“იმედია, ნატოს სამიტზე განიხილავენ ქმედით ნაბიჯებს, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია” – ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ნატოს სამიტზე რუსეთის მხრიდან აგრესიის შეკავების ნაბიჯები განიხილება. ამის შესახებ მან ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტვიტერზე“ დაწერა. „ინფორმაცია მივაწოდე იენს სტოლტენბერგს რუსეთიდან მომდინარე მნიშვნელოვან საფრთხეებზე. იმედია, რომ ნატოს სამიტზე განიხილავენ ქმედით ნაბიჯებს, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია. ხაზი გაესვა უკრაინისთვის ნატოს ღია კარის პოლიტიკის დადასტურების მნიშვნელობას და 2008 წელს უკრაინისთვის MAP-ის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ქმედითობას“, – აცხადებს ზელენსკი. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ნატოს გენერალურმა მდივანმაც.

მეტი...

“ქალბატონ ლიანას, ბატონ გიორგის ეცოდინება, რასაც გააკეთებს ოპოზიცია პირველი დღიდან“ – მელია საზოგადოებას მიმართავს

„თუკი იქნება “უწუ – მუწუ”, არ დაინახავენ ერთობას არ გამოგვყვება ხალხი,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას იმედი აქვს, რო მ ხელისუფლება მალე შეიცვლება, ამის ერთ – ერთ ბერკეტად ის ოპოზიციის ერთობას ასახელებს: „ის, ვინც ჩვენს ჯგუფს არ შემოუერთდება თავადვე იქნებიან პასუხისმგებლები, 30 ოპოზიციური ერთეულიდან 5 თუ არ გამოგვყვება, დაზიანდება ეს ხუთი, მე თ რამე ვისწავლე ამ წლების განმავლობაში, ვისწავლე ერთი, რწმენა უნდა მოდიოდეს და გრძნობდეთ, რომ მელიას აქვს თავი გადადებული,“ – განაცხადა მელიამ.

მეტი...

ნიკოლოზ შერაზადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან უზბეკ დავლატ ბობონოვს დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით სძლია. ნიკოლოზ შერაზადაშვილმა მსოფლიოს პირველობა მეორედ მოიგო. ტურნირზე დღეს ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) და მარიამ ჭანტურიამაც (70 კგ.) იასპარეზეს. სამწუხაროდ, ორივე მათგანი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ჩვენი გუნდი კი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.

მეტი...

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. ეს არის საკანონმდებლო პროექტი, რომელიც პარლამენტს ჯერ კიდევ 2019 წელს წარედგინა. სამივე მოსმენით განხილვა წინა მოწვევის პარლამენტში გაიმართა და მესამე მოსმენით კენჭისყრაზე გაჩერდა. პროექტი, მესამე მოსმენით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე – 77 მომხრე, 2 – წინააღმდეგი, გავიდა.

მეტი...

4 თვიანი პატიმრობა საფრანგეთის პრეზიდენტთვის სილის გაწვნისთვის

მამაკაცს, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სილა გააწნა, 4 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ის 28 წლის დამიან ტარელი  აღმოჩნდა – როიალისტი, ისტორიული რეკონსტრუქციების მოყვარული და კონსერვატორი. საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმის დროს მან შუა საუკუნეების საბრძოლო შეძახილი “Montjoie Saint Denis!” გამოიყენა. სასამართლოში კითხვაზე. თუ რატომ დაესხა თავს პრეზიდენტს, დამიან ტარელმა განაცხადა, რომ მას რაიმე გამორჩეულის გაკეთება სურდა, თავდაპირველად ის კვერცხის ან ტორტის სროლას ფიქრობდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. მისი თქმით, როდესაც “მაკრონის მატყუარა მზერას” შეხედა ინსტიქტურად სილა გააწნა. ტარელის თქმით, ის საკუთარ თავს ყვითელჟილეტიანების მხარდამჭერად მიიჩნევს და პრეზიდენტთან დაკავშირებით მათ მოსაზრებებს იზიარებს. შეგახსენებთ, რეგიონალური ტურნეს დროს, მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრისას, ემანუელ მაკრონს ახალგაზრდა მამაკაცმა სილა გააწნა. პრეზიდენტი ადგილს…

მეტი...

