46 მოსამართლე განაწესეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, სხვადასხვა ისტანციის სასამართლოში 46 მოსამართლე განაწესა. საბჭოს სხდომა რამდენიმე წუთია დასრულდა.   რაც შეეხება საკითხს, თუ სად განაწილდნენ მოსამართლეები, სია შემდეგია:    თბილისის სააპელაციო სასამართლო: გელა ბადრიაშვილი; ანა გოგიშვილი; ნათია ბარბაქაძე; გერონტი კახეთელიძე; მზია ლომთათიძე; კახა მაჭავარიანი; მარინე იმერლიშვილი; ნათია ბუსკაძე; თბილისის საქალაქო სასამართლო:  ნათია მერაბიშვილი; ეკატერინე ობოლაძე; სალომე სამხარაძე; ლეილა ფოლადიშვილი; ირაკლი ჩიკაშუა; ეკატერინე ჯინჭველაშვილი; თამუნა მჭედლიშვილი; სალომე გველესიანი; ეკატერინე ელიაძე; ნინო ენუქიძე; უჩა თოდუა; თეა კალანდაძე; ლიანა კაჟაშვილი; ქეთევან მამაცაშვილი; ვიოლეტა ფორჩხიძე; ნანა შამათავა; ვალერიან ბუგიანიშვილი; არსენა კალატოზიშვილი; დავით ნარიმანიშვილი; ნინო ნაჭყებია; რომეო…

მეტი...

„ქართული ოცნება“ საერთაშორისო კუთხით არსებული მიღწევებით კმაყოფილია

მმართველი გუნდი იმს მიღწევებზე საუბრობს, რაც ბოლო პერიოდში, საერთაშორისო მიმართულებით განხორციელდა და კმაყოფილებას გამოხატავს. „ქართული ოცნება“ საერთაშორისო მიმართულებით მიღწევების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „შესანიშნავი კვირაა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე. საქართველომ ძლიერი დასავლური პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, რაც ჩაიწერა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში: 1. ნატოს კომუნიკე, 2. აშშ-ევროკავშირის სამიტის განცხადება, 3. რუსეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობების თაობაზე ევროკავშირის ერთობლივი სტრატეგია 4. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. შექება დაიმსახურა საქართველო პრემიერ-მინისტრმა, აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული შუამავლობის გამო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით…

მეტი...

“სუხიშვილების” ამფითეატრი გაქურდეს

წყნეთში “სუხიშვილების” ამფითეატრი გაქურდეს. “ღია ტერასა ტყეში”, ასე ჰქვია ამფითეატრს, რომელიც ნინო სუხიშვილის ქმარმა, ბიზნესმენმა ზურაბ ლეჟავამ ააგო და სადაც სიმფონიური კონცერტებისთვისაც შესანიშნავი სივრცეა მოწყობილი და სხვა ტიპის მუსიკალური საღამოებისთვისაც. სხვათა შორის, შარშან პანდემიისას, ამ სივრცეში, “კონცეპტარტმა”, ათამდე კონცერტი გამართა. როგორც ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქურდებმა განათების გაყვანილობა წაიღეს. “დაიჭირეს, ბოლომდე წაღება ვერ მოასწრო. დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მოგვადგა. მაგრამ წყნეთის პოლიციის უფროსს და მის მოადგილეს უღრმესი მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის. დანაშაულის ჩამდენი პირი მათ უკვე დააკავეს” – წერს ნინო სუხიშვილი.

მეტი...

თბილისში 4 ტყუპი დაიბადა

თბილისში, “პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში” 4 ტყუპი დაიბადა. ქალმა საკეისრო კვეთით სამი ბიჭი და ერთი გოგო გააჩინა.  ექიმების თქმით, ორსულობა ბუნებრივი გზით დადგა.  ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა და დედა თავს კარგად გრძნობს. 

მეტი...

