დავით გარეჯის საკითხზე საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა 

საქართველოს საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვედრა გაიმართა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) განცხადებით, საუბრის თემა  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ეკლესიის ეპარქიის გახსნა იყო. მიტროპოლიტს იმედი აქვს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება. „მისმა უნეტარესობამ და უწმინდესობამ ახსენა, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოითხოვს განხილვას და მე მისი ლოცვა-კურთხევით ძალიან მოკლედ შევეხები. ეს არის თემა, რომელზეც ადრეც იყო საუბარი. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობს საკმაო რაოდენობით ქართველი და საკითხი ეხება ეპარქიის გახსნას, საქართველოს ეკლესიის ეპარქიის…

მეტი...

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებას უზრდის

ევროკავშირის დახმარება უკრაინის მიმართ იზრდება. ამჯერად, საუბარია დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებაზე. „დახმარების ღონისძიება მიზნად ისახავს, გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სტაბილურობის მიმართ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დაიცვან რუსეთისგან მომდინარე სამხედრო აგრესიისგან“ –  აღნიშნულია ევროპის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში. ასევე,  ნათქვამია, რომ დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებით, მთლიანი პაკეტი 2,5 მილიარდ ევროს (2,55 მილიარდ აშშ დოლარამდე) მიაღწევს. „უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით. ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშის მობილიზებაზე შეთანხმდნენ, რაც შეადგენს 2,5 მილიარდ ევროს სამხედრო…

მეტი...

„რუსეთმა ფაქტობრივად საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოება“ – ჯოზეფ ბორელი

უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე ჯოზეფ ბორელი განცხადებას ავრცელებს. როგოც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი აცხადებს, ევროკავშირი მიესალმება უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს მიერ დღეს სტამბოლში ხელმოწერილ შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის ნავსადგურების ბლოკადის მოხსნის შესახებ. „რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და აღჭურვილობას, იწვევს საწვავის ნაკლებობას და მთელ მსოფლიოში ქმნის სურსათის მიწოდების პრობლემებს უკრაინის პორტების ბლოკირებით და უკრაინული მარცვლეულის მოპარვით.  რუსეთმა ფაქტობრივად საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოება . ამჟამინდელი შეთანხმება არის ამ ნეგატიური კურსის შეცვლის შესაძლებლობა“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.…

მეტი...

გაუპატიურების მცდელობის, თავისუფლების aღკვეთის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დუშეთში, გაუპატიურების მცდელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა დაზარალებული საკუთარ ავტომობილში ჩაკეტა, ძალის გამოყენებით შებოჭა და მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა ვერ შეძლო დაზარალებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული დაზარალებულს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუპატიურებით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით) და 151-ე მუხლის პირველი…

მეტი...

,,საქართველოს დევიზია “ძალა ერთობაშია”, სამწუხაროდ, რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები ერთობას არ აჩვენებენ”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი  ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც სპეციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად საქართელოში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” განცხადებას ავრცელებს. ,,საქართველოს დევიზია “ძალა ერთობაშია”. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფები არც ერთიანობას და არც ძალას არ აჩვენებენ. ევროკავშირში კანდიდატურა უნდა იქნას მიღწეული არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ. ყველას თავისი წვლილი შეაქვს, ყველა იღებს სარგებელს!”,- წერს ვიოლა ფონ კრამონი  ,,ტვიტერზე”.

მეტი...

,,ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის”- დიმიტრი ხუნდაძე

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისისადმი გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნავს, რომ საქართველოში ”ომის პროპაგანდისტების” წინააღმდეგ, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამგვარ რიტორიკას არ გაემიჯნა ელჩი დეგნანი. ,,რატომ ვსაუბრობთ გამუდმებით ომზე? ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამაზე საუბრობენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. უფრო მეტიც, მათ დაიწყეს ქვეყანაში ომის პროპაგანდა და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას არ გაემიჯნა თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში. მსგავსმა რიტორიკამ გუშინაც გაიჟღერა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან. არ გვახსოვს ქალბატონი დეგნანის არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში…

მეტი...

