თურქეთი „კომენდანტის საათს“ აუქმებს

1 ივლისიდან, თურქეთში პანდემიის გამო დაწესებული „კომენდანტის საათი“ უქმდება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტმა ასე გადაწყვიტა. „მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი ივლისიდან “კომენდანტის საათი” სრულიად მოიხსნება. სახელმწიფო დაწესებულებები უბრუნდებიან მუშაობის ჩვეულ დროს. უქმდება ასაკობრივი შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტით სარგებლობაზე“, – განაცხადა ერდოღანმა.

მეტი...

2018-2021 წლებში დედაქალაქში ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით სამი ახალი პროგრამა ამოქმედდა

2018–2021 წლებში, თბილისის მერიამ ჯანდაცვის მიმართულებით სამი ახალი პროგრამა დანერგა. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა თბილისის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ, ჯამში, 28 პროგრამა 228 305 235 ლარით დაფინანსდა. „ჯანდაცვის მიმართულებით სულ განხორციელებულია 28 პროექტი. ყველა ძველი პროექტი შენარჩუნდა, ნაწილი გაფართოვდა და სამი ახალი კომპონენტი დაემატა. ესენია: „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი; „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა. ღვიძლის ტრანსპლანტაცია…

მეტი...

მთავრობას, პანდემიასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება 2022 წლის 1 იანვრამდე შეეძლება

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მთავრობისთვის დროებით მინიჭებული უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. კანონპროექტის თანახმად, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესებისა და ღონისძიებების დადგენისთვის საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მინიჭებული უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე უგრძელდება. ფრაქციის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუღებელია აღნიშნული ვადის მეოთხედ გადაწევა. ოპოზიციონერი დეპუტატის მოსაზრებით, საკანონმდებლო ორგანო თავისი ნებით თმობს კონსტიტუციით მასზე დაკისრებულ უფლებას და მოვალეობას კრიზისულ სიტუაციაში თავად…

მეტი...

ჯანდაცვის კომიტეტმა, პანდემიის სამართავად რეგულაციების შემოღებისა და მართვის  გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

კომიტეტმა პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად, სპეციალური ღონისძიებების 2022 წლის 1 იანვრამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა  კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილა, რომლითაც ხდება კანონის იმ ნორმების მოქმედების ვადის გაგრძელება, რომელიც მთავრობას პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად შესაბამის ბერკეტებს აძლევს. „კანონპროექტის მიზანია 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა“, – განაცხადა მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა…

მეტი...

სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად უმრავლესობაზე მეტი ხმა იქნება საჭირო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლითაც სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება. რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად გაჩხრეკაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედი ანუ 90 დეპუტატი.  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარეობს. კერძოდ,  აღნიშნულ დოკუმენტში არის შემდეგი სახის…

მეტი...

„ვარ აქ, არსად წავსულვარ და არ ვაპირებ წასვლას“ – თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის არსად წასულა და არც აპირებს წასვლას. აღნიშნული განცხადება თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. “ვარ აქ. მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება. შევხედოთ ამ ცვლილებებს. არსად წავსულვარ და არ ვაპირებ წასვლას. კანონმდებლობის მიხედვით იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება… არც საარჩევნო დავების პროცესში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არც საგამოძიებო კომისიაში არცერთი დასაბუთება, არგუმენტი, მტკიცებულება არ შემოსულა. მქონდა მოლოდინი, რომ ვინმე რამეს მოიტანდა, სამწუხაროდ, ეს არ არსებობს“ – აღნიშნა ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე შეფასებით, ზურგს სიმართლე უმაგრებს.    „რა საფუძვლით შეიძლება მოითხოვოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან სუბიექტმა ნებისმიერი ადმინისტრატორის გადადგომა, ეს…

მეტი...

