანიზმზე. „ჩვენ ასევე უნდა…

მეტი...

,,საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა – რეფორმები დეკემბრამდეა გასაკეთებელი”- გიორგი ვაშაძე

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს – აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება. ვაშაძის განცხადებით, საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა და რეფორმები დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს. „ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაკეთდა შემდეგი განცხადება, რომ საქართველოში დეკემბრისთვის შემფასებელთა ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ქვეყანას საბოლოო დიაგნოზს დაუსვამს – შეასრულა თუ არა ქვეყანამ 12 პუნქტიდან გამომდინარე მასზე ნაკისრი ვალდებულებები. ამის შემდეგ ითქვა, რომ შემდგომი პროცედურა შეიძლება, იყოს 2023 წელს, მაგალითად, იანვარში. დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რეფორმები განხორციელდა თუ არა, დეკემბერში გაკეთდება. ამიტომ ნუ ავტეხთ აჟიოტაჟს იმისგან, რაზეც აჟიოტაჟი ასატეხი არ არის.…

მეტი...

,,ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ყველა ვინც უკრაინას მიუთითებს, დათმოს ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ, მზად არის თვალი დახუჭოს გენოციდზე. „1,6 მილიონი დეპორტირებული (260 000 ბავშვი), ფილტრაციის ბანაკები, წამება, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა – „რუსული სამყაროს“ ნამდვილი სისხლიანი სახეა. ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე, რათა საინფორმაციო გამოშვებებში ცუდი ამბები არ ნახოს“, – წერს პოდოლიაკი ,,ტვიტერზე”.

მეტი...

,,აგერ არის რეკომენდაციები და მისი შესრულების გეგმა, მაგრამ თუ ამ კარში არავინ შემოვა, ჩვენი ბრალი არ იქნება”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ხელისუფლება, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა უკვე წარმოადგინა და ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ახლა უკვე ოპოზიციის წარმომადგენლებზე არის დამოკიდებული გადადგამენ თუ არა, ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ. „კარლ ჰარცელს ვეთანხმები, რადგან ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა. ვეთანხმები იმ ნაწილშიც, რომ თუ ვინმეს არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, არჩევნებზე სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა დღეს ხელისუფლება არის ლეგიტიმური, მართავს პროცესს. შესაბამისად, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს უძღვება. ხელისუფლებამ გააღო კარი და თქვა – გიწვევთ თანამშრომლობისთვის, 11,5 ნაბიჯს რაც ჩემზეა დამოკიდებული, აღვასრულებ და დეპოლარიზაციაზე ნაბიჯი გადმოდგითო. ვინც ამ თანამშრომლობაზე წამოვა, მასთან ერთად…

მეტი...

,,უკრაინა საინფორმაციო ომს იგებს”- დმიტრო კულება

,,უნდა ვიმუშაოთ და გადმოვცეთ სიმართლე, რათა მსოფლიოს ავუხსნათ, რა არის უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რატომ არის ჩვენი სახელი თავისუფლება,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებას ინფორმაციით, ხალხის კრიტიკული მასა უკრაინის მხარესაა, რაც დიდი მიღწევაა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთელი გუნდისთვის. ,,ჩვენ დავითვალეთ რეაქციების რაოდენობა, ამ საიტების გაშუქება და ეს შთამბეჭდავია. ფართომასშტაბიანი ომის 140 დღის განმავლობაში, Ukraine.ua-მ მოიცვა 600 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში. აქედან 91 მილიონი მხოლოდ ივნისში, რაც მაისთან შედარებით 21%-ით მეტია. ომის გამო გადაღლილობის მიუხედავად, ჩვენი კომუნიკაციები კიდევ უფრო მძლავრი ხდება. უნდა ვიმუშაოთ და…

მეტი...

