ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩს მოუწოდებს, გაემიჯნოს მაპოლარიზებელ ქმედებებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩს მიმართავს და მოუწოდებს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ  გაემიჯნოს მაპოლარიზებელ ნაბიჯს.

„როდესაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, სადაც საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ის უნდა დაისაჯოს და ასეთი რეზოლუცია აღვივებს პოლარიზაციას. როდესაც ამას ელჩი არ ემიჯნება, ესეც აღვივებს პოლარიზაციას. ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებაზე. როდესაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პოლარიზაციისკენ, ეს არის იგივე სანქციებზე გაუთავებელი საუბარი, ეს არის ტექნიკური პარლამენტის შექმნის მცდელობა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, რომელიც არის დაფუძნებული რადიკალური ოპოზიციის მიერ, ეს არის „ენჯეოების“ მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაანონსება სექტემბრისთვის და ა.შ. ეს არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები და ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ელჩი გაემიჯნოს თითოეულ ამ მაპოლარიზებელ ნაბიჯს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის.  საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ელჩი დგას პოლარიზაციის თუ დეპოლარიზაციის მხარეს“, – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები