„თითქოს კაცები ნაკლებად წარმოადგენენ ქალებს, ეს რომელ წიგნში ამოიკითხეთ?“ – კამათი პარლამენტში

საარჩევნო სიებში ქალთა კვოტირების საკითხი პარლამენტში ხმაურის ერთ-ერთი თემა იყო. ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც სიის არა ყოველი მეორე, არამედ, ყოველი მესამე უნდა იყოს ქალი.      მმართველი გუნდის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი აღნიშნულ ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ თავად რომ შავგრემანია და თანაც კაცი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ შავგრემნებს იცავს და მხოლოდ კაცებს. “არ ვიცი, რა მიდგომაა… “კაცი“… „კაცი“ წამოძახება, თითქოს კაცები ნაკლებად წარმოადგენენ ქალებს… ეს რომელ წიგნში ამოიკითხეთ? მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი. რას ფიქრობთ, მე მარტო შავგრემნებს, ქიზიყელებს და კაცებს წარმოვადგენ? რა…

მეტი...

საყოველთაო მობილიზება „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ

„ეროვნულ ძალთა გაერთიანება“ 5 ივლისს, თბილისში მასშტაბურ შეკრებას აანონსებს. როგორც ორგანიზაციის წამომადგენლებმა, რომელშიც 30-მდე სხვადასხვა ძალა შედის, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შეკრება ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ გაიმართება. “ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. 5 ივლისს, 10 საათზე შევიკრიბებით ქაშუეთის უკან და იქიდან ჩვენ დავიკავებთ მთელს რუსთაველის პროსპექტს. რუსთაველის ძეგლით დაწყებული, თავისუფლების მოედნით დამთავრებული, არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება. გაითვალისწინონ, როგორც სახელმწიფომ ისე იმ ორგანიზაციამ წინა გამოცდილება, ცოტა ტვინი გაანძრიონ და მიხვდნენ, რომ საქართველოში, თბილისის მთავარ პროსპექტზე გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდება. რაც უფრო გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი დადგება” –…

მეტი...

ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება

2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განმარტა, არჩევნების ჩატარების თარიღი „საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება. “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს. ამ ჩანაწერის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. წინადადება, ადგილობრივი არჩევნების თარიღის კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

„ოპოზიცია, რომელმაც ბევრი იწვალა პარლამენტში შესასვლელად, არსად გამსვლელი არ არის“ – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის განცხადებას, პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ისინი არსად გამსვლელები არ არიან. „მართლა გჯერათ, რომ ოპოზიცია სადმე გავა? ამდენი იწვალეს აქ რომ შემოსულიყვნენ,  ახლა ბედნიერები არიან, რომ აქ სკამები დაიკავეს. არსად გამსვლელები არ არიან და თუ გავლენ, ისევ მალევე შემოვლენ, იმაზე უფრო ადრე ვიდრე აქამდე, როდესაც ექვსი თვე მოანდომეს პარლამენტის გარშემო სიარულს. პოპულისტური განცხადებებია. მამუკა ხაზარაძეს, არ მგონია, დაეჯერებოდეს რაიმე ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრება, რომ…

მეტი...

გიორგი გახარია აშშ-ში სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა

 პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აგრძელებს ამერიკაში შეხვედრებს. ამჯერად, გახარია  სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გიორგი გახარიას და პარტია “საქართველოსთვის” მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოში მტკიცე ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისთვის გასატარებელ რეფორმებს გულისხმობს. გახარიამ სენატორთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში უდგას, როგორც ადგილობრივ ისე რეგიონულ დონეზე.

მეტი...

“ვაქცინები არსად გამქრალა“ – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინების დანაკლისთან დაკავშირებით მედიასთან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ არაფერი გამქრალა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა და ყველაფერი გაირკვევა. „ისინი დღეს ჩვენთან წარმოადგენენ მოხსენებას, მოგვცემენ კონკრეტულ მითითებას, როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდეს. ჩვენს მოქალაქეებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესში არ შეექმნათ არანაირი რისკი და პრობლემა… დეფიციტის შექმნა, როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა აღნიშნა, არის გამოწვეული იმ შეფერხებისგან, რომელიც ჰქონდა მწარმოებელს და მათი მხრიდან სამინისტროსთვის ინფორმაციის მოწოდება მოხდა მხოლოდ 22 რიცხვში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მომწოდებელთან, რათა „ასრაზენეკას“ ვაქცინების მიმართულებით შემდეგი წყვეტა…

მეტი...

„მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა, ეს არ განხორციელებულა“ – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისევ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ  საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. „საქართველოს მეგობრები, საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ განხორციელდეს ქვეყნის მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში, აშშ და საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ამ ძალისხმევის მიღწევაში. ასე რომ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, როდესაც საქართველოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 აპრილს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა…

მეტი...

ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ქობულეთში ჩატარდება

მიმდინარე წლის 26 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აჭარის რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს  ქობულეთში ჩაატარებენ. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: თბილისის ქ. N 21; ქობულეთის სამედიცინო ცენტრი (ძველი საავადმყოფო,სტადიონის უკან ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართებოდა. მემორანდუმის…

მეტი...

„ერი“ ადასტურებს, რომ ლევა ვასაძე თურქეთის კლინიკაში იმყოფება

საზოგადოებრივ მოძრაობაში – „ერთობა, რაობა, იმედი“ ოფიციალურად  ადასტურებენ, რომ ბოლო დღეებში, ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და ის გამოკვლევებისთვის სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა. „მედიაში ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერპრეტაციები ვრცელდება. საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“-ს ლიდერების კომენტარები კი, ხშირ შემთხვევაში, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყენება. „ერი“ ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა. ის თავს ნორმალურად გრძნობს“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

“ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდა გაუკეთებიათ” – ირაკლი კობახიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა პარლამენტში ისევ ურთიერთ ბრალდებების მიზეზია. დღეს მამუკა ხაზარაძემ დააზუსტა, რომ ამ საკითხის გამო ბოიკოტს ჯერ არ აპირებს.   “ვიღაცამ ისე გაიგო რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა ბატონებო თქვენ მარტო არ დაგტოვებთ. არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ ამ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია. 2 თვე არ გაქვთ იმისათვის, რომ ახალი კანონი მივიღოთ. გეჩქარებათ ხო? მაშინ უნდა ამიხსნათ ან კლანის გავლენის ქვეშ ხართ, ან რუსული ინტერესი ტარდება ამ ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში მე ვერ გავიგებ ეს დაჩქარებული მოსამართლეების დანიშვნა რას ნიშნავს,” -აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. გუშინ მან განაცხადა,…

მეტი...

“ეჭვი, რომ მათ შორის ალიანსი არსებობს, კიდევ უფრო გაამძაფრა ამ “დამთხვევამ” – ირაკლი კობახიძე გახარია-სააკაშვილზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთ სასტუმროში მოხვედრა ეჭვებს ამძაფრებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორ ძალას შორის ალიანსი არსებობს. მისი თქმით, მათ აქვთ გარკვეული ინფორმაცია, თუ რა შეიძლება იყოს ამ კავშირის მოტივი, თუმცა ამაზე ღიად საუბარი არ სურს. “რეალურად, ეჭვები ყოველდღიურად მძაფრდება იმასთან დაკავშირებით, რომ არის კონკრეტული ალიანსი ჩამოყალიბებული ორ პოლიტიკოსს შორის და ეს კიდევ უფრო გაამძაფრა ამ ე.წ. დამთხვევამ. მოტივი შეიძლება იყოს სხვადასხვა და გარკვეული ინფორმაციაც გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ გვინდა შევიდეთ ჭორაობაში, შეიძლება იყოს მერკანტილური მოტივები, შეიძლება იყოს სხვა მიზეზებიც. ძალიან მარტივად, რომ…

მეტი...

