თუ ფეხბურთელები სპონსორების ბოთლებს გვერდზე გადადგამენ, UEFA სანქციებს დააწესებს

ევრო 2020-ის მონაწილე გუნდებს ჯარიმა დაუწესდებათ, თუ სპონსორების მიერ მიწოდებულ სასმელის ბოთლებს გვერდზე გადაწევენ – ისე, როგორც რამდენიმე დღის წინ კრიშტიანუ რონალდუ და პოლ პოგბა მოიქცნენ.

ორშაბათს პორტუგალიის კაპიტანმა, რონალდუმ პრესკონფერენციაზე “კოკა-კოლას” 2 ბოთლი გვერდით გადადო და ხალხს მოუწოდა, წყალი დაელიათ. შემდეგ დღეს კი ფრანგმა პოგბამ, რომელიც მუსულმანია, “ჰაინეკენის” ლუდი გადადგა გვერდით.

ოთხშაბათს იტალიელმა მანუელ ლოკატელიმაც “კოკა-კოლა” წყლით ჩაანაცვლა.

UEFA-ში აცხადებენ, რომ პარტნიორები ტურნირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოთამაშეებმა რეგულაციები უნდა დაიცვან. თუმცა, დირექტორისთვის, მარტინ კალენისთვის გასაგებია პოგბას გადაწყვეტილება, რომელიც რელიგიური შეხედულებით იყო განპირობებული.

“უეფა” არ გეგმავს პირდაპირ მოთამაშეების დაჯარიმებას და სანქციები ეროვნულ ფედერაციებს დაუწესდებათ.

მსგავსი თემები