ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ვაქცინის შესაძენად იმდენი თანხაა მობილიზებული, რამდენიც საჭიროა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით, ბიუჯეტში თანხის პრობლემა არ არსებობს და იმდენი თანხა დაიხარჯება, რამდენიც საჭირო იქნება. „ვაქცინა და ვაქცინაცია ეკონომიკისთვისაც უპირველესი ამოცანაა.  თანხები მობილიზებული გვაქვს, მათ შორის, დონორი ორგანიზაციებიდან იმ ოდენობის, რა რაოდენობის ვაქცინასაც ფიზიკურად შევძლებთ, რომ შევიძინოთ. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის არც ერთ ეტაპზე ფინანსური რესურსი არ ყოფილა პრობლემატური. ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენ ეს თანხა მობილიზებული გვქონდა და დღესაც მობილიზებული გვაქვს იმისთვის, რომ ქვეყანამ ნებისმიერი რაოდენობის ვაქცინა შეიძინოს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში.

მეტი...

„თარსი ხართ, ითარსებით“ – რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს თარსი ეძახა. დეპუტატმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ ლაშა ხუციშვილს ურჩია ხმა არ ამოიღოს.   „სულ გეუბნებით, ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით ლარი მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას“ – მიმართა გოცირიძემ ხუციშვილს. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა არც ისიც რას ამბობს.   „ვალის აღება არ არის სატრაბახო, ვალის გასტუმრებაა საქმე. თქვენ იამაყეთ ლარი გამყარდა აპრილში ეკონომიკის 45%-იანი ზრდის გამოო. მსოფლიოში მაჩვენეთ ერთი ქვეყანა 200 ქვეყნიდან, სადაც აპრილში გაიზარდა 45%-ით, სისულელეა ეს! იტყუება სტატისტიკის სამსახური, არასწორად დათვალეთ ინფლაცია. იტყვით მყარდებაო, მეორე…

მეტი...

„ბიზნესის დახმარების პროგრამაზე მილიარდ 57 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა“ – ფინანსთა მინისტრი

საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატით მიწვეულ  ფინანსთა მინისტრს დაწვრილებით მოუწია იმ თანხების განაწილებაზე საუბარი, რომელიც  STOP-COV ფონდში იქნა მობილიზებული. როგორც ლაშა ხუციშვილმა განმარტა, ერთ-ერთი მიმართულება, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები იყო და ამ მხრივ მილიარდ 57 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა. „საშემოსავლო გადასახადის შეღავათის ნაწილში – ეს არის 440 000 პირზე 540 მილიონი ლარი, ტურიზმის სექტორში საგადასახადო შეღავათები დაჯდა 95 მილიონი ლარი. საკრედიტო საგარანტიო სქემაზე მიიმართა 97 მილიონი ლარი. სასტუმროებისა და რესტორნების სესხის პროცენტის სუბსიდირებაში დაიხარჯა 51 მილიონ 200 ათასი ლარი. სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა იყო 44 მილიონი ლარი, სადაც გარანტირებულად მოხდა…

მეტი...

სად წავიდა STOP-CoV ფონდში მობილიზებული თანხა – მინისტრის განმარტება

საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატით მიწვეულმა  ფინანსთა მინისტრმა დეტალურად ისაუბრა STOP-CoV ფონდში მობილიზებული თანხის განაწილებაზე. როგორც ლაშა ხუციშვილმა განმარტა, ფონდში მობილიზებული თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი  ერთჯერად  200 ლარიან დახმარებებზე წავიდა, რომელიც ბავშვებისთვის იყო გამოყოფილი. „მოსახლეობის სოციალური დაცვის ნაწილში ხარჯმა შეადგინა მილიარდ 338 მილიონ 400 ათასი ლარი. დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციაზე სულ დაიხარჯა 280 მილიონი ლარი და შეეხო 162 300 პირს. კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე დაიხარჯა 550 მილიონი ლარი და შეეხო მილიონ 100 ათას აბონენტს. 65 000-100 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების დახმარება – შეეხო 80 000 ოჯახს და დაიხარჯა 110 მილიონი ლარი.…

მეტი...

