მმართველი გუნდი პარლამენტის რიგგარეშე სესიას არ დაესწრება

მართალია, პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მწვანე აუნთო და შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა თუმცა, მმართველი გუნდი არ აპირებს რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობა მიიღოს. „ქართული ოცნება“ შოუში მონაწილეობას არ აპირებს“  – ასეთია მმართველი გუნდის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადება. „12 პუნქტიდან პირველი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა მხარეებმა დეპოლარიზაციაზე იმუშაონ. ამის მთელი არსი ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ, ერთმანეთთან დასხდომა, მუშაობა, საკითხების განხილვა და მომზადება. მივიღეთ რა – საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თვითონ საუბრობს ხოლმე შერიგებაზე, დეპოლარიზაციაზე, ახლა არის ინსტრუმენტი და ხელს უწყობს, რომ ამ ყველაფერმა, იმის მიუხედავად, რომ საკითხებს, რომელიც ჯერ ჩვენ უნდა განგვეხილა მრგვალ…

მეტი...

ევროკომისია რუსეთს სანქციების მეშვიდე პაკეტს აუმოქმედებს

ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი ამოქმედდება. ევროკომისიამ უკვე შეათანხმა მეშვიდე პაკეტი, რომელიც რუსეთისთვისაა განკუთვნილი. ახალი პაკეტი რუსული ოქროს ემბარგოსაც ეხება. „რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ არ მთავრდება. ჩვენ გამოვდივართ შეთავაზებით, გავამკაცროთ ჩვენი მძიმე სანქციები კრემლის წინააღმდეგ, შევასრულოთ ისინი უფრო ეფექტიანად და გავაგრძელოთ ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა აგრესიისთვის, რასაც ის უკრაინაში ახორციელებს“, – აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში. ჯოზეფ ბორელის შეფასებით კი რუსეთი მიზანშია ამოღებული. „ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას. დღევანდელი პაკეტი ასახავს ჩვენ კოორდინირებულ მიდგომას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ…

მეტი...

უკრაინაში, რუსების მიერ ტყვედ აყვანილი ბრიტანელი გარდაიცვალა

ბრიტანელი ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენელი, რომელიც რუსულმა ჯარმა უკრაინაში ტყვედ აიყვანა, გარდაიცვალა. დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რუსებმა  ზაპოროჟიეს მიმდებარედ დააკავეს მახლობლად დააკავეს. მას ოკუპანტებმა ბრალიც წაუყენეს და დაქირავებულ საქმიანობაში დაადანაშაულეს. მომხდართან დაკავშირებით ბრიტანეთი რუსეთისგან განმარტებებს ითხოვს.  

მეტი...

პრეზიდენტი გმობს ამერიკის ელჩის წინააღმდეგ შეტევას

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადებაზე ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასე არ შეიძლება. „არ შე,იძლია  არ ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება ამჟამად ამერიკის ელჩის მიმართ. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ რამე მტკიცებულებები არის, საერთოდ, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან გაიმართოს ერთი-ერთზე საუბარი ამის თაობაზე და არა ტელევიზიებით და მედიის საშუალებებით. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვიშვილმა ამერიკის ელჩი სასამართლო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ…

მეტი...

პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს, რიგგარეშე სხდომაზე სრულად შეიკრიბონ

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას დასტური მისცა და რამდენიმე წუთის უკან განცხადებაც გააკეთა. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, არავის აქვს უფლება, ევროპული გზიდან სხვაგან გადაგვიყვანოს. „მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და ხელისუფლებას, უმრავლესობას, მონაწილეობა მიიღონ სრულად, ყველაფერში. ჩვენ უნდა ყველა ძალისხმევა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ ის კანონები რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად. ყველა ის საკითხები და პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი ჩვენ ერთად ყოფნით და დიალოგით უნდა იყოს გადაწყვეტილი. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა. ის ევროპული პერსპექტვა, რომელიც მივიღეთ და არავის აქვს უფლება რომ ამ პერსპექტივიდან და ამ გზიდან გადაგვიყვანოს“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