“რიგი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ​ტოცილიზუმაბს ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, რასაც არავითარი გამართლება არ აქვს” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში თენგიზ ცერცვაძე მედიკამენტ ტოცილიზუმის ეფექტურობაზე საუბრობს. „COVID-19-ით პაციენტებში გარდაცვალების მაჩვენებლის(ე.წ. CFR) მინიმუმამდე შემცირების და შესაბამისად, გადარჩენის მაჩვენებლის გაზრდისათვის ე.წ. სტანდარტული მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ინოვაციური მეთოდების დამიდგომების (რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტის პლაზმა, მონოკლონური ანტისხეულები, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა, და სხვ.) სწორ და დროულ გამოყენებას. ე.წ. არასტანდარტული მედიკამენტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა (უმნიშვნელოვანესია) ინტერლეიკინ-6-ის (IL-6) რეცეპტორის საწინააღმდეგო სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულები – ტიცილიზუმაბი, რომელიც გამოიყენება COVID-19-ის დროს განვითარებული ე.წ. ციტოკინური შტორმის სამკურნალოდ. ა.წ. იანვარ-თებერვალში გამოქვეყნებული დიდ ბრიტანეთში ჩატარებული სერიოზული კვლევების შედეგების მიხედვით, სწორი გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობას, პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობას და მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას.…

მეტი...

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული დ. ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ერთი პირი რამდენიმე დღის წინ დააკავა. 1992 წელს დაბადებულ ი. მ.-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის…

მეტი...

“ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ხალხის საკითხი წამოვწიოთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმსა და ღონისძიებაზე” – ლიეტუვას პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნიუსედას განცხადებით, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს გამოყენებული, რათა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ხალხის საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე წამოწიონ. გიტანას ნაუსედა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, რათა ადგილზე გაცნობოდა ვითარებას. ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან ბევრ შესაძლებლობას. „მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ვთქვა, ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი საკითხი იყო, მენახა როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორია ჰუმანიტარული მდგომარეობა. სამწუხაროდ, მე ვნახე დანგრეული ცხოვრება ზოგიერთი პოლიტიკოსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, მოახდინოს რა დამოუკიდებელი ქვეყნის,…

მეტი...

თბილისში თავს დაესხნენ ტრანსგენდერ ქალს

თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას აღნიშნული შემთხვევის შესახებ „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს. მოძრაობის თანახმად, შემთხვევა 4 ივნისს ღამის საათებში მოხდა. „მოძალადე პირმა ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა“, – განმარტავენ „თანასწორობის მოძრაობაში“. არსებული ინფორმაციით თავდამსხმელს თან ახლდა ორი პირი, რომელთაც იგი დაზარალებულს გაარიდეს. დაზარალებულმა, თავის მხრივ, პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს. დაზარალებულის ინტერესებს „თანასწორობის მოძრაობა“ იცავს. საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა. ბრალდებული 2 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. “თანასწორობის მოძრაობაში” აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოკვეთილია…

მეტი...

“ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო” – პრემიერი

დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მეცემა 483 მილიონი ევრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან 33 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ჩვენ…

მეტი...

“საოკუპაციო ხაზთან მოვედი, რათა ვთქვა, ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას” – ლიეტუვას პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. როგორც გიტანას ნაუსედამ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე გაცნობოდა ჰუმანიტარულ მდგომარეობას. „მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ვთქვა, ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი საკითხი იყო, მენახა როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორია ჰუმანიტარული მდგომარეობა აქ. სამწუხაროდ, მე ვნახე დანგრეული ცხოვრება ზოგიერთი პოლიტიკოსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, მოახდინოს რა დამოუკიდებელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მე ვნახე, რომ ადამიანები მოკლებულები არიან ბევრ შესაძლებლობას, ზოგიერთ მათგანს…

მეტი...

“საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც ვპირდებით დახმარებას, ეს არის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი” – დიეგო კოლასი

საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც გპირდებით დახმარებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი, დინამიური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. დიეგო კოლასის თქმით, ჯამში, მიზანი არის, რომ მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, პროდასავლური გარემოს გაძლიერება საქართველოში, ფასეულობებზე დაფუძნებული მიმართულებების შემუშავება, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის განმტკიცება. „მთელ გუნდს ვულოცავ. 2020 წელი იყო, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები დაპირდნენ საქართველოს, რომ კოვიდის პერიოდში დახმარებას აღმოუჩენდნეთ. იმ დღიდან,…

მეტი...

“UNICEF ლომჯარიაზე უკეთესი არაა, ესენიც ლგბტ პროპაგანდისტები არიან” – მეუფე სპირიდონი

„UNICEF ლომჯარიაზე უკეთესი არაა, ესენიც ლგბტ პროპაგანდისტები არიან“ – ამის შესახებ სხალთელი მიტროპოლიტი, მეუფე სპირიდონი ვიდეო მიმართვაში აცხადებს. „ახლა UNICEF და Worldvision. ესენი უარესი თუ არა, არაფრით უკეთესები არ არიან იმ ლომჯარიას სამსახურზე. ესენიც ლგპტპორპაგანდიტებიარიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია და მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამის. ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მომავალი თაობა წმიდათდა წესიერად უნდა შევინახოთ“, – ამბობს მეუფე სპირიდონი. ცნობისთვის, 9 ივნისს ნინოწმინდის პანსიონში Worldvision-ის და UNICEF-ისწარმომადგენლები  საპატრიარქოს წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

მეტი...

“ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა, მოვუწოდებ ოპოზიციას, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი” – შალვა ნათელაშვილი

პარტიების დაფინანსების კანონპროექტს ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერიც. შალვა ნათელაშვილი აღნიშნულ ინიციატივას არაკანონინერს უწოდებს და მოუწოდებს პარლამენტში შესულ ოპოზიციურ სპექტრს, დატოვონ საკანონმდებლო ორგანო. “პლენარული სხდომა პარლამენტისა იხილავს ფაქტობრივად “ლეიბორისტული პარტიის” საქმიანობის აკრძალვის თაობაზე კანონს, რომლის თანახმადაც ჩვენ გვერთმევა ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც დაგვიტოვა მილიარდერმა ივანიშვილმა. მოვუწოდებ პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რადგან ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი,”- განაცხადა შალვა ნათლაშვილმა. 

მეტი...

„თემირლანი უდანაშაულოა“  – არ ვიცი ვინაა ეს ადამიანი” – მალხაზ მაჩალიკაშვილი წარწერაზე

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც მამაკაცს აცვია მაისური წარწერით – „თემირლანი უდანაშაულოა“, მაჩალიკაშვილი პოსტს წერს: „თავისუფლების მეტრო, თ ე მ ი რ ლ ა ნ ი უ დ ა ნ ა შ ა უ ლ ო ა, არ ვიცი ვინ არის, ერთი ვიცი რომ ის მთელს ქვეყანას ეუბნება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ქოცხროვამ მძინარე მთლად უდანაშაულოდ მოკლა, რაზედაც ძალიან სასტიკად ოცნების სისხლიან ხროვას მოუწევთ პასუხისგება,“ – წერს მაჩალიკაშვილი.

მეტი...

ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ

ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ, – ამის შესახებ საუბარია ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სადაც ასახული არის განსახილველი საკითხები და დღის წესრიგი. კერძოდ, საქართველოს თემა, უკრაინასთან ერთად, მოხვედრილი არის ნატო-ს ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის დოკუმენტის მეხუთე თავში, რომლის სახელწოდებაა Support rules-based international order და მასში საუბარია ალიანსის მხრიდან საერთო ფასეულობების მქონე ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე. „როდესაც საქმე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვას ეხება, ქვეყნები, როგორიც არის რუსეთი და ჩინეთი, არ იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს. ისინი ამ წესრიგის მიმართ წინააღმდეგობის პირველ ხაზზე არიან. ეს გავლენას ახდენს მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოებაზე, ღირებულებებსა და ცხოვრების დემოკრატიულ…

მეტი...

