„ეს ამნისტია არ გვჭირდება“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარია ამნისტიის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მისი მხარდამჭერი ვერ იქნება. როგორც მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სწორედ მმართველმა გუნდმა მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორებს შესაძლოა ამნისტია შეეხოთ. „ის, რომ შეთანხმების საგანი ამნისტიაა, კატეგორიულად მიუღებელია.  რა თქმა უნდა, ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება. „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორები დღეს შეიძლება, ამნისტირებულები გახდნენ და მათ ვიღაცამ სამუდამო იმუნიტეტი შესძინა, რადგან თურმე პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი გახდა ნიკა მელია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტის შტურმისკენ“ – განაცხადა…

მეტი...

„ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის აპრილში,  მაშინ მე შსს მინისტრი ვიყავი“ – გახარია „ნამახვანჰესზე“

გიორგი გახარია მედიასთან შეხვედრაზე ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნამახვანის მშენებლობაზე ხელშეკრულება იმ დროს გაფორმდა, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო – „ეს კარგია თუ ცუდია მაშინ უნდა გადაწყვეტილიყო- როდესაც გადაწყვეტილება 2019 წლის აპრილში იქნა მიღებული  და ეს კონტრაქტი იყო გაფორმებული. სამწუხაროდ,  მაშინ მე საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი” – აღნიშნა გახარიამ.  გახარიას განცხადებით, ჰესების მშენებლობაზე დადებული კონტრაქტებიდან ნამახვანჰესის კონტრაქტი პირობების თვალსაზრისით ყველაზე  რთული კონტრაქტი არაა და  ჰესებზე  სახელმწიფოს მიერ დადებული  უფრო მკაცრი ვალდებულებების კონტრაქტებიც არსებობს. “ეს არ ნიშნავს იმას და არ არის გარანტია რომ ეს კარგია ან…

მეტი...

„როგორც კი დავეჯახე კედელს“…. რატომ წავიდა გიორგი გახარია?!

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ დღეს კიდევ ერთხელ ახსნა, რამ მიაღებინა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება. როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, როცა დაეჯახა კედელს, გადაწყვეტილებაც მაშინ მიიღო. „ვაღიარებ, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო გუნდური, მაგრამ, ვიდრე ამ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემეძლო მეთამაშა პოზიტიური როლი, ხშირ შემთხვევაში კომპრომისის ხარჯზე, მე ამას ვაკეთებდი. როგორც კი დავეჯახე კედელს, აი, უბრალოდ კედელს, ყველანაირი განმარტებების, ლოგიკური ახსნის გარეშე და მივხვდი, რომ ამ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე გადავდექი. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უფრო მეტი დრო…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ და არც ვაძაგებ“ – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, დღეს, ის ბიძინა ივანიშვილზე არც ცუდს ამბობს და არც კარგს. ეს იმიტომ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. „ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალზე როდესაც იქნება საუბარი,  რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო. ასეთი არ იქნება, ამის იმედი არავის უნდა ჰქონდეს. კარგად მესმის, რამდენ ადამიანს უნდა რაღაც ჭორაობის მოსმენა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, რადგან მივიჩნევ, რომ ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანმა თქვა, რომ მე რაც შევძელი გავაკეთე…

მეტი...

„ეს ბრძანება არ ყოფილა უკანონო“ – გიორგი გახარია 20 ივნისის ღამეზე

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან 20 ივნისის მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არანაირი უკანონო ბრძანება არ ყოფილა გაცემული. „20 ივნისთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა საკითხებზე,   არასდროს მქონია პრობლემა კითხვებისთვის პასუხი გამეცა. მინდა გაგახსენოთ, რომ არც ერთ მაშინდელ ოპოზიციონერს, რომელმაც როგორც ჩანს, დაიმკვიდრა თავი ოპოზიციაში, კითხვაზე პასუხიც არ გაუცია. ბევრგან მისაუბრია 20 ივნისზე. არც ერთ ოპოზიციონერს, რომელიც იქ იყო, რომელიც აორგანიზებდა და მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ, უბრალო კითხვაზეც არ გაუციათ პასუხი, რატომ აკეთებდნენ ამას ან რით ხსნიდნენ. ეს შედარებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან. მისივე შეფასებით, 20 ივნისს ვინც დაზარალდა, ეს…

მეტი...