საქართველო 3 600 000 დოზა ვაქცინას ელოდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეცნიერთა უმეტესობა ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას უჭერს მხარს. მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინის პრობლემა არ იქნება და ზაფხულში დიდი რაოდენობით აცრას ველოდებით.   „ივლისიდან არსებობს უკვე გარანტირებული შემოსვლის გრაფიკი,  გარანტირებული კონტრაქტები. 4 თვის განმავლობაში – ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ქვეყანაში შემოვა 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა“ განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ორჯერადი ვაქცინაცია საკმარისი არ იყოს და მესამე დოზის გაკეთებაც გახდეს საჭირო. „შესაძლებელია, რომ მესამე ე.წ. ბუსტერული დოზა გახდეს საჭირო. ამაზე მიდის ახლა დაკვირვებები. მეცნიერების უმრავლესობა ემხრობა, რომ…

მეტი...

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის დაკავებული მონაწილე წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ დავით ხუციშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა  არ დააკმაყოფილა.   დავით ხუციშვილი 29 მაისის ინციდენტზე  გუშინ დააკავეს. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტების მხარდამჭერის დაკავებას ისინი საყვირებით აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ წინააღმდეგ რეპრესიები მიმდინარეობს. 

მეტი...

მალთაყვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.26 წლის მამაკაცის ცხედარი ოჯახის წევრების მიერ იდენტიფიცირებულია. იგი 3 დღის წინ ზღვაში საბანაოდ შევიდა და გაუჩინარდა. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი. გამოყენებული იყო სპეციალური ტექნიკა და 3 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სანაპირო ზოლის მონიტორინგი.

მეტი...

ემუქრება თუ არა „ლეობორისტულ პარტიას“ პოლიტიკური საბოტაჟი?! – ისინი შესაძლოა საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დარჩნენ

თუკი „ლეიბორისტული პარტია“ საპარლამენტო მანდატს არ გამოიყენებს, იგი შესაძლოა საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დარჩეს. დღეს, საკანონმდებლო ორგანომ 80-ხმით, 27-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო. ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამასთანავე, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის წინა სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. მიღების შემთხვევაში კანონი 2022 წლის პირველი თებერვლიდან…

მეტი...

“მესამე ტალღის პიკი გადავლილი გვაქვს, დაღმავალ ფერდზე ვართ” – ამირან გამყრელიძე

მესამე ტალღის პიკი გადავლილი გვაქვს, დაღმავალ ფერდზე ვართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბათუმში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა პარამეტრის მიხედვით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება. „დაღმავალ ფერდზე ვართ. მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის აჭარაშიც​. ეპიდსიტუაცია მშვიდდება ისე, როგორც მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის აჭარაში და მისი ყველა პარამეტრი და ინდიკატორი, როგორიც გახლავთ მაგალითად, ინციდენტობის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე. იგივე, დადებითობის პროცენტი აჭარაში დღეს გვაქვს 2 %-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში. ახალი შემთხვევების რაოდენობა აჭარაში რამდენიმე ათეულია და მერყეობს 40-70-ის ფარგლებში, ანუ ასს არც ასცდენია.…

მეტი...

გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერს შეხვდა. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფილიპ რიკერმა და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშია. პარტიის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა საკუთარი პარტიის და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ. პარტია „საქართველოსთვის“ ცნობითვე, გიორგი გახარია და ფილიპ რიკერი შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კვლავაც აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და პარტია „საქართველოსთვის“…

მეტი...

“ვიმედოვნებთ, ყველა​ ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო დაწესებულებებში განთავსდება” – გაეროს განცხადება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას  გმობს. ასევე, გაეროს სააგენტოთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე, ნინოწმინდის სკოლა-პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსებასთან დაკავშირებით. “გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას. მზრუნველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, უფლებების განხორციელება და განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ. საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა…

მეტი...