ანა დოლიძემ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს 35 თეთრი გაუგზავნა

ლიბერთი ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, ანა დოლიძემ ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს აქცია გამართა.  ანა დოლიძე საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთის დაწევას მოითხოვს. მისი თქმით, პასუხისმგებელი უწყება უმოქმედოა და საკითხის გადასაწყვეტად არაფერს აკეთებს.  “პარტია ხალხისთვის” ლიდერმა, პროტესტის ნიშნად, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, სიმბოლურად 35 თეთრი გაუგზავნა. “საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად, არაფერს არ აკეთებს პირდაპირ პასუხისმგებელი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო. 35 თეთრი მოვუტანე ჯანდაცვის მინისტრს, როგორც სიმბოლო იმისა, რომ გაყიდული აქვს სახალხო ინტერესი, ყველაზე მოწყვლადი ფენის, ჩვენი უფროსი თანამოქალაქეების ინტერესები, მონოპოლისტური ბანკის ინტერესის სასარგებლოდ. ჩვენ შევძლებთ, რომ ნაბიჯები გადავადგმევინოთ ჩვენს სახელმწიფოს, რომ დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეები მსგავსი ძარცვისგან,” – აცხადებს პარტიის…

მეტი...

ონკოლოგიური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

ძლიერი ხანძარი თბილისში – არსებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ლისის ტბის მიმდებარედ, ონკოლოგიური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაჩნდა. ამ წუთებში ადგილზე რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს, მიმდინარეობს დამატებითი ერთეულების მობილიზება. ამ დროისთვის უცნობია, ცეცხლი კლინიკის მოქმედ ნაწილს მოედო, თუ არა. 

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დაუშვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა. ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის (SAGE) დასკვნით, „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენება 12-დან 15 წლამდე მაღალი რისკის ჯგუფის და სხვა პრიორიტეტული კატეგორიის ბავშვებში შესაძლებელია. გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დაშვებისა, საჭიროა კიდევ დამატებითი კვლევების წარმოება, კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე, ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ბავშვებსა და მოზარდებში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ამიტომ მათი ვაქცინაცია არ არის ისეთი სასწრაფო, როგორც ხანდაზმულების, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების და სამედიცინო პერსონალის.

მეტი...

“თუ პირუთვნელად არ შესრულდა მიშელის დოკუმენტი, პარლამენტის შენობაში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს” – გრიგოლ ვაშაძე

თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს მიშელის დოკუმენტის დარღვევას, მაშინ რადიკალურ ზომებზე უნდა დავილაპარაკოთ – თუ პირუთვნელად არ შესრულდა მიშელის დოკუმენტი, ამ შენობაში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძე  ჟურნალისტებთან მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ვისაც 19 აპრილის შეთანხმების ტექსტი აქვს წაკითხული, მისთვის ამ საკითხზე არანაირი შეკითხვები არ არსებობს. „როგორც კი ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გაჩერებულიყო და შემდეგ თავიდან უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი ოპოზიციასთან შეთანხმებით. მარტო ტექსტი კი არა, ჩვენი მოკავშირეების კომენტარებიც ცალსახად ადასტურებს, რომ…

მეტი...

“არ ვიცი მოწამლეს, თუ არა, შესაძლოა გულიც იყოს, შესაძლოა მეტეორიც დაგვეცეს” – სოსო მანჯავიძე ლევან ვასაძის ჯანმრთელობის გაუარესებაზე

ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მის გამგზავრებას ადასტურებს პარტია “ერთობა, რაობა, იმედის” წევრი, სოსო მანჯავიძე. როგორც აღნიშნა, არის გამორიცხული, პარტიის ლიდერის ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება გულის პრობლემებს უკავშირდებოდეს.  სოსო მანჯავიძე ლევან ვასაძის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევას გამორიცხავს. “არ ვიცი მოწამლეს, თუ არა, ვერსია თეორიულად შესაძლოა ბევრი იყოს, შესაძლოა მეტეორიც დაგვეცეს. ჰქონდა მას ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო სამი თვის მანძილზე და დამძიმდა მდგომარეობა. შეიქმნა აუცილებლობა, რომ გადაფრენილიყო თურქულ კლინიკაში. იქ ჩაუტარდება კვლევები და დაუდგენენ ალბათ რა სჭირს. ზოგადად ლევანი არ უთმობს თავის ჯანმრთელობას დიდ დროს.  შესაძლოა ეს გულიც იყოს ან სხვა რამე დაველოდოთ კვლევებს. ლევანი იმ კვირის დასაწყიში თურქეთიდან…

მეტი...

