ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საპატრიარქოს კომისია შევიდა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საპატრიარქოს კომისია შევიდა და ამ წუთებში ბავშვებთან შეხვედრა მიმდინარეობს. „ჩამოსულია აქ, ამ წუთას საპატრიარქოს კომისია, რომელიც სახელდახელოდ შეიქმნა. მიმდინარეობს საპატრიარქოს კომისიის შეხვედრა ბავშვებთან. ასევე რამდენიმე პარლამენტარია ჩამოსული. მიმდიანრეობს საუბარი იამზე, რომ მოვილაპარაკოთ, რომ ბავშვებისთვის მაქსიმალურად მშვის გარემოში სოც მუშაკები დარჩნენ რამდენიმე დღე ბავშვთა სახლში და იცხოვრონ ბავშვებთან ერთად, მოახერხონ ინდივიდუალურად გასაუბრება ბავშვებთან”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეტი...

გორის საკრებულოს წევრი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და პარტიას „საქართველოსთვის“ უერთდება

გორის საკრებულოს წევრი მამუკა ფანიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და პარტიას „საქართველოსთვის“ უერთდება. „2016 წლიდან ვარ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ასევე ვარ გორის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს არჩეული წევრი და ქართული ოცნების კვოტით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2016 წელს, როდესაც გადავწყვიტე აქტიურად ჩავრთულიყავი პოლიტიკურ პროცესებში თავისი ფასეულობებით, ლიდერებით და მსოფლმხედველობით ქართული ოცნება იყო ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო ქვეყანა სწორი გზით წაეყვანა და ეზრუნა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე. სწორედ ამიტომ გავწევრიანდი ამ პარტიაში და აქტიურად ვიყავი ჩართულ პარტიული საქმიანობის ყველა მიმართულებით, აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული დღემდე…

მეტი...

“ამ დროისთვის, რაც ვნახეთ, სრულიად სიმშვიდეა, ბავშვები არიან ძალიან შეწუხებულები ერთადერთი იმ გარემოთი და აჟიოტაჟით, რაც შეიქმნა” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე

ამ დროისთვის, რაც ვნახეთ, სრულიად სიმშვიდეა, ბავშვები არიან ძალიან შეწუხებულები მხოლოდ იმ გარემოთი და აჟიოტაჟით, რაც შეიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. როგორც ჯაღმაიძე ამბობს, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, მათ შორის ბავშვები არიან გამოკითხვაზე და საპატრიარქო პირველი იქნება, რომელიც ხმას ამოიღებს, თუკი ბავშვების უფლებების მიმართ რაიმე დარღვევა იქნება. „საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით შეიქმნა კომისია. კომისია ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩამოვიდა. ტელევიზიებით რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. ზოგი მათგანი მაშინვე ეჭვს იწვევდა, ზოგი მათგანი საჭიროებდა გადამოწმებას. ამისთვის ჩამოვედით, ადგილზე ვნახეთ ბავშვები, დაველაპარაკეთ. ამ წუთას…

მეტი...

“წლის ბოლოს პანდემია, პრაქტიკულად, აღარ იქნება” – თენგიზ ცერცვაძე

ლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, წლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანაში იქნება ვირუსის ერთეული შემთხვევები. „იქნება ერთეული შემთხვევები, დაახლოებით ისეთი, როგორიც შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში იყო, ან მეორე ტალღის შემდეგ – თებერვალ-მარტში. გვექნება მცირე რაოდენობის შემთხვევები ყველა ქვეყანაში, სადაც თუნდაც 100-პროცენტიანი ვაქცინაცია იყოს. კლინიკური სექტორი ამას იმდენად კარგად გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა ამას პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს, დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ეკონომიკის არნახული, 44-პროცენტიანი ზრდა მაისში უკვე დაფიქსირდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება“, – განაცხადა…

მეტი...

მაშველები ქობულეთსა და კვარიათში, ზღვაში ორ მამაკაცს ეძებენ

მაშველები ქობულეთსა და კვარიათში ერთდროულად ზღვაში გაუჩინარებულ ორ მამაკაცს ეძებენ. შემთხვევები როგორც კვარიათში, ასევე ქობულეთის სანაპიროზე დღეს მოხდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ვითარებაში გაუჩინარდნენ მამაკაცები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ორივეგან შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. ოპერაციაში 30-მდე მაშველი, შვიდი მყვინთავი, ორი კატარღა და დრონებია ჩართული.