„ბულინგით და ზეწოლით ხელს არაფერს ვაწერ“ – პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

ამ წუთებში, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს და განმარტავს თუ რატომ მოაწერა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ხელი. „მინდა საზოგადოებისთვის გასაგები იყოს რატომ მოვაწერე ხელი რიგგარეშე სესიას. ყველამ გაიგოს რომ არცერთი ბულიგის თუ ზეწოლის გამო არ ვაწერ ხელს. ეს ყველამ კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის. მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მიმაჩნია, დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწევა არის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ 6 თვეში, 7 თვეში თუ რაც იქნება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სესია სრულიად გამართლებულია. გამართლებული არ არის ახლა დასვენება“ – აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის…

მეტი...

ითხოვს თუ არა ევროკავშირი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?!

კითხვაზე – თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ელჩი კარლ ჰარცელი პასუხობს, რომ ევროკავშირი მსგავს რამეს არ ითხოვს. „ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და, შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა. ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების პატივისცემა და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების,…

მეტი...

„12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს“ – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის შეფასებით, ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს. „გარკვეულწილად, მე მჯერა, რომ 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში საუბარი იქნება საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის პლატფორმისა და დღის წესრიგის შექმნასა და უზრუნველყოფაზე. ამ რეფორმების წარმატებით განხორციელება, თავის მხრივ, სავარაუდოდ, შემდგომ ბიძგს მისცემს დეპოლარიზაციას. აქამდე, ჩვენ ვნახეთ მმართველი პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვათა მიერ წარმოდგენილი იდეები, რომლებიც, ჩემი აზრით, ის ელემენტებია, რომლებიც შეიძლება სასარგებლოდ იყოს გაერთიანებული უფრო ფართო, საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისათვის. ამ მხრივ, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება,…

მეტი...

,,მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკა მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას”- სახალხო დამცველი

,,მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკას მსუსხავი ეფექტი აქვს ჟურნალისტების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე და მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას,”- ასე ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველი, ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტს, რომელზეც ერთ-ერთი გადაცემის დაგეგმვის პროცესია ასახული. სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადებას. „2022 წლის 13 ივლისს მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის დაგეგმვის პროცესს ასახავს და შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროს შესახებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ხდება მედიის წარმომადგენლების სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების შესახებ. სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს…

მეტი...

,,უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს”- ალექსეი რეზნიკოვი

„ჩვენ უნდა გადავრჩეთ. უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს“, – ასე უარყოფს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, ინფორმაციას, რომ  კრიმინალურ ჯგუფებს უკრაინად კონტრაბანდის სახით გააქვთ დასავლური იარაღი და ევროპის შავ ბაზარზე ყიდიან. რეზნიკოვის თქმით, ზოგიერთმა მოკავშირემ გაგზავნა სამხედრო წარმომადგენლები უკრაინაში, რათა ზედამხედველობა გაუწიონ მათ მიერ მოწოდებული იარაღის ნაკადს. გარდა ამისა, მან დასძინა, რომ უკრაინა იყენებს 2019 წელს შეძენილ ნატოს პროგრამულ უზრუნველყოფას დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის განლაგებისა და გამოყენების მონიტორინგისთვის, ნატოს ქვეყნებს აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ. მინისტრი ამტკიცებს, რომ უკრაინიდან მძიმე იარაღის მოპარვის შანსი არ არსებობს, რადგან მას აქვს GPS ტრეკერები…

მეტი...

,,აშშ ძალიან ბევრს მუშაობს, რომ პუტინის არაპროვოცირებული ომი არ გავრცელდეს საქართველოში ან სხვა ქვეყანაში”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ძალიან ბევრს მუშაობს, რათა თავიდან აიცილოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის არაპროვოცირებული ომი არ გავრცელდეს საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ელჩის თქმით, ის, რისთვისაც აშშ მუშაობს, არის მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა. „შესაქებია, როდესაც პარლამენტის ნებისმიერ წევრს ადარდებს თავისი ელექტორატი, ეს მნიშვნელოვანია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დეპუტატების ამომრჩევლები აფასებენ ინტერესს, რომელიც გამოვლინდა. ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას მთავარ პრიორიტეტად აქვს განსაზღვრული ევროკავშირში გაწევრიანება. ასე რომ, ვფიქრობ, ისინი ისურვებენ, რომ ენთუზიაზმი და ენერგია მიმართული იყოს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიურად მუშაობისკენ ევროპული საბჭოს ამ…

მეტი...