“არ გვყავს მთავრობა, რომელიც ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებზე აქტიურად იმუშავებდა, შეაწუხებდა პარტნიორებს, როგორც უკრაინა აკეთებს” – გიგა ბოკერია

დაპირისპირება თავისუფალ სამყაროს, პუტინის რუსეთსა და ტოტალიტარულ ქვეყნებს შორის გაგრძელდება და მომავალში შეიძლება გამწვადეს კიდეც, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბაიდენი-პუტინის შეხვედრას. როგორც ბოკერია აღნიშნავს, არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაზეც დაპირისპირება არსებობს თავისუფალ სამყაროს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის პუტინს შორის, გარღვევა არ მომხდარა. „როგორც მოსალოდნელი იყო, არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაზეც დაპირისპირება არსებობს თავისუფალ სამყაროს, მის ლიდერს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის პუტინს შორის, გარღვევა არ მომხდარა, ყველა პროგნოზი ასეთი იყო, აქ მოულოდნელობა არ არსებობს. ეს დაპირისპირება თავისუფალ სამყაროს, პუტინის რუსეთსა და ტოტალიტარულ ქვეყნებს შორის გაგრძელდება და მომავალში…

მეტი...

შიდა ქართლში ქალი ხიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა

შიდა ქართლში, სოფელ რეხაში ხიდან ქალი ჩამოვარდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ალუჩისხეზე იყო ასული და ჩამოვარდნის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო.

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მიესალმება გაეროს რეზოლუციას

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ინფორმაციას ავრცელებს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას, რომელშიც უმაღლესი საბჭო მიესალმება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2021 წლის 16 ივნისს მიღებულ მორიგ რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. გაეროს 56 წევრი – სახელმწიფოს ინიციატივით კენჭისყრაზე გამოტანილ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს ხმა მისცა 80 სახელმწიფომ, წინააღმდეგი იყო მხოლოდ 14 (70-მა თავი შეიკავა). როგორც მოსალოდნელი იყო, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა რუსეთის ფედერაციამ. როგორც უმაღლესი საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული: „უხეშად და პერმანენტულად არღვევს რა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებს, მოსკოვი უპირისპირდება ცივილიზებულ…

მეტი...

თბილისი სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების წევრი გახდა

თბილისი სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების – Nordic Tourism Collective წევრი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორგანიზაციის წევრებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს, ვებინარზე თბილისის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები წარუდგინა. „ტურიზმი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ეკონომიკური სექტორია. თბილისის მერია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულების განვითარებისათვის და ჩართული იყო ტურიზმის სექტორის აღდგენის პროცესში, სხვადასხვა ტიპის კამპანიების სახით, როგორებიცაა: სემინარები და სამუშაო შეხვედრები ტურიზმის და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ სექტორებში დასაქმებული პირებისათვის; ქუჩის კვების ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“, მედიატურები საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალისტების, ბლოგერებისა და „ინფლუენსერებისათვის“ და ა.შ. გარდა ამისა, დაფინანსდა…

მეტი...

მთავარი არხი“ და ტელეკომპანია „იმედი“ 2500-2500 ლარით დაჯარიმდნენ

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (Product Placement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 2500 ლარი დაეკისრათ. საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში 2021 წლის 26 აპრილს 07:56 საათზე გასულ გადაცემას „შენი დილა“, სადაც მაღაზია „ელიტ ელექტრონიკსის“ შესახებ სიუჟეტი განთავსდა. 4 წუთნახევრიანი სიუჟეტი ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს ეხებოდა, რომელშიც დეტალურად იყო წარმოდგენილი კონკრეტული ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.  რაც შეეხება „ტელეიმედს“, 2021 წლის 18 მაისს 13:32 საათზე, გადაცემაში „იმედის დღე“ „ლილო მოლის“ შესახებ გავიდა სიუჟეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის 30 წლის…

მეტი...

გუმათში რკინის ჯებირები აიღეს

გუმათში რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული სამი  მოთხოვნიდან ორი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები და აქტივისტებს ნამოხვანში გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხეება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ.

მეტი...

“არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს ვაქცინები და აცრის მსურველი არ იყოს ქვეყანაში” – ივანე ჩხაიძე

ივანე ჩახიძის განცხადებით, იმ ვაქცინების რაოდენობა, რომელიც საქართველოში შემოვა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული და ათვისებული. ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და მოსახლეობამ აცრის სურვილი არ გამოთქვას.  “ის სამი ინტენსიური თვე, როდესაც ჩვენ ქვეყანაში გვექნება ვაქცინების საკმარისი არჩევანი, ისინი როგორც სხვადასხვა ვაქცინის, ასევე რაოდენობის თვალსაზრისით, უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული. და თუ ჩვენ დავკარგეთ ეს პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ვაქცინები არის მაგრამ არ იცრება მოსახლეობა, ეს იქნება მართლაც უზარმაზარი წარუმატებლობა. ამ კუთხით ოპტიმიზმით ვარ ვარ გამსჭვალული და არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს ვაქცინები და აცრის მსურველი არ იყო. ეს რეალობა უნდა…

მეტი...