,,საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა მოგონილი თემაა და სპეკულაციას ემსახურება. ,,დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა მოგონილი თემაა და სამწუხაროა, რომ აი ამ განცხადებების ექსპლუატაცია ხდება ამრიგად. სპეკულაციას დავარქმევდი ამას, იმიტომ რომ საერთოდ დასავლურ სამყაროში, დემოკრატიულ სამყაროში არ არის უცხო, კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით ასეთი პოლემიკა, თუნდაც მწვავე ფორმატში. როგორც ვხედავ, ევროკავშირში ინფორმაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან მიდიოდა არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოში მე და თქვენ თვალწინ ვითარდება”- განაცხადა გია ვოლსკიმ. უმრავლესობის წევრის თქმით, საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი და თავის განცხადებაში ამაზე მინიშნება არაერთხელ გააკეთა.…

მეტი...

,,სტატუსის არმონიჭება იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა დასავლეთის მხრიდან”- დიმიტრი ხუნდაძე

,,სტატუსის არმონიჭება იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა დასავლეთის მხრიდან, რამაც გააღრმავა პოლარიზაცია ქვეყანაში და გააჩინა უსამართლობის განცდა. ფაქტია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს,”- ამის შესახებ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისისადმი მიმართვაში აღნიშნავს. ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ,,მრავალწლიანმა ხანგრძლივმა მოლოდინებმა, გარკვეულწილად, იმედგაცრუება გამოიწვია ქართველ ხალხში დასავლური პოლიტიკის მიმართ, რაც საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თავად დასავლეთისთვისაც. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი. ყველასათვის ნათელია, რომ…

მეტი...

,,პრეზიდენტი რაღაცნაირად ცდილობს, ოპოზიციის გული მოიგოს”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტი რაღაცნაირად ცდილობს, ოპოზიციის გული მოიგოს, მაგრამ ეს არ გამოსდის და აკრიტიკებს ხელისუფლებას,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, რაღაცნაირად პრეზიდენტი ცდილობს, რომ ის პოლიტიკური წონა მოიპოვოს, რაც კონსტიტუციით არ არის მისი საქმე. „რიგგარეშე სესიის მოწვევა რას ნიშნავს, როცა სესიაზე განსახილველი საკითხები ფაქტობრივად არ არსებობს. ანუ, არის რაღაც იდეა, ამ იდეის უკან ნედლი მასალაც კი არ არის ჩამოყალიბებული და ეს უნდა გამხდარიყო კიდევ ერთი შესაძლებლობა იმის, რომ საქვეყნოდ გვეჩვენებინა, როგორი დაპირისპირებაა პარლამენტში. ჩვენ სწორი სამუშაო ფორმატი გვაქვს შერჩეული და პარლამენტი…

მეტი...

უკრაინამ, თურქეთმა და გაერო-მ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა  უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი უკვე  მოაწერეს მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ პირდაპირი შეთანხმება არ იქნება. მარცვლეულის შეთანხმება განბლოკავს უკრაინის პორტებში ჩარჩენილ 80 სატვირთო გემს 25 მილიონი ტონა მარცვლეულით. ასეთივე დოკუმენტს დღესვე მოაწერენ  ხელს  თურქეთის, გაერო-სა და რუსეთის წარმომადგენლები.

მეტი...

,,პრეზიდენტიც შეუერთდა ზოგიერთის როყიო განცხადებებს, რომ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით”- გია ვოლსკი

,,სამწუხაროდ, პრეზიდენტიც შეუერთდა ზოგიერთის როყიო განცხადებებს, რომ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. უმრავლესობის წევრის თქმით, კომიტეტები მუშაობას აგრძელებენ. „ჩვენ ვფიქრობთ და გვინდა, რომ ასე იყოს, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი და სრული ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ კომიტეტები მუშაობას აგრძელებენ. სჯობდა, მას ერთი, ორი ან მეტი განცხადება გაკეთებინა იმაზე, რომ ამ კომიტეტებში ერთად ყოფნაა საჭირო, რაც მიმდინარეობს. ის, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს იყო მინიშნება, თითქოს არაფერი კეთდება და უმრავლესობა დასასვენებლად წავიდა. რაც შეეხება სამუშაო ფორმატებში მის ჩართვას, არ უნდა ეცადოს, რომ თავის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას…

მეტი...

,,განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზებას?”- დიმიტრი ხუნდაძე

ამერიკის საელჩომ უნდა იმუშაოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისისადმი მიმართვაში. ,,რატომ ვსაუბრობთ გამუდმებით ომზე? ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამაზე საუბრობენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. უფრო მეტიც, მათ დაიწყეს ქვეყანაში ომის პროპაგანდა და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას არ გაემიჯნა თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში. მსგავსმა რიტორიკამ გუშინაც გაიჟღერა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან. არ გვახსოვს ქალბატონი დეგნანის არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ. არადა,…

მეტი...

,,ვინმე თუ დააპირებთ პრეზიდენტობას, ჯერ წაიკითხეთ კონსტიტუცია”- თეა წულუკიანი

,,რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით, ყველას აქვს კონსტიტუციური კომპლექსი, ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი,”– ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. მინისტრის თქმით, საქართველოს არ ჰყოლია ისეთი პრეზიდენტი,  რომელმაც სწორად გაუგო საპარლამენტო მოდელს. ,,ჩვენ ჯერ ვერ შევიძინეთ ისეთი პრეზიდენტი და ეს არავის ბრალი არ არის, გარდა ჩვენივე თავისა, რომ ვერ ვიყოლიეთ ისეთი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, როგორც საპარლამენტო მოდელია. რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით და ბევრი არ გვყოლია ჯერ საპარლამენტო მოდელში, ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი და მე ამას კონსტიტუციურ…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში”- დიმიტრი ხუნდაძე

,,ქართული ოცნებიდან” წასული  დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისს ვრცელი წერილით მიმართავს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში. ,,ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში! დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა!,”- აღნიშნავს დეპუტატი. ხუნდაძის თქმით, არ…

მეტი...

,,ან არ იცის, ან უნდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს”- გია ვოლსკი პრეზიდენტზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,  გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადება რუსეთის საკითხზე საუბრისას ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, “ან თავად არის შეცდომაში შეყვანილი”. ,,რაც შეეხება რუსულ თემას, ან არ იცის, ან უნდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ან თვითონ არის შეცდომაში შეყვანილი. არათუ რუსული თემა არ არსებობს, რუსულ თემასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, პირველი – ეს არის ის, რომ ჩვენ მოვიგეთ და ვაგრძელებთ მუშაობას, საერთაშორისო სასამართლო, საერთაშორისო ტრიბუნალი აგრძელებს მუშაობას, რათა ეს დანაშაულები, რაც რუსეთმა ჩაიდინა საქართველოში, ეს მიმდინარე პროცესი დაასრულოს. სტრასბურგის სასამართლოში მოვუგეთ რუსეთს და ესეც…

მეტი...

,,პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმიანება. მინისტრის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე. „გუშინ პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო პროცესებზე, კონსტიტუციაზე. შეგვახსენა, რომ თურმე არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში მესამოცდამეთორმეტე მუხლი, ასეთი მუხლი საქართველოს კონსტიტუციას არ აქვს. საქართველოს კონსტიტუციას აქვს 78-ე მუხლი და სახელმწიფო ენაზე ეს სწორად ასე გამოითქმის და არა სხვანაირად. მან ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ ესა თუ ის დავა, რომელსაც შეიძლება, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევდეს დასაბუთებულად, მას მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ…

მეტი...