მკვლელობა მიწის ნაკვეთის გამო – მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ა.ი, რომელსაც განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი – 1958 წელს დაბადებული ტ.ე. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე სხდომა მოიწვია. პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა. სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან.

მეტი...

,,მოსამართლემ განცხადება გააკეთა და მან უნდა გასცეს პასუხი, ვის მიმართაც იყო გაკეთებული”- გია ვოლსკი

გია ვოლსკი კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ვოლსკი აღნიშნავს, რომ ქართველი მოსამართლის განცხადებაზე კელი დეგნანის მხრიდან პირდაპირი პასუხი არ ყოფილა. მისივე თქმით, როდესაც ასეთ სკანდალურ თემაზე განცხადება კეთდება, ის საჭიროებს გარკვეულ პასუხს. „ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ყველა მიმართულებით საგრძნობია, ხელშსესახებია, მნიშვნელოვანია, საჭიროა და სწორედ ეს არის პარტნიორობის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ამერიკასა და ჩვენ გვაქვს. ქართველი მოსამართლის განცხადებაზე კელი დეგნანის მხრიდან პირდაპირი პასუხი არ ყოფილა, თუმცა დახმარება, როგორც კელი დეგნანმა მიუთითა, აუცილებელია და მისასალმებელია. როცა ასეთ…

მეტი...

,,უკრაინა საომარ ვითარებაში მარცხდება”- მიხეილ ყაველაშვილი

,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, დასავლეთი უკრაინაში ომს აგებს. ,,საომარ ვითარებაში მარცხდება და ეს აღნიშნა, რა არი აქ…20% წაღებული აქ და რუსული ჯარი დგას იქ და აბა რა არი ეგ არ გადამრიოთ, თქვენ პირიქით ხედავთ ყველაფერს?! ღმერთმა ქნას შეიცვალოს, მაგრამ არსებული..,”- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მეტი...

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104 მილიონი ლარის 6,651 შეღავათიანი სესხი გაიცა

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 104.3 მილიონი ლარის ღირებულების 6,651 სესხია გაცემული. პროექტით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). სოფლის განვითარების სააგენტო…

მეტი...

,,ეს შეშფოთების საკითხად რჩება ყველა ჩვენგანისთვის, ვინც მიისწრაფვის თავისუფალი და ღია საზოგადოებისკენ საქართველოში”- კელი დეგნანი ფარულ მოსმენებზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „უცნობის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ელჩის განმარტებით, სწორედ ამიტომ საელჩომ პარლამენტს მოუწოდა, გადადოს მოსმენების შესახებ ბოლო კანონის დამტკიცება. „სწორედ ამიტომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოს მოვუწოდეთ, გადადოს მოსმენების შესახებ ბოლო კანონის დამტკიცება, რომელიც არ შეესაბამებოდა საუკეთესო პრაქტიკას ან ევროკავშირის კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ ჩვენ კვლავ მოვითხოვთ სრულ გამოძიებას შემოდგომას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, დიპლომატებისა და სხვების მოსმენას ეხებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეშფოთების საკითხად რჩება ყველა ჩვენგანისთვის, ვინც მიისწრაფვის თავისუფალი და ღია საზოგადოებისკენ საქართველოში, სადაც ადამიანები არ უნდა ღელავდნენ ისეთი მოსმენების გამო, როგორიც…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო  ბრიფინგი ჩანიშნა. სალომე ზურაბიშვილი განცხადებას დღეს 18 საათზე გააკეთებს. პრეზიდენტი სავარაუდოდ,  რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევასთან დაკავშირებით  ოპოზიციის მოთხოვნას უპასუხებს. ,,მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს რიგგარეშე სესია”- საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

მეტი...

„ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საკუთარ თავს ევაჭრება – „მოქალაქეები“ და „გირჩი“ „ქართული ოცნების“ ტოტები არიან!”- კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებებით და საარჩევნო ბარიერით ვაჭრობს. კახა ოქრიაშვილის განცხადებით, რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა ,,მოქალაქეები“ და „გირჩი, რომელთა  საშუალებითაც ქმნის მმართველი გუნდი სურათს, თითქოს ოპოზიცია ,,ოცენებას” ევაჭრება. ,,ვეხმაურები ბატონი პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტს დეკემბრამდე შეასრულებენ და თითქოს, ოპოზიცია მათ საარჩევნო ბარიერის 5 %- დან 2 %-მდე დაწევაზე ევაჭრება. 2 %-იანი ბარიერით ვაჭრობის თემა გათვლილია არაინფორმირებულ ადამიანებზე. რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა ,,მოქალაქეები“ და „გირჩი“. ისინი…

მეტი...

,,ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში არ შეესაბამება სიმართლეს”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის  განცხადებას ეხმიანება. ელჩის განცადეხებით, ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში,  არ შეესაბამება სიმართლეს. „ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში. ეს არის ცენტრალური საყრდენი იმ სამუშაოსი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ აქ, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლოს სისტემაში ამ მიზნის მისაღწევად, რადგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამაზე ვართ…

მეტი...

,,ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს”- გურამ მაჭარაშვილი ჩხიკვაძის განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს ანგარიში, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა. „რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს ანგარიში, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა. ასევე, ევროპარლამენტარის გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს, საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ…

მეტი...

,,ლაშა ჩხიკვაძე ამერიკაში რომ მიჰყავდათ, ესაა გასაკვირი, თორემ, წასაყვანი რომ არ იყო, წინასწარ ვიცოდი”- იაგო ხვიჩია

,,გამოჩდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ეგენი ამერიკაში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ არ უნდა ამყოფო,”- ასე ეხმიანება  „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას იაგო ხვიჩიას განცადებით, ლაშა ჩხიკვაძე ამერიკაში რომ მიჰყავდათ, ესაა გასაკვირი. „საქართველოს პოლიტიკური ძალაუფლება და ხელისუფლება არის არა გადანაწილებული, არამედ ერთსულ და ერთხორც. შესაბამისად, სამი დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვება და მათი მხრიდან ანტიდასავლური განცხადებების კეთებას დაემატა საკრებულო, სადაც აკეთეს განცხადებები. ვინაიდან, სასამართლოც ამ ხელისუფლების ნაწილია, იგივე პროცესი სასამართლოში გრძელდება. იქაც გამოჩდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად…

მეტი...

,,პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან, ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობას”- მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება. ყაველაშვილის განცხადებით, ლაშა ჩხიკვაძის განცხადება, საკმაოდ შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი. „დღეს გავრცელდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება, საკმაოდ შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი. სწორედ ამაზე მქონდა საუბარი ჩემს წერილშიც. ეს აზიანებს ყველაზე მეტად ჩვენს ურთიერთობას როგორც დასავლელ პარტნიორებთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მსგავსი პრეცედენტები წარმოუდგენელია ამ ქვეყნებში. ნებისმიერი მოქალაქისთვის არის უდიდესი სკანდალი, როცა სასამართლო სისტემა, მით უმეტეს თავად მოგვიწოდებენ, რომ ხელშეუხებელია და შეუძლებელია მოსამართლეზე რაიმე სახის ან რჩევა, ან ასე ვთქვათ დამოკიდებულება, ან გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევა ხდებოდეს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და…

მეტი...

