სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით,  ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაევალათ. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ევალებათ,  დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყონ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანა. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოს სარჩელით მიმართა და  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანა მოითხოვა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. აღნიშნული ბავშვთა პანსიონი, რომელიც…

მეტი...

ვეტერანებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრმა 113-ე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ხაშურში ჩაატარა

მიმდინარე წლის 5 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. როგორც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის  91 ბენეფიციარს. განხორციელდა 400-მდე ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, ისარგებლეს არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამაც. „აქციის მიმდინარეობას, ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის…

მეტი...

პარლამენტზე, დემოკრატიაზე და ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობაზე, მოსწავლეები სკოლაში ისწავლიან

საქართველოს პარლამენტმა, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის  სამოქალაქო განათლების ახალი სასწავლო პროგრამა, მზიურის პარკში წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, თითოეული ადამიანი, მათ შორის, ბავშვები იმ პროცესის მონაწილე უნდა იყოს, რომელიც  საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. „ჩვენ, რამდენიმე წელია გადავედით სრულიად ახალი ტიპის საპარლამენტო წყობაზე, რაც პირველ რიგში მოიაზრებს თქვენ ჩართულობას და ამისთვის ყველანაირი ინსტრუმენტი არსებობს და შესაძლებლობა, რომ თითოეული ადამიანი, მათ შორის, ბავშვები იყვნენ მონაწილე იმ პროცესისა, რომელიც მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში“,- აღნიშნა კახა კუჭავამ. პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ახალი სასწავლო პროგრამის…

მეტი...

გიორგი გახარიას გუნდი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ირაკლი კობახიძემ დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები და შეურაცხყოფა მიაყენა საქარველოს მოქალაქეებს“ – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.   „გვსურს, გამოვეხმაუროთ მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს. გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება, რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა, მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გუშინ ვიხილეთ მმართველი პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც მან კიდევ ერთხელ: დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.…

მეტი...

„გარემოსდაცვითი მიმართულება სახელმწიფოს პრიორიტეტია“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ავსტრიის ელჩთან, თომას მიულმანთან ერთად, კრწანისის ტყე-პარკში, გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გამოფენას ,,ბუნების სტუმარი” დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოსდამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის ნამუშევრები. „1974 წლიდან, მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში გარემოსდაცვით მსოფლიო დღე აღინიშნება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს გარემოსდაცვით პოლიტიკაზე საუბარი. გარემოსდაცვითი მიმართულება არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, ასევე პრიორიტეტი საქართველოს ევროპასთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილში. ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველომ პროგრესს უნდა მიაღწიოს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის ღირსეული კანდიდატი ქვეყანა გახდეს, არის გარემოსდაცვითი სწორი პოლიტიკის გატარება. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ასოცირებით…

მეტი...

რუსეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა

რუსეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა. შემთხვევა 28 მაისს ნოვოსიბირსკში მოხდა, როცა საქართველოს მოქალაქე, თანმხლებ პირებთან ერთად, მანქანით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. პოლიციამ ავტომობილი გააჩერა, რა დროსაც მანქანაში მყოფი პირები გაქცევას შეეცადნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლიცელმა წინააღმდეგობის გაწევისას საქართველოს მოქალაქეს ვაკილ აბდულაევს ესროლა. 19 წლის ახალგაზრდა თავში დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციელის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით მიმდინარეობს: ესაა გაუფრთხილებლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

მეტი...

„შეთანხმება შედგა!” – მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, ვინ დააკვირდება ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებს

ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონში სოცმუშაკების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა დასრულდა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, შეთანხმება შედგა და სოცმუშაკები პანსიონში დარჩებიან. „შეთანხმება შედგა. შეხვედრაზე ვიყავით ეკლესიის წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სოცმუშაკები. შევთანხმდით, რომ სოცმუშაკები დარჩებიან აქ. ჩვენ ყველას გვექნება კომუნიკაცია ერთმანეთთან. სოცმუშაკების ნაწილი იმუშავებს დღის განმავლობაში, რამდენიმე კი ღამითაც დარჩება და ბავშვებთან მათი ეს ურთიერთობა გაგრძელდება რამდენ ხანსაც ჩათვლიან ისინი საჭიროდ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეტი...

გახარიას პარტია ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

სკანდალურ ბრალდებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიაში ცოტა ხნის წინ  პირველი კომენტარი გაკეთდა. პარტიაში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის იმ განცხადებას უპასუხეს, რომელიც კობახიძემ “ღამის კურიერში” გააკეთა და რომელშიც ნაციონალური მოძრაობის გეგმებთან გახარიას შესაძლო კავშირზე ისაუბრა “გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება, რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ. ღიმილის მომგვრელია, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა 4 თვის განმავლობაში ამბობდა რომ დაელოდებოდა ჩვენს ნაბიჯებს და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდა შეფასებას, როგორც აღმოჩნდა მას…

მეტი...

