“მოვუწოდებთ ყველა პარტიას როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით” – კელი დეგნანი

მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კელი დეგნანი აღნიშნავს, ეს არის საქმე, რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. ელჩი აცხადებს, რომ სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. “ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მინისტრ ბრეგაძესთვის მიმელოცა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და მომესმინა მისი პრიორიტეტების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები 25 წელზე მეტია საქართველოსთან მართლმსაჯულების, მათ შორის სისხლის სამართლებრივი სისტემის განვითარებაზე მუშაობს. საქართველოს სისხლის სამართლებრივი, პენიტენციური და მთლიანად სასამართლო…

მეტი...

ხობში ორი წლის ბავშვი წყლის ავზში ჩავარდა და დაიხრჩო

ხობში ორი წლის ბავშვი წყლის ავზში ჩავარდა და დაიხრჩო. ბავშვი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მეტი...

გემი, რომელსაც შავ ზღვაში რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა, საქართველოში მოდიოდა

ბრიტანული გემი, რომელსაც შავ ზღვაში რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა, ოდესიდან საქართველოში მოემგზავრებოდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა Bloomberg-თან განაცხადა.  როგორც ირკვევა, ბრიტანული გემი სწორედ ის  სამხედრო გამანადგურებელია, რომელის შესახებაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთის ელჩთან ისაუბრა – გუშინ, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მიმდინარე წლის 26-30 ივნისს, ბათუმის პორტში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელი გემის – “HMS Defender” ვიზიტის მნიშვნელობას. რუსულმა ფლოტმა შავ ზღვაში ბრიტანულ სამხედრო ხომალდს ცეცხლი დღეს გაუხსნა, შემდეგ კი რუსულმა “სუ 24 მა” ოთხი ბომბი ხომალდიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ჩამოაგდო. ეს მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა,…

მეტი...

“ტყუილია, რომ აშშ-ში გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ტყუილია, რომ ისინი ერთ სასტუმროში ცხოვრობენ” – ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ, ტყუილია. როგორც ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარია არც იმ სასტუმროში იმყოფება, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააფიქსირეს. „ეს არის მმართველი პარტიის მორიგი ტყუილი. როგორც ჩანს, ძალიან ნერვიულობენ იმ შეხვედრებზე, რაც ბატონ გახარიას ჰქონდა ბრიუსელში და ახლა უკვე ამერიკაში აქვს. სამწუხარო არის ის, რომ ამ შემთხვევაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-იც ჩართეს ამ ტყუილების ტირაჟირებაში. ძალიან ვწუხვარ ამაზე. ესეც არის ტყუილი, რომ თითქოს ბატონი გახარია და სააკაშვილი ცხოვრობენ ერთ სასტუმროში. სასტუმროს დასახელება ნამდვილად არ ვიცი. ტყუილია, რომ ბატონი გახარია შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და ტყუილია, რომ…

მეტი...

გიორგი გახარია NDI-ის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა

გიორგი გახარია NDI-ის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა. გახარიამ დერეკ მიტჩელთან საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილა. ასევე, გააცნო პარტია “საქართველოსთვის” სამომავლო გეგმები.   განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ამ გამოწვევების დაძლევის გზებს.  საუბარი შეეხო 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესებს. 

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სწორი არ იქნება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სწორი არ იქნება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შარლ მიშელის დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. „ვფიქრობ, მიმდინარეობს პროცესი ყველა მიმართულებით, რაც ეხება შარლ მიშელის დოკუმენტს. კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია. მივიჩნევ, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. ტერმინების თამაში მიდის, რომელსაც მე არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი, რამდენად გადატვირთულია ჩვენი სასამართლო და ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორად, ამაზე მქონდა კიდეც ამერიკის ელჩთან…

მეტი...