“ბარიკადების აღების შემდეგ, ველოდებით განცხადებას დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით” – ვარლამ გოლეთიანი

ბარიკადების აღების შემდეგ, ველოდებით განცხადებას დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისი თქმით, მათ მიერ დაყენებული პირობების შესრულების შემდეგ, მხარეები მედიატორის მონაწილეობით მორიგ შეხვედრას გამართავენ. „ჩვენი მოლაპარაკების პირველი ნაწილი იყო, შესრულებულიყო ის პირობები, რაც გულისხმობს ბარიკადის აღებას და პოლიციის გასვლას. ახლა დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით ველოდებით განცხადებას ამის შემდეგ კი დაინიშნება შემდეგი შეხვედრა და უკვე გავაგრძელებთ საუბარს პირობების შემდეგ ნაწილზე, რაც გულისხმობს სამუშაო პროცესის შეჩერებას. მედიაციის პროცესში სამუშაოები უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მეტი...

ესტონეთი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 900 ათას დოზას სხვა ქვეყნებს, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს გადასცემს

ესტონეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 900 ათას დოზას სხვა ქვეყნებს, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს გადასცემს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა. პრემიერის განმარტებით, ესტონეთი გადასცემს ვაქცინის ზედმეტ დოზებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ვაქცინის ნაკლებობას განიცდიან ან რომლებსაც ვაქცინა ჯერ არ მიუღიათ. ვაქცინის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ესტონეთმა იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ საჭიროზე მეტი რაოდენობის დოზა ჰქონდა დაჯავშნილი. ესტონეთი „ასტრაზენეკას“ დოზებს სხვადასხვა ქვეყანას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამა „კოვაქსის“ საშუალებით გადასცემს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კი პირდაპირ გამოუყოფს.

მეტი...

კრისტიან ერიქსენს გულზე ოპერაციას გაუკეთებენ

დანიის ნაკრების ფეხბურთელს, კრისტიან ერიქსენს, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, კარდიოვერტერ დეფიბრილატორს ჩაუდგამენ. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფეხბურთელმა ადგილობრივ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ ოპერაციაზე თანხმობა განაცხადა. კარდიოვერტერ დეფიბრილატორი უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვის ეფექტური საშუალებაა. „ევრო 2020“-ზე B ჯგუფში პირველი ტურის საწყის მატჩში, დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრისას, პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა დაემართად და მოედნის გაზონზე უგონოდ დაეცა. ფეხბურთელი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მეტი...

“მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება მესამე კვარტალში” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია წლის მესამე კვარტალში დაიწყება. “ეტაპობრივად ვახორციელებთ როგორც ბრიგადების დამატებას, ასევე იმ საჭირო ადგილების დამატებას, რის შემდეგაც ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ თავისუფლად ვაქცინირებას. მნიშვნელოვანია ის, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი ყოველთვის გვქონდა, რომ დაიწყება მესამე კვარტალში. მესამე კვარტალი დადგება და ჩვენ დავიწყებთ მასობრივ ვაქცინაციას, აქედან გამომდინარე არანაირი ცვლილება გეგმაში არ მომხდარა და ვაქცინაციის პროცესს რისკი არ აქვს,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “დღის კურიერში” საუბრისას. მინისტრის თქმით ამ ეტაპზე საქართველოში ე.წ. ინდური და ბრიტანული შტამი ცირკულირებს და ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსის სხვა ახალი ვერსია არ…

მეტი...

პროკურატურამ ანაკლიაში 2009-2010 წლებში უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ათი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი…

მეტი...

