„შევრიგდით“ – ელისაშვილი და მელია „დაზავდნენ“

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მასსა და ნიკანორ მელიას შორის კონფლიქტი ამოწურულია და საუბარი „დაზავებით“ დასრულდა.   „ჩვენს შორის რაღაცები გაირკვა – შეიძლება ითქვას, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით“ – ასე უპასუხა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს. ვსაუბრობდით იმ ჩვენს არასასიამოვნო გადაძახილ-გადმოძახილზე, რომელიც მანამდე იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები, ჩემს და ნიკას შორის. შეიძლება ვთქვათ, რომ შევრიგდით. ჩვენ ერთმანეთში გავარკვიეთ პირადი ურთიერთობა“, – განცხადა ელისაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ თამვჯდომარე ნიკა მელია და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სენატორებთან ვახშმამდე სასტუმრო „შერატონთან” შეხვდნენ. ნიკა მელია ელისაშვილს მიესალმა, თუმცა ალეკო ელისაშვილს პასუხი დაუბრუნებია. ამის შემდეგ მელიამ და ელისაშვილმა სასტუმროს ეზოში გადაინაცვლეს და პირისპირ რამდენიმე…

მეტი...

“მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს მაპის მიღებას” – სენატორი რობ პორტმანი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის, რობ პორტმანის განცხადებით, საქართველოს წინ უნდა წავიდეს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მისი შეფასებით, ქვეყანა იმსახურებს მაპის მიღებას, ამისათვის კი აუცილებელია მთელი რიგი რეფორმების გატარება.  “მინდა აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდად ვუჭერთ მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მიმაჩნია, რომ საქართველო არამხოლოდ ასპირანტი ქვეყანა უნდა იყოს ნატოში გაწევრიანების, რომელიც სურვილს ადასტურებს ნატოში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, ნაბიჯები გადადგას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია მაპის პროცესი, მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს მაპის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატოს წევრობისკენ სვლაში. ამისათვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება როგორც სამხედრო და თავდაცვის სფეროში,…

მეტი...

თურქეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესს ცვლის

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ PCR ტესტის გარეშე, იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე წარადგენს ბოლო 6 თვის განმავლობაში “COVID-19”-ით ინფიცირების ან მინიმუმ 14 დღით ადრე გაკეთებული კოვიდვაქცინის დამადასტურებელ დოკუმენტს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ამასთან, იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ ზემოაღნიშნული დოკუმენტები, აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ე.წ. “სწრაფი ტესტის” (ანტიგენ ტესტი) უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა. ასევე, ყველა ვიზიტორისთვის გამომგზავრებამდე კვლავაც სავალდებულოა სპეციალური ფორმის შევსება შემდეგ მისამართზე: https://register.health.gov.tr/

მეტი...

“რუსეთის ქმედება აშაკარაა, რომ დააშინოს მის სამეზობლოში მყოფი სახელმწიფოები” – ჯინ შაჰინი

რუსეთის ქმედება აშაკარაა, რომ დააშინოს მის სამეზობლოში მყოფი სახელმწიფოები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური გზა და დასავლეთისკენ სვლა აირჩიეს – ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები და რუსული შეიარაღება საქართველოსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. „გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსულიყავით და ადგილზე გვენახა ადმინისტრაციული გამყოფი საზღვარი, ჩვენ ვნახეთ თუ რაოდენ დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსი ჯარისკაცები და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით. გავეცანით პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის მომსახურება თუ განათლება. რუსეთის…

მეტი...

“გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს, თეთრმა სახლმა ახლახან დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოუყოფს” – ჯინ შაჰინი

საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებს გამოუყოფს. როგორც სენატორმა აღნიშნა, თეთრმა სახლმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა. „გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს, თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინები“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

მეტი...