„არც ერთი ვაქცინა 100%-ით არ იცავს, ინფიცირება ორჯერადი აცრის შემთხვევაშიც ხდება“ – რატომ უნდა ავიცრათ?!

„არავინ ამბობს, რომ რომელიმე ვაქცინა, თუნდაც „ფაიზერი“ დაცვის 100%-იან გარანტიას იძლევა“ – განუცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. როგორც პედიატრი განმარტავს, ვაქცინა აუცილებელია, რომ შემთხვევა გართულებით და ლეტალობით არ დასრულდეს. „შესაძლებელია თუ არა ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს კორონავირუსი მაინც დაემართოს? რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ჩვენი მონაცემებით, 1000 ვაქცინირებულში 2 ადამიანია ისეთი, რომელსაც დაემართა კოროავირუსი გამეორებით, მიუხედავად ვაქცინაციისა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო და არ დგება ლეტალური შედეგი. სწორედ ეს არის ვაქცინაციის მთავარი ამოცანა.…

მეტი...

შესაძლოა, გრიპის ვაქცინის მსგავსად, კორონავირუსის აცრაც 6 თვის ასაკიდან დასაშვები გახდეს

„მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, 2022 წლისთვის შესაძლებელია ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა  ივანე ჩხაიძემ. მისივე განმარტებით, ორმა ქვეყანამ, კანადამ და აშშ-მ 12 წლის ზემოთ ვაქცინაციის ჩატარებაზე განაცხადი უკვე გააკეთეს. „საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე. იგივე ასაკობრივი ჯგუფი დაასახელა „მოდერნამაც“. თუ ეს მონაცემები და კვლევები უფრო დაბალ ასაკობრივ ჯგუფშიც ეფექტური აღმოჩნდა,  შესაძლებლია მივიღოთ ის სცენარი, როგორც გრიპის საწინააღდეგო ვაქცინა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც იყოს დაშვებული ბავშვთა ასაკში და ისევე, როგორ…

მეტი...

კორონავირუსით 832 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში 31 409  ტესტი ჩატარდა. შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 832 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 348 594-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.98%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 332 304-მდე.

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 518 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 518 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 44 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 380 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 93 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს,…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 457, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 70, იმერეთში – 67

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 457, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 70, იმერეთში – 67, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 409 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 792 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 832 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 348 594-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 624 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 409 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 617, „პისიარ“ ტესტით – 13 792. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,65 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,98 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 348 594 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 332 304 გამოჯანმრთელდა, 4 893 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ აცრილია 167 332…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 893-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 832 პირს დაუდასტურდა, 624 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 4 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 779 ადამიანი დაინფიცირდა, 959 პაციენტი  გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

მეტი...

მაშველებმა თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გასვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფმა. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი საშუალებებით არასწრულოვანთან დროულად მივიდნენ და ნაპირიდან 20-25 მეტრის მოშორებით მყოფი მოზარდი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მეტი...

„ფეისბუქმა“ თავის პლატფორმაზე შეზღუდვა დონალდ ტრამპს კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივა

„ფეისბუქმა“ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თავის პლატფორმაზე შეზღუდვა 2023 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „ფეისბუქის“ დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო საბჭომ არ შეცვალა იანვარში მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც დონალდ ტრამპს, 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის მიტანაში და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდა. „ფეისბუქის“ განცხადებით, შეზღუდვა იანვრის თარიღით შევა ძალაში და საზოგადოებრივი საფრთხის რისკის შემცირების შემთხვევაში მოიხსნება. რისკის შემცირების შეფასების შესახებ კი, შესაბამის ექსპერტებთან ერთად იმსჯელებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ გარემოებების სერიოზულობიდან გამომდინარე, ტრამპის ქმედებები სოციალური მედიის წესებს ეწინააღმდეგება, რომლიც ახალი სამართლებრივი პროტოკოლის მიხედვით უმაღლეს სასჯელს იმსახურებს. თავად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ფეისბუქის“ გადაწყვეტილება შეურაცხყოფას…

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ზონგულდაქის პროვინციაში თურქულმა საბურღმა გემმა საქარიას საბადოს „ამასრა-1“-ის ჭაბურღილში 135 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა და მთლიანობაში, შავ ზღვაში თურქეთის მიერ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგმა 540 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბუნებრივი აირის ზღვიდან ხმელეთამდე მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება, რომელიც საბადოდან ზონგულდაქის პროვინციის ქალაქ ფილიოსამდე 155 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობასაც მოიცავს. საქარიას საბადოზე ბუნებრივი აირის მოსაპოვებელი სამუშაოების დაწყება 2023 წლიდან იგეგმება.

