გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კორონავირუსის ახალ მუტაციაზე აფრთხილებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსისახალი შტამების შესახებ წერს.

მისივე თქმით, საყურადღებო კიდევ 7 ვარიანტია.

„4 პრობლემატური კორონა ვარიანტი მსოფლიოში უკვე ცირკულირებს… და 7 საყურადღებო ვარიანტია, რომლებიც არავინ იცის, რას იზამენ.

ამ შვიდეულს 14 ივნისს კიდევ ერთი ახალი ვარიანტი დაემატა…

ეს ვირუსი უნდა შევაჩეროთ და ყველამ ვიცით, როგორ. თავს ნუ ვიტყუებთ. ყველაფერი ჩვენს ხელშია,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

მსგავსი თემები