“არ შეიძლება სიღარიბე ბავშვის ოჯახიდან გამოყვანისა და სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის საფუძველი გახდეს” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი პარლამენტშია – ნინო ლომჯარია დეპუტატებს 2020 წლის ანგარიშს აცნობს. მთავარი აქცენტები 486-გვერდიან დოკუმენტშია.  სახალხო დამცველმა პარლამენტში გამოსვლა არასრულწლოვანთა უფლებებზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, 2020-წელს, ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა დაფიქსირდა.  “არ შეიძლება, სიღარიბე ბავშვის ოჯახიდან გამოყვანისა და სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის საფუძველი გახდეს. არამედ, ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს ოჯახების გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის. ამის მიუხედავად, 2020 წლისათვის, სახელმწიფო ზრუნვაში 315 არასრულწლოვანია გადაყვანილი, მათი 15%-ის შემთხვევაში, სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის საფუძველი იყო ოჯახების სიღარიბე. აღნიშნული კი ზრდის ბავშვების ინსტიტუციაში განთავსების რისკებს, ამის ნათელი მაგალითი კი, ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენებია,”- აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

მეტი...

სად არის ბადრი ესებუა? – შს მინისტრის ინფორმაციით, ცნობილი ძებნილი საქართველოშია

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ბანკის თავდასხმაში ძებნილი ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება. შს მინისტრის თქმით, ესებუას დასაკავებლად მუშაობა გრძელდება. “ვმუშაობთ, მნიშნელოვანი თემაა, რა თქმა უნდა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა. იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხვალ ეს მოხდება. სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. მე ვარ ერთ-ერთი, ვისაც ყველაზე ძალიან უნდა მისი დაკავება. შეიძლება ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან “ვმალავ”, ვმუშაობთ თემაზე და ხაზს ვუსვამ, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში. მას არ დაუტოვებია ქვეყანა, იმედია, სწორი ინფორმაციაა,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას! – მეუფე სპირიდონმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების და სხვა ოპოზიციონერების ზიარება აკრძალა

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა(აბულაძე) სამღვდელოებას 15-მდე ოპოზიციური პარტიის წევრების ზიარება აუკრძალა. აკრძალვის მიზეზი, პარტიების მიერ დადებული შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც ისინი ლგბტქ თემის უფლებებს დაიცავენ. „არ შეიძლება მათი ზიარება, რადგან ჰომოსექსუალიზმი მათი რელიგიაა დღეს, სატანის რელიგია და მათი მხარდამჭერები არიან, სატანის მხარდამჭერები, ამიტომ მე ღვთისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩვენი დედა ეკლესიისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩემ ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსას, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ. უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან ან იმ პარტიამ უნდა შეინანოს და სინანულის შემდეგ შეიძლება მერე მაგის ზიარება”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მეტი...

“საქართველოს და უკრაინას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ხედვა აერთიანებთ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს და უკრაინას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ხედვა აერთიანებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. „ჩემი მესამე შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში. საქართველოს და უკრაინას, როგორც ორ ახლო მეგობარს და პარტნიორს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ხედვა აერთიანებთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

ბათუმში აივანი ჩამოინგრა – დაშავდა 2 ადამიანი

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულის აივანი ჩამოინგრა, შემთხვევის შედეგად 2 პირი მსუბუქად დაშავდა. ამ დროისთვის, დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მეტი...

“ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით, ვცდილობთ, ვითარების გადასაწყვეტად ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი გამოვიყენოთ” – კარლ ჰარცელი

ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ზაზა გახელაძის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი იყოს. „დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი სატელეფონო ხაზი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი იყოს “, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მეტი...

„პატიმრის სხეულის ყველა ნაწილის ერთდროულად და არა ნაწილ-ნაწილ გაშიშვლება ხდება“ – ნინო ლომჯარია

„ფსიქიატრიული დაწესებულებებში 2020 წელსაც გამოვლინდა ძალადობის შემთხვევები“ – აცხადებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას განცხადებით, გასული წლების მსგავსად, პენიტენციური სისტემის უმთავრეს პრობლემას არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს. ომბუდსმენი  დეპუტატებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშს აცნობს. სახალხო დამცველის შეფასებით, არასათანადო მოპყრობად ითვლება  პატიმართა (მათ შორის არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკა. ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2020 წლის მონიტორინგმა კვლავ წარმოაჩინა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფა პრობლემურია. ასევე კვლავ გრძელდება პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკა, რა დროსაც პატიმრის სხეულის ყველა ნაწილის…

მეტი...

