შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს – ტრაგედია ექსკურსიის დროს მოხდა

შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ის მაშველებს ამ წუთებში ამოჰყავთ.  შეგახსენებთ, რომ ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.

მეტი...

შაორის ტბაში მოზარდს ეძებენ – 14 წლის ბიჭი წყალში ფოტოს გადაღებისას გადავარდა

შაორის ტბაში მოზარდს ეძებენ – 14 წლის ბიჭი ტბაში რამდენიმე საათის წინ ჩავარდა. ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ. მაშველები მოზარდს ამ დრომდე ეძებენ.

მეტი...

“მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით” – ირაკლი ღარიბაშვილი

ანა ბიერდესს ვთხოვე, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად ჩაერთოს და კონსულტაცია მივიღოთ, რათა კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მე მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებითაც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ, ანა ბიერდესთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს ეკონომიკისთვის. „მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმარს, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდესს, რომელიც გვეწვია საქართველოში. ქალბატონ ანასთან მქონდა პროდუქტიული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან წარმატებულ თანამშრომლობაზე,…

მეტი...

“საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი, ქვეყანა მალევე დაუბრუნდება რეფორმების დღის წესრიგსა და პროგრამას, რასაც ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს” – ანა ბიერდე

საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი და საქართველო მალევე დაუბრუნდება რეფორმების დღის წესრიგსა და პროგრამას, რასაც ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალზეც ვესაუბრეთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მივიღოთ მონაწილეობა. ქვეყნის ახალი სტრატეგია იწერება ამჟამად და რეფორმების განვითარების კუთხით, რაც საქართველოს მთავრობას ასე ძალიან უნდა, ვფიქრობთ, ჩვენი დახმარება იქნება აქტუალური“, – განაცხადა ანა ბიერდემ. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი დაეხმარება საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და ბევრი სხვა მიმართულებით. „მიგვაჩნია, რომ გაციფროვნება და ციფრული ეკონომიკა არის ის მიმართულება,…

მეტი...

ასეთი “მოდელირებული ქრონიკები” წინა ხელისუფლების დროს ტიპური დანაშაული იყო – ირაკლი ქადაგიშვილი ფარულ ჩანაწერებზე

მმართველი გუნდის წევრები პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს ეხმაურებიან და ბერა ივანიშვილის მოსმენასა და ჩანაწერის ფაბრიკაციაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებენ.  “პოლიტიკური ოპონენტის არასრულწლოვან შვილს რომ უსმენ, ეს მიუთითებს, როგორი შიშის ქაოტური განცდა ჰქონდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს. გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ ამ ჩანაწერზე არის ზემოქმედების კვალი და ის ამოკრეფილი, დამახინჯებული, მოდელირებულია ვერსიაა, რომელიც შესთავაზეს საზოგადოებას,”-აცხადებს “ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური.  “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგაშვილი ფიქრობს, რომ ეს ფაქტი კომპლექსურ დანაშაულს უკავშირდება.  “ჩვენ საქმე გვაქვს დიდ, კომპლექსურ დანაშაულთან. ასეთი დანაშაულები წინა ხელისუფლების დროს ტიპიური იყო – მოდელირებული ქრონიკები, რაც მიზნად ისახავდა…

მეტი...

“დემაგოგია ცუდია, მაგრამ როდესაც იგი ინტელექტუალური პიროვნებებიდან მოდის, საშინელებაა” – თენგიზ ცერცვაძე

პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და ექსპერტები აგრძელებენ მცდელობებს, რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინინონ საქართველოში არსებული COVID-19-ის სიტუაცია, გაუჩინონ მოსახლეობას დაუცველობის განცდა, უნდობლობა ქვეყნის, ჯანდაცვის ხელმძღვანელობისა და ექიმების მიმართ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს. როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყნის ხელისუფლებას და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს COVID პანდემიის ძალიან ცუდი მართვის და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მძიმე ბრალდებებს უყენებს და არც მეტი არც ნაკლები „პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს“?! „ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პიროვნება, რომელიც სახელმწიფო წესრიგის მოშლის და ადამიანებში ყველაზე ქვენა ინსტიქტების გაღვივების…

მეტი...

მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 2 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 2 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაბა ურეკში, სანაპიროდან წყალში შენიშნეს არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. შემთხვევაზე რეაგირება მაშველებმა უმოკლეს დროში მოახდინეს. არასრულწლოვნის დასახმარებლად წყალში სპეციალური აღჭურვილობით შევიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ნაპირიდან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით მყოფი ბავშვი უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ‘’112’-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქობულეთში, ზღვაში შევიდა…

მეტი...

