„ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რეგიონულ კონფლიქტებთან დაკავშირებით საკუთარ ტვიტერის გვერდზე განცხადებას აკეთებს და წერს, რომ ევროკავშირისა და აშშ-სთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.   „ევროკავშირის და აშშ-ის ერთიანობა მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად. საქართველოს შემთხვევაში პარლამენტში პოლიტიკური პარტიების დაბრუნება, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი  მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. მხოლოდ ორი მაგალითი, სადაც ჩვენ ვერთიანდებით ლიდერობისთვის“, – წერს მიშელი „ტვიტერზე“.

მეტი...

„მადლობას ვუხდი “ეუთო”-ს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის“ – პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ეუთო”-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “Twitter”-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაური “ეუთო”-ს გენერალურ მდივანს მადლობას უხდის საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. “ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა “ეუთო”-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. განვიხილეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა. მადლობას ვუხდი “ეუთო”-ს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Twitter”-ში.

მეტი...

„აფხაზეთის ანექსიის გეგმის ჩასაშლელად განგაშია ასატეხი“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უმაღლესი საბჭო მიიჩნევს რომ კრემლი ამ ეტაპზე ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთის საბოლოო ანექსიის გაფორმებას. ამ საკითხზე მსჯელობას დაეთმო ძირითადად დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა.  „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამაზე“ გამართული დიალოგის დროს დეპუტატებმა კატეგორიულად აღნიშნეს, რომ აფხაზეთის საბოლოო ანექსიის გეგმის ჩასაშლელად საქმიანი განგაში დროულად არის ასატეხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჯემალ გამახარიამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი, რომელსაც ხელი 2020 წლის 12 ნოემბერს მოეწერა, რუსეთის…

მეტი...

ერგნეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე იმსჯელეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო. „შეხვედრის მთავარი თემა იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, მათ შორის ზაზა გახელაძის საკითხიც. ეს საკითხი დაისვა ძალიან პრინციპულად. იყო კონსულტაციები და ამ ეტაპზე, შემიძლია, გითხრათ, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება.  განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად.  რაც შეეხება შემდგომ პროცესს, ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რათა პროცესი არ დაზიანდეს“, – განცხადა ირაკლი ანთაძემ.

მეტი...

„საეკლესიო დღესასწაულებზე 2 მეტრიანი კელაპტრებით, სანდომიანი სახით დგომა საკმარისი არ არის“ – ვასაძე ხელისუფლებას ეკლესიის დაცვისკენ მოუწოდებს

საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედი“ – დამფუძნებელი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, ეკლესია დაიცვას. როგორც ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საეკლესიო დღესასწაულებზე 2 მეტრიანი კელაპტრებით, სანდომიანი სახით დგომა საკმარისი არ არის და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ეკლესია. ერთ-ერთი თემა, რომელზეც დღეს ლევან ვასაძემ მედიასთან ისაუბრა, სწორედ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ეკლესიაზე შეტევა გახდა. „ბავშვთა სახლებში სექსუალურ და სხვა სახის სკანდალებზე აპელირება ეკლესიაზე დარტყმის ლიბერალური გლობალისტური ძალების მხრიდან ტრადიციული იარაღია. ჩვენ უვიცები და ბრმები უნდა ვიყოთ, რომ იმას, რაც ხდება ბავშვთა სახლის გარშემო განვიხილავდეთ მხოლოდ, რაღაც ლოკალურ ინციდენტს.…

მეტი...

„ძალიან დაემსგავსა მათი რიტორიკა ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას”- ბექა ლილუაშვილი “ქართულ ოცნებაზე” 

„ჩვენ წინ ვდგამთ ნაბიჯებს, ვვითარდებით, მივუყვებით ჩვენს გეგმას. პარტიის დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში ვიწყებთ რეგიონული ოფისების გახსნას. გუშინ გავხსენით ბათუმში ჩვენი რეგიონული ოფისი. – ამბობს პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი – ბექა ლილუაშვილი. მისივე შეფასებით, მმართველმა გუნდმა რეალური სახე სწორედ ბოლო დღეების განმავლობში აჩვენა. „ამასთან ერთად, ჩვენი ხელმძღვანელები, ლიდერები იმყოფებიან ბრიუსელში, ხვდებიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. უამრავი ადამიანი გვიერთდება და ყოველდღიურად იზრდება ჩვენი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მძიმე მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის და ამ ადამიანებმა ბოლო დღეების განმავლობაში აჩვენეს თავიანთი რეალური სახე. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი  არამხოლოდ პარტიის მმართველები არიან,…

მეტი...

„ძალიან კარგად მესმის, რატომ ვერ იწვევს ქალბატონი ნინო ლომჯარია ნდობასა და სიმპათიას“ – ლევან ვასაძე

საზოგადოებრივი  მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ – დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ სახეზეა ყველაფერი, რის გამოც, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოსახლეობის ნდობასა და პატივისცემას ვერ იმსახურებს. მისივე შეფასებით, ეკლესიაზე შეტევის სათავეში დგას ადამიანი, რომელსაც  სახალხო დამცველი ჰქვია. „ეს ადამიანი არის სახალხო დამცველი ქვეყანაში, რომელიც გვეუბნება, რომ მეტი საქმე აღარ დარჩა უფლებების აღდგენის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ მტკიცებულებების გარეშე, მღვდელმთავარს, რომელმაც ცხოვრება შესწირა ბავშვების აღზრდას, დევნოს და დაუნგრიოს რეპუტაცია. შავით თეთრზეა ყველაფერი.  ჩვენ არ ვართ მომხრე ნამდვილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა, ჩვენ ვართ მომხრენი, რათა ისჯებოდეს ცილისწამება, შეურაცხყოფა და შუღლის გაღვივება. ვფიქრობ, რომ ამ ე.წ. სახალხო დამცველმა…

მეტი...

შეღავათები ორჯერადად აცრილებისთვის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა იმ წამახალისებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც ორჯერადად აცრილებისთვის იქნება შესაძლებელია. მისივე შეფასებით, გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება პირველ რიგში, სწორედ ორჯერადად აცრილებს შეეხებათ. „დღეს ვიმსჯელეთ წამახალისებელ ღონისძიებებზეც, რომ ორჯერადად აცრილებს სავალდებულო ტესტირება აღარ ჰქონდეთ. ასევე კომენდანტის საათთან დაკავშირებით შემსუბუქების ნაბიჯი თუ გადაიდგა, პირველ რიგში, ალბათ ორჯერადად აცრილებისთვის იქნება. ეს ღონისძიება რატომ უნდა იყოს დისკრიმინაცია, პირიქით, ჩვენ ყველა უნდა ავიცრათ. პირიქით, სტიმულია ადამიანებისთვის, რომ ყველა ავიცრათ. ჩვენ აუცილებლად შემოდგომას უნდა შევიდეთ უსაფრთხო სკოლებში, ანუ ყველა მასწავლებელი უნდა იყოს სკოლებში ორჯერ აცრილი,…

მეტი...

„ბავშვები წნეხისა და ზეწოლის ქვეშ არიან“ – ნინო ლომჯარია საპატრიარქოს მიმართავს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამჯერად საქართველოს საპატრიაირქოს მიმართავს და მათი სურვილის შემთხვევაში, მზადაა შეხვდეს და ღიად ესაუბროს. როგოც ლომჯარია აცხადებს, ყველაფრის მიუხედავად, პანსიონატში მცხოვრები ბავშვები წნეხის ქვეშ არიან. „როდესაც ჩვენ დაწესებულებებში მონიტორინგს ვახორციელებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვხვდებით შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან დირექტორს. შესაბამისად, როცა ჩვენ დაუგეგმავად განვახორციელებთ ამ მონიტორინგს, იმედი მაქვს, ამას ძალიან სწორად შეხვდება ახალი ხელმძღვანელობა. რა თქმა უნდა, მათაც გავესაუბრებით. ასევე, თუ აქვთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სურვილი სახალხო დამცველთან შეხვედრის, ჩვენ არ ვართ დახურულები, მათთან სასაუბროდ ღია ვართ“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან. სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ საპატრიარქოს…

მეტი...

“გახარია სულ მცირე ორ თემაზე განმარტებას თუ არ გააკეთებს, დარჩება მეტი კითხვა, რაც მის პოლიტიკურ რეიტინგს ნულამდე დაიყვანს” – დავით სერგეენკო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია მის მიმართ არსებულ მთავარ კითხვებს თუ არ უპასუხებს, უფრო მეტი კითხვა გაჩნდება, რაც მის პოლიტიკურ რეიტინგს ნულამდე დაიყვანს. „გახარიას შემთხვევაში კითხვები ბევრად მეტია, ვიდრე პასუხები. მას აქვს საშუალება და მჯერა, გამოიყენებს და გააკეთებს განმარტებას სულ მცირე ორ თემასთან დაკავშირებით. პირველი – რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რამდენად შეიძლება, გაჩნდეს კითხვის ნიშნები მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე. მეორე – ჩამოაყალიბოს მისი ხედვა, იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს ამომრჩევლის მხადაჭერას, რას აპირებს? რა გეგმებით აპირებს სიარულს? ამ ორი რაღაცის გარეშე, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა…

მეტი...

“ხელისუფლებას ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე, გააუქმოს პრაიდი” – ლევან ვასაძე

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში. როგორც ლევან ვასაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაანონსებულია ე.წ. პრაიდის კვირეული და სახელმწიფომ არ უნდა მისცეს საშუალება რადიკალურ ჯგუფებს, რათა მოახდინონ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია. „ვნახეთ ჯოჯოხეთური კლიპი, რომელიც გადაიღეს ე.წ. პრაიდის რეკლამისთვის, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ნორმებს. იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს, რადგან საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში არაერთი წელია, გვაქვს სრულიად მკაფიო მესიჯები, ჩვენი მოძმე ოსებისა და აფხაზებისგან, თუ საქართველო მიდის მაგ გზით ანტიტრადიციული, სრულიად მიუღებელი მიმართულებით, ჩვენ თქვენთან საერთო არ გვაქვს. მსგავსი ანტიკულტურის დამკვიდრების…

მეტი...

სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ორგანიზებით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა. კონფერენციაზე დეტალურად განიხილეს ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე არსებული სიახლეები, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, იმსჯელეს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ცვლილებებზე. „დღეს ვიმსჯელეთ ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე. ჩვენი მიზანია, რომ ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური და დროული ინფორმირება. სემეკმა შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება, განსაზღვრულ ვადებში შეიმუშავა და მიიღო ყველა საჭირო ნორმატიული აქტი, რამაც ხელი შეუწყო…

მეტი...

“საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი გავრცელებას იწყებს” – პაატა იმნაძე

„საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამიც გავრცელებას იწყებს,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული. „სამწუხაროდ, „დელტა“ (ინდური შტამი) შტამის ფუნქციონირება მთელ ევროპაში ძალიან იმატებს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქვეყანაში „დელტა“ შტამი წამყვანი ხდება. ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა ჩვენთანაც იმატებს. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბრუნდებიან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ გავრცელებას იწყებს,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

“ერთადერთი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას მიხეილ სააკაშვილი მიეხმარება” – გიორგი ვაშაძე

ერთადერთი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, 43- პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას მიხეილ სააკაშვილი მიეხმარება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნების წაგების ეშინია და ამიტომ კახა კალაძეს „საკამპანიო კეკლუცობა” უკვე დაწყებული აქვს. ვაშაძე მოსახლეობას მიმართავს, რომ თუ „ქართული ოცნების” „კარტოფილებს და კიტრებს ისევ მივყიდით ხმას, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში ყველა გაკოტრდება”. „ქართული ოცნება” არის უმძიმეს ვითარებაში, ნულოვანი შანსი აქვს, რომ 43 – პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ ზოგიერთი ოპოზიციური ძალა მას არ მიეხმარა, აქედან გამომდინარე დაიწყეს კამპანია, დაიწყეს ადმინისტრაციული რესურსის გამიყენება, ბატონ კალაძეს ის კი არ აინტერესებს ლილოს ნაგავსაყრელის…

მეტი...

ლევან ვასაძე, ამერიკელ კონსერვატორ ბრაიან ბრაუნთან ერთად ხვალ პრესკონფერენციას გამართავს

მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ხვალ საოჯახო კონგრესის პრეზიდენტ, ამერიკელ კონსერვატორ ბრაიან ბრაუნთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, ბრაიან ბრაუნს აქვს ფართო კავშირები და სამუშაო ურთიერთობა არა მარტო აშშ-ში, არამედ დასავლეთ ევროპის წამყვან კონსერვატიულ პარტიებთან და ლიდერებთან. „ჩვენთან სტუმრად იმყოფება მსოფლიო საოჯახო კონგრესის პრეზიდენტი, ცნობილი ამერიკელი კონსერვატორი ბრაიან ბრაუნი, რომელიც გვეხმარება მუშაობაში. მას აქვს ფართო კავშირები და სამუშაო ურთიერთობები არა მარტო აშშ-ში, არამედ დასავლეთ ევროპის წამყვან კონსერვატიულ პარტიებთან და ლიდერებთან. მე ბატონ ბრაუნთან მაკავშირებს მრავალი წლის მეგობრობა და ვთხოვე, რომ დახმარება გაგვიწიოს მრჩეველის რანგში, რათა უკეთესად…

მეტი...

ვარლამ გოლეთიანი მიიჩნევს, რომ წყალტუბოში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოთხოვნით გამართული აქცია კომპანიის მხრიდან არის მართული

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი წყალტუბოში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოთხოვნით გამართულ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მიზანია არა ვინმეს ბულინგი, არამედ პროექტთან დაკავშირებით არსებული პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობა. გოლეთიანმა დღევანდელ აქციას ჰესის მშენებელი კომპანიისგან მართული უწოდა. „ამ პრობლემების არსებობას ადასტურებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ამიტომ, ალბათ ეს არის მართული პროცესი კომპანიის მხრიდან, თითქოს ადამიანები ითხოვენ ჰესის მშენებლობას. ასეთი ადამიანებიც არსებობენ, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია ცნობილია”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მეტი...

რომელი რეგულაციებით ჩატარდება ეროვნული გამოცდები

2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, საგამოცდო პროცესი პირველ ივლისს დაიწყება, რისთვისაც საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდა. „არსებული რეკომენდაციები გადაიხედა „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და შარშანდელი კარგი გამოცდილების შედეგად შემუშავდა ახალი მიდგომები“, – აღნიშნა მიცკევიჩმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს თითოეული გამოსაცდელის, ასევე გამოცდების ორგანიზებაში ჩართული პირების უსაფრთხოება. მისივე თქმით, გამოცდაზე მოსულ…

მეტი...

“რა თქმა უნდა ჩვენ დავაკვირდებით ეპიდვითარებას კიდევ ერთი კვირა, 10 დღე და მერე გადაწყვეტილებები იქნება” – ამირან გამყრელიძე კომენდანტის საათის მოხსნაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა ერთ კვირაში, 10 დღეში შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. „დღეს ეს საკითხი არ განხილულა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი უმჯობესდება. ინფიცირების მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ამიტომ დღესაც 1000 შემთხვევაა. სამშაბათობით ყოველთვის გვაქვს ხოლმე შაბათ-კვირის შემთხვევები დაგროვილი, მაგრამ მაინც ჩვენი ახალი შემთხვევების რიცხვი მერყეობს 300-600-700-ს შორის. ამიტომ ეს ისეთი მაჩვენებელია ჯერჯერობით, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გაუწევს. რა თქმა უნდა ჩვენ დავაკვირდებით ეპიდვითარებას კიდევ ერთი კვირა, 10 დღე და მერე გადაწყვეტილებები იქნება“, – განაცხადა ამირან…

მეტი...

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილი პირები ვაქცინის გაკეთებას 4 თვეზე ნაკლებ დროში შეძლებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილი პირები ვაქცინის გაკეთებას 4 თვეზე ნაკლებ დროში შეძლებენ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კოვიდგადატანილი პირებისთვის ვაქცინის გაკეთების პერიოდის შემცირება ივლისში იგეგმება, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინების რაოდენობა იქნება . თუმცა, ამირან გამყრელიძე არ აკონკრეტებს რამდენი თვის, ან კვირის შემდეგ შეძლებენ აღნიშნული პირები ვაქცინის გაკეთებას. “ბევრ ქვეყანას აქვს 1-3 თვე, ზოგს კი 2 კვირა. ჩვენ საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების საფუძველზე ამას გადავხედავთ და ალბათ, ივლისში შემცირდება”,- აღნიშნავს გამყრელიძე.

მეტი...

პირები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ, გამოცდის ჩაბარებას 2 კვირის შემდეგ შეძლებენ

2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. აღნიშნულ თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან სოფო გორგოძესთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან პაატა იმნაძესთან ერთად სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, საგამოცდო პროცესი 1-ელ ივლისს დაიწყება, რისთვისაც საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდა. მისივე თქმით, არსებული რეკომენდაციები გადაიხედა კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და შარშანდელი გამოცდილების შედეგად შემუშავდა ახალი მიდგომები. მინისტრის მოადგილის…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ადგილობრივმა ორი რუსი ტურისტი დაჭრა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ადგილობრივმა ორი რუსი ტურისტი დაჭრა. apsny.press-ის ინფორმაციით, გუდაუთაში მცხოვრებმა დიმიტრი ფილიამ, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის შედეგ, რუსეთის ორ მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ერთ-ერთი მათგანი სამჯერ დაჭრა, მეორეს კი 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილი ტურისტები ოკუპირებული გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასხლეტილი ტყვიით კი ასევე დაიჭრა თავად ფილიაც, რომელიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი.

მეტი...

სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი დაადგინა

სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო. შესაბამისი სარჩელი სასამართლოში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”-PHR-მა შეიტანა, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა.  “დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა. ბავშვები, 2 წლის წინ, სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა. ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი. საქმე განიხილა მოსამართლე დავით წერეთელმა. სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში”…

მეტი...

“აქციებს ვგეგმავთ და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, ე.წ. საზღვრის იქით გადავალ” – ზაზა გახელაძის მეუღლე

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით მე-100 შეხვედრა დაიწყო. ერგნეთში იმყოფებიან ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებიც. შეხვედრის დაწყებამდე გახელაძის მეუღლე და მშობლები სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწირობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. ,,ხელისუფლება რა ნაბიჯებს დგამდა, ნამდვილად არ ვიცოდით ჩვენ, რა ხდებოდა და რა შეიძლება გაკეთებულიყო, ამაში არ ვერეოდით და არც გვეუბნებოდნენ, მაგრამ გვწამდა, რომ რეალური ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ერთი ალბათ რაც დაგვრჩა და უნდა გაკეთდეს, ეს არის უკვე ოჯახის მოქმედება, ჩვენი ძალისხმევით გაკეთდება ალბათ ის, რო შედეგი გამოიღოს. ვგეგმავთ…

მეტი...

რა უპირატესობებით ისარგებლებენ სრულად ვაქცინირებული პირები

ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობა სრულად ვაქცინირებული პირებისთვის წამახალისებელი ღონისძიებების პაკეტზე მუშაობს. გაბუნიამ ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ასევე განიხილება, წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი, ანუ ვაქცინირებული პირისთვის ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. და ასევე განიხილება შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედება იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი მწვანე საშვი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

“მაისში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა, რამაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 205.6 ლარი შეადგინა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. 2021 წლის აპრილში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 202.8 ლარი იყო, აპრილში კი, ეს მაჩვენებელი ორი ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 205.6 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აპრილთან შედარებით, მაისში 2.5 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 182.1 ლარს შეადგენს. მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

მეტი...

ე.წ. კომენდანტის საათის დროს წყალტუბოში სასტუმრო “არგო” დაარბიეს – ნაცემია სასტუმროს მფლობელის შვილიშვილი

წყალტუბოში სასტუმრო “არგო” დაარბიეს. შემთხვევა წუხელ ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. სასტუმროს მფლობელების თქმით, ნაცემია მისი შვილიშვილი, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი გოგო და ბიჭი გაუსწორდნენ.   ისინი შენობაში შეიჭრნენ და ქვებით შუშები ჩაამტვრიეს. დაზიანებულია ავეჯი და ინფრასტრუქტურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულია სამი ადამიანი.

მეტი...

“ვაქცინაციის ცენტრების მოწყობასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს კონსულტაციები მოლებთან, ასევე შერჩეულია დიდი სივრცეები” – თამარ გაბუნია

თვის მანძილზე ვაქცინირებულთა საკმარისი რაოდენობა რომ იყოს, საჭიროა დამატებითი ბრიგადების მობილიზება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივ ადგილებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობასთან დაკავშირებით დაწყებულია კონსულტაციები მოლებთან. ამასთან, როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, იგეგმება ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გასავლელად დამატებითი ადგილების შექმნა „საზოგადოებრივ ადგილებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობაზე უკვე დაწყებული გვაქვს კონსულტაციები მოლებთან. ასევე გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე და იქ ჩაატარებენ ვაქცინაციას. ასევე იგეგმება რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად უკვე ახორციელებს ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართულები…

მეტი...