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახალაძის საკითხზე მიმართავს

საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რუსეთის პატრიარქისათვის გაგზავნილი წერილის შინაარს აქვეყნებს. „თქვენო უწმიდესობავ, მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაკავებული იქნა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეთა მიერ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად იგი ცხინვალის იზოლატორშია და მისჯილი აქვს 12.5 (!) წელი. ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლის…

მეტი...

„ქართული ხმების“ სოლისტის ცხედარი ხევიდან ამოასვენეს

რაჭაში ტრაგედიის შედეგად დაღუპული „ქართული ხმების“ სოლისტის ზურაბ ბაკურაძის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე წუთია ამოასვენეს. მომღერალი უბედურ შემთხვევას ონში, კერძოდ კი სოფელ შქმერში ემსხვერპლა. ზურაბ ბაკურაძემ დედა რამდენიმე დღის უკან სწორედ რაჭაში დაკრძალა და თავადაც რამდენიმე დღე დარჩა. როცა სოფელში ფეხით გადაადგილდებოდა, უცებ მიწა მოწყდა და მომღერალი ხევში ჩავარდა. ზურაბ ბაკურაძე ადგილზე გარდაიცვალა.   

მეტი...

„შესწავლილი საქმეების 34.3%-ში დაფიქსირდა დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების ფაქტები“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას ამ წუთებში, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უსმენენ. ნინო ლომჯარია დეპუტატებს   საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშს აცნობს. ამ კუთხით, ერთ-ერთი თემა, რაზეც ომბუდსმენი საუბრობს, დაკავების პროცესში არსებული დარღვევებია.   ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2017 წლებში პატიმართა გარდაცვალების 17 შემთხვევა შეისწავლა. როგორც ომბუდსმენი განმარტავს, საქმის მასალები გაცნობის შედეგად დგინდება, რომ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები ქონდათ, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არ მკურნალობდნენ. ნინო ლომჯარიას შეფასებით,  გამოძიება მხოლოდ გარდაცვალების საბოლოო მიზეზებით ინტერესდებოდა და არ იკვლევდა უტარდებოდათ თუ არა, ან რატომ არ უტარდებოდათ…

მეტი...

„ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი საერთოდ უნდა მოეხსნათ“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურას ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი უნდა მოეხსნა. როგორც ომბუდსმენმა პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა,  საქმეში „ფულის გათეთრება“ არ იკვეთება.   „ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ ის ქმედება რასაც პროკურატურა ედავება აღნიშნულ პირებს, წარმოადგენდეს „ფულის გათეთრების“ დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა, გაანალიზებული გვაქვს მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა და მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია „ფულის გათეთრების“ დანაშაული.  მივმართეთ სასამართლოს, იმსჯელოს,  რამდენად ადეკვატურია წარდგენილი ბრალი,”- განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„მქონდა განცდა, რომ ვიყავი არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი“ – თეა წულუკიანი ჟურნალისტებს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მედიის მხრიდან არაკომფორტული და არასამუშაო პირობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტში ყოფნისას ჰქონდა განცდა, რომ არა დეპუტატი, არამედ, დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი იყო. მისი შეფასებით, გელათის ტაძარში იტალიელ ექსპერტებს მშვიდ გარემოში მუშაობა სურთ და არა მედიის პრესის ქვეშ ყოფნა. „რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე? იმიტომ, რომ მაგალითისთვის, როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია მუშაობის საშუალებას არ მაძლევდა. მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვიყავი არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი. მე ამით ვიყავი ბედნიერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იტალიელ ექსპერტებს მშვიდ გარემოში მუშაობა…

მეტი...

„ქართული ხმების“ სოლისტი ხევში გადაიჩეხა

რაჭაში ტრაგედია მოხდა, რომელსაც „ქართული ხმების: სოლისტი ზურაბ ბაკურაძე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ონში მოხდა. კერძოდ, სოფელ შქმერში გზა ჩავარდა, სადაც მომღერალი გადაადგილდებოდა. ბაკურაძე  ხევში გადავარდა. „მედიაცენტრი მთავარი“ მწუხარებას გამოხატავს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს როგორც ოჯახს, ისე მთელ საქართველოს გამორჩეული ადამიანის ტრაგიკულად გარდაცვალებას.  