„აი, საერთოდ არ მაინტერესებს“ – გიორგი გახარია

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლექსიკა, ძალიან ემსგავსება ერთმანეთს“ – აცხადებს გიორგი გახარია და დასძენს, რომ ამომრჩევლების გულის გასაღები არც ერთს ეკუთვნის.   „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ აგერ ვნახავო, გახარია რას იტყვის ივანიშვილზეო და მერე საშვს ან მივცემ პოლიტიკურ ველზე, ან არაო. დღეს გამოსულა კიდევ „ოცნების“ თავმჯდომარე და იმას უთქვამს, რომ გახარიამ ახსნას მიშა სააკაშვილის რაღაცაო. აი, როგორ იტყვისო და მერე ჩვენ დავაკვირდებით და დასკვნას გავაკეთებთო. აი, საერთოდ არ მაინტერესებს. არც ერთს არ უჭირავს გასაღები ქართველი ამომრჩევლის გულთან და არც მეორეს. საერთოდ, პოლიტიკურ ველზე ვინ იქნება, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც მეორეს თავმჯდომარეს. ჩემთვის…

მეტი...

„თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება, გაგვიჭირდება“ – გიორგი გახარია

„უაღრესად დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიების სისტემა“ – ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.   პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება და მათ კითხვებს პასუხობს. როგორც ყოფილმა პრემიერმა განმარტა, სწორედ დისკრედიტირებული პოლიტიკური სისტემის გამო, ახალგაზრდები პოლიტიკაში არ შემოდიან. „თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება, გაგვიჭირდება ქვეყნის რეფორმირება და ქვეყნის წინსვლა. ჩემი ახალგაზრდობის დროს, მაშინ მოქმედი პოლიტიკოსები დღესაც აქტიურ პოლიტიკაში არიან, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ პოლიტიკაში არ გავხსენით კარები ახალგაზრდებისთვის, არაფერი გამოვა. ჩვენს საზოგადოებაში, ყველაზე ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდები ყოველთვის ამჯობინებენ ან კერძო სექტორში, ბიზნესის სფეროში მოღვაწეობას…

მეტი...

სემეკში ირიგაციის რეგულირების საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ირიგაციის რეგულირების საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და კომისიის წევრები. შეხვედრაზე იმსჯელეს მელიორაციის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

მეტი...

“ვაპირებდით, „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში საწუწაო თოფებით დავხვედროდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, ხინკალს კი მოაჯირებზე დავდებთ, როცა თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემოვლენ” – იაგო ხვიჩია

ჩვენ ვაპირებდით საწუწაო თოფებით დავხვედროდით „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში, მაგრამ გადავიფიქრეთ. ვიფიქრეთ, რომ ამას რაღაც პოლიტიკური კუდები მოებმეოდა და ვერავის დავაჯერებდით, რომ ჩვენ უბრალოდ გავაგრილეთ ჩვენი კოლეგები, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. „რაც შეეხება 555 ხინკალს, ეს დამატებით უნდა გავიაროთ პარლამენტის ადმინისტრაციასთან. ვათვალიერებდით, გავიარ-გამივიარეთ, შემოსასვლელი რომ არის, იქ არის მოაჯირებზე კარგი დასადები ადგილი და გვინდა, გამოვიყენოთ, როცა ქალბატონი თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემობრძანდებიან პარლამენტში“, – განაცხადა ხვიჩიამ. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დღეს შევიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ 29 მაისს მიიღო.

მეტი...

“დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა” – არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს

თვითონ დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა, – ამ სიტყვებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს მიმართა. ბიუროს სხდომაზე დისკუსიის საგანი იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმების შემსუბუქებას და ძველი ნორმების უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კანონპროექტის ჩაქარებული წესით განხილვა მოითხოვა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათი სასჯელების არავის ეშინია. „საოცარია, რომ პოლიციის დღეს, ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანება “სტატეგია აღმაშენებელი“ აი ასე შეხვდა – დაჩქარებული წესით ითხოვენ იმის განხილვას, რომ თურმე სანქციები უნდა…

მეტი...