“ზამბარის ეფექტია”, ეკონომიკა უპრეცენდენტოდ გაიზარდა” – ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა რეალობა სრულად შეცვალა და ეკონომიკა უპრეცენდენტოდ გაიზარდა. “აპრილის მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა რეალობა სრულად შეცვალა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას საკითხი, იგივე ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით. მაკროეკონომიკური მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკა უპრეცენდენტოდ გაიზარდა. ამას მე ზამბარის ეფექტი ვუწოდე, წამოსულია გადავადებული მოთხოვნები,”- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. ასევე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ შეკითხვაზე, რამდენად გაუძლებს საქართველოს ბიუჯეტი COVID-სგან გამოწვეულ კრიზისს განაცხადა, რომ ეკონომიკური ვარდნა და ფინანსური კრიზისი კოვიდის გამო არ იყო გამოწვეული და მთავარი გამოწვევა ჯანდაცვაში იყო. “კოვიდის გამო მთავარი გამოწვევა იყო ჯანდაცვაში და…

მეტი...

“თითქმის ყოველდღიურად გვიკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას” – ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე

მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ცალკეული სასულიერო პირები, პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და რეალურად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ვითარებაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატს ბენეფიციარები ყოველდღიურად უკავშირდებიან და მძიმე ისტორიებს ყვებიან. „დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პარალელურად იმისა, რაც ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთა არის ის, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილებების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო…

მეტი...

ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფეხში დაიჭრა

ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია მოთავსებული. “არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო იარაღი შემთხვევით, არასწორი მოძრაობის დროს გაუვარდა, რის შედეგადაც ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო. 55 წლამდე კაცი ლაგოდეხში, კლინიკა “კელაპტარშია” გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის საჩივარი და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 და 20 მაისს, არასრულწლოვანმა ა.ს.-მ 8 წლის ბავშვი გააუპატიურა. „ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, თელავის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ…

მეტი...

მიხეილ კალანდიამ გიორგი მენაბდის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების ფარგლებში ჩვენება არ მისცა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ ამავე საქმეში ბრალდებულ გიორგი მენაბდის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების ფარგლებში ჩვენება არ მისცა. მასთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს გამომძიებელი და ადვოკატი იმყოფებოდნენ. როგორც დაწესებულების დატოვების შემდეგ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა, მიხეილ კალანდიას სამართლებრივი სტატუსი აძლევს საშუალებას, რომ ჩვენება არ მიეცა. ამასთან, ადვოკატი იმ გამომძიებლის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომელიც კალანდიასთან იმყოფება. თოდუას თქმით, სწორედ აღნიშნულმა გამომძიებელმა მიიღო ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ საქმის წარმოებაში მონაწილეობა. ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია…

მეტი...

“მედიაში არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად „მკვლელებს” ჰგვანან, ვიდრე ჟურნალისტებს” – ნიკოლ ფაშინიანი

ჩვენ უნდა წავიდეთ ამ ინსტიტუციური გზით – სახელმწიფო ინსტიტუტების უწყვეტი გაძლიერებისა და სამართალდამცავი ინსტიტუტების გაძლიერების გზით, ამას ალტერნატივა არ აქვს, – სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მან სომხეთის მედია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სომხეთში წესები არა მხოლოდ მთავრობის ოფიციალური პირებისთვის, არამედ ჟურნალისტებისთვისაც უნდა გამკაცრდეს. „მედიაში არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად „მკვლელებს” ჰგვანან, ვიდრე ჟურნალისტებს. დღეს სომხეთის მედია სფერო ნამდვილ ნაგავსაყრელად გადაიქცა. ამ დარგის დარეგულირების მიზნით, უნდა წავახალისოთ ჟურნალისტური საზოგადოება, კანონით შევქმნათ გარკვეული მექანიზმები, იმისთვის, რომ ჟურნალისტურმა საზოგადოებამ ეთიკის წესები შექმნას. უნდა არსებობდეს ეთიკის ამ…

მეტი...