“მე მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში, მაგრამ ქართული თეატრის, ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს მათ შორის რუსეთში” – ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ქართული თეატრის და მისი ინტელექტუალური დონის დემონსტრირება რუსეთის ფედერაციაშიც უნდა მოხდეს. ამის შესახებ ვოლსკიმ რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრების შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსული პოლიტიკური სტრატეგია კულტურულ ინტერვენციას წინ შესაძლოა, იმიტომ არ უდგება, რომ მისი სტრატეგიისთვის მოსახერხებელია. „რუსთაველის თეატრი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს. ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. მე მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში. მაგრამ, როდესაც ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალს ეხება საკითხი, მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ქართული თეატრის, მისი ინტელექტუალური და ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, არა მხოლოდ რუსული საზოგადოების განსახილველად,…

მეტი...

“ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ფეიკნიუსი და სრული სიცრუეა” – შსს-ს პრესსამსახური

შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ქეთი კოვზიაშვილიფეიკნიუსსუწოდებს ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს წარსულში ის კონტრაბანდაში იყო ჩართული. „შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შესახებ, მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „ფეიკნიუსის“ კლასიკური მაგალითი და სრული სიცრუე. სამწუხაროა, რომ არარსებულ ამბავზე, აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე, სრულ ტყუილზე გიწევს იმის თქმა რომ ტყუილია, რომ ფაქტი არ მომხდარა. როგორც ჩანს შაბათის ეთერში გასული ამბავი იმდენად არარეზონანსული და დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე ხელოვნურად ცდილობენ ამ თემის ხელახალ წამოწევას”, – ვკითხულობთ ქეთი კოვზიაშვილის განცხადებაში.

მეტი...

“რობიკო სტურუას “ბოლო თამაში” მოსკოვში უნდა იყოს” – გიგი უგულავა

„ისე, კაცმა რომ თქვას რობიკო სტურუას “ბოლო თამაში” მოსკოვში უნდა იყოს, აბა სხვაგან სად?!”, – ასე ეხმაურება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასის, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე დაგეგმილ ვიზიტს. ცნობისთვის, რუსეთის პირველი არხის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება. ფესტივალში მონაწილეობას დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ. დაგეგმილ ვიზიტს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მათი ნაწილი კულტურის სამინისტროსგან ჩარევას და ვიზიტის გაუქმებას ითხოვს. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საერთაშორისო ფესტივალებში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას თეატრი…

მეტი...

“ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარებას და წინასწარი შედეგებით „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიის გამარჯვებას” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „გულითადად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარებას და წინასწარი შედეგების მიხედვით „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიის გამარჯვებას. წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც! მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი. სომხეთის რესპუბლიკაში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ამჟამინდელი შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში სამი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი – პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, ბლოკი „სომხეთი“ და ბლოკი „მაქვს პატივი“. მოპოვებული მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: „სამოქალაქო შეთანხმება“ – 71 ადგილი, ბლოკი „სომხეთი“ – 29 ადგილი, ბლოკი „მაქვს პატივი“ – შვიდი ადგილი.

მეტი...

“ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას “დარტანიანი”, აღარ არის ახლა მოდაში” – ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს მიმართავს. ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს და მის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. “ექიმი ბრძანდებით და მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სხვა თქვენი განცხადებების შედეგები დაივიწყოთ და თქვათ, რომ მე ამაზე ფორმალური პასუხისმგებელი არ ვარ. როგორ არა ხართ? აბა ვინ არის? თქვენ 3 ადამიანი [თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე] იყავით, ვინც დაუკვეთეთ, საბოლოო ჯამში და მერე გააპრავეთ ეს ყველაფერი. გახარიას კიდევ დარტანიანს ეძახდით, საუკეთესო კრიზისმენეჯერიაო. ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას “დარტანიანი” და კრიზისმენეჯერი. აღარ არის…

მეტი...

„მოვუწოდებ ყველას, მიუღებლად მიიჩნიონ სოდომური ცოდვის პროპაგანდა!” – მეუფე სტეფანე „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე, 5 ივლისს დაგეგმილ “თბილისი პრაიდის” აქციის ჩატარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ყველაფერს ადამიანის უფლებების დაცვასთან კავშირი არა აქვს და მრევლს მოუწოდებს გააპროტესტოს ლგბტ თემის მხარდასაჭერი აქცია. „მე ჩაშლას არ ვაპირებ, უბრალოდ სიტყვით ვამბობ, სულიწმინდის მადლით ვილოცებ, რომ ვერ ჩაატარონ. იმიტომ რომ, ეს არის სულიწმინდის გმობა. ეს არ არის ადამიანის უფლება, ეს არის სოდომური ცოდვა, რომელიც ადამიანს აზიანებს. აქედან გამომდინარე, მე ჩემს პოზიციას გამოვხატავ, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი. მე არ მითქვამს, რომ გავავსებ რუსთაველს, მე სულიწმინდის მადლით ავავსებ რუსთაველს. სულიწმინდის მადლით, და აი ამ ადამიანების…