“ლუგარის ლაბორატორიაში სამხრეთ აფრიკული შტამის ერთ საეჭვო ნიმუშს ვიკვლევთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში როგორც ერთჯერადად, ასევე ორჯერადად აცრილთა შორის დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, თუმცა მინიმალური მაჩვენებლებით. ამირან გამყრელიძემ დღეს ქვეყანაში ვაქცინის მარაგებსა და ახალ შტამებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიაში სამხრეთ აფრიკული შტამის ერთ საეჭვო ნიმუშს იკვლევენ.  “ვადასტურებ, რომ სამხრეთ აფრიკული შტამის ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე დაკვირვება მიმდინარეობს. არის თუ არა ის მეტად კლინიკურად მძიმე, ვიტყვი, რომ არა, მით უმეტეს, რომ ის ნაკლბად არის გავრცელებული,”- განაცხადა მაირან გამყრელიძემ. 

მეტი...

“შეიძლება პირბადე სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, არის საუბარი იმაზე, რომ ივნისის შემდეგ პირბადის გამოყენება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, პირბადის გამოყენების ვალდებულება მოსახლეობას მაგალითად, ტრანსპორტის გაჩერებებზე და დიდ ქუჩებზე ექნებათ, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს. “ვტოვებთ პირბადეების ტარების აუცილებლობას იმიტომ, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რაოდენობა არის ასეულების ფარგლებში. ამაზე ბევრი დისკუსიაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ. თუმცა, არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებზე, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, როგორიცაა თბილისში…

მეტი...

“კრემლმა დააძრო პაიკები: ლგბტ-სთან მებრძოლი ეს წვერცანცარა არსება და გახარია-თვალთხარია” – შალვა ნათელაშვილი​

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია რუსეთიდან იმართება.  “კრემლში დაინახეს, რომ ივანიშვილი ვეღარ მართავს სიტუაციას, ამიტომ დააძრეს სარეზერვო პაიკები, რუსეთის სპეცსამსახურების უმცროსი ლეიტენანტები, ლგბტ-სთან მებრძოლი ეს წვერცანცარა არსება და გახარია, რომელსაც ერმა შეარქვა თვალთხარია, ესაა რეალობა,”-განაცხადა ნათელაშვილმა. 

მეტი...

სემეკში უსინათლოთა და მცირე მხედველთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) უსინათლოთა და მცირე მხედველთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დავით ნარმანიამ და სემეკის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკის სამოქმედო გეგმა და მოისმინეს მათი კომენტარები და მოსაზრებები. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. სემეკის მიზანია იმ პრიორიტეტების გამოკვეთა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების დაცვას. სემეკმა შეიმუშავა და დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტებთან ერთად მოხდება სემეკისა და…

მეტი...

“ჩვენი ხალხისას ვერ გაიგებ, დილით რას ფიქრობს, საღამოს ვის ჰანგზე დაუკრავს, ამიტომ დასჭირდა აღმაშენებელს ყივჩაღების ჩამოყვანა სახელმწიფოს შესაქმნელად” – შალვა ნათელაშვილი

ჩვენი ხალხისას ვერ გაიგებ, დილით რას ფიქრობს, შუადღისას რას გადაწყვეტს და საღამოს ვის ჰანგზე დაუკრავს, ამიტომ დასჭირდა აღმაშენებელს ყივჩაღების ჩამოყვანა სახელმწიფოს შესაქმნელად, – ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვას, „აპატიებს თუ არა ხალხი 20 ივნისს“. მისივე თქმით, გიორგი გახარია პუტინ-ნარიშკინის პროექტს წარმოადგენს. „ჩვენი ხალხი ვის რას აპატიებს და ვის რითი წაახალისებს, ამის თაობაზე აღმაშენებელსაც კი არ ჰქონდა თავისი აზრი, ისე აღესრულა. ჩვენი ხალხისას ვერ გაიგებ, დილით რას ფიქრობს, შუადღისას რას გადაწყვეტს და საღამოს ვის ჰანგზე დაუკრავს. ამიტომ დასჭირდა აღმაშენებელს ყივჩაღების ჩამოყვანა სახელმწიფოს შესაქმნელად. იგივე ხალხი ვართ,…

მეტი...

კომპანია “ენკამ” იმის დასამტკიცებლად, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა არ დაწყებულა, მედიატური დაგეგმა

იმის დასამტკიცებლად, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა არ დაწყებულა, კომპანია “ენკამ” მედიატური დაგეგმა. ამ წუთებში ჟურნალისტებს აცნობენ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ადგილზე. პარალელურად გრძელდება პროტესტიც. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია “ენკას” ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ და  ყველანაირი სამუშაოს შეჩერებას ითხოვენ. 

მეტი...

“რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! – ხომ არიან ღირსი დერეფანი მოვუწყოთ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ?!” – ალეკო ელისაშვილი

რატომ შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! – ჩვენ რატომ გვაბრალებდნენ, რომ ფული ავიღეთ, ვინმე თუ ერთ თეთრს აღმომიჩენს ივანიშვილისგან აღებულს, წავალ და მე თვითონ დავიხრჩობ მტკვარში თავს,- ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიღებისას განუცხადა. მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვან რეფორმას პარლამენტში სხვები ატარებენ, პოლიტიკური ლიდერებიც მათ გამოიყვანეს და ამ ფონზე, მისთვის გაუგებარია, რისთვის შედის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა”. „საერთოდ რატომ ან რის ფასად შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! ჩვენ, „მოქალაქეები” როცა შემოვედით თებერვალში პარლამენტში, ვთქვით, რომ საარჩევნო რეფორმა იმდენად მნიშვნელოვანია,…

მეტი...

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომაა

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომაა. თუმცა, როგორც ხაზარაძე ამბობს, საკითხი პარტიის გადასაწყვეტია. „მათი პარტიის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა. რადგან საუბარია ევროპულ კურსზე და საკმაოდ სერიოზულ პარტნიორობაზე. დღეს ჩვენს ქვეყანას უდგას გეოპოლიტიკური გამოწვევები და როგორც არასდროს, საჭიროა ევროპარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა. შესაბამისად, შარლ მიშელის დოკუმენტი პირველ რიგში, სწორედ მეგობრობას და პარტნიორობას გულისხმობს. შეიძლება, იყოს რაღაც დეტალი, რომელიც ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ მარტივია, მიიღებ ამ კანონის მიღებაში მონაწილეობას ან შენს ვარიანტს შესთავაზებ. მაგრამ ფაქტი, რომ ისინი ხელს არ აწერენ…

მეტი...

“თუ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან პოლიციაზე ძალადობა მოხდება, მათ კანონიერი უფლება აქვთ გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენონ” – ვახტანგ გომელაური

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პოლიცია კანონის სრული დაცვით მოქმედებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პოლიციაზე ძალადობა მოხდება, სპეცდანიშნულების რაზმს უფლება ექნება წყლის ჭავლი, გაზი ან სხვა საშუალება გამოიყენონ.  “დგანან პოლიციელები და მაქსიმალურ ცდილობენ არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. გუშინ ვნახეთ, რომ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ერთხელ ტექნიკა დაუწვეს. აქედან გამომდინარე, აქციის მონაწილეები რომ იქ შევუშვათ, უფრო მეტი არეულობა მოხდება. სპეცდანიშნულების რაზმს რა აღჭურვილობაც აქვს, მათ შორის სპრეი-გაზი, წყლის ჭავლი და ა.შ . თუ პოლიციაზე ძალადობა მოხდება, მათ კანონიერი უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ,”- განაცხადა ვახტანგ…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პოლიტიკური ალღო არ აქვს, მთელი პარტია ვიცინით, როგორ წვალობენ, ახსნან, რის ფასად შემოდიან” – ალეკო ელისაშვილი

ამდენი ჯახირის, წვალებისა და სხვების ლანძღვის შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლა ნიშნავს, რომ არანაირი პოლიტიკური ალღო და პრაგმატიზმი არ აქვთ. ქვეყნის სიყვარულს რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევა უპასუხისმგებლოა. „სინდისსა და ნამუსხე რომ არ ვილაპარაკოთ, როგორ აკეთებენ ამას? – დოკუმენტის შედეგად, მათი ლიდერი გამოვიდა ციხიდან, ასევე  გიორგი რურუა. საარჩევნო რეფორმა ხორციელდება, რომლის სიკეთით ისარგებლებს როგორც პარტია, ასევე მართლმსაჯულებით  ისარგებლებს ყველა. ამას ხელს არ აწერ, რატომ შემოდიხარ პარლამენტში და რის ფასად? ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ…

მეტი...

“გახარიას მოუწევს უპასუხოს კითხვას, თუ რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას მოუწევს გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ითამაშა მან 17-18 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის თამაში. მისივე თქმით, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, რატომ ცდილობდა გახარია დაჟინებით ენმ-ის თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და შემდეგ რატომ ეწინააღმდეგებოდა მის დაპატიმრებას.  “იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ტელევიზიები აპიარებენ გიორგი გახარიას, ყველაფერი ნათლად იკითხება, თუ ვისთანაა ის დაკავშირებული. ეს კიდევ ერთხელ ამძაფრებს ეჭვებს, რაც არის დაკავშირებული 17-18 თებერვალთან, რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში, მას მოუწევს ამ ძალიან მნიშვნელოვან და მძაფრ კითხვაზე პასუხის გაცემა. 17-18 თებერვლის მოვლენები, სააკაშვილის თამაშში შესვლა და…

მეტი...