საფრანგეთი ფინანსური დახმარების სახით საქართველოს 483 მილიონ ევროს გადმოსცემს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს დახმარების სახით, 483 მილიონი ევრო გადმოსცემს.  “საფრანგეთმა ფინანსური დახმარების სახით საქართველოს 483 მილიონი ევრო გადმოსცა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან 33 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ჩვენ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. ამ სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მე ასევე მინდა აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პერიოდში და ახლა უკვე პოსტ პანდემიის შემდეგ,”- აღნიშნა პრემიერმა .  საფრანგეთი გაანახლებს საქართველოში განვითარების პროექტების მხარდაჭერას ახალი 2021-2023 წლის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. ინვესტიცია მიმართულია ოთხ მთავარ სექტორზე, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან…

მეტი...

შსს-მ იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული დ. ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ერთი პირი რამდენიმე დღის წინ დააკავა. 1992 წელს დაბადებულ ი. მ.-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ…

მეტი...

ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთში იმყოფება

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთს ეწვია. საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის პრეზიდენტმა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ცნობისთვის, გიტანას ნიუსედა საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრების გამართვის შემდეგ, ის საქართველოს 12 ივნისს დატოვებს.

მეტი...

“პარლამენტში აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც” – ირმა ზავრადაშვილი

„პარლამენტში აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვლისას ისაუბრა. „როგორც ჩანს, ადმინისტრაციასთან მექნება თხოვნა, სიტუაცია ისე მიდის, რომ შტატის დამატებაზე იქნება ინიციატივა გასაკეთებელი, იმიტომ, რომ აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც პარლამენტში”, – თქვა დეპუტატმა. პარლამენტში მეორე მოსმენით მიმდინარეობს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების წესის ცვლილებას გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს.

მეტი...

პირი, რომელსაც არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა გახმაურებულ საქმეში ბრალდებული გიორგი ქარსელაძე. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. გამოძიება მას არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა. მოსამართლემ ქარსელაძე უდანაშაულოდ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლშიც, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ბრალდებულის ინტერესებს თამარ აბესაძე და ზურაბ მამულაშვილი იცავდნენ. ადვოკატების თქმით, -“მოსამართლე გიორგი არევაძემ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა, ვინაიდან ქარსელაძის წინააღმდეგ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა”.   საუბარია 2020 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვანი კ.ჩ-ს დაჭრაზე. არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღით მუხლები ჰქონდა დაცხრილული. განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიებამ ბრალი წარუდგინა ცნობილი “კანონიერი ქურდის”, დავით ქარსელაძის, იგივე…

მეტი...

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოშია

საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა,საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

მეტი...

რეზო გაბრიაძეს უკანასკნელ გზაზე აცილებენ – ხელოვანი ანჩისხატის ტაძრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს

რეზო გაბრიაძეს თაყვანისმცემბლები და ახლობლები უკანასკნელ გზაზე აცილებენ. მხატვარს, რეჟისორისა და მწერალს ანჩისხატის ტაძრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს, მას მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. “რეზო იყო გენიალური პიროვნება და გენიალური ადამიანი. ძალიან მიყვარდა, ძალიან ვწუხვარ, რომ წავიდა. წავიდა მთელი ეპოქა, ქართული ხელოვნების და მსოფლიო ხელოვნების,” – ამბობს რეჟისორი ელდარ შენგელაია. რეზო გაბრიაძეს უკანასკნელ გზაზე, პოლიტიკოსებიც გამოემშვიდობნენ. ხელოვანის დაკრძალვას პარლამენტის თავჯდომარე, თბილისის მერი, კულტურის მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები დაესწრნენ. “მე მინდა საქართველოს, ჩვენს საზოგადოებას მივუსამძიმრო ეს. მე ვიტყოდი აუნაზღაურებელი დანაკარგი. ბატონი რეზო ყოველთვის პატივს მიაგებდა იმ ქალაქს, იმ წიაღს, რომლიდანაც ის გამოვიდა და ვიცი, რომ დღეს არა მხოლოდ თბილიში და…

მეტი...

