„განვიხილეთ და შევთანხმდით“ – რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ერდოღანმა  

„პრეზიდენტ ერდოღანთან ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე რეგიონის ჭრილში განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, ამ ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.   „ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან. ეს იყო პირველი სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც თავისი ხასიათით და შინაარსით ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. პრეზიდენტ ერდოღანთან ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე რეგიონის ჭრილში ჩვენ განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები“ – ამის შესახებ…

მეტი...

„თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

„თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში. „თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ვსარგებლობ შემთხვევთ და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მეტი...

„მოხდა გამაფრთხილებელი გასროლა“ – შსს „ნამახვანჰესის“ აქციაზე დაკავებაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგი დაკავებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე წლის 1 ივნისს, სოფელ საყულიაში პოლიციამ 1992 წელს დაბადებული ი.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. როგორც უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე. ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციისთვის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა. სიტუაციის ესკალაციის და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით პოლიციამ განახორციელა…

მეტი...

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს საზღვრის გადმოლახვის მსურველები?!

​კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური  საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით: „საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი; საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი. გარდა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR…

მეტი...

ჯანმომ „სინოვაკს“ ავტორიზაცია მიანიჭა

ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ოფიციალურად აღიარებულია. ჯანმომ მას ავტორიზაცია მიანიჭა. შესაბამისი ექსპერტების შეფასებით, ვაქცინის გამოყენება რეკომენდირებულია 18 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. მეორე დოზით აცრა კი 2-4 კვირის შემდეგ უნდა მოხდეს. საქართველოს „სინოვაკის“ 100 00 დოზა ვაქცინა გააჩნია, რომელიც ჩინურმა მხარემ საჩუქრად გადმოგვცა.

მეტი...

„არიან დაზარალებულებიც და დაჭრილებიც“ – გუმათში დაკავებულის ძმა

სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ძმის განცხადებით, სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, რა დროსაც აქციის მონაწილეები ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრნენ.     „არ იყო საჭირო ამდენი სპეცრაზმელის სოფელში შემოსვლა და ასეთი ვითარების გამოწვევა. მთელი სოფლის მოსახლეობა ჩვენი მეგობრის საფლავზე იდგა და სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ რეაქციით, პირდაპირ გინებით და ფეხებში სროლით. არიან დაზიანებულებიც და დაჭრილებიც. ირაკლი მუკბანიანი აპროტესტებდა „ნამახვანჰესს“, პოლიციისთვის მას ხელი არ დაურტყამს. იყო მიწევ-მოწევა.  დაშავებული 2 ადამიანი კლინიკაშია, „მაკაროვის“ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით. პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა“ – განაცხადა ბესიკ მუკბანიანმა. შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადებით, დაკავებულია ერთი ადამიანი,…

მეტი...

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაცის, სოფელ გუმათში აქციის ერთი მონაწილის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც შსს-ში განმარტავენ, დაკავებული პოლიციელს დაესხა თავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ი. მ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი…

მეტი...

“დაბადების პირველივე წუთებიდან იწყება ოკუპირებულ აფხაზეთში ბავშვთა კანონიერი უფლებების შელახვა” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ აფხაზეთში განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ და გენოციდმა, ცხინვალის რეგიონში დატრიალებულმა ტრაგედიამ უამრავი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა; ათეული წლებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მომავალ თაობებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, კვლავ  უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. ჯემალ გამახარიას განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი დე ფაქტო კანონებით, ადგილობრივ ქართულ ოჯახებში დაბადებული ქართველი გოგო–ბიჭების რეგისტრაციაც კი აკრძალულია, ვინაიდან ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლინი აღმოჩნდნენ და  მამა–პაპათა მშობლიური მიწის მემკვიდრეები, მშობლებთან  ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებად არიან გამოცხადებული! ასე რომ, „დაბადების პირველივე წუთებიდან იწყება მათი კანონიერი…

მეტი...