მეტი...

„მოსალოდნელია მწვავე ტოქსიკური მოწამვლის შემთხვევების მატება“ – გაფრთხილება მოსახლეობას

ტოქსიკოლოგი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძემ ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და რეკომენდაციებს აძლევს. როგორც ტოქსიკოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მოსალოდნელია მწვავე ტოქსიკური მოწამვლის შემთხვევების. ზაფხულის პერიოდში,  განსაკუთრებით, მომავალი 8 დღის განმავლობაში პროგნოზირებული მაღალი ტემპერატურისას თავი შეიკავონ ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან და მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე აცხადებს ტოქსიკოლოგი. „ჩვენი პროგნოზით, მოსალოდნელია მწვავე ტოქსიკური მოწამვლის შემთხვევების მატება. მოსახლეობას ვაფრთხილებთ: ·        ზაფხულის პერიოდში და განსაკუთრებით ძალიან მაღალი ტემპერატურისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, განსაკუთრებით კი მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელების – როგორც ცალკე, ასევე სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად მიღებისგან; ·         თავი შეიკავეთ ენერგეტიკულ სასმელებისა და არყის, ვისკის…

მეტი...

„ბოლო სამ კვირაში, სტაციონარებში უგონო მდგომარეობაში მიყვანილი ადამიანების რაოდენობამ მოიმატა“ – ტოქსიკოლოგი „მედიაცენტრ მთავარში“

„ბოლო სამი კვირის გამავლობაში, სტაციონარებში უგონო მდგომარეობაში მიყვანილი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა. უგონო მდგომარეობა გამოწვეულია ნარკოტიკებით, ალკოჰოლით ან ორივე ერთად“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ​ტოქსიკოლოგმა, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძემ გააკეთა.    „მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ პანდემიის პერიოდში, მწვავე მოწამვლის რაოდენობამ დაიკლო, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში თბილისში მწვავე მოწამვლით განვითარებულ უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა. შემთხვევების უმეტესობა ძირითადად ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, სინთეთიკური ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით, ან კიდევ ორივეს ერთად მიღებით არის გამოწვეული“ – განაცხადა თემურ კობიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვა, რა შეიძლება იყოს მომატებული შემთხვევების მიზეზი, ტოქსიკოლოგმა ასე…

მეტი...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. სხდომის მონაწილეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობაზე იმსჯელეს. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებულ იქნა ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტი, რომელმაც ექსპერტიზა გაიარა და მოცემულ ეტაპზე ის სექტორულ უწყებებთან თანხმდება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები, მათ შორის ტერიტორიების უკანონო მიტაცებისა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების კუთხით. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის ზაზა გახელაძის გათავისუფლების…

მეტი...

დატყვევებული ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად ქვემო ჭალაში მსვლელობა მიმდინარეობს

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლებისა და ხელისუფლების გააქტიურების მოთხოვნით სოფელ ქვემო ჭალაში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს, რომელსაც ზაზა გახელაძის ოჯახი, ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციას  ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. დატყვევებული  გახელაძის ოჯახმა აქციის ფორმატი შეცვალა და მსვლელობა  სამთავისის ტაძართან დასრულდება. „ ვითვალისწინებთ პატრიარქის თხოვნას. ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა. ჩვენი პროტესტი აქ დასრულდება. ეს არი ჩვენი ოჯახის პოზიცია და გადაწყვეტილება. ამ ფორმით ვითხოვთ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას“, – აცხადებს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი.  ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას ვადას აძლევს, რომ იმოქმედონ. „არ ვთმობთ! პირიქით, ხელისუფლებას კიდევ ვაძლევთ სამოქმედო დროს იმისათვის, რომ იფიქროს შედეგზე,…

მეტი...