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძემ ბოდიში მოუხადა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკათი“ აცრა დროულად ვერ შეძლო

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბოდიში მოუხადა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინის დროულად ჩატარება ვერ შეძლო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია. მისივე განმარტებით, დღეს მომხდარ შემთხვევას დაგეგმილ თათბირზე განიხილავენ. „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით ეს პირველი შემთხვევა იყო, პირველ რიგში, ბიდიშს ვუხდი იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს კეთილსინდისიერად მივიდა ვაქცინაზე და ვერ მოხერხდა მათი ვაქცინაცია. მქონდა კომუნიკაცია ჩემს უწყებასთან და შესაბამისად, ამ მომენტისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია. ჩვენ დამატებით გვაქვს თათბირი, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება გადავაზღვიოთ მსგავსი ფაქტები, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსთავშიც იყო”,-განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, მოქალაქეთა ნაწილი ლოჯისტიკური პრობლემის გამო,…

მეტი...

გახარიას პარტია ღარიბაშვილის ადმინისტრაციისგან covid-19 ის მართვის და გავლენაზე ჩატარებული კვლევის გასაჯაროებას ითხოვს

2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ – მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო covid-19 პანდემიის მართვისა და გავლენის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც გაეროს და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა. ამ კვლევის მიზანი მათ შორის იყო სამართლებრივი ბაზის ანალიზი – თუ რა პრობლემებია საკანონმდებლო ბაზაში და რატომ არის საჭირო – რასაც დღეს განვიხილავთ – ასეთი ხელოვნური ჩარევები. ამ კვლევის ერთ-ერთი მიმართულება ასევე იყო თუ რა გავლენა ჰქონდა პანდემიას და პანდემიის მართვას ადამიანის უფლებებზე, რა ნაწილიც ჩაატარა კოტე კორკელია. ეს კვლევა უკვე დასრულებულია.” – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა – ანა ბუჩუკურმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.  „კვლევის შედეგები მე ჩემი უფლებამოსილების…

მეტი...

მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს (ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4500 მეტრ სიმაღლეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, რომელსაც ჰქონდა ქვედა კიდურის მოტეხილობა, იყო შეუძლოდ და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. რთული რელიეფის გამო და დაშავებულის მდებარეობის გათვალისწინებით, ადგილზე ქვეითი სამაშველო ჯგუფის დროულად ასვლა და ახალგაზრდა მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მის დასახმარებლად თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, მამაკაცი, ამ დროისთვის, უკვე ჩამოყვანილია თბილისში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას…

მეტი...

შირაქის ველზე ხანძარი ლიკვიდირებულია

შირაქის ველზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ბოლო რამდენიმე დღეა ქერის და ხორბლის აღებულ ტერიტორიაზე ცეცხლი პერიოდულად ჩნდება. ამ დროისთვის, დამწვარია რამდენიმე ჰექტარი მოსავალიც. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,ადგილზე 8 ეკიპაჟი იყო მობილიზებული და, ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. აღსანიშნავია, რომ ძლიერი სიცხის დროს შირაქის ველზე ხანძრები ყოველწლიურად ჩნდება.

მეტი...

ევროკავშირმა ყირიმის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროპულმა საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ დაწესებული სანქციები 2022 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა. დაწესებული სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე, ასევე ინფრასტრუქტურულ და ფინანსურ ინვესტიციებზე, ტურისტულ სექტორზე მოქმედებს. გარდა ამისა, ყირიმსა და სევასტოპოლში იკრძალება ევროკავშირიდან გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი, მათ შორის იმ პროდუქციისა და ტექნოლოგიებისა, რომლებიც ნავთობის, გაზის და სხვა მინერალური რესურსების ძიებისთვის გამოიყენება. ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშულია, რომ ევროკავშირი უკანონოდ ცნობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიას, გააგრძელებს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობას.