“უახლოესი მომავალი გვაჩვენებს, მოახერხებს თუ არა გიორგი გახარია ოპოზიციაში თავის დამკვიდრებას” – ალეკო ელისაშვილი

არ ვიცი, გიორგი გახარია მოახერხებს თუ არა ოპოზიციაში თავი დაიმკვიდროს, ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს და ამას თვითმმართველობის არჩევნებზე გავიგებთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარიას, როდესაც ნეპოტიმზსა და კორუფციაზე საუბრობდა, უნდა დაეზუსტებინა, საიდან მოდის ეს პრობლემები. „ვისი პროექტია, რა პროექტია, ამას დრო და მისი ქმედებები გვაჩვენებს. გიორგი გახარია იყო პრემიერი, ბიზნესომბუდსმენი, შს მინისტრი, თქვა, რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა კორუფცია და ნეპოტიზმიაო. გუშინ, როცა დააზუსტებინეს, კონკრეტულ რამეს ვერ ვამბობ, ზოგადად, არის სისტემა. ვფიქრობ, ამ პასუხით კიდევ უფრო უხერხულ…

მეტი...

“ვისაც სჯერა, დაელოდოს სააკაშვილის დაანონსებულ სიურპრიზებს” – გიორგი ვაშაძე

ვისაც სჯერა, დაელოდოს სააკაშვილის დაანონსებულ სიურპრიზებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებები მას არ აინტერესებს. „ვისაც სჯერა, დაელოდოს ამ სიურპრიზებს, ვისაც უნდა მუქარად ჩათვალოს, ვისაც უნდა სიყვარულად. აბსოლუტურად ინდეფერენტული ვარ ყველა მის განცხადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ. ცნობისათვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ შემოდგომისთვის მთავარი მიზანი ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” ჩამოშორებაა. „შემდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს სერიოზულ სიურორიზს ვუმზადებთ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი...

შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო, რომელიც ტარდება გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობისთვის“ – ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინება. კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ – ერიკ ილესმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის…

მეტი...

“ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას, არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება” – ბოდბელი ეპისკოპოსი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ ის ახალ ძალას ჩაუდგება სათავეში და უკვე მოფიქრებული აქვს გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს. როგორც ეპისკოპოსი აღნიშნავს, მის ახალ ძალას არც არჩევნებზე გამარჯვება არ გაუჭირდებათ.  “ამ არჩევნებს შევხედავ, რა ხდება და რა არა, გავატარებ, მაგრამ პარტიებს არ ეგონოთ, რომ ქუჩაში კიდევ დაიწყონ ყვირილი, მერე ჩავერთვებით ყველანაირი ფორმით. საქართველოს ასეთ არევას არავის ვაპატიებთ. მანამდე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება მათთან, ვინც ეკლესიას მტრობს. მე ვთქვი, რომ ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება. ბოლოს რა პარტიებიც შემოვიდნენ არცერთ მათგანთან არ ვითანამშრომლებთ. ლევან ვასაძეს რა…

მეტი...

“თუ არ აწერ ხელს შეთანხმებას, მაშინ რისთვის იბრძოდი? რისთვის შედიხარ პარლამენტში?” – კუბილიუსი

“ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარები დადებითად აფასებენ. თუმცა, ისინი პარტიის გადაწყვეტილებას, ხელი არ მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს, შეცდომას უწოდებენ.  ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ ხელის არმოწერა არ არის კარგი, პირველ რიგში, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, ასევე – ევროპის სახალხო პარტიის ოჯახის წევრისთვის. “კარგია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის, მაგრამ ხელის არმოწერა დოკუმენტზე მათი მხრიდან შეცდომაა, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შეთანხმება შარლ მიშელის ხელმძღვანელობით იქნა მიღწეული. ეს შეთანხმება ოპოზიციისთვის იქნა მიღებული, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომელიც ბოიკოტს აცხადებდა და ცვლილებებისთვის იბრძოდა, ეს ცვლილებები კი, რაც უნდა განახორციელონ, ახლა დოკუმენტშია ასახული. ამ ფონზე ჩნდება კითხვა – თუ…

მეტი...