კახა ოქრიაშვილი ოპოზიციას მიმართავს, საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღონ

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართავს და მოუწოდებს, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, პარლამენტის მუშაობა გაეთიშონ და მონაწილეობა არ მიიღონ საკანონმდებლო საქმიანობაში. ოქრიაშვილის მოსამართლეების დანიშვნის პროცესს უკანონოს უწოდებს, პროცესში მონაწილეებს კი არალეგიტიმურ დეპუტატებს. „მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აშშ-სა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ელჩების რეკომენდაციებისა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა კიდევ ერთი არალეგიტიმური ნაბიჯი და სამწუხაროდ, გააგრძელა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ. არჩევნების შემდეგ, ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს და აყალიბებენ ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას. მეათე მოწვევის ე.წ. გარდამავალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური. შემოდგომის 43%-იანი პლებისციტის შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებასთან…

მეტი...

„საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა დაწყებული პროცესი“ – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება

“პარტიის პოლიტიკურ საბჭოს სურს საზოგადოებას გააცნოს პარტიის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პოლიტიკური შეთანხმების შინაარსის გარშემო” – აცხადებენ პოლიტიკურ საბჭოში, რომლის სრულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.  “მოლაპარაკებების ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერდა პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი. ამასთან, მოლაპარაკებების წარმოებისას, ხაზი გაესვა იმ ფაქტს,…

მეტი...

„შეიძლება, ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და მოლაპარაკებები ჩაშალოს“ – გომელაური დატყვევებულ გახელაძეზე  

შინაგან საქმეთა მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. როგორც ვახტანგ გომელაურმა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისა და მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, მთავრობა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს აკეთებს, რომ ზაზა გახელაძე მალე გათავისუფლდეს და ოჯახს დაუბრუნდეს. „ეს, რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ყველა მთავარი იყო – ადამიანს ეხება და მის უკანონო დაკავებას. ამ შემთხვევაში, გამიჭირდება ვისაუბრო დეტალებზე, თუმცა, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა პარტნიორი, ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციები – ყველანი ჩართული არიან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ…

მეტი...

„ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და „ქართული ოცნება“ დარჩებით მარტო“ – ლელოს მუქარა

„ლელოს“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი მამუკა ხაზარაძე მმართველ გუნდს აფრთხილებს, მოსამართლეთა დანიშვნა არ დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია პარლამენტის დატოვებით იმუქრება.   „მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადება, რომ აპირებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას. ეს არის ხელმოწერილი შეთანხმების უხეში დარღვევა. ეს არის ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატია და ყველაფერი, რაც აქამდე იყო, 6-თვიანი კრიზისი, არის ფიქცია და ამ ფიქციის სათავეში დგახართ თქვენ“ – ასე მიმართა მამუკა ხაზარაძემ მმართველ გუნდს. მისი თქმით, ამისი გაკეთება არაფრით შეიძლება. „არ დავუშვებთ, რომ დანიშნოთ მოსამართლეები, რომ ქვეყანას ჰყავდეს…

მეტი...

“დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, შეიძლება ჩემმა ღიად საუბარმა მოლაპარაკების პროცესი დააზიანოს” – ვახტანგ გომელაური ზაზა გახელაძეზე

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, შს მინისტრის განცხადებით საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპირებულ რეგიონში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა იყო. ვახტანგ გომელაურმა იმ მიზეზით, რომ შესაძლოა მოლაპარაკების პროცესი დაზიანდეს, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ზაზა გახელაძის ოჯახში დასაბრუნებლად. “ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. გამიჭირდება დეტალებზე ვისაუბრო, თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა ჩართულია ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ ამ ადამიანს და მალე დაუბრუნდება ოჯახს. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, შეიძლება ჩემმა ღიად საუბარმა…

მეტი...

“ოპოზიციას მოვუწოდებ, დატყვევებული ადამიანის ტრაგედიას ნუ გამოიყენებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად” – ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციას მოვუწოდებ, დატყვევებული ადამიანის ტრაგედიას ნუ გამოიყენებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, რადგან ეს არის აგრესიის განგრძობითი შედეგი და ამის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ადვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ყველა შესაძლო პლატფორმას და არხს იყენებს, რათა დატყვევებული მოქალაქის განთავისუფლება მოხდეს. „ამ პროცესში სასულიერო პირებიც არიან ჩართულები. ჩვენმა პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს თხოვნით მიმართა. სახელმწიფო მაქსიმალურ სოლიდარობას და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. როცა ოკუპანტი ასეთი უკანონო ქმედებებით ცდილობს, ჩვენი საზოგადოების შიგნით დახლეჩვისა და დაპირისპირების ელემენტის შემოიტანოს, არ უნდა შევუწყოთ ამ მიზნების განხორციელებაში…

მეტი...