ვარშავაში დაკარგული 24 წლის ბიჭი ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

პოლონეთში დაკარგული 24 წლის ბიჭი გარდაცვლილი ტბაში იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭი ტბაში შევიდა, თუმცა იქიდან გამოსული არავის უნახავს, შემდეგ კი 24 წლის ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა წყალში იპოვეს.  ვარშავაში გაუჩინარებულ 24 წლის მამაკაცს კვირაზე მეტი ეძებდნენ. ოჯახის წევრების თქმით, დიტო ხელხელაური 4 წელია პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული. ახლობლების ვარაუდით, ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარება გოგოსთან ურთიერთობას უკავშირდება. 

მეტი...

გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კორონავირუსის ახალ მუტაციაზე აფრთხილებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსისახალი შტამების შესახებ წერს. მისივე თქმით, საყურადღებო კიდევ 7 ვარიანტია. „4 პრობლემატური კორონა ვარიანტი მსოფლიოში უკვე ცირკულირებს… და 7 საყურადღებო ვარიანტია, რომლებიც არავინ იცის, რას იზამენ. ამ შვიდეულს 14 ივნისს კიდევ ერთი ახალი ვარიანტი დაემატა… ეს ვირუსი უნდა შევაჩეროთ და ყველამ ვიცით, როგორ. თავს ნუ ვიტყუებთ. ყველაფერი ჩვენს ხელშია,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

მეტი...

პროკურატურის შუალედური დასკვნის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები „მოდელირებული და გაყალბებულია“

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, “ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუდიო ჩანაწერებს რედაქტირების კვალი აღენიშნება და აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად. პროკურორის განცხადებითვე, გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი“…

მეტი...

რუსეთმა გაგრის ნაწილის ანექსია მოახდინა, სოფელ აიბღას ზედამხედველობა კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა

რუსეთის ფედერაციამ, 2021 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღას ანექსირება ფაქტობრივი კონტროლის მიღმა ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა. ტერიტორია მონიშნულია კრასნოდარის ოლქის ადლერის რაიონის ნაწილად, უფრო კონკრეტულად კი, ქვემო შილოვკის თემში შემავალ ერთ-ერთ სოფლად. ამის შესახებ ინფორმაციას DRI ავრცელებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოფელ აიბღას ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, რითაც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა. ​DRI-ის ინფორმაციით, აიბღას ანექსირების სურვილი რუსეთმა პირველად 2001 წელს, იმჟამინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბასთან გააჟღერა. რადგან იმ დროს რუსეთს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ ჰქონდა და ამ თემის განხილვა ქართულ მხარესთან მოუწევდათ, საკითხი დროებით შეჩერდა. “სიტუაცია რადიკალურად 2008 წელს…

მეტი...

2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს უკანონოდ უსმენდნენ – პროკურატურა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში “ტვ პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობდნენ, ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გილიგაშვილმა შუალედური ანგარიში წარადგინა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს უკანონოდ უსმენდნენ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მოსმენები მაშინდელი კუდ-ის ბრძანებით ხორციელდებოდა. ამასთან საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დიალოგი შექმნილია აღნიშნული უკანონო მოსმენებით მოპოვებული მასალის დამონტაჟებით, რედაქტირებით და შერჩეული ფიქსაციით. “მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია “პირველის”…

მეტი...

“ეს ნამდვილად განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა?!” – შალვა ნათელაშვილი

„ლეობორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მესხეთზე ლექსს კითხულობს. თურქეთის პრეზიდენტი, მესხეთს თავის სამშობლოდ მოიხსენიებს და იმედს გამოთქვამს, რომ ოდესმე კვლავ დაიბრუნებს. „ვეკითხები თურქეთის ელჩს საქართველოში, ეს ნამდვილად განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა თუ მონტაჟი და ფალსიოფიკაციაა? პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება დადასტურებად რის შემდეგაც მექნება ჩემი რეაქცია და ნუ იქნება ეს საწყენი ნურავისთვის“, – წერს შალვა ნათელაშვილი. ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმმა“ უკვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისგან ოფიციალურ კომენტარს ელოდება.

მეტი...