არის თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ კონკურენტი – კალაძის პასუხი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას ეხმაურება. როგორც კალაძე ამბობს, ეს ფაქტი მმართველი პარტიისთვის არაფერს ცვლის. „ჩვენი გუნდისთვის არაფერი შეცვლილა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომლის სურვილიც არის რომ ქვეყანაში იყოს არეულობა. არაერთი განცხადება და ნაბიჯი გვახსოვს მათი ლიდერების მხრიდან გაკეთებული ამ მიმართულებით“,- განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძემ გიორგი გახარიას შესახებაც ისაუბრა. კითხვაზე, არის თუ არა გახარია „ქართული ოცნების“ კონკურენტი, კალაძე პასუხობს: „ეს დამოკიდებულია მის გუნდზე, მის მოღვაწეობაზე. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გადაწყვეტენ თუ ვინ უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ ველზე“,- აღნიშნა კალაძემ.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, ვერ ისარგებლებს ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში, მათი მარცხის საბოლოო გაფორმებაა. კობახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა. „გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, შარ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლის შესახებ. პირველ რიგში,  უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება არის მათი მარცხის საბოლოო გაფორმება. ექვსი თვის განმავლობაში ისინი ახორციელებდნენ საბოტაჟს  ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა საბოლოოდ მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება. ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა. ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ და არ შევალ დასრულდა…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. „მოგესალმებით ყველას, მე ვარ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოდან. განახლებული რეიტინგით, ვარ მსოფლიოს 31-ე ჩოგანი. მინდა დაგპატიჟოთ თბილისში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში ახალგაზრდულ ტურნირზე, რომელიც 12-18 ივლისს გაიმართება. ეს ძალიან საინტერესო იქნება. იმედია იქ გნახავთ“, – ამბობს გავრცელებულ ვიდეოში ბასილაშვილი.

მეტი...

“სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არ არსებობს – ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით” – სალომე ზურაბიშვლი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამი პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ჯილდო ოჯახურ და ასევე, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პოლიციელებს ეკა ბუწკირიძეს, ანი ნაცარაშვილსა და გვანცა გოგავას გადაეცათ. „მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ღირსების მედლით ვაჯილდოვებ სამ ახალგაზრდა პოლიციელს, ახალგაზრდა ქალს, ეკა ბუწკირიძეს, ანი ნაცარაშვილსა და გვანცა გოგავას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ოჯახური და ასევე, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვისურვებ, რომ თქვენნაირი ძალიან ბევრი პროფესიონალი კიდევ გაიზარდოს და ემსახუროს ხვალ ქართულ პოლიციასა და ქართულ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სამსახურისთვის. ვამაყობ…

მეტი...

“ქედს ვიხდი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას” – პრემიერი​

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ღვაწლზე ისაუბრა.  მან მადლობა გადაუხადა გარდაცვლილთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყოველთვის იდგება მათ გვერდით.  “სამწუხაროდ, ბევრი თქვენგანი შეეწირა ამ გმირულ საქმიანობას. მე ქედს ვიხდი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავი გასწირა ღირსეულად ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა მათ ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს და მინდა ვუთხრა მათ, რომ სახელმწიფო თქვენს გვერდით დგას,”- განაცხადა პრემიერმა. 

მეტი...

“სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერას” – ვახტანგ გომელაური

მინდა, ქართული პოლიციის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამინისტროს მხარდაჭერისთვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და მათ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „დღევანდელ ღონისძიებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ესწრებიან. მინდა, მათ ქართული პოლიციის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამინისტროს მხარდაჭერისთვის, ქართული პოლიციის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პანდემიის პერიოდში ჩვენთვის აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორი,…

მეტი...

“დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია” – ვახტანგ გომელაური

მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან – დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ, პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „გილოცავთ პოლიციელის პროფესიულ დღეს! ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ღირსეული და თავდაუზოგავი შრომისთვის. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო პოლიციელი და ვიცი, როგორი რთულია ებრძოლო დანაშაულს, ემსახურო მოქალაქეებს და ამასთან ერთად, არ დაარღვიო ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლება. სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა, კრიმინალთან ბრძოლა…

მეტი...