“ერთ-ერთი, რაც გვესმის ყველა შეხვედრის დროს, გახლავთ ის, რომ საქართველო საკუთარ მომავალს ხედავს დასავლეთში” – ჯინ შაჰინი

ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე მივესალმებით საქართველოს არჩევანს, რომ მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და ნატო-ს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, როგორც ჯინ შაჰინმა აღნიშნა, აშშ მიესალმება 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც შედგა უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. „ეს არის პირველი ვიზიტი აშშ-სთვის პოსტკოვიდურ გარემოში და ეს ვიზიტი ზუსტადაც რომ საქართველოში განვახორციელეთ იმ დიდი მნიშვნელობის გამო, რომელსაც ვანიჭებთ საქართველოს და საქართველოსთან პარტნიორობას. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს, პარლამენტის სხვა წევრებს. საღამოს გვექნება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ხოლო შუადღისას გვქონდა შეხვედრა „ქართული ოცნების“…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი 113-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 5 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ. ხაშური; თამარ მეფის ქ. N 14; მე-7-ე საბავშვო ბაღის შენობა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის,…

მეტი...

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. უწყება ინფორმაციას ავრცელებს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკავშირდება. შსს-ს ცნობით, 2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით. გამოძიების ფარგლებში შინაგან…

მეტი...

“ყოველი წუთი იქ ჩაკეტილი ბავშვებისთვის არის საფრთხე, ჩამოვიდეს პროკურორი და გაგვცეს პასუხი” – ელენე ხოშტარია

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც გენერალურ პროკურატურასთან იმყოფება და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ სიტუაციას აპროტესტებს, განაცხადა, რომ აქციები გაგრძელდება პერმანენტულად, სანამ არსებულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა.  ხოშტარია ითხოვს, პროკურორმა გასცეს საზოგადოებას პასუხი, თუ რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და რატომ არ დადგა შედეგი 4 წლის განმავლობაში.  “წარმოუდგენელია, ამ თემაზე დაპირისპირება არსებობდეს, როდესაც ყოველი წუთი იქ ჩაკეტილი ბავშვებისთვის არის საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის. ელემენტარული მოთხოვნაა, რომ ჩამოვიდეს პროკურორი და გაგვცეს პასუხი, რა გამოძიება მიდის, 4 წელი რატომ მიდის გამოძიება, უმძიმეს მუხლებზეა საუბარი – გაუპატიურების და ცემის მუხლებზე და ამ…

მეტი...

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. დენის შმიგალი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ ფორმატში უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრა ასევე გაიმართა გაფართოებულ ფორმატშიც, რომლის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდა.

მეტი...

მივმართავთ შს სამინისტროს – საპატრიარქო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე განცხადებას ავრცელებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ გამოძიებას საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება. საპატრიარქო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები.  “სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას,” – წერია განცხადებაში. 

მეტი...

“რკინის ბარიკადებს მიღმა მცხოვრებმა ადამიანებმა, კომპანია “ენკას” გზა გადაუკეტეს, ეს მათ ჩვენგან დამოუკიდებლად გააკეთეს” – ვარლამ გოლეთიანი

მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, რკინის ბარიკადებს მიღმა მცხოვრებმა ადამიანებმა, კომპანია “ენკას” გზა გადაუკეტეს, რაც მათი პერსონალური გადაწყვეტილება იყო და კომუნიკაცია მათთან რიონის ხეობის მცველებს არ ჰქონიათ.  “ჩვენ ვართ ბარიკადს აქეთ და რეპრესიის მსხვერპლი ჩვენ თვითონ ვართ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბარიკადს მიღმა მოსახლეობამ გადაუკეტა კომპანია “ენკას” გზა და ამ პროცესში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ეს იმ ადამიანების დამოუკიდებელი გადაწყვეტილება უყო, ვინც ამ ბარიკადებს მიღმა ცხოვრობს. ეს არის სოფელ ჟონეთის მოსახლეობა, რომლებთანაც კომუნიკაცია არ გვაქვს. ჩვენ ჩვენს ფარგლებში ვმოქმედებთ, ჩვენ პროვოკაციებს არ ვაპირებთ,”- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მეტი...