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე” – ნათია თურნავა

„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ევროპელი მედიატორის ჩართულობით ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი, ახლა საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან ველოდებით დადებით ​კონტრნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით შეხვედრა დღეს ონლაინფორმატში გაიმართება. „ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს ევროპელი მედიატორის ჩართულობით. რამდენიმე დღის წინ გაიმართა პირველი შეხვედრა ამ მედიაციის ფარგლებში. დღეს იგივე შემადგენლობით გაგრძელდება ეს შეხვედრა უკვე ონლაინ ფორმატში. შედეგი დადგა ის, რომ სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი. შსს-მ დემონტაჟი გაუკეთა რკინის ჯებირებს. ახლა ველოდებით, რომ დადებითი ​კონტრნაბიჯები ​წამოვა თვითონ საპროტესტო მოძრაობის…

მეტი...

“ევროპულმა სასამართლომ 20-21 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო” – საია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „საიას“ და EHRAC-ის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით შეტანილი საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საია-ს ინფორმაციით, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, საქმეებზე – ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამისი კითხვებით მიმართა. „საია-მ ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 7 აპრილს წარადგინა. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – დემონსტრანტების შემთხვევაში), და…

მეტი...

აზერბაიჯანული ავიაკომპანია ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეებს ამატებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სულ უფრო იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ზრდიან საქართველოში ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამჯერად აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Buta Airways-მა მიიღო გადაწყვეტილება ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეების დამატების თაობაზე. „ფრენებთან დაკავშირებით მორიგი ახალი, კარგი ამბავი გვაქვს – დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ავიარეისების სიხშირეს ზრდის, 20 ივლისამდე ეს იქნება კვირაში ხუთი ფრენა, 20 ივლისის შემდეგ კი ავიაკომპანია დღეში ორ ფრენას შეასრულებს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები საქართველოში უფრო ადვილად, უფრო მარტივად შემოვიდნენ და შესაბამისად, მისასალმებელია აზერბაიჯანული ავიაკომპანიის ასეთი გადაწყვეტილება. „ეს ნიშნავს, რომ ბაქოდან,…

მეტი...

“პუტინ ხ*ილოს” გამო რუსეთი UEFA-სგან უკრაინელი გულშემატკივრების დასჯას მოითხოვს

რუსეთი UEFA-სგან უკრაინელი გულშემატკივრების დასჯას ითხოვს. რუსეთის სახელმწიფო დუმაში მიაჩნიათ, რომ UEFA-მ უკრაინელ გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მატჩზე დასწრების უფლება არ უნდა მისცენ და დასაჯოს ის გულშემატკივრები, რომლებიც უკრაინა-ჩრდილო მაკედონიის მატჩისას “პუტინ ხ*ილოს” სკანდირებდნენ. რუსეთის დუმის წევრებმა მომხდარს რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდეს. შეგახსენებთ, ეს რუსეთსა და უკრაინას შორის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული პირველი დაძაბული მომენტი არაა. ჩემპიონატის დაწყებამდე ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირში რუსეთის საფეხბურთო კავშირიდან შევიდა საჩივარი, სადაც ითხოვდნენ, რომ უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების ფორმიდან პოლიტიკური სიმბოლოები მოეშორებინათ. გარდა წარწერისა “გმირებს დიდება!”, ფეხბურთელების ყვითელ ფორმაზე დატანილია უკრაინის სახელმწიფოს კონტურები, ყირიმთან ერთად და კიდევ ერთი წარწერა “დიდება უკრაინას!”

მეტი...

“გიორგი გახარიამ ასე თუ გააგრძელა და განმარტებები არ გააკეთა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ აქვს” – სერგეენკო

კურდღელი უწოდა -არ უწოდა, ეს პოლიტიკური „ვორდინგია“, ზოგს ასე ურჩევნია, ზოგს ისე, თავისი ექსპრესია აქვს ყველას, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გიორგი გახარიაზე. რაც შეეხება გიორგი გახარიას, სერგეენკო მიიჩნევს, რომ თუ მან კითხვებს პასუხი არ გასცა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ ექნება. „რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე მაქვს ასეთი ჩამოყალიბებული აზრი ამ წუთის მდგომარეობით, რომ როცა ყოფილი პრემიერ- მინისტრი დემარშით მიდის და მერე ბრუნდება ოპოზიციაში, ეს არის უდავოდ საყურადღებო მოვლენა. ამ საყურადღებო მოვლენას სჭირდება განმარტება. აქამდე რა განმარტებებიც მოვისმინე ორიოდე მედიააქტივობით, პრეზენტაციით და ბრიფიგნით, ვერ მივიღე პასუხი. შეიძლება…

მეტი...