მეტი...

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლნისში, 19 ივნისს, მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა – ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისში მომხდარი დაპირისპირებისას, რა დროსაც 1 პირი სასიკვდილოდ დაიჭრა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ი.ჩ.-ც, რომელსაც თან ჰქონდა სამართალდამცველების მიერ ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა – ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მეტი...

ამირან გამყრელიძის ვარაუდით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელება 10-15 პროცენტი უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელება 10-15 პროცენტი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიულად „ინდური შტამის“ 20 შემთხვევაა დადასტურებული. „ჩვენ ვანგარიშობთ, რომ ქვეყანაში მოცირკულირე შტამებიდან 10-15 პროცენტი არის „დელტა“ შტამთან დაკავშირებული. გვქონდა 18 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა და თუ არ ვცდები, შაბათს კიდევ 2 შემთხვევა დაემატა. აქედან გამომდინარე, ფრთხილად უნდა ვიყოთ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც გასულ ზაფხულს, როდესაც თავი დავიმშვიდეთ, რომ კოვიდი დავამარცხეთ და ყველაფერი შეგვიძლია. კოვიდი არ დაგვიმარცხებია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

მეტი...

“ოპოზიცია გაბრაზებულია, რომ ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელია ძალიან ლამაზად გამოიყვანა ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო” – ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია გაბრაზებულია, რომ ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელია ძალიან ლამაზად გამოიყვანა ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძის განცხადებით, ამაზე არიან გაბრაზებული და ამას უკავშირდება პიარული კამპანია გომელაურის წინააღმდეგ. „ამას მიჩვეული ვართ კონკრეტული ტელევიზიებისა და პარტიებისგან. პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრზე თავდასხმები არის ლოგიკური იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან გამორჩეულად ძლიერი ფიგურები ჩვენს გუნდში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

ქართული ბატალიონები ავღანეთს ტოვებენ

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთს ტოვებენ. დღეს სამშობლოში მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის პირველი ნაწილი დაბრუნდა. ქართველ ჯარისკაცებს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დახვდნენ. ნატოს გადაწყვეტილებით, ჯარისკაცები სამშობლოში სექტემბრამდე ეტაპობრივად დაბრუნდებიან. ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული. ნატოს ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე მისიაში ყველაზე მეტი სამხედრო სწორედ საქართველოდანაა.

მეტი...

“საქართველო გაყიდეთ, ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ” – რობერტ სტურუა

კრიტიკას, რომელიც რუსთაველის თეატრის მიერ ოკუპანტ ქვეყანაში დაგეგმილ გასტროლს მოჰყვა, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში ეხმაურება “საქართველო გაყიდეთ! დავით გარეჯი, აფხაზეთი, გალი, სამაჩაბლო – და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ;  რატომ გპატიჟებენ რუსეთში ჩეხოვის ფესტივალზეო?”- წერს რობერტ სტურუა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში მიემგზავრება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირველი არხი ავრცელებს.  ფესტივალში მონაწილეობას დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ. რობერტ სტურუა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული თეატრი მოსკოვში წარსდგებიან სპექტაკლით “თამაშის დასასრული”, რომელიც სამუელ ბეკეტის პიესის მიხედვით შეიქმნა.

მეტი...

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის დროს მენაბდისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. გარდა ამისა, სხდომაზე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე, რაც ასევე მოსამართლემ დააკმაყოფილა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2017 წლის პირველ დეკემბერს,…

მეტი...

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინასთან დაკავშირებული პრობლემა დღესვე აღმოიფხვრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებას ხვალისთვის ელოდებოდნენ, თუმცა ამ დრომდე დაზუსტებული არ არის თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა დამატებით დოზებს. გამყრელიძის თქმით, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, იყოს გარკვეული შეფერხებები. თუმცა, გამყრელიძე ამობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი საათის განმავლობაში პრობლემა აღმოიფხვრება, ვინაიდან რეგიონებიდან გარკვეული ნამატი დოზები ჩამოიტანეს და ყველა შეძლებს მეორე დოზის გაკეთებას. „ამ პრობლემაზე პასუხისმგებლობა ჩვენი, ყველასია. ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ველოდებოდით ხვალისთვის და ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული დოზების შემოსვლის თარიღი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გვქონდეს გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს…

მეტი...