მეტი...

“პანსიონატში არაფერი ისეთი არ ხდება და ბავშვის ხორცით არავინ იკვებება” – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში “ისეთი არაფერი ხდება და იქ “ბავშვების ხორცით არავინ იკვებება”.   “არაფერი ისეთი არ ხდება აქ, ბავშვის ხორცით არავინ იკვებება. 6 ბავშვი ღამის პირველ საათზე წაიყვანეს სოციალურმა მუშაკებმა, როგორც ვიცი. ეს არ არის ჯანსაღი. ჩვენ ყველაფერს ისე გადავწყვეტთ, როგორც ბავშვებისთვის იქნება უკეთესი,”- აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი. შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამ წუთებში რეგულირების სააგენტო, სოციალური მუშაკები, პოლიცია და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იმყოფებიან. ცნობილია, რომ საპატრიარქოში შეიქმნა კომისია, რომელმაც პანსიონში არსებული ვითარება უნდა შეისწავლოს. 

მეტი...

ზუგდიდში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ახალგაზრდების ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ახალგაზრდების ინტოქსიკაციის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. ცნობისთვის, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით 3 ივნისს რვა ახალგაზრდა მოათავსეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” რეფერალური ჰოპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მათგან ოთხი ბინაზე გაეწერა, ორი კი კვლავ მართვით სუნთქვაზეა.

მეტი...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სოციალური მუშაკები პანსიონში რამდენიმე დღით დავტოვოთ” – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა უკვე დატოვა. თუმცა შეხვედრაზე შესვლას ისევ აპირებს.  მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, მან და მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სოციალური მუშაკები პანსიონში რამდენიმე დღე დატოვონ.  “ისევ უნდა შევიდე პანსიონში და დავესწრო შეხვედრას. ბავშვებს ვესაუბრებით. სოციალურ მუშაკებს ასეთი ამოცანა აქვთ – გაარკვიოთ ამ ბავშვებიდან ვის აქვს სურვილი, დატოვოს ეს პანსიონი, ან ვის არ აქვს. ოღონდ, ეს მხოლოდ ბავშვზე არ არის დამოკიდებული, სად უნდათ წასვლა ესაა მთავარი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოციალური მუშაკები პანსიონში რამდენიმე დღე დარჩნენ და გაიცნონ ეს ბავშვები ამ პერიოდში. ამ წუთას კომისიის წევრებისა და ყველა ბავშვის ერთობლივი შეხვედრა მიმდინარეობს,” – განაცხადა…

მეტი...

21 წლის ბიჭმა 15 წლის გოგო მოიტაცა – მათ პოლიცია ეძებს

თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა, 21 წლის ახალგაზრდამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 15 წლის გოგონა მოიტაცა. შემთხვევა, მიმდინარე წლის 3 ივნისს მოხდა და მას ბიჭის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. „როგორც მე ვიცი ამ ბიჭს ეს გოგო უყვარდა, ამიტომ ოჯახის შექმნის მიზნით გოგო მოიტაცა, მართალია არასრულწლოვანია, მაგრამ სიყვარულია და ვეღარ დაელოდა 18 წლის გამხდარიყო, რადგან შეეშინდა სხვას არ მოეტაცნა. ახლა სად არიან არ ვიცი. მინდა რომ ეს ამბავი კარგად დასრულდეს “- ამბობს ახლობელი. ახალგაზრდების ადგილსამყოფელი, ამ დრომდე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.

მეტი...

“ივლისში ყოველდღიურად 20-25 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისში ვაქცინაციის ტემპი უნდა გააქტიურდეს და დღეში 20-25 ათასამდე ადამიანი აიცრას. მისივე თქმით, წლის ბოლომდე 1 700 000 მოქალაქე უნდა იყოს ვაქცინირებული. „ჩვენ წლის ბოლომდე უნდა ავცრათ 1 700 000 ადამიანი. ამიტომ აუცილებელია ტემპის გაორმაგება და ვემზადებით ივლისისთვის, როცა ქვეყანაში შემოდის სხვადასხვა ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგი და ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ აცრებზე. დღეში უნდა ავცრათ დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი. რეგისტრაციის ორივე ფორმა იქნება. რა თქმა უნდა, იქნება წინასწარი რეგისტრაცია პორტალზე, მაგრამ რადგან სოფლის მოსახლეობას ეს უჭირს, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ე.წ. ცოცხალი რიგი, ასევე წითელ ჯვარს ვთხოვთ და…

მეტი...