“ივლისში ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა შემოვა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე დადასტურებულია, რომ ივლისის პირველ კვირაში ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა რამდენიმე დასახელების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მისივე თქმით, ივლისში სერიოზულად უნდა გაიზარდოს აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი, რისთვისაც ქცეყანა სერიოზულად ემზადება. „უკვე დადასტურებულა ინფორმაცია, რომ ივლისის პირველ კვირაში ალბათ ქვეყანაში თანდათან შემოვა საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, რამდენიმე დასახელება, მათ შორის 43 000 დოზაც, რომელიც ვერ შემოვიდა „კოვაქსის“ პლატფორმიდან. ივლისში ჩვენ უკვე სერიოზულად უნდა გავზარდოთ აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი, რისთვისაც როგორც იცით, ქვეყანა სერიოზულად ემზადება. იზრდება ბრიგადების რაოდენობა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კიდევ უნდა გაიზარდოს. უკვე პირველი დიდი ამცრელი სივრცე „ჰუალინგის“…

მეტი...

“სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია!” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას სანქციების შესახებ აფრთხილებს. მისი თქმით, ღიმილისმომგვრელია, ფაქტი, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მმართველ გუნდს სანქციებზე ესაუბრება. “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საარჩევნო შედეგებით პირველი ოპოზიციური პარტიაა, დღემდე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი, ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს. ესენი საუბრობენ სანქციებზე?! – ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს! როცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ჩვენ ამ ტექსტისა და სულისკვეთების შესაბამისად, ზედმიწევნით ვმოქმედებთ”, –…

მეტი...

“ქვეყანაში “დელტა შტამის” ცირკულაცია იზრდება, დღეს 20 შემთხვევა დადასტურდა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით დღეს ქვეყანაში ე.წ. დელტა შტამის (კორონავირუსის ინდური ვერსია) ცირკულაცია იზრდება. მისი თქმით, ბოლო 24 საათში, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 20 შემთხვევა დადასტურდა. “დღეს ლუგარში ე.წ. დელტა შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული, ყველა მათგანი არის იმპორტირებული შემთხვევა. ჩვენ ვანგარიშობთ დაახლოებით, რომ დღეს “დელტა შტამის” ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს სადღაც 10-დან 20%-მდე მერყეობს მისი ცირკულაცია. მოგეხსენებათ, ევროპის დიდ ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს და მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანდათან ეს მოხდეს აქაც. ამიტომ, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ამასთან დაკავშირებით დასაცავია,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

მეტი...

პოლონეთში ჩასულები 10 დღიან კარანტინს ექვემდებარებიან – საელჩოს განცხადება   

შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან პოლონეთში  ჩასული მოქალაქეები 10-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „2021 წლის 24 ივნისიდან იცვლება პოლონეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები, კერძოდ: შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები დაექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს. გასათვალისწინებელია, რომ მესამე ქვეყანაში გაკეთებული ტესტი არ ათავისუფლებს პირს კარანტინისგან. მოქალაქე ვალდებულია, საზღვრის კვეთისას, მესაზღვრეს მიაწოდოს ინფორმაცია საცხოვრებელი მისამართის (სადაც გაივლის თვითიზოლაციას) და საკონტაქტო ტელეფონის შესახებ. საზღვრის კვეთიდან 7 დღის შემდეგ გაკეთებული „პისიარ“, ან ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი ამცირებს კარანტინის ხანგრძლივობას. ტესტის პასუხი აუცილებლად უნდა მიეწოდოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციას“, – ნათქვამია ინფორმაციაში. კარანტინს არ…

მეტი...

„გადაკვეთა არ გვქონია, ეს არასერიოზულია“ – გიორგი გახარია სააკაშვილთან შეხვედრაზე

პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი გახარია გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ის ამერიკაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. „ამ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე. იქ შევიკრიბეთ, რადგან სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღესვე უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში. გადაკვეთა არ გვქონია. ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი იმიტომ, რომ ლოგისტიკურად სხვა სასტუმროში ყოფნა, გეოგრაფიულად, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო. საერთოდ, ამის უკან არაფერია, შეხვედრაზე საუბარი ზედმეტია, არ არის სწორი“ – განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია  „რუსთავი 2“-თან.