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პირბადის მოხსნას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად – ჯერ უნდა გავიჭირვოთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მათი ცენტრი პირბადის მოხსნის რეკომენდაციას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ეპიდვითარების არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ. „ბოლო პერიოდში ეპიდვითარება უმჯობესდება ძალიან ნელი ტემპით. ანუ, არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ. ამის პირველი ნიშანი არის ის, რომ ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელი ცოტა ზემოთ აიწია. ეს არ არის მყარი საფუძველი ვთქვათ, რომ ეპიდვითარება უარესდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ აღარ მოდის, სტაბილურია. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს…

მეტი...

კლინიკაში, სადაც 21 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, პირველი განცხადება გაკეთდა

ქუთაისში 21 წლის სოფო კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა “ბომონდი” პირველ განცხადებას აკეთებს. მათი მტკიცებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა ქალი მშობიარობას გადაჰყვა. „პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს. ასევე, გვსურს გამოვეხმაროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკა “ბომონდში“ შემოყვანილი 21 წლის გოგონა მშობიარობას გადაყვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული…

მეტი...

“ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს” – ირაკლი კობახიძე

ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მარტივია – ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა ის, რასაც არჩევნებთან დაკავშირებით თამარ ჟვანიასა და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ. „ბუნებრივია, ასეთ დროს ბოდიში უნდა მოიხადო, თუ ღირსება გაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს და მასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, კობახიძის შეფასებით, მათი შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. „დოკუმენტში იყო რაღაც, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაც ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. საბოლოო ჯამში, რეკომენდაციების…

მეტი...

აშშ-ის პრეზიდენტი მიმდინარე კვირაში ავღანეთის პირველ პირს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი მიმდინარე კვირაში ავღანეთის პირველ პირს შეხვდება – პრეზიდენტები ავღანეთიდან შეერთებული შტატების ჯარის გაყვანის შემდეგ ქვეყანაში გაზრდილ თავდასხმებს განიხილავენ. მედიის ცნობით, ავღანეთი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს იმისათვის, რომ ქვეყანა სამხედრო ჯგუფების თავშესაფრად არ იქცეს. რადიკალურ სამხედრო დაჯგუფება “თალიბანს” კონტროლი უკვე ქვეყნის 30 რაიონზე აქვს დაამყარებული.

მეტი...

“დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის” შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, “დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის” შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა. სამთავრობო კომისიის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის ბოლომდე, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით, შეიმუშავებს ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას. კომისიასა და სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს და კოორდინაცია გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო კომისიის ამოქმედების მიზანია საერთო ეროვნული პროცესის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა ქვეყნის დეოკუპაციის, გამთლიანებისა და…

მეტი...

„ე, მანდ“, თეატრების საქმიანობაში მე არ ვერევი – ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება” – თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში გამგზავრებაზე

გეტყვით, რომ „ე, მანდ“, თეატრების საქმიანობაში მე არ ვერევი და ყველა თეატრი თავად წყვეტს. ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც რუსთაველის თეატრის მოსკოვში, ჩეხოვის ფესტივალში მონაწილეობის მიღებას შეეხებოდა. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალია. „იყვნენ ტელევიზიები, ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, ე, მან არ ჩაერიო, შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო“. შესაბამისად, გეტყვთ, რომ „ე, მანდ“ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს. ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, თუ რომელ საერთაშორისო ფესტივალზე…

მეტი...