Reuters – ბელარუსის ავიახაზებს ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენა შუაღამიდან აეკრძალება

ევროკავშირის ელჩებმა მიიღეს გეგმა, რომელიც ბელარუსის ავიახაზების – “ბელავიას”- თვითმფრინავებს ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენა და ევროკავშირის აეროპორტებში დაჯდომას უკრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში ცენტრალური ევროპული დროით 00:00-დან შევა. ბელარუსული გადამზიდავი „ბელავია“ ახორციელებს ფრენებს, რომლებიც ბელარუსს ევროპის 20 აეროპორტთან, მათ შორის ჰელსინკის, ამსტერდამის, მილანის, ვარშავის, ფრანკფურტის, ბერლინის, მიუნხენის, პარიზის, რომისა და ვენის აეროპორტებთან აკავშირებს. გადაწყვეტილება ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენისა და ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტების გამოყენების აკრძალვის შესახებ დაკავშირებულია 23 მაისის ინციდენტთან, როდესაც Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მინსკში იძულებით…

მეტი...

ბრიტანეთის მარეგულირებელმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა

ბრიტანეთის მარეგულირებელმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მარეგულირებლის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია. ახლა ვაქცინაციის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა ვაქცინის გამოყენება ბავშვებში. დღემდე ბრიტანეთში ვაქცინაცია 16 წლიდან იწყება.

მეტი...

ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა – პოლიტიკოსი სკანდალურ მიზეზს ასახელებს

თამარ კორძაის შემდეგ, „რესპუბლიკური პარტია“ ლევან ბერძანიშვილმაც დატოვა. თუმცა ის, კორძაიასგან განსხვავებით, ასახელებს კონკრეტულ პირს, ვის გამოც პარტიას ტოვებს. ბერძენიშვილის თქმით, მისთვის მიუღებელელია ფრაქცია, სადაც ხათუნა სამნიძე იქნება. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის სიით მოხვედრილი „რესპუბლიკური პარტიის” ორი წევრი – ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია -“სტრატეგია აღმაშენებელთან” და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად 3 ივნისს ახალ ფრაქციაში – “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში” გაერთიანდა.

მეტი...

“თბილისი პრაიდის” წევრებმა 1-5 ივლისს დაგეგმილი პრაიდ-კვირეულზე ისაუბრეს

“თბილისი პრაიდის” წევრებმა 1-5 ივლისს დაგეგმილი პრაიდ-კვირეულზე ისაუბრეს. ღირსების მარში სოლიდარობისთვის – 5 ივლისს თბილისი პრაიდის ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე ქვიარ თემის წარმომადგელნები შეიკრიბებიან და მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს სოლიდარობას ამ ფორმით გამოუცხადებენ. მათ შორის, თემის წევრები გააპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობასა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებულ ვითარებას. აღნიშნულ პროცესს შეუერთდებიან მოძრაობა “სირცხვილია”, “ქალთა მოძრაობა” და “GrlzWave”.

მეტი...

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გამორიცხულია, რომ კორონავირუსის გამო აბიტურიენტმა გამოცდები სახლიდან ჩააბაროს

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, გამორიცხულია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტმა კორონავირუსის გამო სახლიდან ჩააბაროს. ამის შესახებ გორგოძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კოვიდდადასტურებული აბიტურიენტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები მუშავდება, რის შესახებაც აბიტურიენტებს დაახლოებით, ორ კვირაში ეცოდინებათ. რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს ტემპერატურა დაუდასტურდებათ, გორგოძის თქმით, ისინი გამოცდას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ჩააბარებენ. “მზად ვართ ასეთი აბიტურიენტების მისაღებად. გვაქვს სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები, სადაც ის აბიტურიენტები განთავსდებიან, ვისაც ტემპერატურა გამოცდის დღეს დაუფიქსირდებათ. წელსაც ისევე, როგორც წინა წელს, გვექნება ფარები და დაცული იქნება თითოეული მერხი. ვფიქრობ, წელს კიდევ უფრო მეტად…

მეტი...

“ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს” – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე, – ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა გამოკითხვები. „შსს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. საპროცესო ღონისძიებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა ხდება კანონმდებლობის სრული დაცვით და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.…

მეტი...

ვარლამ გოლეთიანი აქციების ახალ ტალღას აანონსებს

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება. პროტესტის 221-ე დღეს, რიონის ხეობის მცველები ოთხ ადგილას არიან განთავსებულები და “ენკას” ტექნიკას ტერიტორიაზე არ უშვებენ. პროტესტის ერთ-ერეთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, კომპანიას საწვავის მარაგი ამოეწურა, ამიტომ არ არის გამოროცხული აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილზე ვითარება დაიძაბოს. დღეს ასევე ტრადიციულად გაიმართება ხმაურის აქცია. “გადანაწილებული ვართ რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც ვბლოკავთ ხეობაში შესასვლელს და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მოუწევს კომპანიას ჩვენს პირისპირ დადგომა. თუ ამ დროს რეპრესიები განხორციელდება ჩვენი მისამართით, ბუნებრივია დავაანონსებთ დიდ აქციას, ახლა არ აქვს მნიშვნელობა ქუთაისში იქნება თუ თბილისში, აუცილებლად იქნება დიდი აქცია,” –…

მეტი...

“ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება იყოს მიღებული” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბავშვებთან მუშაობა იმისთვის, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უწყება მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ბავშვებს ფსიქოლოგებიც დაეხმარონ. „ამ საკითხით დაკავებულია სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო”. იცით, რომ გუშინ, მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 6 ბავშვის გადმოყვანის შესახებ, მიმდინარეობს სხვა ბავშვებთან მუშაობა იმისთვის, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და გადაწყვეტილება იყოს მიღებული. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ხანია ამ თემაზე აქვს გარკვეული სქემაც და…

მეტი...

ამერიკაში 21 წლის ქართველი ბიჭი ავარიას ემსხვერპლა

ამერიკაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 21 წლის გიორგი ტუგუნიძე ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ტუგუნიძეების ოჯახი ყვარლის მუნიციპალიტეტიდანაა და ახლობლების ინფორმაციით, რამდენიმე წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში იმყოფება. როდის გადმოასვენებენ ახალგაზრდას საქართველოში, დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის ახლობლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდნენ.

მეტი...

“როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია” – სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და სოციალური მუშაკები იმყოფებიან. მისივე ინფორმაციით, ადგილზე ჩავლენ ფსიქოლოგებიც. „ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და 4 სოციალური მუშაკი ზრუნვის სააგენტოდან, ასევე, გზაში არიან ფსიქოლოგებიც. წუხელ, ექვსმა ბავშვმა, რომელმაც მოითხოვა გამოყვანა, სხვაგან არის გადაყვანილი. 2006 წლიდან ვმუშაობთ, სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც ეს შენობა შეიქმნა, მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა, ეს იყო ნინოწმინდასა და ზესტაფონში. მაშინაც გვქონდა შესვლასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები, თუმცა, მალე დალაგდა, მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო, ეს კონკრეტული ორი გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო”,…

მეტი...

შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს

19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ „ჟან მონეს დიალოგს“ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს. ინფორმაცია ფონ კრამონი ადასტურებს. როგორც იგი აცხადებს, ევროპარლამენტის ინიციატივით ჩაუდგება სათავეში სამუშაო ჯგუფს, რომელიც ქართველ დეპუტატებთან ერთად შარლ მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებაში გაწერილი მიზნების მისაღწევად იმუშავებს. „ჟან მონეს დიალოგის“ დაწყება ივნისში იგეგმება. ამასთან ევროდეპუტატი იმედოვნებს, რომ უკვე ივლისში საქართველოში ჩამოვა და ევროპარლამენტის სახელის მოლაპარაკებებს გამართავს. „ჟან მონეს დიალოგი“ ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელიც საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს. აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს პოლიტიკური ლიდერების დიალოგს, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ევროპარლამენტმა „ჟან მონეს…

მეტი...

“ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი, შესაბამისად, ეს უნდა შესრულდეს” – ვახტანგ მეგრელიშვილი

ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი, შესაბამისად, ეს უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა ამნისტიასთან დაკავშირებით ერთიან დოკუმენტზე შეჯერდება. „არ ვიცი, რატომ გაქვთ ეს მოლოდინი, რომ ოპოზიციამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ამნისტიის კანონპროექტს. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ ამ თემაზე საუბრები კვლავ განახლდება. მთავარი ამოცანაა, რომ ახლა ჩვენ დავბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების კალაპოტში. ეს ნიშნავს, რომ შევასრულოთ ის შეთანხმება, რომელსაც ერთობლივად მივაღწიეთ. ეს არის ამ შეთანხმების ნაწილი, შესაბამისად, ეს უნდა შესრულდეს. ჩვენ პირველი მოსმენით მას მხარი დავუჭირეთ და გვგონია, რომ…

მეტი...

“დენის შმიგალის თეზისებს კომენტარს არ გავუკეთებ, რადგან ყველა უკრაინელმა მშვენივრად იცის, ვის რა გავლენა აქვს – უკრაინის პოლიტიკის ახალი სახეები ჩემთვის ნამდვილად ვერ იქნებიან მრჩევლები” – მიხეილ სააკაშვილი

დენის შმიგალის თეზისებს კომენტარს არ გავუკეთებ, რადგან ყველა უკრაინელმა თავადაც მშვენივრად იცის ვის რა გავლენა აქვს უკრაინაში. უკრაინის პოლიტიკის ახალი სახეები ჩემთვის ნამდვილად ვერ იქნებიან მრჩევლები,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც უკრაინის პრემიერი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაზე, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს. სააკაშვილის განცხადებით, ის აპირებს არა მხოლოდ ჩაერთოს რეფერენდუმში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ უხელმძღვანელოს კამპანიას, რათა „საქართველოს, მოქმედი ხელისუფლება მოაშოროს“. „მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან: წამოიყვანს ბატონი შმიგალი საქართველოდან უკრაინელ მეზღვაურებს, რომლებიც აგერ უკვე 7 თვეა…

მეტი...

“ბავშვზე ზრუნვის წესები უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა, საეკლესიო დაწესებულებაა თუ საერო” – დავით სერგეენკო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს შეფასებით, ​ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული,  არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო დაწესებულებაა, თუ საერო. სერგეენკოს თქმით, ნინოწმინდის პანსიონში არსებული სიტუაცია აქამდე უნდა გარკვეულიყო და ვითარება აქამდე არ მისულიყო. “ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობაც, უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო დაწესებულებაა, სასულიერო თუ საერო. საბედნიეროდ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების დიდი ჯგუფი არის მონიტორინგზე შესული და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ჩემი აზრით, ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო,” – განაცხადა დავით სერგეენკომ. გარდა ამისა, ოპოზიცია აღნიშნულთან…

მეტი...

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეისათვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში მიმდინარეობს დეისტიტუციონალიზაციის პროცესი. „მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა. მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების…

მეტი...

გორში მოკლული მამაკაცი კახა საბანიძის ნათესავია – ის, გორში “ტრუტის” სახლით ცნობილი ზურა რიკრიკაძეა

წუხელ, გორში, შეიარაღებული დაპირისპირების დროსმოკლული მამაკაცი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავია. 45 წლამდე ზურაბ რიკრიკაძეს ადგილობრივები “ტრუტის” მეტსახელით იცნობდნენ. ის წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, წლების წინ ასევე მოკლეს რიკრიკაძის მამაც, თაამზ რიკრიკაძე, ასევე უგზო – უკვლოდ დაკარგულად ითვლება მისი ბიძა, გუჯა რიკრიკაძე.  დანაშაულში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია. მას პოლიცია ეძებს. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული კრიმინალური “ავტორიტეტი” შალვა გულიაშვილია, მეტსახელად “სემსოტა”. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ 16 წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ დატოვა.

მეტი...

თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. ამის შესახებ კორძაია სოციალურ ქსელში წერს. როგორც კორძაია აღნიშნავს, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი. „გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6-წლიანი თანამშრომლობა “რესპუბლიკურ პარტიასთან” და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა “რესპუბლიკური პარტიის” ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრინუბიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით. მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილების. წარმატებებს ვუსურვებ. პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ, როგორც უპარტიო…

მეტი...