“ვის უბრახუნა მუშტები და რატომ ითხოვდა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას?” – რას ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი გახარიაზე

ბოდბელი ეპისკოპოსი ყოფილი პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის შექმნას ეხმაურება. მისი განმარტებით, ქვეყნის ყოფილის პრემიერის გუნდში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გამოჩდნენ, რაც უსაფუძვლოს ხდის იმ აზრს, რომ გიორგი გახარია “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის პროექტია. მისი მტკიცებით, გახარიამ მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა იყო აუცილებელი და ყველაფერი გააკეთა ესკალაციისთვის. მღვდელმთავარს მიაჩნია, რომ გახარიას პარტიას არათუ ხალხის, არამედ ეკლესიის მხარდაჭერა არ ექნება. “საკმაოდ დიდი პერიოდი გიორგი გახარია იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ისე ვიცე -პრემიერი და შემდეგ პრემიერი. პრემიერობამდეც მოქმედ პრემიერზე მეტი ძალა ჰქონდა და…

მეტი...

“საქართველო იქნება უფრო ძლიერი, თუ მის პოლიტიკას მხარს დაუჭერს პარლამენტის ყველა პარტია კონსტრუქციული მუშაობის გზით” – ჰუბერტ ქნირში

საქართველო იქნება უფრო ძლიერი მსოფლიოში, თუ მისი პოლიტიკა მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის ყველა პარტიის მხრიდან და ეს მხარდაჭერა გამოხატული იქნება პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობის გზით, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. ელჩი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების მიწვევით იმყოფებოდა. „მქონდა პატივი, მესაუბრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე თავმჯდომარე სამხარაძისა და წევრების მოწვევით. განვმარტე გერმანიის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური მონახაზები, მათ შორის ჩვენი ღრმა ჩართულობა მსოფლიოს მულტილატერალიზმში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის ძლიერი ურთიერთობებისთვის. მივიღე უამრავი კითხვა ორმხრივ საკითხებზე და იმ ძლიერ ურთიერთობებზე, რომელიც გვაქვს ეკონომიკურ, აკადემიურ და…

მეტი...

ჩინეთში H10N3 – ფრინველის გრიპით ინფიცირების მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

41 წლის მამაკაცს ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჯიანგსუში H10N3, იგივე ფრინველის გრიპი დაუდასტურდა. დაავადებული ჟენიანგის მკვიდრია, რომელიც კლინიკაში 28 აპრილს მაღალი სიცხით და ვირუსისთვის სხვა დამახასიათებელი სიმპტომებით იქნა გადაყვანილი. 28 მაისს დადასტურდა, რომ მამაკაცი H10N3-ით არის ინფიცირებული, თუმცა როგორ და სად დაინფიცირდა ჩინეთის მოქალაქე არავინ იცის. ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამ მსგავსი შტამით ეტაპისთვის სხვა ინფიცირებულებზე ინფორმაცია არ არსებობს. ჩინეთის ნაციონალური ჯანდაცვის სააგენტოს განმარტებით, H10N3 – იგივე ქათმის გრიპი საშიში არ არის, მას დაბალი პათოგენებობა ახასიათებს და მისი დიდ მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე თითქმის არ არსებობს.

მეტი...

სემეკთან გაზის ტარიფის გაზრდა გააპროტესტეს

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტა. 1 ივნისიდან თბილისში 1 კუბური გაზის ფასი 46,1 თეთრის ნაცვლად 54 თეთრი იქნება. “რადიო თავისუფლების” ფოტო

მეტი...

ბათუმის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებიდან კლინიკაში მხოლოდ 2 რჩება

ბათუმში მდებარე სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებიდან, რომლებიც სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ და სხვადასხვა კლინიკას მიმართეს, 62 დილით გაწერეს. 2 ჯერჯერობით რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, კლინიკაში დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის, მათ გამოკვლევები უტარდება და, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გაწერენ. ეფაძის თანახმად, ინტოქსიკაციის საბოლოო მიზეზს ლაბორატორიული კვლევა დაადგენს. ბათუმში მდებარე სამკერვალო ფაბრიკის “ფასტ თრექ ტექსტილე”-ს რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, კლინიკებს 31 მაისს მიმართა. ფაბრიკას, სადაც 400 ადამიანია დასაქმებული, მზა საკვებს აწვდის კომპანია “ანკარა ქეითერინგი”. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, ინსპექტირების ჯგუფების მიერ ორივე ობიექტიდან…

მეტი...

