პარტია „საქართველოსთვის,“ ოფისიდან გამოძევებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს

პარტია ,,საქართველოსთვის’’ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე მედიასთან პარტიის ოფისის მფლობელის მიერ ტელეკომპანია ,,იმედის ეთერში“ გაკეთებული განცხადების მიზეზად სავარაუდო ზეწოლას მიიჩნევს.  „ჩვენ ამ ადამიანთან გუშინაც კი გვქონდა კომუნიკაცია და ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისადმი და ჩვენი პარტიისადმი, და ფაქტიურად მხოლოდ დღეს შეიცვალა მისი პოზიცია, მიზეზად კი დასახელდა ის ფაქტი, რომელიც იმავე მედიის საშუალებებით, რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე… ფაქტია, რომ ამ ადამიანზე მიმდინარეობს სავარაუდოდ, ჩვენი აზრით, ზეწოლა და სწორედ ეს ზეწოლა გახდა მიზეზი იმისა, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა, რომელიც ვნახეთ. სამწუხაროდ…

მეტი...

პროკურატურა ვახტანგ ყიფიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კიევიდან დეპორტირებულ ვახტანგ ყიფიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტავენ, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. „პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გასაღების ორგანიზების ფაქტზე ვ.წ. -ს (წარსულში ვ.ყ.) ბრალდება წარუდგინა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“…

მეტი...

ბავშვის გაუპატიურებისთვის მამა-შვილს პატიმრობა შეუფარდეს

სენაკის რაიონულმა სასამართლომ, მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელებიც არასრულწლოვანის გაუპატიურებაში არაინ ბრალდებულები, პატიმრობა შეუფარდა.   მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომა დაიხურა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. 65 წლის მამა და 35 წლის შვილი 2 დღის უკან, მას შემდეგ გააკავეს, რაც ბავშვის დედამ და მამიდამ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის…

მეტი...

„სწრაფმიმავალი რეაბილიტაცია შეფერხდა სერიული კრუნჩხვებით დამძიმებული ეპილეპტური სტატუსის გამო“ – როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა?!

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მას ახლა მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე და საქართველოს მადლიან ბუნებასთან კონტაქტი სჭირდება.   „ძვირფასო მეგობრებო, ცოტნეს საკმაოდ სწრაფმიმავალი რეაბილიტაცია ამა წლის მარტში შეფერხდა სერიული კრუნჩხვებით დამძიმებული ეპილეპტური სტატუსის გამო, რომელიც ამჟამად გერმანელი ექიმების ძალისხმევით დაძლეულია და ისევ საიმედო გზაზე ვართ. გვაქვს ყოველდღიურად გარკვეული პროგრესი. უმძიმესი პერიოდები გავიარეთ აჯიბადემში, იალოვაში, ჰაიდელბერგში, უნასა და ოსნაბრუკში. საქართველოს საელჩო გერმანიაში ყოველდღიურად იღებდა ინფორმაციას, ჩართული იყო ორგანიზაციულ საქმიანობაში. მთელი ამ ხნის მანძილზე, ვგრძნობდით საქართველოს მთავრობის და…

მეტი...

სასამართლო 8 და 9 წლის დების გაუპატიურებისთვის მამა-შვილის სასჯელს განიხილავს

სენაკის რაიონული სასამართლოში 8 და 9 წლის დების გაუპატიურების ფაქტზე მამა-შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას განიხილავენ. რადგანაც საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მოსამართლემ სხდომა დახურა. პროკურატურამ ბრალდებული მამა-შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტში მოხდა. ბრალდებულებს სკოლის მოსახლეობამ სახლი გადაუწვა.

მეტი...

მდიდრები იცრებიან, ღარიბები აცრის გარეშე რჩებიან – „დელტა“ ვირუსი მსოფლიოს უტევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების არათანაბარ განაწილებაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მდიდარ ქვეყნებში ყველაფერი კარგადაა, ღარიბი ქვეყნები კი ამჯერადაც იჩაგრებიან. „მდიდარი ქვეყნები ცრიან ადამიანებს, რომლებიც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის წარმოადგენენ. ღარიბ ქვეყნებს კი ვაქცინები არ აქვთ. მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება. ვირუსის „დელტა“ ვარიანტი მთელს მსოფლიოში ვრცელდება. საშიში მდგომარეობაა სამხრეთ აფრიკაში, სადაც დაინფიცირების შემთხვევებმა 40%-ით მოიმატა“ – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანო. მისი შეფასებით, ვაქცინების განაწილება, ფინანსური მდგომარეობის მიხედვით უსამართლოდ ხდება.   „მიწოდების პრობლემა არსებობს. მოგვეცით ვაქცინები. განსხვავება ქონასა და არ ქონას შორის არის…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ უჭირს კონკურენტებთან ოპონირება და ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მმართველი გუნდის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მსგავსებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს სახეზეა სიტყვებისა და ფრაზების დონეზე.   „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი უმნიშვნელოვანესი რეფორმა გაატარა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყანამ ბევრი მიმართულებით სერიოზული პროგრესი განიცადა. არ მინდა ახლა აქ ჩამოვთვალო, აი მედია თავისუფლებიდან დაწყებული… მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ უჭირს უკვე კონკურენტებთან ოპონირება, ძალიან ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“. აი სიტყვების დონეზე, ფრაზების დონეზე, ქმედებებზე არაფერს არ ვამბობ. ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ეს არის იმედგაცრუება. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში როდესაც ვთვლიდი, რომ ეს იყო ქვეყნისთვის განმსაზღვრელი მომენტი, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის,…