“ევროპული საქართველოს“ პოზიცია კვლავ მკაფიოა! ამ დისკუსიის უსასრულოდ გაგრძელება ჩვენს საზოგადოებას არაფერს არ მოუტანს” – გიგა ბოკერია

გუშინ ყველაზე მსხვილმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი გადაწყვეტილება მიიღო. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია კვლავ მკაფიოა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიებმა კონსულტაციები უნდა დაიწყონ, „რათა საზოგადოებას გაუჩნდეს რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების მომტანი პროცესია”. „უკვე მრავალი კვირაა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიის საკითხია, ე.წ. მიშელის შეთანხმება. ვინ უერთდება, ვინ არ უერთდება, ვინ წყვეტს ბოიკოტს, ვინ შედის პარლამენტში. „ევროპულ საქართველოს“ ჩვენი მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული გვაქვს, საზოგადოებისთვის ცნობილია. გუშინ ყველაზე მსხვილმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი გადაწყვეტილება მიიღო. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია კვლავ მკაფიოა! ამ დისკუსიის უსასრულოდ გაგრძელება ჩვენს…

მეტი...

ვახო სანაიას საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ

ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, თავად სანაის გამოკითხვით გაგრძელდება. სასამართლო სხდომას ჟურნალისტი პირველად დაესწრება. მისი თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც თავდამსხმელების ბრალეულობა დასტურდება. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი – ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 200, აჭარაში– 43, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 200, აჭარაში– 43, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 581 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 626 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 343 963-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 773 -ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 360 პირს დაუდასტურდა, 1 195 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 195 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 195 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 207 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 581, „პისიარ“ ტესტით – 5 626. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95%, ბოლო 14 დღის – 3,41%, ბოლო 7 დღის – 2,8%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 343 963 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 327 618 გამოჯანმრთელდა, 4 773 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 138 914 ადამიანი, დღიურად აცრილია 763. კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარში მეთვალყურეობას 3…

მეტი...

თამარ კორძაიამ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

„რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. როგორც თამარ კორძაიამ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, ბრძოლის გაგრძელების საშუალება უკვე პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაა. „პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის საელჩოს, ამერიკის საელჩოს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ურყევად დგანან ჩვენს გვერდზე იმისათვის, რომ საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ მოვედი მე და მოვაწერე ხელი, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ და ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე კარგი, რაც ხდება დღეს პოლიტიკაში არის ის, რომ ოპოზიცია მთლიანად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და ოპოზიცია გააგრძელებს ერთობლივ ბრძოლას…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები უცნაური და არათანმიმდევრულია, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” – დავით სერგეენკო

„ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები უცნაური და არათანმიმდევრულია, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტში შესვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც ის აღნიშნავს, „უსაფუძვლოდ მაგრამ ოპტიმისურად სჯერა, რომ ისინი კონსტრუქციულობის ელემენტებს გამოიჩენენ”. „ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის, კარგია. უკეთესი იქნებოდა დროზე შემოსულიყო და ეს ამხელა აურზაური თავიდან აგვეცილებინა. მინიმუმ არათანმიმდევრულობაა, თავიდან მკაცრად აკრიტიკებდნენ პარლამენტს, თვლიდნენ, რომ არალეგიტიმურია, შემდეგ მოითხოვდნენ შეთანხმება შემდგარიყო, როცა შედგა, ხელი არ მოაწერეს და ახლა ნაწილობრივ შემოდიან. უცნაური და არათანმიმდევრულია ჩემი აზრით, თუმცა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მე გულის სიღრმეში ოპტიმისტი ვარ…

მეტი...

სამართალდამცველებმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტები გამოავლინეს

სამართალდამცველებმა სადეზინფექციო საშუალებების მორიგი ფალსიფიკაციის ფაქტები გამოავლინეს. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე ორი კომპანიის ორი ხელმძღვანელის მიმართ აღიძრა. გამოძიების ინფორმაციით, პროდუქცია, რომელიც ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს არ შეიცავდა, სოფელ წილკანსა და თბილისში იყიდებოდა. ექსპერტიზის დასკვნით, პროდუქცია არ აკმაყოფილებდა ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.  დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მეტი...