ლევილის მამულის მართვა კულტურის სამინისტრის გადეცა

საფრანგეთში, ქ. ლევილის ქართული აკადემიაში, ლევილის მმართველი საბჭოს საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლევილის ქართული მამულის პროექტის შემდგომი მართვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგარზდობის სამინისტროს გადააბარა.  საორგანიზაციო სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი უძღვებოდა. სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  როგორც სხდომაზე აღინიშნა, ისტორიული მამულის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები უკვე შედის იმ ეტაპზე, როდესაც უნდა შემუშავდეს ლევილის ქართული აკადემიის დამტკიცებული კონცეფცია-პროექტი, შესაბამისად უმჯობესია, საკითხის მნიშვნელოვანი კულტურული კომპონენტის გათვალისწინებით, ამ სამუშაოებს კულტურის…

მეტი...

ბელგია საქართველოსთვის საზღვარს კეტავს

​კორონავირუსის ახალი შტამის – „დელტა ვირუსის“ გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოსთვის საზღვარი ჩაკეტა. საქართველოს გარდა, ბელგიის საზღვარი კიდევ 23 ქვეყნისთვის დაიკეტა.   როგორც ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, ჩამონათვალში სულ 24 ქვეყანა მოხვდა და ეს გადაწყვეტილება „დელტა შტამის“ გააქტიურების გამო მიიღეს, რადგანაც, სხვანაირად ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა შეუძლებელი გახდებოდა. ბელგია საზღვარს ვირუსის დამარცხების შემდეგ გახსნის.

მეტი...

8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის, სოფელი მამა-შვილის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა ითხოვს, შეწყდეს გამოძიება მოძალადის ოჯახის სახლის გადაწვასთან დაკავშირებით. საუბარია მამა-შვილზე, რომლებმაც მეზობლის 8 წლის გოგონაზე არაერთხელ იძალადეს.    როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დამნაშავეები უსასტიკესად უნდა დაისაჯონ და სახლის გადაწვის ფაქტზე ძიება არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს სოფლის მოსახლეობის პროტესტი იყო. „მთელი სოფელი გამოკითხეთ, ყველას ერთი მოთხოვნა აქვს – ეს მამა-შვილი დაისაჯოს უმკაცრესად და სოფლის მოსახლეობის მხრიდან მოძალადეების სახლის გადაწვაზე სამართლებრივი რეაგირება არ უნდა მოხდეს“ – აცხადებენ ადგილობრივები. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი დააკავეს. სოფელმა კი მოძალადეების სახლი გადაწვა.

მეტი...

საბერძნეთის ციხეში ქართველმა ქართველი მოკლა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთს ციხეში ქართველი მოკლეს, მისი მკვლელი კი ასევე ქართველია. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მკვლელობის იარაღად გამოყენებულია დანა.   ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 43 წლის ქართველი დავით მურტინელია. ის სხვა მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. კერძოდ,  საბერძნეთის ცნობილი მსახიობის ნიკოს სერგიანოპულოსის მკვლელობისთვის, რომელსაც  დანით  21 ჭრილობა მიაყენა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.  რაც შეეხება მოკლულს, მას გულის შეტევა დაეწყო, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

„ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ“ – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე მედიას სასამართლოს წინააღმდეგ, მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსამართლეების დემონიზაცია ხდება, რაც თითოეული მოსამართლის ღირსებაზე გადის. ნინო ქადაგიძის შეფასებით, საზოგადოება სასამართლოს ენდობა და სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია. „ბოლო პერიოდში, სასამართლოსთან მიმართებით ძალიან მძიმე ტენდენციები განვითარდა. ვფიქრობთ, რომ ფაქტობრივად, ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ. მოსამართლეების დემონიზაცია ხდება და ეს თითოეული მოსამართლის ღირსებაზე გადის. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლოს ენდობა. სასამართლოს სერიოზული პროგრესი, მიღწევები აქვს“ – განმარტავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მოსამართლეების დამტკიცების საკითხთან დაკავშირებით ბურთი პარლამენტის მოედანზეა.   „ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ…

მეტი...

„თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ“ – მეუფე გელათის ტაძარზე  

მეუფე იოანე გამრეკელი გელათის ტაძრის დაკეტვაში მედიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სწორედ მათი აქტიურობისა და არასწორი მოქმედებების შედეგად დაიკეტა ტაძარი. “თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, რატომ არის ტაძარი დაკეტილი.  რატომ მეკითხებით? ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. იცით, რომ “იუნესკოს” ექსპერტები არიან ჩამოსულები და თქვენ მათ მუშაობაში  ხელს უშლით. მიტომ, ტაძარი დაკეტილია. დიახ, სწორედ თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ. მრევლს ლოცვის და წირვის საშუალება აქვს. მრევლი არ ზარალობს ამით. პირიქით, ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს. გითხარით თუ “იუნესკოს” ექსპერტები უძლური არიან, თქვენ ვერ უშველით ვერაფერს” , –…

მეტი...