“პანდემიამდე ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკა” – ფინანსთა მინისტრი

პანდემიამდე ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა პანდემიამდე, ძირითადად, შიდა ფაქტორებით იყო განპირობებული. „ჩვენ ვიზრდებოდით მაღალი ტემპით მაშინ, როცა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში იყო საკმაოდ დაბალი ეკონომიკური ზრდა. 2019 წელს, ჩვენ ორჯერ მეტი ტემპით ვიზრდებოდით, ვიდრე ჩვენი სავაჭრო პარტნიორები. ზრდა შეინიშნებოდა არამარტო რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებლებში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. პანდემიამდე არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხდა სიღარიბისა და უმუშევრობის მნიშვნელოვანი კლება ისტორიულ მინიმუმამდე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2004-2016…

მეტი...

“კალკულატორი მოვიტანე, მინდა ფინანსთა მინისტრს დავუანგარიშო ყველაზე დიდი კორუფციული სქემა, რომელიც პირადად მისი შექმნილია” – გიორგი ვაშაძე

პოსტ პანდემიური გამოწვევები, ლარის კურსი და ბიუჯეტის შესრულება – ეს მცირეა ჩამონათვალი იმ თემების, რომელზეც დეპუტატები ფინანსთა მინისტრს კითხვებს დაუსვამენ. საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი იქნება პირველი, რომლის მოსმენასაც ოპოზიცია სრული შემადგენლობით დაესწრება. რა აინტერესებთ პოლიტიკურ მხარეებს და რას შეეხება ძირითადად კითხვები, რომელსაც ისინი ფინანსთა მინისტრს დაუსვამენ – ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მომზადებული მივიდა: “მოვიტანე კალკულატორი და ბანერი, სადაც კონკრეტული რიცხვი წერია – მინდა დავუანგარიშო ფინანსთა მინისტრს, საქართველოში არსებული ყველაზე დიდი კორუფციული სქემა, რომელიც პირადად მის მიერ არის შექმნილი,” -აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი…

მეტი...

“არ მიგვაჩნია მართებულად, რომ ინსტიტუციებზე შტურმის ორგანიზებაში ბრალდებული პირების მიმართ ამნისტია განხორციელდეს” – ბექა ლილუაშვილი

შარლ მიშელის შეთანხმებას როცა ხელს ვაწერდით, იქვე ვთქვით, რომ ეს არ არის იდეალური შეთანხმება, ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური კრიზისის დასრულების ინსტრუმენტი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პრინციპულ საკითხებზე ჯერ კიდევ პოლიტიკური კრიზისია, მათ შორის ამნისტიაზე. ამასთან, ამნისტიაზე საუბრისას, ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ არ მიაჩნიათ სწორად, სახელმწიფო ინსტიტუციების შტურმის ორგანიზებაში ბრალდებული პირების მიმართ ამნისტია განხორციელდეს. „დღეს ვხედავთ, რომ პრინციპულ საკითხებზე ჯერ კიდევ პოლიტიკური კრიზისია, მათ შორის ამნისტიაზე. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ჩვენ არ ვიზიარებთ და სწორად არ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე შტურმის ორგანიზებაში ბრალდებული პირების მიმართ ამნისტია განხორციელდეს“, –…

მეტი...

“ელისაშვილივით ჯიბეში ვერ ჩაგვისვა ივანიშვილმა” – გიორგი გუგავა

„ლეიბორისტულ პარტიას კრძალავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ელისაშვილივით ჯიბეში ვერ ჩაგვისვა ივანიშვილმა“ – ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ ალეკო ელისაშვილს, რის შემდეგაც ალეკო ელისაშვილმა შემდეგი რეპლიკით დატოვა სტუდია: „ამას რა ენაღვლება წამოკოტრიალებული იყო ალბათ თავის პარტიაში და ხალხის ფულს ჭამდა.“

მეტი...