,,რატომ არ უნდა აცადო ადამიანს ის შედეგი მიიღოს, რა ნაბიჯიც თავად გადადგა”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, ის, რომ ოპოზიციას დეპუტატები აკლდება, მხოლოდ მათი ბრალია და არა მმართველი გუნდის. მისი თქმით, ანულირებული სიების აღდგენა კანონის მიხედვით არ შეიძლება. „მათ იცოდნენ კანონი, იცოდნენ ამას რა შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ სიტუაცია გაემწვავებინათ, სიები ჩახსნეს. დღეს იღებენ შედეგს, როცა დეპუტატებს მათ მიერვე ჩახსნილი სიების გამო ვერ იმატებენ. საარჩევნო სიები ოპოზიციის გადაწყვეტილებით ჩაიხსნა და კანონის მიხედვით მათი აღდგენა არ შეიძლება. კანონის შეცვლას იმის გამო, რომ ოპოზიციას მაშინ ისე სურდა და ახლა ასე სურს, პირადად მხარს არ ვუჭერ – რატომ არ უნდა აცადო ადამიანს…

მეტი...

  სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქ ვინიცაზე – დაიღუპა რვა ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ვინიცაზე  სარაკეტო იერიში მიიტანეს. გარცელებული ინფორმაციით,  ბომბები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო დაიჭრა 8. ,,რუსეთი ყოველდღე ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, უმიზნებს რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებს. სადაც სამხედრო არაფერია. რა არის ეს თუ არა ღია ტერორისტული აქტი? არაადამიანები. მკვლელი ქვეყანა. ტერორისტული ქვეყანა.”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს და  კომიტეტის შესაბამის დასკვნას მხარი დაუჭირეს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე დეპუტატებს კომიტეტის დასკვნის პროექტი გააცნო და ის მიზეზები განმარტა, რაც აღნიშნული დასკვნის მომზადებას დაედო საფუძვლად. „საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. პარლამენტის 2022 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 26…

მეტი...

,,ომის პერიოდში, რუსეთი გახდა საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა”- ელენე ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ომის პერიოდში, რუსეთი გახდა საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა. მისივე ინფორმაციით, მაისში, აპრილთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 70%-ით. ,,დღეს ერთ-ერთ ყველაზე ამორალურ და მძიმე თემაზე ვისაუბრებთ, რაც არის ნავთობი და ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტირების საკითხი. ნავთობი არის რუსული სისხლის მანქანის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. შესაბამისად, დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სანქცირების არის რუსეთზე ნავთობდამოკიდებულების შემცირება. ამ პირობებში 2021 წელს საქართველო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტით იყო მესამე ადგილზე, ხოლო ომის პერიოდში, რუსეთი გახდა საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა. ანუ ჩვენ პირდაპირ ვაწვდით სისხლის მანქანას ფულს. გარდაამისა, მაისში, აპრილთან შედარებით, რუსული…

მეტი...

,,ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს”- კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირი ელჩი კარლ ჰარცელი მოქალაქეების კითხვებზე პასუხობს. ელჩის განმარტებით, ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ,,ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა. ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების პატივისცემა და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპების მტკიცე რწმენაზე, რომლებიც უნდა იყოს დაცული…

მეტი...

,,ვადა უნდა იყოს რეალური, რომ ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება”- გურამ მაჭარაშვილი

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს – აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება. მისი შეფასებით, სტატუსის მისაღებად განსაზღვრული ექვს-თვიანი ვადა არ იყო რელევანტური და ევროკავშირმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „გახსოვთ, პოზიცია გვქონდა, რომ ექვს-თვიანი ვადა არ იყო რელევანტური, რომელიც სტატუსის მისაღებად ქვეყნებს ეძლევათ ხოლმე. შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც ერთი ან ორ-წლიანი პერიოდი მინიმუმ ჰქონდათ განსაზღვრული სტატუსის მისაღებად. კარგია, რომ ეს საკითხი დადგა ევროკავშირში, რადგან ვადა უნდა იყოს რეალური, რომ ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება. ნებისმიერ საკითხი, რაც კი შეიძლება ქვეყნისთვის სასარგებლოდ იყოს გამოყენებული, ცდილობენ, ეს ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. თუ ევროკავშირში…

მეტი...