„ამნისტიის კანონის“ მიღების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას” – თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას. როგორც თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტის დანარჩენ ვალდებულებებს აბსოლუტურად იზიარებს. „ამნისტიის შესახებ“ კანონი უკიდურესად მავნებლურია და „ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ეთანხმება. ამას მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ამბობენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონის თანაზიარი ვერანაირად ვერ გახდება. მას შემდეგ, რაც ეს შემდგარი ფაქტი იქნება და „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონპროექტს, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა და აპირებს, იმ სულისკვეთების ნაწილი გახდეს, რაც…

მეტი...

ომბუდსმენმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა დაასახელა

ომბუდსმენი პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას ასახელებს, ამ კონტექსტში ნინო ლომჯარია აღნიშნულ დაწესებულებაში არსებულ არაფორმალურ მმართველობასა და ძალადობრივ გარემოზე საუბრობს.  ნინო ლომჯარია პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. “შევისწავლეთ 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე, ამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად დავადგინეთ, რომ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში მათ არ გაეწიათ. სამწუხაროდ, გამოძიება მხოლოდ ინტერესდებოდა გარდაცვალების უშუალო მიზეზებით და არ სვამდა კითხვებს, თუ რატომ არ უტარდებოდათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა,”- აცხადებს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. 

მეტი...

“ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე?” – ხატია დეკანოიძე კობახიძე-გახარიაზე

ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე? – ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან. მისი თქმით, კობახიძის განცხადებები ირონიული და შეურაცხმყოფელია. „ერთი ფრთა ებრძვის მეორე ფრთას და რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ერთმანეთი შეამკონ განსაკუთრებულად მძიმე ლექსიკით. მათთვის ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე? სიმართლე გითხრათ, ეს ნაკლებად გვაინტერესებს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მივიდეთ ძლიერად. ბატონი კობახიძის განცხადებები ხშირად არის კარიკატურის შინაარსის და მისი განცხადებების ანატომია არის…

მეტი...

არასრულწლოვანი ჩეხეთის მოქალაქის საქმე – პრჟემისლ ანტონი „მედიაცენტრ მთავარში“

„2020 წლის 2 ივნისს, ორი საპატრულო ეკიპაჟი სოციალურ მუშაკთან ერთად მოვიდა და ვანესას ჩაუტარდა გამოკითხვა, სადაც სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა დაუსვეს კითხვები, რომლებიც მანიპულირებას უფრო ჰგავდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, პრჟემისლ ანტონიმ განაცხადა. ჩეხეთის მოქალაქე ამბობს, რომ ბავშვს მასთან დაშორების შემდეგ განუვითარდა დეპრესია. პრჟემისლ ანტონიმ შვილს შარშან დაშორდა, მისივე თქმით მას აქვს ბავშვთან შეხვედრის უფლება კვირაში სამჯერ, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს ეს უფლება ეზღუდება: „ბრალდებების გარდა იყო გაჟღერებული, ის, რომ მე თითქოს დედას ვუკრძალავდი ბავშვის ნახვას, ეს არის ტყუილი, ჩვენ ვიყავით ბათუმში და მას შეეძლო ბავშვის ნახვა,…

მეტი...

“ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა კლებამ, წინა წელთან შედარებით, 4.5 პროცენტი შეადგინა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 275.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 4.5 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 6.8 პროცენტით. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-54.0 პროცენტი), მშენებლობა (-19.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-25.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-9.0 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-34.0 პროცენტი).…

მეტი...

“ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში” – ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება, მედიასთან შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აპირებს დააფუძნოს ორგანიზაცია, რომლის მიზანი იქნება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა. ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პარლამენტის მიერ ოთხი წლის ვადით იყო არჩეული. „ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი პარტნიორი იყო მედია და საზოგადოება. ამიტომ მინდა, მედიას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. რომ არა თქვენ, ის პრობლემები, რომელიც არსებობს სასამართლო სისტემაში, არ გასაჯაროვდებოდა და საზოგადოება ვერ შეიტყობდა. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე სასამართლო სისტემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური…

მეტი...