“ამას რა ენაღვლება, წამოკოტრიალებული იყო ალბათ თავის პარტიაში და ხალხის ფულს ჭამდა” – ელისაშვილი გუგავაზე

„ძალიან დამღლელი და დამქანცველი სამუშაო დღე იყო პარლამენტში, ამას რა ენაღვლება წამოკოტრიალებული იყო ალბათ თავის პარტიაში და ხალხის ფულს ჭამდა. ოპოზიციაში გამილიონერებული ხალხი გინახავთ? აი ამათი პარტიაა“ – ამ სიტყვებით მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს გიორგი გუგავას. ამ განცხადების შემდეგ ელისაშვილმა გადაცემა „პირველი ხაზის“ სტუდია დატოვა. „მე ამ უდღეურის და არარაობის მოსმენას არ ვაპირებ, დღეს ისეთი რაღაცეები ილაპარაკა, ამის მოსმენას ნამდვილად არ ვაპირებ. ისეთი რაღაცეები იკადრა, ზღვარს გადააბიჯა ბ-ნმა გუგავამ. მთელი დღეა ვცდილობ ძალიან შევიკავო თავი. ზუსტად ამათ ხალხის მუქთა ფული აღარ ექნებათ, ამ პარაზიტულ პარტიას, რომელიც იდგა პარლამენტში არ შედიოდა წლიდან-წლამდე, არჩევნებიდან…

მეტი...

“საქართველო და უკრაინა ნატო-მ თავის რიგებში უნდა მიიღოს” – კონდოლიზა რაისი

საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კიევის ფორუმზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებდა ბუქარესტის სამიტში, ყველაფერი ძალაში რჩება. ნატო-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების მთავარმა ორგანიზაციამ, საქართველო და უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღოს და ამისთვის მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა. შეგახსენებთ 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის დროს ,-კონდოლიზა რაისი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ კი…

მეტი...

“რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული, ტვინი არსებობს ამისთვის და ბოლოს და ბოლოს, 32 კბილი” – ლადო კახაძე

რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული, ტვინი არსებობს ამისთვის და ბოლოს და ბოლოს, 32 კბილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან დეპუტატებს მიმართა, „ენას კბილი უნდა დააჭირონ“ იმ შემთხვევაში, როცა შესაძლოა, ქვეყნის საზიანოდ რამე წამოსცდეთ. „ძალიან ხშირად იყენებთ სიტყვა „სადღეგრძელოს“, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც ამას უგვანოდ იყენებთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენი მოვლენის გასახალისებლად და ამ სიხარულის გასანაწილებლად. ადამიანებო, ამ სიტყვას დაუკვირდით, პოლიტიკოსების გამოსაყენებელი სიტყვა არ არის სადღეგრძელო, სადღეგრძელოს უკან…

მეტი...

პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას სამოქალაქო აქტივისტებმა სხდომათა დარბაზში ფურცლები გადაყარეს

პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სამოქალაქო აქტივისტებმა მამუკა ჯუღელმა და ქრისტინა ჭელიძემ სხდომათა დარბაზში ფურცლები გადაყარეს. ფურცლებზე წერია – “რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“ სასესიო დარბაზში გადაყრილ ფურცლებზე ასევე მითითებულია აქციის შესახებ, რომლის გამართვაც 13 ივნისს, პარლამენტთან იგეგმება. როგორც მათ განაცხადეს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობას პარლამენტის წევრებმა პასუხი უნდა გასცენ. “სახელწიფო არის სრულიად უუნარო პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვერ ახდენს რეაგირებას. სამწუხაროდ, სხვა ფორმა მათ არ ესმით“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა. აქტივისტებს პლენარულ სხდომათა დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა, ორმხრივი ურთიერთობების უაღრესად მაღალ დინამიკას. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. საუბარი შეეხო ლიეტუვის დელეგაციებთან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მთავრობის მეთაურმა ლიეტუვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მუდმივი მხარდაჭერისა და საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებისთვის. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ლიეტუვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას. COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოსთვის 15 ათასი დოზა ვაქცინის საჩუქრად გადაცემაზე მიღებული…

მეტი...