გიგი უგულავა და საქმის პროკურორი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

საქალაქო სასამართლოში, გიგი უგულავას პროცესი დასრულდა. სხდომაზე იყო კამათი, სიტყვიერად ერთმანეთს გიგი უგულავა და საქმის პროკურორი დაუპირისპირდნენ. საუბარია თბილისის აეროპორტში 2019 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტზე. “მე აქ ვინმე რომ ვცემო, ამ კამერებს არ ამოიღებთ საქმეში? თუ ამას მეტყვით, მაშინ აქ მართლმსაჯულება საერთოდ დამთავრებულია. თქვენ მოსამართლე ხართ, ეს ყველაფერი უნდა ნახოთ პროცესში და არა ამოგლეჯილად. თქვენ დღეს ამ ხელისუფლების გაფუჭებულის გამოწმენდა,”- ასე მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს. დედაქალაქის ყოფილ მერს, ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა გოკა გაბაშვილიც – ის გამოძიებამ დაზარალებულად ცნო.

მეტი...

ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე ხმაური იყო – ერთმანეთს ადვოკატი და ბრალდების მოწმე დაუპირისპირდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. ერთმანეთს ადვოკატი და ბრალდების მოწმე დაუპირისპირდნენ. დღეს სასამართლოში ნათია ბერიძის გამოკითხვა მიმდინარეობდა. თავად მელია სხდომას არც ამჯერად დასწრებია. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი. მელია საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, მან ამ საქმეზე საპატიმრო ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე დატოვა.

მეტი...

“უხაროდეს შარლ მიშელს, ის სიცოცხლეშივე უკვდავყოფილია” – ნათელაშვილი “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” – ის შექმნაზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პარლამენტში მესამე ოპოზიციური ფრაქციის შექმნას, ეხმაურება. ფრაქცია სახელწოდებით, – „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“, “სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივით შეიქმნა, რომელსაც ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს: “უხაროდეს შარლ მიშელს, ის სიცოცხლეშივე უკვდავყოფილია”, – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“ლელო” ოპოზიციას მერობის უპარტიო კანდიდატის გარშემო გაერთიანებას სთავაზობს

“ლელო” თვითმმართველობის არჩევნებისთვის ინიციატივით გამოდის – პარტია კოლეგებს სთავაზობს თბილისის მერობის კანდიდატის გარშემო გაერთიანებას, თუმცა ერთი დათქმით, რომ კანდიდატი არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ იქნება.  “ინიციატივა ემსახურება იმ მიზანს, რომ საზოგადოება ჩავრთოთ პროცესში. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გამოვკვეთოთ ისეთი კანდიდატები, რომელიც კონკრეტულ პარტიასთან აფილირებული არ იქნება. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, მერი მმართველობითი, სამეურნეო გამოცდილების მქონე იყოს, რომელსაც შეუძლია გვერდზე გადადოს პარტიული ამოცანები და იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე, ვფიქრობ ასეთი კანდიდატები არსებობს, დისკუსიამ უნდა გამოკვეთოს უპარტიო ლიდერები, რომელსაც შეუძლია ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”…

მეტი...

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს ხვდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს ხვდებიან.შეხვედრა „თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელები ესწრებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, სენატორებთან შეხვედრაზე სასამართლო სისტემის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრებენ. “გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ დავინახეთ ნათელი პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან, რომ სასამართლოს სიღრმისეული რეფორმა აუცილებლად გატარდება და არ იქნება მოცული პროცედურული ცვლილებებით, ამ შემთხვევაში აუცილებელია, ჩვენ სენატორებთან ვისაუბროთ სასამართლო სისტემის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის აუცილებლობაზე”,-აღნიშნავს სიმონიშვილი. ცნობისთვის, ამერიკელი…

მეტი...