,,არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში”- დიმიტრი ხუნდაძე

,,ქართული ოცნებიდან” წასული  დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისს ვრცელი წერილით მიმართავს. წერილში დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. „უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ დიდი პატივისცემით, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყნის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერს. მოგმართავთ სახელისუფლებო პარტიიდან ახლახანს გასული სამი დეპუტატის სახელით. რადგან თქვენი განცხადება ჩვენი მისამართით იყო გაკეთებული, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეტი სიცხადისთვის პირდაპირ გადმოგვეცა ჩვენი სათქმელი. თავდაპირველად გვსურს განვმარტოთ: როდესაც მმართველი გუნდის სამი წევრი და მაღალი თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობებს, მმართველ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ახალ ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და მიმდინარე წელს იანვარ-ივნისის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ჩინეთს შორის 922 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აგრეთვე, საუბარი შეეხო ჩინურ ინვესტიციებს და ითქვა, რომ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩინეთიდან 695 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რასაც ქართული მხარე მიესალმება. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოსა და…

მეტი...

ბრიტანეთში, ქალის ცხედარი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ საკუთარ სახლში იპოვეს

დიდ ბრიტანეთში, 61 წლის ქალის ცხედარი საკუთარ სახლში, გარდაცვალებიდან ორი წლის შემდგეგ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალს მეგობრები და ნათესავები არ ჰყავდა და მისი გაუჩინარების შესახებ ცნობა არავის შეუვსია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გარდაცვლილის საცხოვრებელი ბინიდან მძაფრი სუნისა და ქირის გადაუხდელობის გამო მეზობლებმა პოლიციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა სამართალდამცველებმა ბინაში შესვლის გადაწყვეტილება წლების შემდეგ მიიღეს.  

მეტი...

,,როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ახლა ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ,,როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული და საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება,”- განაცხადა ელჩმა.  

მეტი...

,,პრეზიდენტმა პოლარიზების ხელშემწყობი პირდაპირი გადაწყვეტილება მიიღო რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის დროს”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით,  პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის ჩანიშვნით, პოლარიზების ხელშემწყობი პირდაპირი გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, უხერხულია, როდესაც პრეზიდენტი საპარლამენტო ქვეყანაში საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ვერ ერკვევა. „ძალიან უცნაურია, როდესაც პრეზიდენტი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ცოტა ხნის წინ ის ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობა არ მიმდინარეობს და ახლა ითხოვს სამუშაო პროცესში ჩართვას. ის ასევე ამბობდა, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და ამ დროს პოლარიზების ხელშემწყობი პირდაპირი გადაწყვეტილება მიიღო რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის დროს. ამ მხრივ ის საკმაოდ უხერხულ განცხადებებს აკეთებს. რისგან არის განპირობებული, ამაზე საზოგადოება თავად გასცემს პასუხს. ასევე ძალიან უხერხულია, როდესაც პრეზიდენტი…

მეტი...

უკრაინის ქალაქ კრამატორსკში, სკოლის ნანგრევებში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს

დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკში, დაბომბვის შედეგად განადგურებული სკოლის შენობის ნანგრევების ქვეშ, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა სამი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი 19 ივლისს დაბომბეს. საოკუპაციო ძალებმა საცხოვრებელი უბანი საავიაციო რაკეტებით დაბომბა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ცეცხლი გავრცელდა.  

მეტი...

,,ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ჯერჯერობით პრეზიდენტის გაკეთებული არაფერი მინახავს”- პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართულებით ჯერჯერობით პრეზიდენტის გაკეთებული არაფერი უნახავს. დეპუტატის თქმით, ბევრი სწორი აქცენტი ჰქონდა პრეზიდენტს, მაგრამ პრეზიდენტი არ არის მოწვეული, დაქირავებული ექსპერტი, ის არის სახელმწიფო მეთაური და უნდა შევაფასოთ არა იმის მიხედვით, რას ლაპარაკობს, არამედ რას აკეთებს. „რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს შემიძლია, ვთქვა, რომ ჯერჯერობით პრეზიდენტის გაკეთებული ამ მიმართულებით არაფერი არ მინახავს. საუბარს ჯობია, ყველამ საქმე ვაკეთოთ. მადლობა პრეზიდენტს იმისთვის, რომ გაიზიარა ოპოზიციის წინადადება რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ბევრად…

მეტი...