,,მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს, აუცილებელია აშშ-ის საელჩომ განმარტება გააკეთოს”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, განცხადება სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს და აუცილებელია აშშ-ის საელჩომ შესაბამისი განმარტება გააკეთოს. „სტრასბურგის სასამართლომ ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნათლად განმარტა, რომ მოსამართლეზე თავდასხმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საქმეს განიხილავს, პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე, რაც დაუშვებელია. მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას მაღალი ინტერესი აქვს, აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ შესაბამისი განმარტება გააკეთოს“, – განაცხადა დეპუტატმა. http://mcm.ge/154616/

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. მთავრობის მეთაურის თქმით,საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში კარლ ჰარცელის მნიშვნელოვან წვლილს და მას მომავალ საქმიანობაში…

მეტი...

,,მივესალმები მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება. როგოც მინისტრი აღნიშნავს, იგი მიესალმება მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას. „სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან. ამიტომაც, მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას. ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის……“, – წერს თეა წულუკიანი. ,,შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი”- ლაშა ჩხიკვაძე

მეტი...

,,2021 წლის არჩევნების მიმდინარეობისას მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ ხმებს”- სოსო გოგაშვილი

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილე, სოსო გოგაშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  მისი თქმით, აღნიშნული აუდიოჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს, რომელიც შეეხობოდა 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებს. ,,2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას დამატებით გამოვლინდა და მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ საკუთარ ხმებს. დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო და ხელმისაწვდომიც. ამ კონკრეტულ არჩევნებში მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას( საიდანაც გამოვედი) მეორე მხრიდან. დიდი ფიქრის შემდეგ გავრისკე და გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა.…

მეტი...

,,ლაშა ჩხიკვაძე არის პირველი ყვავი სანქცირებულთა სიაში, მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც”- რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება. გოცირიძე, ჩხიკვაძის განცხადებას სენსაციურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მოსამართლეს მისი გავრცელება „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა. „განცხადების მთავარი შინაარსი არის ის, რომ ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის სანქცირებულია. როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, მას აშშ-ის ვიზა გაუუქმეს და არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც არის სანქცია. ეს ვაი მოსამართლე სანქციების სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი. ის არის…

მეტი...

,,ქოცებო” ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან”, ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით”- სოსო გოგაშვილი

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილე, სოსო გოგაშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  ბოლო ორი დღეა მთელი ქვეყანა ხელისუფლებამ აალაპარაკა მისთვის კარგად ნაცნობი  პრაქტიკის, “ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო”. გოგაშვილის თქმით, აღნიშნული უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს, რომელიც შეეხობოდა 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებს. ,,2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას დამატებით გამოვლინდა და მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ საკუთარ ხმებს. დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო და ხელმისაწვდომიც.…

მეტი...

კანადა რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

კანადის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ შემაკავებელ ზომებს  აფართოვებს და დამატებით სანქციებს აწესებს  რუსეთის ნავთობის, გაზის და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ. ,,15 ივლისის ღამეს აიკრძალა ორი საწარმოო მომსახურების მიწოდება რუსული საწარმოებისთვის ნავთობის, გაზის, ქიმიურ და საწარმოო მრეწველობაში“, – იუწყება კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. სანქციების გავლენით, კანადის მოქალაქეებს და კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციას ან ნებისმიერ ინდივიდს მიაწოდონ სამრეწველო მომსახურება, რომლებიც დაკავშირებულია შავი მეტალურგიასთან, მზა ლითონის ნაწარმის, კომპიუტერების, ელექტრონიკის, ოპტიკის, ელექტრო მოწყობილობებისა და მანქანების წარმოებასთან, აგრეთვე სამრეწველო მომსახურებასთან.

მეტი...

,,ვინც ოპოზიციიდან პარლამენტში არ დადის, ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს”- გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის,  გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში მოსვლის მიზეზებს თუ ეძებს, ამისთვის ნამდვილად არ არის საჭირო რიგგარეშე სესიის მოწვევა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა  ხანდახან რეგლამენტიც უნდა წაიკითხონ. „ჩვენ პარლამენტში დავდივართ და სხვადასხვა ჯგუფში ვმუშაობთ. ამ ეტაპზე ისეთი საკითხი არ არის, რომელსაც რიგგარეშე სესიის მოწვევა სჭირდება. ტრაგიკომედია სწორედ იმაშია, რომ ვინც ოპოზიციიდან არ დადის, ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, ისინი ითხოვენ რიგგარეშე სესიის მოწვევას, თანაც ისეთ საკითხებზე, რომლის განხილვაშიც თავად ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას. რეალურად ოპოზიციამ ასეთი ტრაგიკომედიური სურათი შექმნა. ჯერ მაინტერესებს…

მეტი...

