დვანში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა 

მიმდინარე წლის 12 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის, კლინიკა ‘’ვივამედის’’ ექიმებმა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილური, უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. ბენეფიციარებს, ასევე, გაუკეთდათ კარდიოგრამა და ექოსკოპია.  უწყების ინფორმაციით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობას კლინიკის 12 ექიმი იღებდა, ისარგებლა 100-ზე მეტმა პირმა, განხორციელდა 400-მდე სამედიცინო ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ სოფელ დვანისა და  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასაც. „აქციის მიმდინარეობას ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა…

მეტი...

„უნდა მოხდეს ნინოწმინდის ბავშთა სახლის ახალ სტანდარტებზე მორგება“ – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო კარლ ჰარცელის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით საპატრიარქოში გამართული შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ბავშვთა პანსიონი მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებზე გადავა. „დღეს, 2021 წლის 13 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) სასულიერო პირებთან და საპატრიარქოს შესაბამის თანამშრომლებთან ერთად ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოში გაერო-ს ბავშთა ფონდისა (UNICEF) და World vision-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღევანდელი შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით შედგა, რათა ჯადაცვის უწყების თანამშრომლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონოდათ მართებული წარმოდგენა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის…

მეტი...

„არა მხოლოდ ნინოწმინდის, არამედ ყველა პანსიონატი უნდა დაიხუროს“ – „ვორლდ ვიჟენი“

საერთაშორისო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენი“ საქარველოში ბავშვთა ყველა პანსიონატის დახურვას ითხოვს და აღნიშნული პოზიცია ორგანიზაციამ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზეც დააფიქსირა. როგორც ორგანიზაციის დირექტორი ეკა გურგენიძე აცხადებს, ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზე შეთანხმება არსებობს. “რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონატს, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ნინოწმინდის პანსიონატი, არამედ ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც გვაქვს შეთანხმება. საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას. ყველა დიდი ზომის პანსიონზეა საუბარი”, – განაცხადა გურგენაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს საპატრიარქოში, ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც მონაწილეობდა.

მეტი...

„პანსიონის საჭიროება არ არსებობს“ – თამარ ბარკალაია ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სოციალური მუშაკები მუშაობენ და ბავშვების მდგომარეობას აფასებენ. როგორც საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პანსიონის არსებობის საჭიროება არ არსებობს.    „ვმუშაობთ ოჯახების მოძიებასა და გაძლიერებაზე. ამ ეტაპზე, 23 ბავშვია ნინოწმინდაში, დიდი უმრავლესობა გაყვანილია ოჯახებში, მაგრამ ასევე არიან ალტერნატიული ზრუნვის სერვისებშიც. ეს არ უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, კანონმდებლობით 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოიაზრებს და ალტერნატიული ზრუნვის სერვისების მიწოდებას გულისხმობს. გამოდის, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება“ – განაცხადა თამარ ბარკალაიმ ჟურნალისტებთან. მისივე შეფასებით, პანსიონატში…

მეტი...

„დიდი ინსტიტუცია ქვეყნისთვის პრიორიტეტი არ არის“ – მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

საპატრიარქოში, ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით გამართული გაფართოებული შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსული ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, ქვეყნისთვის მსგავსი დიდი ინსტიტუციების არსებობა პრიორიტეტს არ წარმოადგენს. „ქვეყანაში გვაქვს ბავშვის უფლებათა კოდექსი, გვაქვს ოჯახის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დიდი ზომის ინსტიტუციების არარსებობაზე, ოჯახის გაძლიერებაზე და ალტერნატიული ზრუნვის ჩამოყალიბებაზე, რომელიც არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები. ამაზე ვისაუბრეთ არა მხოლოდ ნინოწმინდის კონტექსტში, არამედ ზოგადად დიდი ინსტიტუციების და დიდი ბავშვთა სახლების კონტექსტში. შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება დიდი ინსტიტუცია იყოს წახალისებული“ – განაცხადა თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებთან.…

მეტი...

