“ეს ნამდვილად განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა?!” – შალვა ნათელაშვილი

  •  

„ლეობორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მესხეთზე ლექსს კითხულობს.

თურქეთის პრეზიდენტი, მესხეთს თავის სამშობლოდ მოიხსენიებს და იმედს გამოთქვამს, რომ ოდესმე კვლავ დაიბრუნებს.

„ვეკითხები თურქეთის ელჩს საქართველოში, ეს ნამდვილად განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა თუ მონტაჟი და ფალსიოფიკაციაა?

პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება დადასტურებად რის შემდეგაც მექნება ჩემი რეაქცია და ნუ იქნება ეს საწყენი ნურავისთვის“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმმა“ უკვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისგან ოფიციალურ კომენტარს ელოდება.

მსგავსი თემები