„შირაქის“ ფერმა იხურება

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „შირაქის“ ფერმა იხურება. ინფორმაცია თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა გავრცელა. ის ასევე ამბობს, რომ იხურება არა მხოლოდ „შირაქის“ ფერმა, არამედ – სხვებიც. „შირაქის“ დამფუძნებელ ნიკოლოზ ბენიანიძეადასტურებს, რომ ფერმის დახურვა უწევს. „400 სული საქონელი მყავდა და ვყიდი, ალბათ მხოლოდ 30-მდე სულს დავიტოვებ, რადგან ვეღარ ვინახავ. მერე თუ იქნება ქვეყანაში დაინტერესება, კვლავ აღვადგენ ბიზნესს, თუმცა ამ ეტაპზე ვეღარ გავუძელი, წამგებიანია“, – ამბობს ბენიაიძე, რომლის ინფორმაციითაც, 9 წლის განმავლობაში 8 მლნ ლარამდე ინვესტიცია აქვს ჩადებული. ლარის კურსის გაუფასურება და შედეგად, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება – ეს ის…

მეტი...

ბათუმში “ირაოს” თანამშრომლის დაჭრაში სავარაუდო მონაწილე დაკავებულია

ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, არსებული ინფორმაცით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაჭრილი მამაკაცი სადაზღვეო კომპანია “ირაოს” თანამშრომელია. კომპანია “ირაოს” რეგიონული მენეჯერი ირაკლი დიასამიძე “კურიერთან” სატელეფონი საუბარში ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი დაჭრილის საქმიანობას არ უკავშირდება, თუმცა ამ დროისთვის მისთვის მომხდარი მოტივი უცნობია.  40 წლამდე მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული, ამოღებულია დანაშაულის იარაღი, დანა.  “ყვირილის ხმაზე გავიქეცი, დავინახე დაგდებული მიწაზე ახალგაზრდა ადამიანი. საკმაოდ დიდი ჭრილობები ჰქონდა მუცლის არეში,” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. შემთხვევა ბათუმში სადაზღვეო კომპანი “ირაოს” ოფისთან, ზუბალაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მეტი...

“საპარლამენტო ბოიკოტი ყველა პარტიას სრულად ექნება გარანტირებული” – ანრი ოხანაშვილი

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო ბოიკოტი ყველა პარტიას სრულად ექნება გარანტირებული იმ შემთხვევაში, თუკი ისარგებლებს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად იმ ელემენტარული და მინიმალური დემოკრატიული სტანდარტით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ ბოიკოტი არის საპარლამენტო პროცედურა და ლეგიტიმური საშუალება კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, მისი პოლიტიკური შეხედულების გამო, ბოიკოტირება გამოუცხადოს არა საქართველოს პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ინსტიტუციას, არამედ საპარლამენტო პროცედურებს. მისივე განმარტებით, ეს მოცემულობა მიიჩნევა პლენარული სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად და სრულად აძლევს ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში კონკრეტული საპარლამენტო პროცედურების განხორციელების შესაძლებლობას.

მეტი...

“ქორწინების საზეიმო რეგისტრაციის განახლება საზოგადოების ნაწილმა ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება” – შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახური ქორწინების საზეიმო ცერემონიების ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისის განახლება საზოგადოების ნაწილმა სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი ნაირსახეობის – ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. „როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული დაშვება სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი ნაირსახეობის – ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმით იყო განმარტებული ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის…

მეტი...

ალერგოლოგის განმარტება მოსახლეობის მესამე დოზით აცრაზე

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ალაპარაკდნენ, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს მესამე დოზით აცრაც. ამას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა პროცედურა იქნება ეს. „დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ… ზოგი იბრალებს მე ხომ ამას ვიძახდიო, ზოგიც ანერვიულდა თანდათან გვაპარებენო. ეს თემა “ფაიზერის“ ხელმძღვანელმა 15 აპრილს გააჟღერა, შესაბამისად, უკვე ძალიან ძველი ამბავია და გულისხმობს არა შემადგენლობით იგივე ვაქცინის გაკეთებას, არამედ ახალი ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტების ბუსტერს. თუმცა, ბევრი რამ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ასე რომ, ჯერ გავიკეთოთ ის, რაც გვაქვს და იმედია, გვექნება და სამომავლოდ ერთად “ვინერვიულოთ“,…

მეტი...