გორში 42 წლის მამაკაცი მოკლეს

კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის სისხლიანი დაპირისპირება გორში, ვერხვების დასახლებაში წუხელ ღამის საათებში 42 წლის ზურაბ რიკრიკაძე, მეტსახელად ტრუტი, მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს, სავარაუდო თავდამსხმელად ასევე კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი იგივე სემსოტა სახელდება. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში, ვერხვების დასახლებაში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, შემთხვევის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტებმა 10 ზე მეტი ტყვის მასრა ამოიღეს. 42 წლის მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. მამაკაცს აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, ცეცხლნასროლი დაზიანება. შემოყვანიდან მალევე დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მოხერხდა გულის ამუშავება, თუმცა, რეანიმაციული ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა ბიოლოგიური…

მეტი...

კორონავირუსის 779 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ჩატარდა 30 026 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 527, „პისიარ“ ტესტით – 14 499. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,59 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,9 პროცენტი.

მეტი...

კორონავირუსით 23 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 876-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 779 პირს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი  959-ს შეადგენს.

მეტი...

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფ არცერთ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება“ – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა: „სახალხო დამცველსა და მის აპარატს ხელი ეშლებოდა საკუთარი მანდატის განხორციელებაში, რაც უახლოეს დღეებში გადაწყდება. მათ შორის, სახალხო დამცველის მონაწილეობით, მაგრამ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამჟამად პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ბერკეტი – სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ არცერთ იქ მყოფ ბავშვს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს და სადღეისოდ ნერვიულობის მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია. მუშაობა გაგრძელდება, რომ რეალურად განხორციელდეს სახალხო დამცველის მხრიდან მონიტორინგის მექანიზმის მუშაობა. კომიტეტი არის და იქნება ჩართული ამ პროცესში“, –…

მეტი...

ერთ დღეში, რეგულაციების დარღვევის 521 ფაქტი გამოვლინდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 521 ფაქტი გამოვლინდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-დან აცნობეს, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 41 პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 371 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 109 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები,…

მეტი...

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მამაკაცს, სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა. საშუალო ასაკის მამაკაცი ქარხანაში 2009 წლიდან მუშაობდა.

მეტი...

„ანუ დავაბრუნეთ ელისაშვილი საქოცეთიდან ოპოზიციაში?“ – ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს: „ნიკა მელია – დიახაც, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი ელისაშვილთან მიმართებაში – ოპოზიციურ სპექტრში შეიძლება არსებობდეს უთანხმოება, მაგრამ არ უნდა არსებობდეს კონფლიქტი. ანუ დავაბრუნეთ ელისაშვილი საქოცეთიდან ოპოზიციაში?“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ნინოწმინდის პანსიონში არც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებს უშვებენ

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები არიან მისული, რომლებმაც დაწესებულებაში არსებული შესაძლო დარღვევები უნდა შეისწავლონ.  მედიისა და არასამთავრობო სექტორის მსგავსად, ჯერჯერობით პანსიონის ტერიტორიაზე შესვლაზე მათაც უარს ეუბნებიან.

მეტი...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კლინიკაში 8 ახალგაზრდა შეიყვანეს, რომელთაც დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებებით ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რვა ახალგაზრდა დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს. აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, პაციენტების ნაწილი თვითდინებით, ხოლო ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ იქნა შემოყვანილი. “დღის განმავლობაში შოკის დარბაზში შემოყვანილია რვა პაციენტი, აქედან ორი პაციენტი თვითდინებით არის შემოყვანილი, უცნობი პირების მიერ, უგონო მდგომარეობაში. პაციენტები სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. ამ პაციენტებს ჩაუტარდათ კვლევები, სათანადო დახმარება რის შემდეგაც ისინის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ. დანარჩენი ექვსი პაციენტი მოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ექვსივე პაციენტს აღენიშნება ერთნაირი სიმპტომები. გაფართოებული გუგები, არიან დეზორიენტირებულები, აღენიშნებათ გულისრევა-ღებინება,…

მეტი...