ვირუსით 11 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 953 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 349 658-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 266 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 585 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 370 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 8, გურია – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

კორონავირუსით 585 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 073  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 585  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 953  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  363 522-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.

მეტი...

„2 თვის განმავლობაში გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – ლევან ვასაძე თურქეთის კლინიკიდან  

საზოგადოებრივი მოძრაობა “ერის” ლიდერი, ლევან ვასაძე თურქეთის კლინიკიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის და აცხადებს, რომ 2 თვის განმავლობაში, მისი მდგომარეობა გაუარესდა. “მოგმართავთ სტამბოლიდან, სადაც ახლა ვიმყოფები სამედიცინო გამოკვლევაზე. მე არ ვიცი როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ პრესაში. მინდა ყველას შენდობა ვთხოვო, მოგეხსენებათ ადამიანის ჯანმრთელობა ძალზედ პირადი, „ინტიმური“ საკითხია და შენდობას გთხოვთ, რომ ასე შეწუხდა ამდენი ხალხი. უღრმესი მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისათვის და რადგან ეს ასე მოხდა, ვალდებული ვარ, რომ გავცე პასუხი იმ შეკითხვებს, რომლებსაც უამრავი ადამიანი მისვამს. დაახლოებით, გასული 2 თვის განმავლობაში გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა…

მეტი...

“ლამის ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა“ – ლევან ვასაძე ელჩებს

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“-ს დამფუძნებელი  ლევან ვასაძე „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების, სამართალდამცველები, მოსახლეობის პარალელურად, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებსა მიმართავს და მოუწოდებს, ნუ შეურაცხყოფენ ქართულ ტრადიციებს.   „მოვუწოდებ უცხოური ქვეყნების ელჩებს, განსაკუთრებით კი დასავლური ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ლამის ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა, ნუ იკადრებთ ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს, მის ეკლესიას, მის ოჯახურ ღირებულებებს დარჩით თქვენს საელჩოებში და ნუ გაერევით ამ პროვოკაციაში, სიბინძურეში“ – აცხადებს ლევან ვასაძე „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით. მისივე თქმით, ქართველ ხალხს ვერაფერი გააჩერებს. „ამ რადიკალებთან, ვინც ამ პროვოკაციას გვიწყობენ, მე არავითარი საერთო…

მეტი...

„დაპირისპირების შემთხვევაში, არ დაარტყათ მათ ხელი და გაიყვანეთ პროვოკაციის ადგილიდან“ – ლევან ვასაძე პოლიციელებს

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“-ს დამფუძნებელი  ლევან ვასაძე „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით სამართალდამცველებს თურქეთის კლინიკიდან  მიმართავს და სთხოვს, უსამართლო ბრძანების მიღების შემთხვევაში, ის არ შეასრულონ. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ექიმები გამომიშვებენ, რადგანაც ღრმა კომპლექსური კვლევები მიტარდება თავისი ჩარევებით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეც მოვიდე იქ, ისევე როგორც ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ოჯახი და ტრადიცია და ჩვენი ქვეყანა. ყველა ეროვნული ადამიანის მოვალეობაა, არ გაატეხინოს ხერხემალში საქართველოს ზნეობრივი კოდი ჩვენი ქვეყნის მტრებს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. კიდევ ერთხელ, მინდა  ყველას გთხოვოთ, დაპირისპირების შემთხვევაში არ დაარტყათ მათ ხელი და მხოლოდ ეცადოთ,  გაიყვანოთ ისინი პროვოკაციის ადგილიდან.…

მეტი...

„ხელფასზე მოქმედი ჭინკები… გააუქმეთ პრაიდი, დავდგეთ ერთად… არ დავუშვებთ“ – ლევან ვასაძე თურქეთის კლინიკიდან

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე თურქეთის კლინიკიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც „თბილისი პრაიდზეც“ საუბრობს. მისი შეფასებით, მარშის კვირეული არ უნდა შედგეს და ყველას მოუწოდებს, 5 ივლისს რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბოს. „გავიდა 10-დღიანი ვადა, რომელიც შევუთვალეთ ხელისუფლებას „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით. რადგანაც მთავრობამ არ გააკეთა განცხადება, რომ აუქმებს ამ ღონისძიებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს ყველას გეძახით და გეპატიჟებით, მოგიწოდებთ, რომ მივიდეთ რუსთაველის გამზირზე. სხვადასხვა ჯგუფები იკრიბებიან სხვადასხვა ადგილზე, რუსთაველზე.  მე პირადად მივალ, დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან. ამ უმსგავსობის ჩატარება 12:00 საათზე უნდათ და ჩვენ ამას აღვუდგებით წინ“ – აცხადებს ლევან…

მეტი...