მეტი...

არსებული რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმებული პირები საურავისგან გათავისუფლდნენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირებს, რომლებმაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციები დაარღვიეს, დაჯარიმდნენ ამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა. „დღეს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო, ალი ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა…

მეტი...

“მსგავსი უფლებამოსილებით აღჭურვილი კომისია ადრე არ შექმნილა” – ჯემალ გამახარია

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ხორცშესხმა უნდა იქცეს იმ მაშველ რგოლად, რომელიც  აფხაზეთს ანექსიისაგან და გარდუვალი დაღუპვისაგან იხსნის“ – აცხადებს ჯემალ გამახარია. ამა წლის 21 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელმაც „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგია“ უნდა მოამზადოს. ამ მნიშვნელოვან ინიციატივასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამასთან დაკავშირებით გამოხატულ რეაქციის ირგვლივ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას კომენტარს უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. „ეს არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მეტ-ნაკლებად სრულყოფილი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების სახელმწიფო სტრატეგია და დღესაც აქვს, მაგრამ არსებული რეალიების გათვალისწინებით, შეუძლებელია რომ ის იყოს…

მეტი...

კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 861 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 347 653-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 228 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა, აჭარა – 48, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 22, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 37, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

მეტი...

კორონავირუსით 656 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 469 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 944 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 525 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  361 484-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.45%.

მეტი...

„ეს არის ინტერესთა თანხვედრა“ – პაპუაშვილი გახარია-„ნაცმოძრაობაზე“

მმართველი გუნდი ისევ გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესთა თანხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი მოლოდინია, მმართველმა გუნდმა, არჩევნებზე 43% ვერ მიიღოს.    როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში არანაირი დამოუკიდებელი როლი არ აქვს. „გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პოლიტიკაში დაბრუნება აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“. გიორგი გახარიას პოლიტიკაში არანაირი დამოუკიდებელი თამაში არ აქვს, მისი ერთადერთი მიზანი რაც შეიძლება არჩევნებში იყოს, არის, რომ როგორმე, „ქართულ ოცნება“ 43%-ზე ქვემოთ ჩამოვიდეს და ეს ერთადერთი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის მიზანია“. ეს არის ინტერესთა თანხვედრა. ის ფაქტი, რომ ისინი სასტუმროში…

მეტი...

„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, მათ სჭირდებათ თანამედროვე შენობები, სერვისები და მომდევნო წლებში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „როგორც აღინიშნა, 450 ზე მეტი სერვისი იქნება ხელმისაწვდომი ამ შენობაში, ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აქ დასაქმებული ჩვენი თანამშრომლები ძალიან მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან, ისინი ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს. მე ვიცი, რომ მინისტრს აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები, ახალი იდეები, რომელზეც…

მეტი...

თურქეთში მასობრივი აცრა იწყება

ხვალიდან თურქეთი მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე გადადის. საუბარია 18 წელს გადაცილებულ ახალგაზრდებზე, რომლებისთვისაც კორონავირუსის საპრევენციო ვაქცინა აუცილებელი ხდება. თურქეთში, ამ ეტაპისთვის, 7.7 მილიონი მოქალაქეა აცრილი. თურქეთმა ე.წ. კომენდანტის საათი უკვე გააუქმა.   

მეტი...

ევროკავშირში გამართულ შეხვედრებზე დავით ზალკალიანი ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე ისაუბრებს 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მართლმასჯულების საკითხებში ევროკომისარს დიდიე რეინდერს შეხვდა. მინისტრმა ევროკომისართან დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე, მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების და პატიმრობის საკითხზე და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში როგორც ევროკავშირის, ისე საერთაშორისო პარტბიორების აქტიურობის მნიშვნელობას. „დღევანდელ ჩემს შეხვედრაზეც მქონდა ამის შესახებ ძალიან მკაფიო საუბარი, თხოვნა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომ რუსეთის ფედერაციასთან მათი ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს ეს საკითხი დასმული. ხვალ ბორელთან შეხვედრაზეც მექნება ამაზე საუბარი, ასევე ევროპარლამენტარებთან…

მეტი...