გრიგოლ ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ფრაქციაში ერთიანდება

გრიგოლ ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ფრაქციაში ერთიანდება.  “სტრატეგია აღმაშენებელი” ფრაქციას ქმნის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე უერთდება. ახალ ფრაქციაში იქნებიან ხათუნა სამნიძე, ზურაბ ჯაფარიძე და ტარიელ ნაკაიძე.  ფრაქციის სრულ წევრებს გიორგი ვაშაძე საზოგადოებას, დღეს 3 საათზე ბრიფინგზე გააცნობს.

მეტი...

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტით 32 000 -მდე მოქალაქემ ისარგებლა

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტად რეგისტრაციისა და კომუნალური დავალიანების შემოწმების სერვისით იუსტიციის სახლში უკვე 31,676-მა მოქალაქემ ისარგებლა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტი იუსტიციის სახლის 25-ვე ფილიალშია ხელმისაწვდომი. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს იუსტიციის სახლში მხოლოდ ერთი ვიზიტით შეუძლიათ მიიღონ რამდენიმე კომუნალური მომსახურება – ბინის ყიდვის ან იჯარის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების (დენი, გაზი, წყალი) აბონენტებად; განაახლონ მონაცემები, ასევე გადაამოწმონ უძრავ ქონებაზე არსებული კომუნალური (დენი,გაზი,წყალი) დავალიანება. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ, ისე დროებით აბონენტებს. ამასთან, პორტალ My.gov.ge-ზე, იუსტიციის სახლში ვიზიტის…

მეტი...

“მაისში ყველაზე მეტად ისევ ზეთი გაძვირდა” – საქსტატი

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ზეთისა და ცხიმის ფასმა 42.7%-ით კიდევ მოიმატა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.7%, რძე, ყველი და კვერცხი 8.0%, ყავა, ჩაი და კაკაო 8.0%, თევზეული 7.6%, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 7.2%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 6.0%, პური და პურპროდუქტები 5.8%. ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე -23.3%, ასევე ხილსა და ყურძენზე -20.9%. ასევე 20.9 პროცენტით გაიაფდა ხილი და ყურძენი. აპრილში წლიური ინფლაცია 7.2% იყო, მაისში…

მეტი...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 11 ივნისს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის 11 ივნისს დაიწყება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, რეგისტრაცია ორ ეტაპად ჩატარდება. მათივე ცნობით, პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 11 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება. “პრიორიტეტული კატეგორიებია: 1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; 2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); 3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; 4) დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი); 5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები. 6) მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები…

მეტი...

ილია მეორე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა. „შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ. კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრები დალოცა და მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

მეტი...

”საელჩოში შეტყობინება დღეს შევიდა, დაწყებულია პროცედურები“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში გარდაცვლილი ქალბატონის შესახებ

გარდაცვლილ, 52 წლის ირმა ამირაშვილის საქმესთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს, როგორც უწყებაში განმარტავენ შეტყობინება გარდაცვალების შესახებ საქართველოს საელჩოში დღეს შევიდა: „თურქეთში ჩვენს საელჩოში, შეტყობინება ქალბატონის გარდაცვალების შესახებ დღეს შევიდა, ამ ქალბატონს ოჯახი საფრანგეთში ჰყავს , შესაბამისად ჩაერთო საფრანგეთში ჩვენი საელჩოც. დაწყებულია პროცედურები და საკითხი დადგენილ ვადებში მოგვარდება,“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ 52 წლის, ირმა ამირაშვილი თურქეთში 15 დღის წინ გარდაიცვალა, ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისიტრო უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მეტი...