ვრცელდება “კანონიერი ქურდის”, მეტსახელად “გლეხოვიჩის” ფარული ჩანაწერი (ვიდეო)

მასშტაბური სპეცოპერაციის ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. დაკავებულია 13 ადამიანი. ამ წუთებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საგანგებო ბრიფინგს მართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის ამსახველ ვიდეო ჩანაწერებსაც ავრცელებს.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, თელავსა და ქუთაისში 13 პირი დააკავეს. ყველა მათგანი: 1978 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ვიტო“), 1976 წელს დაბადებული ჯ. ხ. (მეტსახელად “ჯეკო“) , 1983 წელს დაბადებული რ. გ. (მეტსაცლეად პუპუშა“, 1974 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად “ხონსკი“), 1987 წელს დაბადებული რ. დ. (მეტსახელად “ბაჩო“), 1992 წელს…

მეტი...

შსს-მ „ქურდული სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, „კანონიერ ქურდ“ „გლეხოვიჩს“ კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, თელავსა და ქუთაისში 13 პირი დააკავეს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ყველა მათგანი: 1978 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ვიტო“), 1976 წელს დაბადებული ჯ. ხ. (მეტსახელად „ჯეკო“) , 1983 წელს დაბადებული რ. გ. (მეტსაცლეად პუპუშა“, 1974 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „ხონსკი“), 1987 წელს დაბადებული რ. დ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1992 წელს დაბადებული ა. შ., 1995 წელს დაბადებული ა. ლ., 1973 წელს დაბადებული გ. მ.…

მეტი...

სოფელ ტვიშში სამართალამცველებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სოფელ ტვიშში სამართალამცველებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. გოლეთიანის ინფორმაციით, კომპანია „ენკამ“ პოლიციის დახმარებით ხეობაში საწვავი შეიტანა, რაც კარავში მყოფმა აქტივისტებმა გააპროტესტეს. მათ სატვირთო ავტომანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა. მისი თქმით, ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, რიონის ხეობისკენ დამაკავშირებელ გზაზე მათი აქტივისტების რაოდენობა გაიზრდება. „დღეს ტვიშის მხრიდან, სადაც შედარებით ნაკლები ადამიანი დგას და ნაკლებია ადამიანური რესურსი, აირჩიეს შემოსასვლელი და მოხდა დაპირისპირება. დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი სპეცდანიშნულების რაზმი და მოხდა გადავლა მოსახლეობაზე. ამ ფორმით შეიტანეს ორი…

მეტი...

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად” – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ღმერთი მოწყალეა. სახარებაში სწერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ სიხარულითა დიდითა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გზა, ჩვენ უნდა გავიაროთ. ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება: „14: 00  საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მასშტაბური სპეცოპერაციისშესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის,მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართება,“ – აღნიშნულია შსს – ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით და მოწმეების გამოკითხვით გრძელდება დღეს ნიკა მელიას სასამართლო სხდომა. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ პროცესს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის პოლიტიკურად მოტივირებულია. მელია სხდომას არც ამჯერად დაესწრება. “სამწუხაროდ პროკურატურა ცოცხალი თავით არ ამხელს მოწმეების ვინაობას, არღვევს შეთანხმებას დაცვის მხარესთან და თუნდაც რამოდენიმე საათით ადრე არ გვეუბნება, რომელი მტკიცებულებების გამოკვლევას ვაპირებთ დღევანდელ პროცესზე. ეს არის ძალიან სამწუხარო, როგორც ჩანს მათ აქვთ მსგავსი მითითება, ჩვენ პოზიციას დავაფიქსირებთ სასამართლო პროცესზე,”- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის…

მეტი...

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხეები იქნება” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხეები იქნება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „რუსეთი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების წარმომადგენლებს რუსეთის დამანგრეველ ქმედებებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა აქვთ. ევროკავშირი გმობს ორგანიზაციის მისამართით რუსეთის დამანგრეველ და პროვოკაციულ ქმედებებს. მე ამ საკითხს ხაზი პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროსაც გავუსვი“, – განაცხადა შარლ მიშელმა. „დიდი შვიდეულის“ სამიტი 11-13 ივნისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება.

მეტი...

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – შემთხვევა ქალაქის ცენტრში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სადაზღვეო კომპანია “ირაო”-ს თანამშრომელია, შემთხვევა სწორედ სადაზღვეო კომპანიის ოფისთან, ზუბალაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...