“გახარიამ სახელმწიფო აარიდა ძალიან სერიოზულ საფრთხეს, მაგრამ ოპერაციის ჩატარების ისეთი ნიუანსები არსებობს, რაც შენიშვნას იმსახურებს” – გია ვოლსკი

შეცდომები ერთია, რაზეც გუნდში საუბარი არის, ხვალ შეიძლება მეც შეცდომა დავუშვა, მაგრამ როცა შეცდომები პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, რომელმაც სახელმწიფოს საფუძვლები შეიძლება სერიოზულად შეარყიოს, უკვე სხვა კატეგორიაში გადადის შენიშვნები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს. კითხვაზე, როდის იყვნენ მმართველი გუნდის წევრები გულწრფელნი – ახლა, თუ მაშინ, როცა 20 ივნისთან დაკავშირებით ამბობდნენ, რომ გახარიამ სახელმწიფო დიდ ხიფათს აარიდა, ვოლსკი აცხადებს, რომ ახლაც გულწრფელია და მაშინაც გულწრფელი იყო. მისი თქმით, „გახარიამ სახელმწიფო აარიდა ძალიან სერიოზულ საფრთხეს, მაგრამ ოპერაციის…

მეტი...

“ორი დოზით აცრილებში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 0.2%-ია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით, დღეის მდგომარეობით, 70 000-მდე ადამიანია აცრილი. “ვაქცინის ორი დოზით, დღეის მდგომარეობით, 70 000-მდე ადამიანია აცრილი. ვადასტურებ, რომ ორი დოზით აცრილებში გვაქვს, 0.2% ინფიცირება. ერთი დოზით აცრილებში კი ეს პროცენტი არის 1.8. თუმცა უმრავლესი შემთხვევები არის მსუბუქი ინფიცირება და მათი მკურნალობა არა კლინიკებში, არამედ სახლის პირობებში ხდება,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მეტი...

„ერთ თვეში გვეცოდინება პური ფასი აიწევს თუ შენარჩუნდება“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავრში“

„სამიზნე ფასი, რომელიც იყო 53 ლარი, იქამდე დარჩენილია კიდევ 7 ლარი, შესაბამისად იქნება თუ არა ამაზე დაკლება ძნელი სათქმელია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა. სილაგავა აღნიშნავს, რომ თუ სუბსიდირება კიდევ გაგრძელდა ეს იქნება 7 ლარი და არა 20 ლარი. „ჩვენ ვართ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, ჩვენ ჯერ არ ვიცით შემცირდება თუ არა ხორბლის ფასი, ჯერ არ ვიცით პურის მწარმოებლებს აქვთ თუ არა რეზერვი და რამდენად ყოფნით ეს ყველაფერი მათი კომპეტენციის საკითხია, ერთ თვეში გვეცოდინება პურის ფასი აიწევს თუ შენარჩუნდება: ყველა…

მეტი...

„თუ მთავრობა ჩათვლის, რომ სუბსიდირების მექანიზმი უნდა გაგრძელდეს, გამოცხადდება ტენდერი“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„პირველ ივნისს იწურება სუბსიდირების პროგრამის ვადა, ამ სუბსიდირების მიზანი იყო პურის ფასის შენარჩუნება,“ – ამის შესახებ „მედიაცანეტრ მთავარში,“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა  დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა. სილაგავა იმ მექანიზმზე საუბრობს, რაც სუბსიდირების ვადის ამოწურვის შემდეგ ამოქმედდება: „თუ მთავრობა ჩათვლის, რომ სუბსიდირების მექანიზმი უნდ გაგრძელდეს გამოცხადდება ტენდერი, თუმცა სუბსიდირების პროგრამა,რომც გაგრძელდეს, ხორბლის ფასი შეცვლილია და არსებობს მცურავი ფასი, ამ დროისთვის მოლოდინია, რომ ხორბლის ფასი დაიკლებს, რადგან დაიკლო ფქვილის ფასმაც, ჩვენი აზრით სუბსიდირება არის მექანიზმი,რომელიც უკიდურესი სიტუაციის დროს უნდა იქნას გამოყენებული, შესაბამისად სუბსიდირებას არ ვეთანხმებით, თუ სუბსიდირების  მოხსნის თემასთან მივდივართ…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,33 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,33 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,67 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 1 092 პირს დაუდასტურდა, 775 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 586, იმერეთში – 131, ქვემო ქართლში – 81

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 586, იმერეთში – 131, ქვემო ქართლში – 81, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 092 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 355 368-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.67 %, ბოლო 14…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 775 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 775 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 734 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 204 25, „პისიარ“ ტესტით – 9 309. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,67 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,33 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 355 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 103 გამოჯანმრთელდა, 5 083 კი გარდაიცვალა. სულ…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა –  5 083 შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 092 პირს დაუდასტურდა, 775 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 14 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 311 შემთხვევა გამოვლინდა, 936 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

მეტი...