,,ქართული ოცნება” ვაჭრობს ქვეყნის დასავლური ორიენტაციით, აშანტაჟებს დასავლელ პარტნიორებს”- რომან გოცირიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აყენებს, ვაჭრობს. გოცირიძის განცხადებით, სამარცხვინოა, როდესაც  “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ოპოზიცია ვაჭრობს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც თავად “ქართულმა ოცნებამ” მიიღო პირველი მოსმენით. ,,რიგგარეშე სხდომის მოწვევა აუცილებელია პროცესების დაჩქარებისთვის და საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო, იქნება მიღებული, რომელიც უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით, მცირე ოპოზიციური პარტიებისთვის, ვინაიდან, მაღალი ბარიერით ძალიან კარგად ვიცით მხოლოდ 2 პარტია გადალახავს ბარიერს. ეს ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი დარჩება პოლიტიკური პროცესის გარეთ, რაც ქვეყანაში იქნება დამატებითი პოლარიზაციის…

მეტი...

,,შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი”- ლაშა ჩხიკვაძე

,,მას შემდეგ, რაც ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა  აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან, რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი,”- ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს. ლაშა ჩხიკვაძე ვროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას ეხმიანება, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეს უკავშირდება. მოსამართლის თქმით, გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს, ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია. „მას შემდეგ, რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება…

მეტი...

რუსეთმა მიკოლაიევში 2 უდიდესი უნივერსიტეტი დაბომბა

მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა,  ქალაქში უნივერსიტეტები დაბომბეს. კიმის თქმით,  მინიმუმ 10 რაკეტა გაისროლეს. ,,დღეს რუსი-ტერორისტები მიკოლაიევში 2 უდიდეს უნივერსიტეტს დაესხნენ თავს. მინიმუმ 10 რაკეტა. ახლა ისინი თავს დაესხნენ ჩვენს განათლებას. მე ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტებს, მოიხსენიონ რუსეთი იმად, რაც სინამდვილეში არის – ტერორისტი”,- განაცხადა ვიტალი კიმმა.

მეტი...

ვინიცაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით,  ქალაქ ვინიცაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმის შემდეგ, ორი დაღუპული ბავშვისა და 11 ზრდასრული ადამიანის ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ახლობლები 18 მოქალაქეს ეძებენ.  ჰოსპიტალში მოათავსეს 73 დაშავებული. ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მეტი...

,,რასაც 10 წლის განმავლობაში ახერხებენ – თამაშობენ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ნერვებზე იმით”- შალვა პაპუაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობაზე”

,,გახსოვთ რომელიმე წელი, რომელიმე თვე, კვირა, დღე, რომ ნაციონალურ მოძრაობას რუსეთის თემით საქართველოს მოსახლეობის ნერვებზე არ ეთამაშოს,,საფრთხე საგარეო ორიენტირის შესახებ, რაზეც ოპონენტები,”- ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენლები, მუდმივად ცდილობენ გამოიწვიონ უიმედობა, ფრუსტრაცია, გაღიზიანება და საკუთარი ხელისუფლება შეაზიზღონ საზოგადოებას. ,,გახსოვთ რომელიმე წელი, რომელიმე თვე, კვირა, დღე, რომ ნაციონალურ მოძრაობას რუსეთის თემით საქართველოს მოსახლეობის ნერვებზე არ ეთამაშოს? ესაა, რასაც ისინი 10 წლის განმავლობაში ახერხებენ – თამაშობენ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ნერვებზე იმით, რომ გარკვეული კონსპირაციული თეორიები შემოაქვთ, თითქოს, რუსეთის პროექტია, მთლად რუსეთია ხელისუფლებაში და ა.შ. ან…

მეტი...