“სიტყვები საკმარისი არ არის, უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ” – სენატორი რობ პორტმანი

სიტყვები საკმარისი არ არის, უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი „ტვიტერში“ წერს, სადაც ის აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას ეხმიანება. „მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან უკრაინის საკითხი განიხილა, სიტყვები უბრალოდ საკმარისი არ არის. ჩვენ უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ და ბაიდენის ადმინისტრაციამ ძლიერი რიტორიკა მკაცრ მოქმედებებს უნდა შეუსაბამოს“, – წერს სენატორი.

მეტი...

კომპანია “ზეგ” ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ზეგ”, სადაც 2020 წლის ზაფხულში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს “მთავარის” ეთერში კვირას, 13 ივნისს გასულ მასალასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია კომპანიის სავარაუდოდ საეჭვო დანაშაულებრივ საქმიანობაზე, მომხმარებელთა პირადი მონაცემების მოპარვასა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე. თამარ ბაჩალიაშილმა გამოძიების ვერსიით თავი მოიკლა, ოჯახს და მის უფლებადამცველებს ამ ვერსიის არ ჯერათ და დახურული გამოძიების განახლებას ითხოვენ. კომპანია “ზეგ” “მთავარის” ეთერში გასულ ინფორმაციას სრულად უარყოფს და ამბობს, რომ ტელევიზიის ამ თემაზე სხვადასხვა დროს მომზადებული მასალები წინააღმდეგობრივია ერთმანეთთან, ის პლატფორმა კი, რომელზეც გარდაცვლილი პროგრამისტი კომპანია “ზეგ”-ის ხელმძღვანელის…

მეტი...

გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. მისი თქმით, ერი უნდა გაერთიანდეს, რათა საგარეო პოლიტიკურ მთავარ მიზნებს მიაღწიოს. “აქტიურად ვიქნები ჩართული. სიმართლე გითხრათ, ბლოკის სია, რომ არ ჩაეხსნათ, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა. დეკემბერში უფრო უკეთესი დოკუმენტის გამოტანა შეიძლებოდა და ამნისტიის ინტერპრეტირება, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება” არის სრული მავნებლობა. თუ ჩვენ გვინდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მთავარ მიზნებს მივაღწიოთ, რაც არის NATO, ეს ნიშნავს უსაფრთხოებას საქართველოსთვის და ევროკავშირი – ეს ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიას და განვითარებას, ჩვენ…

მეტი...

შსს სოფელ გუმათთან რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მეტი...

უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია

2020 წლის 30 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია. ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ სუს-დან აცნობეს. მათივე განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ლაშა ხეთერელთან დაკავშირებით, მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). „ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

გუმათში ჯებირების აღებას ელოდებიან

გუმათში ჯებირების აღებას ელოდებიან. როგორც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, ხვალ შეთანხმების ბოლო ვადაა, ამიტომ ისინი გონივრული გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათი თქმით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბარიკადების აღება იყო. არსებული ინფორმაციით, ხეობაში იმყოფება იმერეთის გუბერნატორი. ამ დროისთვის ის ჰესის მოწინააღმდეგეებს არ შეხვედრია. აქციის მონაწილეთა თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროტესტი გუმათში გაგრძელდება.

მეტი...

“იმედის მომცემია, რომ სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე განხილვაში მიიღო, მეხუთე წელია, ჩემი ძმა უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, უკვე მეხუთე წელია, გიორგი მამალაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფება და საქართველოს ვერც ერთ სასამართლოში სამართალს ვერ მიაღწიეს. თორნიკე მამალაძის თქმით, იმედი აქვს, სიმართლეს დაადგენს სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც, მისივე განმარტებით, საქმე განხილვაში მიიღო. „როგორც სახელმწიფოს, ისე საპატრიარქოს გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემი ძმის განადგურება და ამას დღემდე პირნათლად ასრულებენ. მესამე წელია, პარალიზებულ მდგომარეობაშია და არც სახელმწიფო, არც საპატრიარქო არაფერს აკეთებს, რომ გამოჯანმრთელდეს. თავის დროზე სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ და ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ განხილვაში მიიღო, იმედის მომცემია, რადგან სტრასბურგის სასამართლო  განხილვაში არ იღებს საქმეს, თუ საქმეში მტკიცებულებები…

მეტი...

“მე რომ არა მშია, ძალიან კარგად იცის მიშამ” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მას ვერავინ იყიდის, მათ შორის, ვერც მიხეილ სააკაშვილი. ამით გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ: “მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში. არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორემ მერე, გაჭირდება ეგ ამბავი,”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. ამაზე კი, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ძალიან წუხს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთ “იაფფასიან ტერმინოლოგიებს იყენებს”. “მე…

მეტი...