“აბსურდულობა და უტიფრობაა, რომ ირაკლი კობახიძე დღეს კურდღელს ეძახის გახარიას იმ ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრად აირჩიეს” – გიგა ბოკერია

ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადება, საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, თუ როგორ თავხედ, უტიფარ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო, მავნებელ რეჟიმთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წევრების განცხადებები შეაფასა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე. როგორც ბოკერია აღნიშნავს, მმართველი გუნდის წევრები დღეს უკიდურესი აგრესიით აღწერენ გიორგი გახარიას, რომელსაც „სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მენეჯერად აცხადებდნენ“. „ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადება, განსაკუთრებით კობახიძის, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არის იმის შეხსენება, თუ როგორ თავხედ, უტიფარ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო, მავნებელ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ადამიანები უკიდურესი აგრესიით…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,5 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,5 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,35 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2, 47 პროცენტი. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 671 პირს დაუდასტურდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 376, იმერეთში – 72, შიდა ქართლში – 41

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 376, იმერეთში – 72, შიდა ქართლში – 41, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 354 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 239 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 671 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 357 591-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 131 შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 671 პირს დაუდასტურდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 17 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 741 შემთხვევა გამოვლინდა, 945 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 657 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 354, „პისიარ“ ტესტით – 13 239. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,5%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 357 591 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343 377   გამოჯანმრთელდა, 5 131 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია – 225 666 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 441. კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 825 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში…

მეტი...

თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს იწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს  18 ივნისს, 10:00 საათიდან იწყება. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.  ამასთან, მშობლებმა რეგისტრაციის გავლისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის. ელექტრონულად დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge   რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს. რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში…

მეტი...

საბერძნეთში 20 წლის ცოლის მკვლელობა, რომელშიც საქართველოს მოქალაქე იყო ეჭვმიტანილი, ქალის მეუღლემ აღიარა

საბერძნეთის პოლიციამ ახალგაზრდა ქალის ქმარს, რომლის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული, ბრალი წარუდგინა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. წყაროების ცნობით, ბაბის ანაგნოსტოპულოსმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მან მეუღლე, 20 წლის ქეროლაინ ქრაუჩი მას შემდეგ მოკლა, რაც ის დაემუქრა, რომ მიატოვებდა და თან 11 თვის ჩვილს წაიყვანდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან აღიარა, რომ სამართალდამცავებს მოატყუა, როცა განაცხადა, რომ სახლში ძარცვის მიზნით სამი პირი შეიჭრა, რომლებიც ფულსა და ძვირფას ნივთებს ეძებდნენ, მისი ცოლი სცემეს და გაგუდეს, თავად კი სავარძელზე მიაბეს. „მე ის მოვკალი, შემდეგ კი ყაჩაღობის სცენა დავდგი,“ – განუცხადა ეჭვმიტანილმა პოლიციის გამომძიებლებს. მკვლელობა ათენთან…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 08:31 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ სამი მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

საქართველოში ფრენას ყირგიზული Air Manas-ი იწყებს

საქართველოში ჩარტერული ფრენების დაწყების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, ყირგიზულმა Air Manas-მა მიიღო, რომელიც რეისებს​ ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს. ავიაკომპანია ოპერირებას 18 ივლისიდან დაიწყებს. მას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა გუშინ მიენიჭა.

მეტი...

თუ ფეხბურთელები სპონსორების ბოთლებს გვერდზე გადადგამენ, UEFA სანქციებს დააწესებს

ევრო 2020-ის მონაწილე გუნდებს ჯარიმა დაუწესდებათ, თუ სპონსორების მიერ მიწოდებულ სასმელის ბოთლებს გვერდზე გადაწევენ – ისე, როგორც რამდენიმე დღის წინ კრიშტიანუ რონალდუ და პოლ პოგბა მოიქცნენ. ორშაბათს პორტუგალიის კაპიტანმა, რონალდუმ პრესკონფერენციაზე “კოკა-კოლას” 2 ბოთლი გვერდით გადადო და ხალხს მოუწოდა, წყალი დაელიათ. შემდეგ დღეს კი ფრანგმა პოგბამ, რომელიც მუსულმანია, “ჰაინეკენის” ლუდი გადადგა გვერდით. ოთხშაბათს იტალიელმა მანუელ ლოკატელიმაც “კოკა-კოლა” წყლით ჩაანაცვლა. UEFA-ში აცხადებენ, რომ პარტნიორები ტურნირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოთამაშეებმა რეგულაციები უნდა დაიცვან. თუმცა, დირექტორისთვის, მარტინ კალენისთვის გასაგებია პოგბას გადაწყვეტილება, რომელიც რელიგიური შეხედულებით იყო განპირობებული. “უეფა” არ გეგმავს პირდაპირ მოთამაშეების დაჯარიმებას და…

მეტი...