საქართველოში მიწისძვრა მოხდა

20:15 საათზე საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა  ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კმ- ში, სოფელ სამებასთან (20:04 საათის მიწისძვრის ეპიცენტრულ ზონაში) მოხდა. სიმძლავრემ კი  3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

აბასთუმნის ტყეში დაკარგული 7 ტურისტი იპოვეს

სამდღიანი ძებნის შედეგად, ახალგაზრდა ქალები, რომლებიც აბასთუმნის ტყეში გაუჩინარდნენ, იპოვეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია დაბა აბასთუმანში გაუჩინარებული ტურისტული ჯგუფის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, 7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება. ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები.…

მეტი...

ნინოწმინდის პანსიონატის რამდენიმე აღსაზრდელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე აღსაზრდელი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მათთან ერთად იმყოფებოდა სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საპროცესო ღონისძიებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა ხდება კანონმდებლობის სრული დაცვითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პანსიონი დღეს კიდევ რვა ბენეფიციარმა დატოვა. ბავშვების მშობლები მათ შვილებზე ძალადობას გამორიცხავენ და აცხადებენ რომ მსგავსი არაფერი შეუნიშნავთ. თავად ბავშვები კი აცხადებენ, რომ არანაირი დასჯის მეთოდი არ არსებობს ბავშვთა სახლში და ისინი ძალადობას არ განიცდიან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი, რომელიც საპატრიარქოს მზრუნველობის ქვეშაა, ხმაურისა და დაძაბულობის საკითხი გახდა. აღნიშნულის მიზეზი გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის…

მეტი...

აბასთუმანში 7 ახალგზრდა ქალი გაუჩინარდა

აბასთუმანში სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. გაუჩიარებული 7 ახალგაზრდა ქალის კვალს ვერ მიაგნეს. ისინი ნაკრძალში ტურისტულად, სალაშქროდ იყვნენ წასულები. ძებმა დრონის დახმარებითც გრძელდება. ძებნის ოპერაციაში 40-მდე მაშველი მონაწილეობს, თუმცა, დაკარგულთა კვალზე გასვლა ვერ ხერხდება.

მეტი...

კახეთში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 52 მაღაზია დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა კახეთის რეგიონში შეამოწმეს 130 სპეციალიზებული მაღაზია, საიდანაც 52 მათგანში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ. სურსათის ეროვნული სააგენტო უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით, განაგრძობს სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა.

მეტი...

შსს-მ რეგულაციების დარღვევის 411 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 411 ფაქტი გამოვლინდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-დან აცნობეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 60 პირი დააჯარიმდა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 288 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 63 ფაქტი გამოვლინდა“ – აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს…

მეტი...

ინფიცირებულთა რაოდენობით ისევ თბილისი ლიდერობს

ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 258 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 15, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0. ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 657, საიდანაც: 3 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 908, აჭარაში – 328, იმერეთში – 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში – 354, აჭარაში – 89, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 11,…

მეტი...

კორონავირუსით 504 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 505 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 783 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  349 098-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.99%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 201 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 333 505-მდე.

მეტი...

კორონავირუსით 17 ინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში, ერთი დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. დღემდე, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 910-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 504 პირს დაუდასტურდა, 1 201პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“შესაძლოა, ქვეყანაში სხვა მუტაციაც დაფიქსირდეს, საზღვარს ისე ვერ დაკეტავ, რომ ვერაფერმა შემოაღწიოს“ – ივანე ჩხაიძე

„ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაკეტავს საზღვარს ისე, რომ გარანტირებულად თავიდან აიცილოს ვირუსის შემოსვლა“ – აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ-ის პროფესორია, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ და დასძენს, რომ ჩვენთან „ინდური ვირუსის“ გავრცელების რისკი დაბალია. „გამორიცხული არ არის, ქვეყანაში კორონავირუსის სხვა მუტაციებიც დაფიქსირდეს. ამისგან თავს ვერავინ დაიზღვევს. ჩვენ იმიტომ არ გვეშინია ინდოეთის და „ინდური მუტაციის“, რომ საქარველოს ინდოეთთან პირდაპირი მიმოსვლა არ აქვს და ძნელი წარმოსადგენია, ბევრი ადამიანი შემოვიდეს, რომელსაც ეს შტამი ექნება“ – განუცხადა ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარს“. რაც შეეხება 5 შემთხვევას როცა,…

მეტი...