,,პრეზიდენტმა პირდაპირ  ამხილა ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე მათ მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებში”- ბადრი ჯაფარიძე

,,ძალიან საინტერესო პრეცედენტია, როცა პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე მათ მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებში,” – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწყობს რიგგარეშე სესიის მოწვევას. „პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დესტრუქციული როლი ითამაშა და დესტრუქციული ძალის როლის შესრულებას აგრძელებს – ხელს უშლის, საბოტაჟს უწყობს რიგგარეშე სესიის მოწვევას. პრეზიდენტთან გაგრძელდება კონსტრუქციული მუშაობა, რათა 12-პუნქტიან რეკომენდაციებს ევროპული სტანდარტით გაეცეს პასუხი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. „არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი…

მეტი...

,,ოპოზიციას ცუდი გამოცდილება აქვს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის ასეთ სამუშაო ჯგუფებში და კომისიებში”- ლევან ბეჟაშვილი

საკომიტეტო მოსმენებში მუშაობას ვაპირებთ, რაც შეეხება სხვა ფორმატებს, ევროპარლამენტარების სურვილია, ჩავერთოთ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე იმსჯელებს, უახლოეს პერიოდში იმსჯელებს, სავარაუდოდ კვლავ დავრჩებით იმ ფორმატში, რომელიც ოფიციალური და ინსტიტუციონალიზებულია – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს სურვილი ოპოზიცია ჩაერთოს  12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა ფორმატებში. „ოპოზიციას შეთავაზებული აქვს „ქართული ოცნებისთვის“ სამუშაო ფორმატი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს არის რიგგარეშე სესიის მოწვევა, რომელიც 18 ივლისიდან მოწვეულია და დღემდე შეიძლება, რიგგარეშე სესიები ჩაინიშნოს, გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. ასევე საკომიტეტო მოსმენები არის ის ოფიციალური, ინსტიტუციონალიზებული საპარლამენტო ფორმატები, რომელში მუშაობას ჩვენ ვაპირებთ. რაც შეეხება სხვა ფორმატებში მუშაობას,…

მეტი...

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას სიტუაციის რადიკალიზაციის საშუალება არ უნდა მისცეს”- იაგო ხვიჩია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას სიტუაციის რადიკალიზაციის საშუალება არ უნდა მისცეს,”- ასე ეხმიანება პარტია „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას,  რომლის თმითაც,  პარტიამ შესაძლოა, პარტნიორების პოზიცია გაითვალისწინოს და ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს. ხვიჩია ლევან ბეჟაშვილის განცხადებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას სიტუაციის რადიკალიზაციის საშუალება არ უნდა მისცეს „თუ ისინი ამას შეასრულებენ, „ქართულ ოცნებას“ საფუძველი ეცლება, თქვას, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია და ა.შ. შეიძლება დარჩეს „ლელო“ და ვაშაძე, რომელიც დესტრუქციულია, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის. 12-პუნქტიან გეგმაზე პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ეს…

მეტი...

რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა

რუსეთის მთავრობა   არამეგობრული ქვეყნების განახლებულ სიას  აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიას საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი შეემატნენ. „მთავრობის მიერ დამტკიცებული სია არ არის საბოლოო და უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შესაძლოა გაფართოვდეს“, – აღნიშნულია  რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის განცხადებაში. საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში არ მოხვდა.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა. კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა. როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, აზერბაიჯანი არა მხოლოდ საქართველოს მეზობელი, არამედ მოძმე ხალხია, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო  აფასებს იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. „მინდა, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ ჩვენი მხრიდან. მოხარული ვარ თქვენი ნახვით საქართველოში. დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა საქართველოში, მე მახსოვს, რამდენიმე წლის წინ შევხვდით, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და მიხარია, რომ დღეს ისევ გვეწვიეთ თბილისში. ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი…

მეტი...