„სიცოცხლის უფლების დარღვევის ბრალდება უსამართლო შეფასებაა“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ სახალხო დამცველის მიერ ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ  შეფასებას უსამართლო და მძიმე ბრალდება უწოდა. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მართლაც უფრო აქტიური უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესი, და უფრო მეტად დაცული თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. „სიცოცხლის უფლების დარღვევის ბრალდება კი შეიძლება წავუყენოთ მაშინ, როდესაც პაციენტს, ანუ დაავადებულ ადამიანს არ მკურნალობენ ან არასწორად მკურნალობენ. ვაქცინაცია არის პრევენციული ღონისძიება, მესმის, პანდემიის ფონზე ეს არის უმნიშვნელოვანესი,  მაგრამ ამ გათვლებით თუ ვიმსჯელებთ, აშშ-ში მოსახლეობის ნახევარზე ცოტა მეტია აცრილი, მაშინ გამოდის, რომ იქ ყოველი მეორე ადამიანი სიცოცხლის უფლებას არის მოკლებული და სახელმწიფოა დამნაშავე?…

მეტი...

„ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს ბიუჯეტიდან მხოლოდ ნარჩენები ხვდებათ“ – რომან გოცირიძე

„სახალხო დამცველი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც არ არის მოქცეული არაფორმალური მმართველობის ქვეშ, ამ წლების გამავლობაში დიდი სიამოვნებით ვუსმენდით მათ მოხსენებებს და არც ამ შემთხვევაში გაუცრუებიათ იმედი. ჩვენ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ერთადერთ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი და არ შევმცდარვართ,“- განაცხადა რომან გოცირიძემ, პლენარულ სხდომაზე სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს. მან ყურადღება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ თემაზე საუბრობს „ორიოდე სიუჟეტი წლის განმავლობაში, ორიოდე არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევა. „ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის“ 10 ოქტომბრის აღნიშვნა და მორჩა, ამ ადამიანებს არ შეუძლიათ თვითორგანიზება, მრავალი პრობლემის…

მეტი...

„სახალხო დამცველმა ვერ დაასახელა ვერც ერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ არ გვაქვს შესრულებული“ – ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობისთვის სახალხო დამცველის გულწრფელობა არადამაჯერებელია. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მათ ომბუდსმელის ყველა რეკომენდაცია შესრულებული აქვთ და ნინო ლომჯარიამ ამ საკითხზე დასმულ ვერც ერთ კითხვას უპასუხა.   „საუბარი იყო, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევა პარლამენტმა უნდა შეაჩეროს. მე ქალბატონ ნინოს ვკითხე კონკრეტული არგუმენტები წარმოედგინა. იქნებ მართლა საჭიროა შეჩერება? დაირღვა თუ არა რაიმე სამართლებრივი პროცედურა? ვინმეს უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დროს? მე ამასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მოვისმინე. მე დავსვი შეკითხვა – დაასახელეთ ვენეციის კომისიის 2019 წლის რომელი რეკომენდაცია არ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“,  რაც წერია შარლ მიშელის დოკუმენტში. სახალხო დამცველმა ვერ დაასახელა ვერც…

მეტი...

“ოპოზიციის მხრიდან მქონდა აქტიურობის უფრო მეტი მოლოდინი და სამწუხაროა, რომ ვხედავთ ცარიელ სკამებს” – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა შემაჯამებელ სიტყვაში, სხდომათა დარბაზში საპარლამენტო ოპოზიციის არყოფნის გამო წუხილი გამოთქვა. „ოპოზიციის მხრიდან მქონდა აქტიურობის უფრო მეტი მოლოდინი და სამწუხაროა, რომ ვხედავთ ცარიელ სკამებს“. სახალხო დამცველმა პლენარულ სხდომაზე შემაჯამებელ გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს კონსტრუქციული საკომიტეტო მოსმენისთვის. „ჩვენ ვგრძნობდით კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან მხარდაჭერას რეკომენდაციების გაზიარების თვალსაზრისით. მივესალმებით, ასევე, რომ გაიზარდა სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი. იმედი მაქვს, შესრულების მაჩვენებელშიც გვექნება ზრდა“ , – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტში სახალხო დაცველის ანგარიშიც მოსმენა გაიმართა.

მეტი...