აშშ “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს

ამერიკის შეერთებული შტატები “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს. ამჯერად, გზავნილი რეზოლუციაში გაიწერა. აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა სენატორების ჯინ შაჰინის, რონ ჯონსონის და ჯეიმს რიშის მიერ 2021 წლის 22 აპრილს წარდგენილი რეზოლუცია. პროექტში რამდენიმე ცვლილებაა, მათ შორის სათაურსა და მე-2 პუნქტში. სათაურში აშშ-ის სენატი ხაზგასმით მოუწოდებს ყველა დარჩენილ პარტიას, ხოლო, მეორე პუნქტში კონკრეტულად “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და სხვა პარტიებს, დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას.  ქართული პოლიტიკური პარტიები, მათი საქმეების გასარკვევად, მეტისმეტად ეყრდნობიან შეერთებულ შტატებს – ასე ფიქრობ სენატორი ჯიმ რიში. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც რამდენიმე…

მეტი...

“ვიმედოვნებთ, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ზაზა გახელაძე მალე დაუბრუნდება ოჯახს” – ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს. მინისტრი ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. „გამიჭირდება დეტალებზე საუბარი. მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, პარტნიორები ჩართულნი არიან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. ვიმედოვნებთ, მალე გათავისუფლდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ღიად საუბარმა შეიძლება, მოლაპარაკებები დააზიანოს და ჩაშალოს. პროცესში ჩაერთო საპატრიარქოც. იმედი მაქვს, მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და გამოუშვებენ. ჩვენ ოჯახთან გვაქვს კონტაქტი და მათთან ვსაუბრობთ“, – განაცხადა გომელაურმა.

მეტი...

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის” – ირაკლი კობახიძე

“ქართულ ოცნების” ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის. “პარტიის პოლიტიკურ საბჭოს სურს საზოგადოებას გააცნოს პარტიის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პოლიტიკური შეთანხმების შინაარსის გარშემო. მოლაპარაკებების ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერდა პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერებულიყო უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე…

მეტი...

საცხოვრებელი ფართები დამატებით 22 ოჯახს დაუკანონდება

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დღეს დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბინები სამგორის რაიონში მცხოვრები 15 ოჯახს, ისნის რაიონში – სამს, წყნეთში, ოქროყანაში, ნაძალადევსა და ვაკის რაიონებში კი თითო ოჯახს დაუკანონდება. დედაქალაქის მერმა იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც თბილისის მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით განახორციელა. „1 681 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ დაკანონებას, რადგან ეს იყო სახელმწიფო ქონებები. ის ფართები, რომლებიც ამ 1 700-მდე ოჯახს გადაეცა, თანხობრივად 225 მლნ ლარზე მეტია.…

მეტი...

“ბოლო წლებში დედაქალაქის მერიამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მილიარდზე ლარზე მეტი დახარჯა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად რთული ვითარებისა და პანდემიისა, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაკლებია. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ კუთხით, კიდევ უფრო მეტი თანხები დაიხარჯა. „რამდენიმე დღის წინ გვქონდა ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია. უკვე რამდენიმე კვირაა დავიწყეთ ანგარიშის ჩაბარება დედაქალაქის მოსახლეობისთვის, თუ რა გაკეთდა ბოლო წლებში. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე თბილისის მთავრობა. ამ წლების განმავლობაში, მოსახლეობას ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას კონკრეტულ პროექტებთან და რეფორმებთან დაკავშირებით, თუმცა, რადგან ოქტომბერში უფლებამოსილების ვადა გვეწურება, ვალდებული ვართ, მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია კიდევ ერთხელ მივაწოდოთ.…

მეტი...

კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება. ამასთანავე, როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. „როგორც იცით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, შესაბამისად, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო, ავტობუსები, მიკროავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მგზავრებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან…

მეტი...