“ძალიან გაუტკბათ ეს ამნისტიების ჩადება” – საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. საუბარია თბილისის აეროპორტში 2019 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტს. გიგი უგულავას გამოძიება 126 მუხლს ედავება, რაც პირის ცემას გულისხმობს, შესაბამისად, მას ამნისტიის კანონი ეხება. თუმცა, თბილისის ყოფილი მერი უარს აცხადებს ამნისტიაზე და ამბობს, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანი არ არის. “ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი, აქვს პოლიტიკური საფუძველი. ივანიშვილის მხრიდან არის ჩვეულებრივად შურისძიება და შესაბამისად, მე არ მივცემ იმის ფუფუნებას მათ, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ. ძალიან გაუტკბათ ეს ამნისტიების ჩადება, მიქარავენ, ცემენ, დაასახიჩრებენ, მერე დაგიჭერენ, შეგტენიან, ბრალს წაგიყენებენ, როგორც მელიას და ოქრუაშვილს წაუყენეს 20 ივნისზე და ამ…

მეტი...

“ამერიკელ სენატორებს საქართველოში „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული სირთულეები გავაცანი” – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს ის სირთულეები გააცნო, რასაც „ბორდერიზაციის“ გამო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აწყდება. „მქონდა პატივი, მემასპინძლა ამერიკელი სენატორებისთვის ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანისთვის და მათთვის გამეცნო „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული სირთულეები, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ექმნება და რომელსაც კოვიდ-19-ის პანდემია კიდევ უფრო ართულებს,“- წერს მარეკ შჩიგელი „ტვიტერში“. შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას ესტუმრნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე დევნილთა სააგენტოს რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თანამშრომელი, განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000-ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ ქრთამის სახით სისტემატურად იღებდა სხვადასხვა ოდენობის…

მეტი...

ნინოწმინდის ბავშვთა დახურული თავშესაფარს შესაძლოა სალიცენზიო პირობები ჰქონდეს დარღვეული

რამდენად კანონიერია ნინოწმინდის პანსიონის ფუნქციონირება – ბავშვთა დახურული თავშესაფარს შესაძლოა სალიცენზიო პირობები ჰქონდეს დარღვეული, საუბარია მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდზე. პარალელურად სამოქალაქო სექტორი და ომბუდსმენი მძიმე შემთხვევებზე საუბრობენ და ბავშვთა პანსიონატში დაშვებას დაუყოვნებლივ მოითხოვენ. “ლიცენზიის გარეშე სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელება არის პირდაპირი დარღვევა. რომ გავიაზროთ, ეს ნიშნავს, რომ 50 ბავშვი სახელმწიფოს უნებართვოდ აიყვანო და ჩაკეტო. ეს არის პირდაპირი დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულამდეც შეიძლება მივიდეთ. მაგრამ სამწუხაროდ პროკურატურა, ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ყველა უწყება პასიურია, რაც თავისთავად მათ უკვე დამრღვევად ხდის,” – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი.

მეტი...

დავით ზალკალიანის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებშიც ჩაერევა, ეს უკრაინელ პარტნიორებთან განხილვის თემა ისევ გახდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანი  განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებშიც ჩაერევა, ეს უკრაინელ პარტნიორებთან განხილვის თემა ისევ გახდება. ამის შესახებ ზალკალიანმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააკაშვილის გამო უკრაინიდან გამოწვეული ელჩი სამუშაო პროცესს უკვე დაუბრუნდა და ის დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრის დელეგაციასთან შეხვედრებისას ესწრებოდა. ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეგობარმა ქვეყანამ, საქართველოს კანონმდებლობას პატივი სცეს. „ელჩი დაბრუნდა კიევში და შეუდგა საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებას. ახლა ის დელეგაციასთან ერთად არის და ესწრებოდა შეხვედრებს. ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა კარგად იციან ჩვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის…

მეტი...

“სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებაში ძალიან მაღალია” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით სიკვდილოიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. „სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში გაზრდილია, ჩვენ თუ შევადარებთ მე-2 ტალღის დროს არსებულ მაჩვენებელს ამ ტალღასთან დაკავშირებულ მაჩვენებელს, დაახლოებით 1,000 ინფიცირებულიდან 20-დან 30-მდე ადამიანი, ანუ 2.5-3%-ის ფარგალშია, რაც საშუალო მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებაში ძალიან მაღალი მაჩვენებელია”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვი. მისი თქმით, გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული ანალიზია საჭირო. „საჭიროა გამომწვევი მიზეზის ცოდნა, ჩვენ არ ვიცით სიღრმისეულად რა კატეგორიის ადამიანები იღუპებიან, როგორი დაავადებებით, რა ასაკობრივი ჯგუფია და სხვა.

მეტი...

“ეს საქართველოში ნაკლებად საშიშია” – რა დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

ინდოეთში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ და გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ პაციენტებში, მუკორმიკოზის, ე.წ.„შავი სოკოს“ შემთხვევები ფიქსირდება. კერძოდ, მუმბაიში მოღვაწე თვალის ქირურგი, აქშაი ნაირი ამბობს, რომ მან ოპერაცია ჩაუტარა 25 წლის დიაბეტის მქონე ქალს, რომელიც კოვიდისგან 3 კვირის წინ გამოჯანმრთელდა და რომელსაც მუკორმიკოზი განუვითარდა. მუკორმიკოზი საკმაოდ იშვიათი სოკოვანი დაავადებაა, რო­მე­ლიც და­ბა­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში იჩენს თავს. მუკორმიკოზს ობის სოკოები იწვევენ, რომლებიც ნიადაგში, მცენარეებში, სასუქში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ინფექცია თვალებს, ყურსა და ზოგჯერ ადამიანს ტვინსაც აზიანებს. სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შეხ­ვდე­ბათ დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს, ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვი­ან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ​კორონავირუსის ახალი შტამების…

მეტი...

“უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული ფაქტებით” – დენის შმიგალი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. “უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული ფაქტებით, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით,” – განაცხადა შმიგალმა. მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს ხალხებს შორის ურთიერთობა უფრო დიდ იმპულსს იძენს, ეს კი არის მნიშვნელოვანი სიგნალი ორი ქვეყნის ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის. “უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ტრადიციული სტუმართმასპინძლობისთვის, მეგობრული და კონსტრუქციული ატმოსფეროსთვის, რომლითაც დახვდნენ უკრაინულ დელეგაციას თბილისში. ეს არის…

მეტი...

“უკრაინასა და საქართველოს აქვთ ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები” – ირაკლი ღარიბაშვილი

უკრაინასა და საქართველოს აქვთ ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები. დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო შეშფოთება გამოხატა. „მოხარული ვარ, რომ დენის შმიგალი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა და ამას ადასტურებს ჩვენი დღევანდელი ვიზიტიც. უკრაინასა და საქართველოს აქვთ ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები და დღეს…

მეტი...

“რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები აიძულებს უკრაინასა და საქართველოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში” – დენის შმიგელი

იმედი გვაქვს, აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპოაციისკენ, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებს უკრაინასა და საქართველოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის ნატო-ს ქვეყნების ჩართულობით. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ საქართველოსი და ძალიან ვაფასებთ მის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობის არაღიარებას და დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობას. იმედი გვაქვს, აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციისკენ. ჩემი მხრივ, მინდა, დავადასტურო უკრაინის…

მეტი...

“ჩემს უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები. „ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ, ამ საკითხზე, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის…

მეტი...

მამას რომელმაც შვილს 9 ჭრილობა მიაყენა და გენდერის ნიშნით მისი მოკვლა სცადა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისში,  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ს.-მ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს, იმ მიზეზით, რომ როგორც მამას და მამაკაცს, ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი ნ.ს., მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა. გ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 431, იმერეთში – 78, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 76

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 431, იმერეთში – 78, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 76, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 191 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 183 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 008 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 833 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 346 983-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14…

მეტი...