,,საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულად ხელმისაწვდომია, თუ მთავრობა იმუშავებს ოპოზიციასთან”- კარლ ჰარცელი

აქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულად ხელმისაწვდომია და  მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა იმუშავებს ოპოზიციასთან, სხვადასხვა პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. „მინდა ხაზი გავუსვა იმ ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას, რომელიც სამივე ქვეყანამ მიიღო, საქართველოს ჩათვლით. ამ გადაწყვეტილებით, სამივე ქვეყანა გადავიდა სრულიად ახალ კატეგორიაში, მიესალმა და აღიარა რა ევროკავშირმა ისინი მომავალ პოტენციურ წევრებად. ოთხი წლის წინ, როცა საქართველოში ჩამოვედი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში მოხდებოდა. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა, მაგრამ, ამავე დროს, ცხადია, რომ სამივე მოსაზრება განსხვავებული იყო. თითოეული მათგანი ეფუძნებოდა საფუძვლიან და…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისი დროით 11:22 საათზე, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა.  

მეტი...

რა მოხდება, თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში 12 პირობა არ შესრულდება – კარლ ჰარცელის განმარტება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებით მოქალქეების კითხვებს პასუხობს.  კითხვაზე – „რა მოხდება, თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში 12 პირობა არ შესრულდება. ხომ არ შეუქმნის ეს საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, ელჩმა უპასუხა, რომ ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ და საჭიროა მოქმედება. „ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე, ნამდვილად ისტორიული მომენტია. ყველამ უნდა იფიქროს, როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებებზე დაფუძნებულ პროცესად რჩება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ – კონკრეტული…

მეტი...

,,ის, რომ ვშორდებით ევროპას და ინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა”- იაგო ხვიჩია

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს – აღნიშნულ გადაწყვეტილებას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება. მისი თქმით, ვადის გადაწევა არის დასავლეთისა და ევროპის რეაქცია „ქართული ოცნების“ იმ ღონისძიებებსა და ქმედებებზე, რომელიც ევროპელების რეკომენდაციების შესასრულებლად დასახელდა. „ევროპელებმა ამით გვითხრეს, რომ მიმართულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, არასწორია და ის, რისი გაკეთებაც ექვს თვეში შეიძლებოდა, ამ გადაწყვეტილებით, მისი ვადა სულ მცირე ერთი წლით გაიზარდა. მგონია, რომ ეს არის მინიშნება, რომ თუ ასე გავაგრძელებთ დაუსრულებლად, შეიძლება, ეს ვადები გაიზარდოს. სინამდვილეში, ამ ვადის გადატანით ჩვენს მიზნებზე უარი მივიღეთ. ოპოზიციას თავის…

მეტი...

,,ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, მოკლე გზა არ არსებობს”- კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირი ელჩი კარლ ჰარცელი მოქალაქეების კითხვებზე პასუხობს. ერთ-ერთ კითხვას, თუ რამდენად უკავშირდებოდა ამ ეტაპზე საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები, კარლ ჰარცელი პასუხობს, რომ ევროკომისიამ გადაწყვეტილება დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღო. „მას შემდეგ, რაც ხდება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, კანდიდატის სტატუსის მიღება არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში და შემდგომი წინსვლის წინაპირობა. თუმცა, კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით. თუ საქართველო წლის ბოლომდე მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამის შემდეგ ქვეყანას რისი გაკეთება მოუწევს? მოსაზრებაში…

მეტი...

,,დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, დაიცვას სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა”- კარლ ჰარცელი

,,საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ყველა სამართლებრივი საქმე, მათ შორის გვარამიასა და სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც, უნდა მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად,”- ასე პასუხობს კარლ ჰარცელი კითხვას,  ეთანხმება თუ არა, რომ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შემდეგ. ევროკავშირის ელჩის თქმით, ცალკეულ საქმეებზე საუბარი მის მანდატის მიღმაა. „ცალკეულ საქმეებზე საუბარი ჩემი მანდატის მიღმაა. ზოგადად, კანონის უზენაესობის დაცვას, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისათვის. იგივე ეხება საქართველოსაც. ადამიანები ფართოდ უნდა იზიარებდნენ შეხედულებას და შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო თავისუფალი და სამართლიანია და რომ მართლმსაჯულება საფუძვლიანად და მიუკერძოებლად ხორციელდება.…

მეტი...