“წესიერი გულშემატკივარი ფეხბურთელს კი არ აგინებდა – „ვინც შენ ძირითადში ჩაგსვა, იმის ასე და ისეო” – ვინ ჩასვა გახარია-ღარიბაშვილი ძირითადში? – წარუმატებლობაში დამნაშავეა „ოცნება” მთავარ მწვრთნელთან ერთად” – რომან გოცირიძე

წესიერი გულშემატკივარი ფეხბურთელს პირდაპირ კი არ აგინებდა – „ვინც შენ ძირითადში ჩაგსვა, იმის ასე და ისეო”, ჰოდა, ვინ ჩასვა გახარია და ღარიბაშვილი ძირითადში? – წარუმატებლობა ვერავის გადაბრალდება, ამაში დამნაშავეა „ქართული ოცნება” მის მთავარ მწვრთნელთან ერთად,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი კითხვები მათ ეკონომიკური კუთხით, ქვეყანაში არსებულ „კატასტროფულ ვითარებასთან” დაკავშირებით ექნებათ. „ჩვენზე უარესი მდგომარეობა აქვს ნახევრად აღიარებულ კოსოვოს, ომგადატანილ სომხეთს და ერთ- ორ სახელმწიფოს. ეს მაშინ, როცა გატარებული ზომები არც პანდემიას წაადგა. თავის დაძვრენის ერთ-ერთი ხერხი იქნება, რომ მთავრობა იტყვის – მაშინ, პრემიერი გახარია იყოო და ვინ…

მეტი...

მეუფე იაკობმა ნინო ლომჯარიას ხატები აჩუქა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა მმართველმა და ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა  იაკობმა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საჩუქრად ხატები გადასცა. ცნობისთვის, სახალხო დამცველსა და პანსიონის ახალ მმართველს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. როგორ სახალხო დამცველმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ის ნინოწმინდის პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს შევა.

მეტი...

“სასამართლოს როგორ უნდა ვენდოთ, თუ წამყვან პოზიციებზე სახელგატეხილი ხალხია” – ალეკო ელისაშვილი

სასამართლოს როგორ უნდა ვენდოთ, თუ წამყვან პოზიციებზე სახელგატეხილი ხალხია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. დეპუტატმა მართლმსაჯულების სისტემაში რეალური რეფორმების განხორციელებას გაუსვა ხაზი. „შარლ მიშელის დოკუმენტში არის სურვილი და იდეა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, არ იყოს სახელგატეხილ ხალხზე – მურუსიძეებსა და ჩინჩალაძეებზე ჩამოკიდებული. სასამართლო ნდობას თუ არ იწვევს, სახელგატეხილი ხალხია წამყვან პოზიციებზე, როგორ უნდა ვენდოთ. სასამართლო სამართლიანი და სანდო თუ არ არის, მაშინ სამართლიანი ქვეყანა არც გვექნება. შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ რეალური რეფორმები უნდა დაიწყოს, არა ტყუილი და წყალწყალა ტალღები, არამედ რეალური და ნამდვილი რეფორმები“, – განაცხადა ელისაშვილმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ…

მეტი...

“საქართველოს პუტინოიდური რეჟიმი ისე ჰგავს ვლადიმედ პუტინს რომ შვილი მამას არ დაემგვანება” – შალვა ნათელაშვილი

პუტინის განცხადებებს საქართველოში პოლიტიკოსების გამოხმაურება მოჰყვა: „საქართველოს პუტინოიდური რეჟიმი ისე ჰგავს ვლადიმედ პუტინს რომ შვილი მამას არ დაემგვანება ასე. რუსეთის პრეზიდენტმაც დღეს იგივე განაცხადა ჟენევაში რაშიც აქ კაი ხანია გვარწმუნებენ, თურმე ნავალნი და სხვა ოპოზიციონრები თავისი ნებით იწევენ ციხეში ხოლო ხელისუფლება მხოლოდ აკმაყოფილებს დემოკრატიულად ამ მისწრაფებებს და არაფერ შუაში არაა ეს ყოველივე პოლიტ – რეპრესიებთან,“ – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ბათუმში 40 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში 40 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი ბინაში მეზობლებმა ნახეს. ახალგაზრდა ქალი  მარტო ცხოვრობდა, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