მეტი...

კორონავირუსს 18 ინფიცირებული ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 438 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 705-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 435 შემთხვევა, აჭარა – 35, იმერეთი – 76, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 22, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

მეტი...

კორონავირუსით 754 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 928  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 754 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 438  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.10 % ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 754 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  362 937-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.10 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.

მეტი...

„გავამზადებთ სტუდენტების სიას“ – ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე

„ჩვენ ახლა გავამზადებთ იმ სტუდენტების სიას, ვისაც ესაჭიროება დახმარება ჩვენი მხრიდან და ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი იმ სტუდენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკითხი უკვე დავალებული აქვს მინისტრს. „ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა უკვე საუბარი მინისტრთან. ჩვენ ახლა გავამზადებთ იმ სტუდენტების სიას, ვისაც ესაჭიროება დახმარება ჩვენი მხრიდან და ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით. უკვე დავალებული აქვს ბატონ მინისტრს. გასულ წელს ჩვენ მათ დავეხმარეთ და წელსაც იგეგმება ანალოგიურად დახმარება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

„მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა, იმ მომენტში, რამოდენიმე ჩემი კაბინეტის მინისტრს მართავდა“ – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გადადგომამდე ის ბიძინა ივანიშვილთან ერთი საკითხის გასარკვევად რეკავდა. „ამაზე ბევრი განმარტება გავაკეთე, მინდა რომ ეს ფურცელი გადავფურცლოთ, გიპასუხებთ და დახურეთ ეს თემა. მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში რამოდენიმე ჩემი კაბინეტის მინისტრს მართავდა. მათ გარკვეულ დავალებებს აძლევდა. ეს მომეჩვენა და ამის გასარკვევად ვრეკავდი” – განაცხადა გიორგი გახარიამ

მეტი...

„სააკაშვილმა სამხედროები მიატოვა, რაც ომში ხდებოდა, მისი პასუხისმგებლობაა“ – ღარიბაშვილი „ნაციონალებს“

„თქვენ არავითარი შანსი არ გაქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების. ტყუილად კარგავთ დროს. დროა, რომ დაისვენოთ“ – ასე მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. მან აგვისტოს ომიც გაიხსენა და ყოფილი პრეზიდენტი სამხედროების მიტოვებაში დაადანაშაულა, რასაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ხმაური მოჰყვა. „ბატონმა სააკაშვილმა მიატოვა ჩვენი სამხედროები და მისმა გაუმართავმა მენეჯმენტმა. როგორ იმართა ყველაზე დიდი კრიზისი – ომი, ნათლად გამოჩნდა. იყო სრული ქაოსი. ვინც მართავდნენ, ის გმირი სამხედროები, როგორ დაიწყეს თავიდან, გავიდნენ თითქმის ბოლოში, აიღეს ცხინვალი და ა.შ. როდესაც ჩაერთო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არ მინდა ამაზე ღიად ვილაპარაკო, თქვენ სამხედრო ხართ და კარგად…

მეტი...

“არავინ განსხვავდება არავითარი ნიშნით” – ღარიბაშვილი უმცირესობებზე

„ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული, ამაზე ზედმეტი აპელირება,ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა მიმაჩნია არასწორად, ჩვენ ამით ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ მე ასე მიმაჩნია. ამ ადამიანებს იცავს კანონი და საერთოდ ასეთი გამოყოფა და დისკრიმინაცია სწორედ ეს არის“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მისივე შეფასებით, დისკრიმინაციული კანონის მიღება სწორედ მისი ინიციატივა იყო. „შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ვმუშაობდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე, მაშინ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ამ დისკრიმინაციული კანონის მიღება.  ჩემს დროს იქნა აღნიშნული კანონი, ამავდროულად, ჩემივე ინიციატივა იყო და მაშინ ჩვენ ეს პოლიტიკური საბჭოს ფორმატში განვიხილეთ  და დავაანონსეთ რომ ამავდროულად ჩაწერილიყო კონსტიტუციაში და ქორწინების განმარტება მომხდარიყო.…

მეტი...