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, ბავშვთა სახლის დახურვის საკითხი არ დგას

ნინოწმინდის ბავშვთა სახლში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მონაწილეობით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქოში განაცხადეს, ამ ეტაპზე, ბავშვთა სახლის დახურვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. „საპატრიარქოს ინიციატივით შედგა დღევანდელი შეხვედრა. მოწვეულნი იყვნენ ევროკავშირის ელჩი, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც ეხებათ ბავშვთა უფლებები – იუნისეფი, „ვორლდ ვიჟენი“. ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არამხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იქნას გათვალისწინებული“ – განაცხადა მამა ანდრია…

მეტი...

ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 048 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 522 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 276 შემთხვევა, აჭარა – 45, იმერეთი – 44, ქვემო ქართლი – 34, შიდა ქართლი – 25, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

კორონავირუსით 522 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 922  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 522  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 074   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.38 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  353 965-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.38 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.29%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 339 392-მდე.

მეტი...

კლინიკაში შევარდნილი სატვირთო ავტომანქანის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა მძიმეა

გუშინ, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში შევარდნილი სატვირთო ავტომანქანის შედეგად დაზარალებული 3 ადამიანის მდგომარეობა ამ დრომდე რთული რჩება. დაშავებულ ორ არასრულწლოვანს ოპერაცია დღეს ჩაუტარდება. როგორც კლინიკის რეანიმატოლოგი აცხადებს, განსაკუთრებით საფრთხილოა დაშავებული  სამი პაციენტის მდგომარეობა. “კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. საკმაოდ რთული ოპერაციაა. ოთხივე პაციენტი კონტაქტურია”, – აცხადებს რეანიმატოლოგი. შეგახსენებთ, რომ კრწანისში, ჰოსპიტალის ეზოში სატვირთო ავტომანქანა გუშინ შევარდა, მან რამდენიმე მსუბუქი მანქანა მოიყოლა. ორი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულები.

მეტი...

ვეტერანებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრში მორიგი უფასო კვლევები ჩატარდა

მიმდინარე წლის 12 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 50 – ზე მეტ ბენეფიციარს. განხორციელდა 160 -მდე ვიზიტი.  „აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა…

მეტი...

წაბლის სოკოვანი დაავადება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში სერიოზული პრობლემაა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევში, წაბლნარ კორომებში სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების შედეგების შუალედური მონიტორინგი მიმდინარეობს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სატყეო სააგენტოდან აცნობეს, საქართველოში, გასული საუკუნეში წაბლის დაავადების გამოჩენის შემდეგ, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გასულ წელს, პირველად განახორციელა დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური მეთოდების გამოყენების სრულყოფილი და თანმიმდევრული სამეცნიერო და სატყეო ღონისძიებები. „იმერეთის რეგიონში, დაავადებული წაბლნარი ტყის ეკოსისტემების აღდგენის პროგრამის განხორციელებისთვის, სააგენტომ, საერთაშორისო ექსპერტის, დოქტორის ირინა მაციაკის ჩართულობით, დაიწყო წაბლნარი კორომების აღდგენის ღონისძიებები სოკოვანი დაავადების ბიოლოგიური კონტროლის გზით. განხორციელდა სასარგებლო მიკროორგანიზმების შეტანა ზესტაფონის სატყეო უბნის ბოსლევის სატყეოში (43 ჰა), სადაც სანიტარიული ჭრის განხორციელების შემდეგ,…

მეტი...

თბილისის საშინელი ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი შესრულდა. თბილისში, ზოოპარკის მიმდებარედ მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ორი დაკარგულის ცხედარი კი ამ დრომდე ვერ იპოვეს. ათასობით ადამიანი კი დაზარალდა. სტიქიამ, რომელიც მეწყერმა გამოიწვია, როგორც მოსახლეობას, ისე დედაქალაქს დიდი ზიანი მიაყენა. ასევე განადგურდა თბილისის ზოოპარკი, დაიხოცნენ ცხოველები, დაიტბორა „მზიური.“ ამ დღეს ყველა მწუხარებით იხსენებს, თუმცა, ამავდროულად ეს იყო დღე, როცა ტრაგედიამ და დიდმა ტკივილმა ახალგაზრდები გააერთიანა, ერთად დადგნენ და ყველანი დიდი ენთუზიაზმითა და შემართების შეიკრნენ ტრაგედიის აღმოსაფხვრელად და დაზარალებულთა დასახმარებლად.   

მეტი...