“ბოლნისი – მარნეულის 50 მეტრიანი გზის მონაკვეთის დაგება რაგაუხდათ ამ ფული ჭამია ვამპირებს” – აქტივისტი მარნეულის მერიას

“ბოლნისი მარნეულის 50 მეტრიანი გზის მონაკვეთის დაგება რაგაუხდათ ამ ფული ჭამია ვამპირებს,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, მიხეილ ჩომახაშვილი წერს. “ძლივს გადმოვიარე ჩხაკაჩხუკით ეს მონაკვეთი. მეშველიანი, დარგალი ორი ამხელა რაიონის დადუმებული დეპუტატი, წლიდან წლამდე 2 გადაბმული წინადადება არ უთქვამთ პარლამენტში. მოკლე ტექსტი კობახიძემ მაინც დაგიწეროთ და გათქმევინოთ ორი სიტყვა რობოტებივით რომ ზიხართ მანდ!,” – ამბობს ჩომახაშვილი.

მეტი...

“ვფიქრობ, კარგი დღე იყო რუსეთისთვის – ძალიან დიდი სცენა დავუთმეთ რუსეთს და თავად არაფერი მიგვიღია” – ტრამპი

ვფიქრობ, კარგი დღე იყო რუსეთისთვის, არა მგონია, რომ ჩვენ რამე მიგვეღო, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის დასრულების თანხმობა გასცა. მისი თქმით, რუსეთი გერმანიისთვის გაზის მიყიდვის შედეგად მნიშვნელოვნად ისარგებლებს. „ჩვენ ძალიან დიდი სცენა დავუთმეთ რუსეთს და თავად არაფერი მიგვიღია. ჩვენ დავთმეთ ისეთი რამ, რაც დაუჯერებლად ღირებულია. მე შევაჩერე მილსადენი, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, შემდეგ კი ის კვლავ დაუბრუნდა (გერმანიას და რუსეთს) და ამის სანაცვლოდ…

მეტი...

„ქვეყანაში მოსამართლეების მწვავე დეფიციტია“ – ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის მოსამართლეების დამტკიცების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მოსამართლეების დამტკიცებას არ კრძალავს. „სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მოვახდინეთ მთელი რიგი ახალი კანონპროექტების ინიცირება. გავხსენით დამატებით ფანჯარა და დრო, რომ ყველა მსურველს ჰქონოდა შესაძლებლობა შემოეტანათ თავიანთი განცხადებები მოსამართლეობასთან დაკავშირებით. დრეს ქვეყანაში მწვავე დეფიციტია მოსამართლეების. პირველი მოთხოვნა, რაც სასამართლოთი მოსარგებლე მოქალაქეებს აქვთ, ეს არის, რომ სასამართლო პროცესები წარიმართოს სწრაფად. ამისათვის საჭიროა სასამართლო რეფორმის პარალელურად, სასამართლო კორპუსის შევსებაც მოხდეს. შარლ მიშელის დოკუმენტში არსად წერია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გავაჩეროთ,”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა…

მეტი...

გიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს ეროვნულ და რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება. ჯეიმს აპატურაიმ და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარება და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ ჯეიმს აპატურაის საკუთარი პოლიტიკური და პარტიის გეგმები გააცნო. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე დასავლელ პარტნიორებთან  შეხვედრებს მართავენ. ევროპარლამენტარებს  შეხვედრაზე გიორგი გახარიამ პოლიტიკურ…

მეტი...

საზღვარზე შემოსვლისას, ბავშვები „პისიარ“ ტესტისგან თავისუფლდებიან

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს საზღვარზე შემოსული 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის „პისიარ“ ტესტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება.  ასევე, მათ ტესტის 3 დღის ვადაში წარდგენაც არ მოეთხოვებათ. მთავრობის №322 დადგენილება უკვე ძალაშია და ის საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა.

მეტი...

ვირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 342 720-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 114 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა – 38, იმერეთი – 82, ქვემო ქართლი – 50, შიდა ქართლი – 40, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

მეტი...

კორონავირუსით 741 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 350 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 359 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 991 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 741 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  356 920-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.40%.

მეტი...