“ამის მუტრუკი შვილის სასამართლოზე რა ხდება” – ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში, გიორგი კანდელაკის ფოტოს ქვეყნებს

გიორგი კანდელაკის შვილი, თარაშ კანდელაკი, რომელიც ახალგაზრდა ერეკლე თელდიაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული იყო ამჟამად თავისუფალია. ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი კანდელაკის ფოტოს ქვეყნებს და პოსტს წერს: „ამის მუტრუკი შვილის სასამართლოზე რა ხდება ჟურნალისტები რატომ არ ინტერესდებით? ბაგური კვებით ნასუქ “დედაენაცვალოს” მალე მკვლელობაში რომ გაამართლებს გორის თემიდა,“ – წერს ოქრუაშვილი როგორც ერეკლე თედლიაშვილის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, თარაშ კანდელაკის წინააღმდეგ პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა.

მეტი...

ექიმი, რომელმაც ქალს ორსულობა 34-ე კვირაზე შეატყობინა, ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ექიმი მანანა მგალობლიშვილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელმაც 34 კვირაში გაიგო, რომ ორსულად არის, სოციალურ ქსელში წერს. „მოკლედ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენი კლინიკის პოსტმა იმის შესახებ, რომ პაციენტი მაია მექვაბიძე, რომელიც ჩვენთან მოვიდა გასინჯვაზე, სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა… 8 თვის ორსული!!! ექიმი-ექოსკოპისტი ლელა მალანია. უამრავი ადამიანი და მედიასაშუალება გამოეხმაურა ამ ფაქტს, ამასთანავე ბევრ ადამიანს უჭირს დაჯერება ამ მართლაც, უცნაური ამბავის და არც მიკვირს, რადგან პირადად ჩემს 20 წლიან საექიმო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა. მეც შოკში ვარ… ოღონდ მხიარულ შოკში… აქ ამ ვიდეოს გარდა ვაქვეყნებ სურათებს პაციენტის კიდევ 2 არაჩვეულებრივ შვილებთან – ლიზი და მარტასთან ერთად,…

მეტი...

“მივიღეთ დაპირება, რომ ლიეტუვა ვაქცინების კუთხით დაგვეხმარება” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიიღო დაპირება და ლიეტუვა საქართველოს ვაქცინებით დაეხმარება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რაოდენობას ჯერ კიდევ დაზუსტებული არის ვაქცინების, მაგრამ ლიეტუვის მხრიდან ვაქცინების გადმოცემა, არის სოლიდარობის ნიშანი. „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ უნდა გაფართოვდეს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები, ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღნიშნა, რომ ჩვენი საზღვრები ღია არის ვაქცინირებული ადამიანებისთვის და იმათთვის, ვისაც პისიარ ტესტები ექნებათ. ძალიან საჭიროა საქართველოსთვის, რომ ეს ტურისტული ურთიერთობები აღდგეს, რაც შეიძლება სწრაფად, რამეთუ ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ეკონომიკური აღდგენის ამ ძალიან რთული პერიოდის შემდეგ და ვიცით,…

მეტი...

“19 აპრილის შეთანხმება უნდა განხორციელდეს” – ლიეტუვას პრეზიდენტი

19 აპრილს მიღწეული შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული და ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდეს. ეს შექმნის შესაძლებლობას, დამთავრდეს პოლიტიკური კრიზისი და გადახვიდეთ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის,- ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გარდა ამისა, ნაუსედამ ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხში ჩანს მონდომება ამ მიმართულებით. მისივე თქმით, ლიეტუვა საქართველოს ხედავს როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს. „ნამდვილად მიხარია, რომ შემიძლია პირველად ვიყო პრეზიდენტის რანგში თქვენს ქვეყანაში. ბევრი მქონდა გაგებული, როგორი ლამაზი და მეგობრული ქვეყანაა, ახლა შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ნამდვილად ასეა. მადლობა პრეზიდენტს…

მეტი...

„ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ საქართველოს გადაეცეს ვაქცინა, 15 ათასი დოზა“ – ლიეტუვას პრეზიდენტი

საქართველოში სტუმრად მყოფი ლიეტუვას პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს და ამით პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულდეს. როგორც ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის  შემდეგ განაცხადა, ლიეტუვა საქართველოს ხედავს როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს. „ვუყურებ საქართველოს და მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ენერგიულად იღწვოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის. ჩვენი გზა არ იყო მარტივი, შედარებით უფრო ცოტა ხანი გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი სტრატეგიული მიზანი და ჩვენს საზოგადოებაში ამაზე ეჭვი არ იყო. ვხედავთ, ასეთ მონდომებას ქართველ ხალხშიც. ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც არა…

მეტი...

ლიეტუვა საქართველოს ვაქცინებს აჩუქებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდ პანდემიის დასამარცხებლად საქართველოს ლიეტუვა გვერდში დაუდგება. აღნიშნულის დასტურად კი პრეზიდენტმა ვაქცინების კუთხით დახმარება დაასახელა. „მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება და ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, გადმოგვცემს“ – განაცხადა ზურაბიშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც კოლეგასთან ისაუბრა, კულტურული და სხვა ურთიერთობების აღდგენაა.   „ვისაუბრეთ იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღვნიშნე, რომ ჩვენი საზღვრები ღიაა ვაქცინირებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც PCR ტეტსი ექნება.…

მეტი...

ფილიპ რიკერი საქართველოში ისევ დაბრუნდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ისევ საქართველოშია. „თეთრი სახლის“ წარმომადგენელი თბილისში ბაქოსა და ერევანში გამართული შეხვედრებიდან დაბრუნდა და საქართველოს პატრიარქსაც შეხვდა. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია იმუშაოს რეგიონში მის პარტნიორებთან, რომლებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სამივე ქვეყანასთან“ – განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელმა და გზავნილები ისევ გააჟღერა. „სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში მხარს ვუჭერთ განვითარებას, ეკონომიკას, ამ ქვეყნების ხალხთა მისწრაფებას, ჰქონდეთ სტაბილური, მშვიდი და უფრო მეტად პერსპექტიული მომავალი. მოხარული ვარ და პატივია, რომ როგორც ბაიდენ-ჰარისის და ბლინკენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დავბრუნდი აქ, სადაც მანამდეც ვყოფილვარ და მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა ჩვენი როლი, ჩვენი…

მეტი...

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ტურისტული ნაკადები მზარდია. ღნიშნულია შესახებ საუბრობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.  „როგორც იცით პანდემიამდე არსებული საჰაერო  სიხშირეების 57% უკვე აღდგენილია. მატულობს ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ასრულებენ რეისებს საქართველოს მიმართულებით. შესაბამისად იზრდება საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რიცხვი. 1 ივნისიდან უკვე სახმელეთო გზითაც შეუძლიათ ტურისტებს საქართველოში შემოსვლა,  როგორც ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთით, ასევე    PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ჩვენი მოლოდინი  მაღალია. უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად ვახორციელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.  კამპანიის ფარგლებში, კოვიდის პირობებში ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ პროდუქტებზე…

მეტი...

„პოლიტიკური ნიშნით გამიშვეს, ეს არის პოლიტიკური დევნა“ – „საქპატენტის“ ყოფილი თავმჯდომარე

„საქპატენტის“ თავმჯდომარე მინდია დავითაძე ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მივლინებისას გაიგო, რომ პრემიერ-მინისტრმა სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლა, რომ ის გიორგი გახარიას კადრი იყო.   „მინდა გაცნობოთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობიდან ჩემი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაცია. 2020 წლის თებერვალში 4 წლის ვადით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დავინიშნე „საქპატენტის“ თავმჯდომარედ. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლისა და მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ, რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა პრემიერთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან. როგორც მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულ უწყებას, პირადად მინდოდა მომეხსენებინა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გააჩნია და ამასთან,…

მეტი...

ბოლო დღე-ღამეში 16 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 337 820-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 012 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 389 შემთხვევა, აჭარა – 47, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 64, შიდა ქართლი – 26, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

მეტი...