,,საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, უმრავლესობა კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს. იონათამიშვილის განცხადებით, უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს მოუგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში. ,,ძალიან უხერხულია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა, იმ უფლებამოსილების ზღვარში, რომელიც მას გააჩნია… უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს მოუგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული და ასევე დიდ წარმატებას მიაღწია ჰააგის სასამართლოში”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით : ”მე შევასრულე…

მეტი...

საპოლიციო რეიდს  ბრაზილიაში  18 ადამიანი ემსხვერპლა

რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში, ბარაკების სტილის დასახლებაში ჩატარებულ საპოლიციოს რეიდს, 18 ადამიანი ემსხვერპლა. სპეცოპერაციის სამიზნეს წარმოადგენდნენ ის კრიმინალები, რომლებიც ოპერაციის ჩატარებას გეგმავდნენ მოწინააღმდეგე ბარაკებში. არსებული ინფორმაციით,  სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა შორის არის ერთი სამართალდამცველი და ერთი შემთხვევითი გამვლელიც. სპეცოპერაციაში  400 მძიმედ შეიარაღებული სამართალდამცველი  და ოთხი ვერტმფრენი მონაწილეობდა.

მეტი...

სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ – ევროკავშირი 57 პირს შეზღუდვებს უწესებს

ევროკავშირის მიერ  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მეშვიდე პაკეტით, შეზღუდვები დაუწესდა  57 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები ასევე შეეხო – „სბერბანკს“,სამეცნიერო-საწარმოო ასოციაცია “კვანტს”, სრულიად რუსული სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობას ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. სანქცირებულთა სიაში კი მოხვდენენ :  მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიხმანოვი, კემეროვის ოლქის გუბერნატორი სერგეი ცივილევი, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი, რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარების მთავარსარდალი ვიქტორ სტრიგუნოვი, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა, მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი და მსახიობი ვლადიმირ მაშკოვი.

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 39 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 39 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 39 000; ტანკი – 1 704; ჯავშანტექნიკა – 3 920; საარტილერიო სისტემა – 863; სარაკეტო სისტემა – 251; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113; თვითმფრინავები – 221; ვერტმფრენი – 188; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 713; საკრუიზო რაკეტები – 167; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 803; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 72  აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 22 ივლისამდე პერიოდს.

მეტი...

,,საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება“- ჰუბერტ ქნირში

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს. მისივე თქმით, საყვედურებსა და პოლემიკას აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი. „თუ შეიძლება ერთი რამ ვისურვო, არის ის, რომ საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს. არავის მისცეთ ამის უფლება! ჩვენი პარტნიორობა ფუნდამენტურია და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად სიმტკიცე გამოვიჩინოთ მის შესანარჩუნებლად. საყვედურებსა და პოლემიკას აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

მეტი...

შსს-მ სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოებისას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას პირთა ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს 5კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება. უწყების ცნობით, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას. „შესაბამისი ნებართვის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ „საშვის მაძიებლის განაცხადის“ ფორმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://bpg.gov.ge/page/public-relations/information-for-tourists თან დაურთონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემთა გვერდის ასლი და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. საშვის მიღება…

მეტი...

რუსულმა ძალებმა დონეცკი დაბომბეს – დაიღუპა 5 ადამიანი

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. “ოლქის მთელ ტერიტორიაზე სროლებია. დღის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სარაკეტო შეტევა ისკანდერის მეშვეობით კრამატორსკზე მოხდა. დაზიანდა ხუთსართულიანი შენობა და 85 სახლი. განადგურდა სკოლა”, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში. ამასთან, დაბომბვის შედეგად  დააზიანდა 110 კვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი კოსტიანტინივკასა და ბახმუტს შორის, რის შედეგადაც ტორეცის თემის დასახლებების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მეტი...

3 კილოგრამამდე ”კოკაინის” საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ს.კ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – სამ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ს.კ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან…

მეტი...