რატომ ვერ შემოდის კორონავირუსის წამლები საქართველოში? – გიორგი ფხაკაძე ფასებს აქვეყნებს

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის წამლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლების ფასი იმდენად დიდია, რომ საქართველოში შემოტანა და შემდგომში გამოყენება ნაკლებად რეალისტურია. „კოვიდ საწინააღმდეგო წამლები უკვე არის მაგრამ: 4-მა წამალმა მიიღო ამერიკის წამლის სააგენტოს დროებითი ავტორიზაცია ეს წამლები ეფექტურია მარტო საკმაოდ მცირე პაციენტების წრისთვის მაგალითად რეგენერონის კოქტეილი არის ერთ-ერთი პირველი წამალი კოქტეილი, რომელმაც აჩვენა, რომ 100 ადამიანიდან 6 ადამიანის გადარჩენა შეუძლია. მაგრამ ფასი?! წამლის კოქტეილის ფასი $1300დან – $2700 მდე მერყეობს…. შედარებისთვის ფაიზერის ვაქცინა დაახლოებით $19.5 არის ერთი დოზა და ასტრაზენეკა $2.15, სინოვაკი…

მეტი...

“ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს არ ვეთანხმები” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს არ ეთანხმება. იაგო ხვიჩიას თქმით, არჩევნების პროცესის მეტი საანდობისთვის მნიშვნელოვანია პარტიებისთვის ზედმეტი ბარიერების მოხსნა. „არის რეკომენდაციების ნაწილი, რომელსაც უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები. არჩევნების პროცესის მეტი საანდობისთვის მნიშვნელოვანია პარტიებისთვის რაღაც ტიპის ბიუროკრატიული, ზედმეტი ბარიერების მოხსნა. ცხრა პარტიას ცენტრალურ და საოლქო კომისიაში ჰყავს წარმომადგნელი და დღევანდელი კანონმდებლობით საჭიროა მათი სერთიფიცირება. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ფიზიკურად ვერ მოესწრება. აქედან გამომდინარე, პარტიული წარმომადგენლები სხვადასხვა კომისიაში სერთიფიცირებას არ დაექვემდებარონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

იანვარ-მაისში ყველაზე მეტად ნაქსოვი ნაწარმისა და წყლის ექსპორტი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 327.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.1 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 144.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.8 პროცენტია, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 85.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6 პროცენტს შეადგენს. ამასთან, 103.7 პოცენტით გაიზარდა წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით და 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 94.3 პროცენტით, 29.0 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა ტრიკოტაჟის…

მეტი...

ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ კომპანია „ენკას“ მანქანებს გადაადგილების უფლებას კვლავ არ მისცემენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გეგმავენ, კვლავ არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებს ხეობის მიმართულებით გადაადგილების უფლება. „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, დღეს დილითაც სცადა მძიმე ტექნიკამ მოძრაობა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, თუმცა აქტივისტებმა სატვირთო ავტომანქანებს ამის საშუალება არ მისცეს. იმისთვის, რომ დაიწყოს მედიაციის პროცესი, ჩვენი პირობები უნდა დაკმაყოფილდეს. პირობებს შორის კი ერთ-ერთია, შეჩერდეს მუშა პროცესი ხეობაში. ამიტომ ბუნებრივია, ვერ მივცემთ კომპანიას სამუშაოების წარმოების საშუალებას”, – განაცხადა გოლეთიანმა. შეგახსენებთ, სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამახვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა. თუმცა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ კარვის გასაშლელად შეთავაზებული ტერიტორიები მათთვის მიუღებელია. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ,…

მეტი...

ქუთაისში 21 წლის გოგო მშობიარობის დროს გარდაიცვალა

ტრაგედია ქუთაისში – 21 წლის გოგო მშობიარობას გადაჰყვა. შემთხვევა კლინიკა “ბომონდში” მოხდა. გარდაცვლილი. სოფო კვარაცხელიაა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს, ხოლო სოფო ნარკოზიდან ვერ გამოვიდა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება

სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების განხორციელების ფაქტზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება. ერთ-ერთმა ბრალდებულმა დიმიტრი დევდარიანმა 8 ივნისს გადაწყვიტა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი ბიჩინაშვილს, მის საქმეს მოსამართლე განიხილავს და სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. „დაიწყება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, მათ შორის კითხვარების განსაზღვრა და მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას. დიმიტრი დევდარიანი იყენებს დუმილის უფლებას. ის აუცილებლად მისცემს ჩვენებას სასამართლოს მისთვის ცნობილ ფაქტზე. მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას, რა თქმა უნდა, ვერ აღიარებს და ჩვენ ვეცდებით მისი უდანაშაულობა დავამტკიცოთ“, – განაცხადა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.…

მეტი...