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა ვალდებულება და პირობა შეასრულა, ამიტომ, მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მათაც გააკეთონ მათი წილი საქმე” – ვიოლა ფონ კრამონი

„უკვე გამოვხატე ჩემი იმედგაცრუება, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას”, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ევროპარლამენტარის თქმით, საჭიროა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” გააცნობიეროს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს. „ეს არის საქართველოსა და მოქალაქეების ინტერესებში. ვფიქრობ, დამატებითი რადიკალიზაცია და პოლიტიკური თამაშები არ არის სასარგებლო სამომავლო თანამშრომლობისთვის და პარლამენტის სრულყოფილად მუშაობისთვის. მსურს, ვიხილო ჩემი კოლეგები პარლამენტში და იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ გააცნობიერებს, სად არის მათი ადგილი. ეს ადგილი არის პარლამენტში. დიახ, მათი პოზიცია გულდასაწყვეტია და ჩვენ ველოდებით მომენტს, როდესაც „ერთიანი…

მეტი...

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი ეწვევა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი 6-13 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფილიპ რიკერი საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს; შეხვედრებზე საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები იქნება განხილული.

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევას. „სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. აღნიშნული კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევას. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, არასრულწლოვანთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაჟღერება/გაშუქება განხორციელდეს მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით. ამჟამად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეციალისტთა…

მეტი...

“გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრე იყო, თუმცა პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მომხრე იყო, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი მოეხსნათ. ირაკლი კობახიძე ქრონოლოგიურად იხსენებს იმ დღეებს, როდესაც დეპუტატები უმრავლესობის შეხვედრებს მართავდნენ, სადაც ნიკა მელიას საკითხს და მისი იმუნიტეტის მოხსნის შესახებ მსჯელობდნენ. კობახიძე იხსენებს უმრავლესობის შეკრებას, რომელიც, სავარაუდოდ, 8 თებერვალს შედგა – მსჯელობას არ ესწრებოდა გიორგი გახარია, თუმცა გამოიკვეთა ზოგადი დამოკიდებულება, რომ “საკითხის დადებითად გადაწყვეტის კუთხით დამოკიდებულება პოზიტიური იყო”. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელსაც ამჯერად უკვე გიორგი გახარიაც ესწრებოდა, ის აქტიურად ითხოვდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის…

მეტი...

საქართველოში აშშ-ის მაღალჩინოსანი ჩამოდის

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი ეწვევა. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერის ვიზიტი  6-13 ივნისსაა დაგეგმილი. ფილიპ რიკერი როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ქვეყნებში ვიზიტის მიზანი ორმხრივი ურთიერთობების განვითარება,  რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება და ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაა.

მეტი...

კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია

კორონავირუსით ინიცირებულ ბავშვთა რაოდენობა საქართველოში 9,5 – 10 პროცენტია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. როგორც თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა  ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბავშვებში გარდაცვალების შემთხვევები ერთეულებია. „ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად იმეორებს იმ მაჩვენებელს, რაც გვაქვს მოზრდილებში, ვგულისხმობ ინფიცირების მაჩვენებელს. ჩვენი სტატისტიკით, საქართველოში ბავშვების წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 9,5 -10%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა. მომართვიანობაც ტალღისებრია. მეორე და მესამე ტალღის დროს მომართვიანობა განსაკუთრებით მომატებული იყო. თუმცა, ეს არ აისახა მძიმე შემთხვევების მატებაში.…

მეტი...

შესაძლებელია, ახალ რეგულაციებს და შეზღუდვებს ისევ დავუბრუნდეთ

„არავინ ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესება ან მოხსნა საბოლოო გადაწყვეტილება და ეს არ შეიცვლება“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა. როგორც პროფესორი განმარტავს, ყველაფერი დამოკიდებულია შემთხვევების მატებასა და მოქალაქეების მხრიდან არსებული წესების დაცვაზე.    „ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული და მძიმე რჩება. ნებისმიერი რეგულაციების შემსუბუქება ავტომატურად გულისხმობს შემთხვევების მატებას. მთავარია, რამდენად მატულობს შემთხვევები. დღევანდელი ციფრები ჯანდაცვის სისტემისთვის არ წარმოადგენს ისეთ ვითარებას, რომლის მართვაც შეუძლებელია. თუმცა, ამ ციფრების აღმავლობის შემთხვევაში, გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაც და ისიც, რომ…

მეტი...