“20 ივნისზე იგივე, „ოცნების“ პროპაგანდისტურ, უტიფარ ხაზს აწვება” – ბოკერია გახარიაზე

ვისაც ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა სურს, იმათგან გახარიას ნდობა არ შეიძლება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ბოკერია აღნიშნავს, გიორგი გახარია ვერ, ან არ ბედავს, რომ ბიძინა ივანიშვილზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. „ვისაც ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა სურს, იმათგან ნდობა, ამ ადამიანის, გახარიასი არ შეიძლება. ადამიანი ვერ, ან არ ბედავს, რომ ივანიშვილზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს, 20 ივნისზე იგივე, „ოცნების“ პროპაგანდისტურ, უტიფარ ხაზს აწვება, აღიარებს, რომ მინისტრის მოხსნაც არ შეეძლო კრიტიკულ ვითარებაში, კოვიდზე საბრძოლველად თანხები ამ ადამიანის პიარზე დაიხარჯა და ამას შეეწირა…

მეტი...

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე. “საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ანკარაში საქართველოს საელჩო გაცნობებთ, რომ დღეიდან, 2021 წლის პირველი ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

“გიორგი გახარიას შანსებზე საუბარი გამიჭირდება, ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე” – კახა კალაძე

გიორგი გახარიას შანსებზე საუბარი გამიჭირდება, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას არჩევნებზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შანსებთან დაკავშირებით. „შანსებზე საუბარი გამიჭირდება. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული პოლიტიკოსი, თუ პარტია სად, როგორ გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე – მოახერხებს თუ არა გიორგი გახარია არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხმების წაღებას, კალაძე პასუხობს: „ვერ გეტყვით“.

მეტი...

პრემიერის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა, – ამის შესახებ მთავრობის მეთაური ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მილოცვაში აღნიშნავს. გარდა ამისა, არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პატარებს. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების, განვითარების, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შორს ვართ სასურველი ვითარებისგან. კვლავ…

მეტი...

სემეკმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ტენდენციები და არსებული გამოწვევები, მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესრულების მაჩვენებლები, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სადავო საკითხების გადაწყვეტის მაჩვენებლები, საერთაშორისო პროექტებში კომისიის ჩართულობის შედეგები. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის მიმდინარეობაზე. „2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი იყო, რომელსაც თან ახლდა მთელი რიგი გამოწვევები. COVID19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყველა სფეროზე და არც ენერგეტიკის სექტორი ყოფილა გამონაკლისი. პანდემიამ სრულიად შეცვალა კომისიის საქმიანობის სტილი და თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. თუმცა,…

მეტი...

“ჩვენ ვარჩიეთ მოქალაქეების ინტერესები და არა პოლიტიკურად მომგებიანი პოზა, ჩვენ პოპულიზმს საქმის კეთება ვარჩიეთ” – კახა კალაძე

პირადად მე, ასევე, ჩემს თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ვუყურებთ ქალაქს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. „დღეს, საზოგადოებას ვაბარებთ მორიგ ანგარიშს – სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მიზანია, რომ მოქალაქეები სწრაფად და კომფორტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებოდნენ ქალაქის ერთი ადგილიდან მეორე მიმართულებით. როდესაც ჩვენმა გუნდმა თბილისის მუნიციპალიტეტი ჩაიბარა, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნები თავიდანვე მკაფიოდ გვქონდა გაცხადებული. ჩვენ გვსურდა,…

მეტი...

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა-მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა-მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები დასრულებულია და უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ მან ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშზე ისაუბრა. ირაკლი ხმალაძის თქმით, სამშენებლო სამუშაოები 22 თვის განმავლობაში გაგრძელდება. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია საბაგირო დერეფნები, რომელიც გენერალური გეგმით დადგინდა. ეს არის სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო დერეფანი 2,5 კმ სიგრძით და ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბნის საბაგირო დერეფანი სამი კილომეტრი სიგრძით. ორივე დერეფნის მეშვეობით დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება 48 000 მგზავრობა. პროექტის განხორციელებას დედაქალაქის მერია საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ასევე, მნიშვნელოვანია მთაწმინდის და…

მეტი...

“გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის” – კახა კალაძე

გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, რეფორმის დაწყებამდე კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან გაიარეს. „როდესაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გვქონდა უცხოელ სპეციალისტებთან. პირველი კითხვა, რაც დასვეს, იყო, თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ეს რეფორმა განგვეხორციელებინა, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ რეფორმის განხორციელებას შეიძლება მოჰყოლოდა მოქალაქეების გარკვეული ჯგუფების განაწყენება. მეორე კითხვა იყო, თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ რეფორმის განხორციელების დროს პოლიტიკა არ შემოგვეტანა.…

მეტი...

„ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ბავშვების კუთხით მდგომარეობა იმეორებს იმ მაჩვენებელს, რაც გვაქვს მოზრდილებში, ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა,“ – – ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხეიძე ამბობს, რომ ბავშვებში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, იგი დაავადებასთან ყველაზე ეფექტურ ბრძოლის მეთოდად ვაქცინაციას თვლის: „მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესი იქნება ქვეყანაში წარმატებით დასრულებული, 2022 წლისთვის ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის ვაქცინაციის ჩატარებაზე, „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ შეიტანა ცვლილება, რის მიხედვითაც 12 წლის ზემოთ ბავშვებში აცრა დასაშვები ხდება. ჩვენ შესაძლოა გრიპის…

მეტი...

“საქართველოში ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის შემთხვევა დადასტურდა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა.  “გიდასტურებთ, რომ ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, მას დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს და უკვე სრულად განკურნებულია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის თქმით, სამხრეთაფრიკული შტამი ერთნაირად აზიანებს, როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილ ადამიანებს. 

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ჯანდაცვის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულ მინისტრს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.

მეტი...

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რჩება მაინც მძიმე“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

“ჩვენი ქვეყნისთვის ეს ციფრები არის მძიმე, რეგულაციების შემსუბუქება გულისხმობს შემთხვევების მატებას,“ – ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძე რეგულაციების დაცვაზე და ვაქცინაციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ის ციფრები, რომლებიც დღეს გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იმართება: „შეზღუდვები არ არის ფიქსირებული, ეს უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, მთავარია შემდეგი დღეების განმავლობაში იქნება თუ არა ეს მაჩვენებლები აღმავალი, ამ შემთხვევაში შეზღუდვების მოხსნა გადასახედი გახდება,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ პროფესორი ამბობს, რომ თუ…

მეტი...

გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს

ასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ღიბრაძემ განმარტა, აღნიშნული შეზღუდვა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე გავრცელდება. „შეზღუდვების პერიოდი იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ცხადია, ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და პროდუქციის რეალიზაციისთვის. თუმცა, ცხადია, ვრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე, პირზე, რომელიც საქართველოში იმყოფება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

„ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში“- გახარიას პასუხები

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყოფნა მეტი თავისუფლების ხარისხს ანიჭებს. „მე ვამბობ, რომ პრევენციის და სტრატეგიის მექანიზმები უნდა იყოს უფრო ეფექტური. საგამოძიებო მექანიზმები უნდა იყოს უფრო ეფექტური, უნდა იყოს ერთიანი მმართველობა. თუ ვინმემ ჩემი გუნდიდან ან მე დავაშავეთ, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ,” – ამბობს გახარია. მისივე თქმით ივანიშვილს “არც აქებს” , “არც აძაგებს” “ქვეყანაში რა თქმა უნდა, ფაქტია რომ ჩვენ მმართველობითი სისტემის სერიოზული პრობლემა გვაქვს. ყველგან ივანიშვილის ხელი ვერ იქნება გარეული. 20 ივნისი და ბიძინა ივანიშვილი, ან ანაკლიის პორტი და ბიძინა ივანიშვილი, კავშირი რა არის? მე…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 676, იმერეთში – 126, აჭარაში – 102

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 676, იმერეთში – 126, აჭარაში – 102, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 930 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 831 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 099 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 345 196-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.74 %, ბოლო 14…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 002 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 002 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 930 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 831, „პისიარ“ ტესტით – 10 099. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,74%, ბოლო 14 დღის – 3,3%, ბოლო 7 დღის – 2,71%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 345 196 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 328 620 გამოჯანმრთელდა, 4 804 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია –…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 804-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 233 პირს დაუდასტურდა, 1 002 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 31 მაისს საქართველოში კორონავირუსით 360 ადამიანი დაინფიცირდა, 1 195 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

მეტი...